მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა პატრიარქები, პატრიარქები |
A.V.M |
Nov 18 2011, 08:47 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს გარდა მსოფლიოში მრავალი მართლმადიდებლური ეკლესიაა,რომელთაც რა თქმა უნდა საკუთარი მმართველი ყავთ.
ამ თემაში ვისაუბრებთ მათ შესახებ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 27 2013, 03:22 AM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქი ფილარეტი, რომელსაც უკრაინაში თითქმის იმდენივე მრევლი ჰყავს, რამდენიც მოსკოვის საპატრიარქოს, უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებს.
"ბოლო დღეებში, უკრაინის დედაქალაქში და სხვა მრავალ ქალაქში, ასევე საზღვარგარეთ გაიმართა და ამ დრომდე გრძელდება საზოგადოებრივი გამოსვლები უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ჩვენი ეკლესია, ისევე როგორც სხვა წამყვანი ეკლესიები და რელიგიური ორგანიზაციები უკრაინაში, ერთობლივ განცხადებაში ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს გამოვხატავდით და ვადასტურებდით უკრაინელი ერის ევროპისკენ სწრაფვას. ამ დროის განმავლობაში უკრაინაში და საზღვარგარეთ, პოლიტიკოსებთან და საზოგადოებრივ მოღვაწეებთან, როგორც პირადად პატრიარქმა, ისე ჩვენი ეკლესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინა ევროპული ქვეყანაა და ეს არჩევანი ევროპულ ქრისტიანული ცივილიზაციასთან მიკუთვნებულობისა 1000 წლის წინ კიევის რუსეთის ნათლობისას გაკეთდა", - ნათქვამია პატრიარქ ფილარეტის მიმართვაში. პატრიარქი ფილარეტი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირის ასოცირებული წევრობა მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების გზაა მათგან, ვისაც საბჭოთა იმპერიის აღდგენა სურს. ფილარეტი მოუწოდებს სამართალდამცავებსა და სახელმწიფოს, უზრუნველყონ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ფილარეტი მიიჩნევს, რომ აგრესია მშვიდობიან პროტესტზე სიტუაციის რადიკალიზებას მოახდენს. პარალელურად, უკრაინის გრეკო-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, სვიატოსლავ შევჩუკმა, რომლის მრევლიც 5 მილიონამდეა, სოლიდარობა გამოუცხადა ევრომაიდანზე შეკრებილ ახალგაზრდებს. ათასობით უკრაინელი კიევის ცენტრშია შეკრებილი და ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით აპროტესტებს. აქციის მონაწილეები უკრაინის რადასგან გადაწყვეტილების შეცვლასა და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ. http://www.tabula.ge/ge/story/77444-kievis...archunebis-gzaa -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი