IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს???
vaxushti13
პოსტი Oct 31 2013, 07:03 PM
პოსტი #1


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



როგორც წაკითხული მაქვს მონათვლის შემდეგ ადამიანს წარსული ცოდვები მიეტევება ხო???
ნუ მაგალითად არის ადამიანი რომელსაც უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი (სიტყვაზე: მკვლელობების კასკადი, ღმერთის გმობა, გაუპატიურებები და რავი 1000 უბედურება) ნუ შემდგომ როცა მოხუცდა აღმოაჩნდა კიბო და დავუშვათ ექიმებმა მისცეს 1 თვე.. ხოდა ამ კაცმა გადაწყვიტა მონათვლა... და რა გამოდის ის ყველა ცოდვა მიეტევა ამ ადამიანს???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Nov 27 2013, 03:29 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
ერთადერთი მართლმადიდებლობაში რაც დოგმატურად ვერ გამიგია და რაც მაბრკოლებს არის ერთი საკითხი _ ეს არის გამოსყიდვის საკითხი ! სხვათაშორის პასტორ რასელს და ნელსონ ბარბორს სწორედ ამაზე მოუვიდათ განხეთქილება !!! ერთადერთი ბატონი დავითია ვინც შეძლებს გამარკვიოს ამ საკითხში და მას ვთხოვ უაღრესად ამიხსნას თუ რა მიზნით მოვიდა ქრისტე და როგორ მოხდა ჩვენი გამოსყიდვა , გამოხსნა ცოდვებისაგან ?


კი არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მარა ისეთი დამიწერე გვერდით თემაში მარტო მე დამტოვე პასუხის გარეშეო, რომ გული მომილბა biggrin.gif

ისე კი ძალიან ვრცელ საკითხს მეკითხები და ორი სიტყვით ამაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. კი ბატონო, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ შენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებ, პოლემიკისთვის არ გიწერ.

მოკლედ, როდესაც ადამიანის, კაცობრიობის ცოდვისგან გამოხსნის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ადამიანის ცოდვით დაცემის ისტორია და მისი საღვთისმეტყველო შინაარსი. როგორც შესაქმისეული უწყება გვეუბნება ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად. სხვა თვისებებთან ერთად, მართლმადიდებლური სწავლებით, ის ფლობდა უხრწნელებას, უკვდავობას და ტკიბილგანუცდელობას, ანუ იყო ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ანუ ის მკვიდრობდა რა სამოთხეში, რომელიც განშორებული იყო ყოველგვარ დაშლადობასა და ხრწნადობას, ამის შესაბამისად ადამიანიც იყო უხრწნელი და უკდავი, უფრო კი პირიქით, რადგან ადამიანი ასეთი იყო, ამის შესაბამისად მისი საცხოვრებელიც უხრწნელი იყო, ანუ საცხოვრებელი და მცხოვრები შეესაბამებოდნენ ურთიერთს.

რამდენადაც მოხდა ადამიანის ცოდვით დაცემა, და ადამიანური ბუნება გარდაიქმნა უხრწნელებიდან ხრწნად მდგომარეობაში, უკვდავობიდან მოკვდავ მდგომარეობაში და ტკივილგანუცდელობიდან ტკივილგანმცდელ მდგომარეობაში, ცხადია, რომ ხრწნადი და მოკვდავი ადამიანი უხრწნელ და უკვდავ გარემოში ვერ იცხოვრებდა, ანუ სამოთხე სრულიად შეუსაბამო იყო ადამიანის მდგომარეობისა. ანუ შესაქმის წიგნი გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანი გამოაძევა სამოთხიდან, მაგრამ ეს გამონათქვამი პირობითია, რეალურად კი ადამიანი სამოთხეში ვეღარ შენარჩუნდებოდა, ანუ სამოთხე მისთვის დაიკარგა.

ძალიან მოკლედ ეს გახლავთ ადამიანის ცოდვით დაცემისა და მისი სამოთხიდან გამოდევნის ისტორია.

რატომ ხდება აუცილებელი უფლის განკაცება?

როგორც ირინეოს ლიონელი ამბობს, რამდენადაც ცოდვით დაცემულ ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის გამოხსნა (ანუ გამარჯვება ბოროტებაზე), ანუ საკუთარი თავის გარდაქმნა კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში, და რამდენადაც ადამიანი ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას (ამიტომაც მოხდა მისი დაცემა), შესაბამისად მას კიდეც რომ შეძლებოდა საკუთარი თავის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა, ეს გამოხსნა კვლავ არამყარი იქნებოდა, ანუ კვლავ იქნებოდა (მისი ცვალებადობის თვისებიდან გამომდინარე) იმის საფრთხე, რომ ადამიანი დაეცემოდა. ეს არ შეეძლო ანგელოზსაც, რამდენადაც ისიც, როგორც ქმნილება, ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას.

გარდა ამისა, როგორც ღვთისმეტყველთა მთლიანობა მიუთითებს, გამოხსნა აუცილებლად იმის მიერ უნდა მომხდარიყო, ვინც დაეცა, ანუ ადამიანს თავად უნდა დაემარცხებინა ბოროტება, გამომდინარე ყოვლადსამართლიანობის პრინციპიდან. ღმერთს რა თქმა უნდა შეეძლო ერთი სიტყვით მოესპო ბორტება, დაეხსნა ადამიანი, ანუ დაებრუნებინა თავდაპირველ მდგომარეობაში, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს იქნებოდა ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ეს იქნებოდა აგრეთვე არსამართლიანიც, ანუ ბორტებას მიეცემოდა საბაბი თქმისა, რომ თუკი ადამიანი დაეცა არამძლავრებითად, ანუ მისივე უნიათობით (ეშმაკი ოდენ შემაცდენელია), რატომ მოხდა გამოხსნა მძლავრებითად.

აქედან გამომდიანრე, გამოხსნა რომ მყარი ყოფილიყო, ანუ კვლავ დაცემის საფრთხე რომ მოსპობილიყო, და აგრეთვე სამართლიანობის პრინციპიც რომ დაცული ყოფილიყო, უფრო კი ადამიანის თავისუფალი ნება, თვით ყოვლად უცოდველი, ბუნებით უცვალებელი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ძე ღმერთი იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი. ანუ ძე ღმერთი პიროვნება, რომელიც მარადიულად ფლობს საღვთო ბუნებას, ამავე ჰიპოსტასში იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი, ერთარსი კაცობრიობისა. ანუ ის არ არის პიროვნულად ადამიანი, არამედ პიროვნულად ღმერთი, რომელიც ფლობს საღვთო ბუნებას და ადამიანურ ბუნებას, ანუ ის არის ღმერთკაცი, საღვთო ბუნებით ერთარსი მამისა და სულისა, ხოლო ადამიანური ბუნებით ერთარსი კაცობრიობისა.

მაცხოვარმა მიიღო ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნება, ყოველგვარი ცოდვისა და ბიწის გარეშე, ანუ ის ადამიანური ბუნება, რომელიც იყო ხრწნადი (ვგულისხმობ შიმშილის, წყურვილის, დაღლის და სხვა თვისებებს), მოკვდავი და ტკივილგანმცდელი, ანუ ის მდგომარეობა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროებოდა.

გავიხსენოთ ისიც, რომ ვიდრე მაცხოვრის განკაცებამდე, ყველა გარდაცვლილი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდიოდა, რამდენადაც სამოთხის კარი ადამიანისთვის დახშული იყო, ანუ ჯოჯოხეთისეული ბოროტება მძლავრობდა ადამიანის სულზე და ყოველი ადამიანის სულს სწორედ ის იტაცებდა. აი სწორედ ამიტომ ვეთაყვანებით ჯვარს და მივაგებთ უდიდეს თაყვანისცემას, რომ სწორედ ჯვარზე მოხდა ის, რამაც ეს "ტრადიცია" დაარღვია, რამდენადაც აღესრულა რა მაცხოვარი ჯვარზე, ბოროტებამ ვეღარ იმძლავრა მაცხოვარზე და აღმოჩნდა იგი განგმირული, ანუ დაირღვა მისი მძლავრება და ის ძალაუფლება, რაც მას ქონდა მთელი ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანზე.

და რამდენადაც მაცხოვარი ბუნებით იყო ერთარსი კაცობრიობისა, თუნდაც ერთი ადამიანური ბუნების მქონე პიროვნების გამარჯვება ბოროტებაზე ნიშნავს იმას, რომ უკეთურება დამარცხებულია ადამიანთან.

ამის შემდეგ კი არის აღდგომა, რა დროსაც მაცხოვარის ადამიანური ბუნების გარდაქმნა ხდება კვლავ თავდაპირველ, ანუ სამოთხისეულ მდგომარეობაში. რამდენადაც, როგორც ზემოთ ვთქვით, ადამიანი დაცემულ მდგომარეობაში შეუსაბამო იყო სამოთხისეულ ყოფასთან, ამიტომ ხდება მისი კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში გარდაქმნა, რომ ის უცხო არ იყოს სამოთხისთვის, ანუ მისი ბუნებითი სამშობლოსთვის (სხვათაშორის ამიტომ დგას ადამიანი ლოცვისას აღმოსავლეთით მიბრუნებული, როგორც მისი ბუნებითი სამოშობლოსკენ მომზირალი (შესაქმისეული სიტყვებით სწორედ აღმოსავლეთით იყო სამოთხე). ხოლო კვლავ რატომ რჩება ადამიანი ამ ხრწნად მდგომარეობაში, ამას თავისი განგებულებითი მიზანი აქვს და ეს სხვა საკითხია, ისე კი ადამიანური ბუნება გამოხსნილია და მეორედ მოსვლის შემდეგ ყველა ადამიანი კვლავ იმავე მდგომარეობაში გარდაიქმნება, როგორშიც მაცხოვარი აღდგომის შემდეგ.

ერთიც, მართალია მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ყველა ცხონებულია, ყველა გამოხსნილია, მაგრამ ყველა ცხონებული არ არის და ამაშია სწორედ საღვთო სამართლიანობა, რომ რამდენდაც ადამიანმა თავისუფალი ნების გამოვლინებით უარყო შემოქმედი, ასევე თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს მასთან დაბრუნება, ანუ ადამიანმა პიროვნულად უნდა იღვაწოს და ინდომოს ცხონება.

თუ რამე გაუგებრად არის დაწერილი, დაზუსტება შესაძლებელია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
vaxushti13   მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს???   Oct 31 2013, 07:03 PM
esre ars cheshmariteba   როგორც წაკითხული ...   Oct 31 2013, 09:21 PM
vaxushti13   ვერ მივხვდი რას გუ...   Oct 31 2013, 09:35 PM
esre ars cheshmariteba   ვერ მივხვდი რას გუ...   Oct 31 2013, 09:48 PM
vaxushti13   რაღაც კონტექსტიდა...   Oct 31 2013, 09:53 PM
esre ars cheshmariteba   რაღაც კონტექსტიდა...   Oct 31 2013, 10:03 PM
A.V.M   vaxushti13 ბევრი ლაი-ლაის ...   Oct 31 2013, 10:38 PM
nibiru   ესეიგი მაგარი პონტ...   Nov 2 2013, 01:48 PM
A.V.M   nibiru სხვა რელიგიიდან...   Nov 2 2013, 02:18 PM
nibiru   არა, როგორია? ისე ხო...   Nov 2 2013, 03:18 PM
A.V.M   nibiru რა თქმა უნდა არი...   Nov 2 2013, 11:12 PM
afxazi   nibiru ესაა ყველაზე ს...   Nov 3 2013, 12:12 AM
nibiru   კარგით დაწყნარდით...   Nov 3 2013, 10:25 PM
esre ars cheshmariteba   თუ შენ გინდა გახდე ...   Nov 3 2013, 11:53 PM
afxazi   nibiru ჩემი პოსტი შენ...   Nov 4 2013, 11:48 AM
esre ars cheshmariteba   nibiru ჩემი პოსტი შენს ...   Nov 4 2013, 08:54 PM
Alterego   ზოგადად ნათლობა მე...   Nov 11 2013, 07:41 PM
A.V.M   Alterego ვინმე უშლის რომ...   Nov 12 2013, 02:47 AM
esre ars cheshmariteba   Alterego ვინმე უშლის რო...   Nov 12 2013, 10:46 PM
Alterego   . უბრალოდ ერთ კითხვ...   Nov 12 2013, 10:55 PM
sopo...   :blink: იესოს ბო...   Nov 13 2013, 09:58 AM
A.V.M   esre ars cheshmariteba მართლა არ ...   Nov 13 2013, 01:04 AM
afxazi   esre ars cheshmariteba რასელის ...   Nov 13 2013, 11:48 AM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba რასელის ...   Nov 14 2013, 01:07 AM
†სერგი†   ჩემი აზრით პირველი...   Nov 13 2013, 05:45 PM
esre ars cheshmariteba   ჩემი აზრით პირველ...   Nov 15 2013, 02:05 AM
A.V.M   ჰა?   Nov 14 2013, 02:31 AM
esre ars cheshmariteba   Passtor russell .   Nov 15 2013, 10:12 AM
G_saxva   Passtor russell . :lol: :lol: :lol:   Nov 15 2013, 10:13 AM
†სერგი†   ვსო უკვე მაგიდაზე ...   Nov 15 2013, 03:58 PM
esre ars cheshmariteba   ვსო უკვე მაგიდაზე ...   Nov 15 2013, 08:48 PM
vaxushti13   მოასვენე ეს კაციი...   Nov 15 2013, 08:50 PM
qetevano   აოფებთ. რასზელზე ა...   Nov 15 2013, 10:14 PM
A.V.M   გეყოს ახლა სისულე...   Nov 16 2013, 02:07 AM
esre ars cheshmariteba   კაცო თუ ქრისტე არ ი...   Nov 17 2013, 09:07 PM
G_saxva   ყველანაირი არგუმე...   Nov 18 2013, 09:35 AM
A.V.M   esre ars cheshmariteba ფაქტია , შ...   Nov 18 2013, 12:32 AM
nick   როგორც ასეთი სანამ...   Nov 18 2013, 03:36 PM
G_saxva   როგორც ასეთი სანა...   Nov 18 2013, 03:58 PM
nick   შვიდ გზის ზეთისცხ...   Nov 19 2013, 07:13 PM
esre ars cheshmariteba   რა შვიდგზის რა სის...   Nov 19 2013, 12:11 AM
†სერგი†   გურამ არაფერსაც არ...   Nov 19 2013, 12:47 AM
A.V.M   G_saxva nick რაზე დაყრდნობ...   Nov 19 2013, 01:02 AM
G_saxva   G_saxva nick რაზე დაყრდნო...   Nov 19 2013, 08:54 AM
A.V.M   G_saxva და რა შუაშია აქ ...   Nov 20 2013, 01:51 AM
G_saxva   G_saxva და რა შუაშია აქ ...   Nov 20 2013, 09:24 AM
†სერგი†   ეს სიტყვებიც უნდა...   Nov 20 2013, 06:09 PM
G_saxva   ეს სიტყვებიც უნდა ...   Nov 20 2013, 06:28 PM
A.V.M   G_saxva ,, რომელი მიზანა...   Nov 20 2013, 07:15 PM
G_saxva   G_saxva ,, რომელი მიზანა...   Nov 21 2013, 09:48 AM
esre ars cheshmariteba   ერთადერთი მართლმა...   Nov 20 2013, 08:13 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba შენ კიდევ ...   Nov 20 2013, 10:42 PM
vaxushti13   :D   Nov 21 2013, 09:37 PM
esre ars cheshmariteba   :D :D მიყვარს იხტიბა...   Nov 21 2013, 10:53 PM
†სერგი†   დაველოდოთ დავითს, ...   Nov 23 2013, 04:52 PM
A.V.M   †სერგი† რა დაგიშა...   Nov 23 2013, 10:13 PM
†სერგი†   საინტერესო კითხვ...   Nov 27 2013, 02:38 PM
afxazi   esre ars cheshmariteba კი არ ვაპ...   Nov 27 2013, 03:29 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba კი არ ვაპ...   Dec 23 2013, 10:55 PM
G_saxva   afxazi :მპუა: გაიხარე დ...   Nov 27 2013, 03:42 PM
A.V.M   G_saxva დავითის პოსტი კ...   Nov 28 2013, 12:29 AM
†სერგი†   მასეთი ლოგიკით შმა...   Nov 28 2013, 12:34 AM
G_saxva   როგორ მოხდა აქმდე ...   Nov 28 2013, 09:14 AM
ellisabed   არარსებიბს ცოდვა რ...   Dec 23 2013, 05:20 PM
esre ars cheshmariteba   :wub:   Dec 24 2013, 11:37 PM
G_saxva   esre ars cheshmariteba შემოვა აფ...   Dec 25 2013, 09:05 AM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba შემოვა აფ...   Dec 26 2013, 10:36 PM
G_saxva   esre ars cheshmariteba დანარჩენი...   Dec 27 2013, 08:53 AM
MIRDAT   ეგ და რასელი იქნებ...   Dec 27 2013, 04:31 PM
MIRDAT   ზემოთ სწორად აღნი...   Dec 27 2013, 04:56 PM
esre ars cheshmariteba   არ ჩრდილავს, ადამი...   Dec 27 2013, 10:55 PM
marine   როგორც წაკითხული ...   Jun 22 2017, 08:40 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2024 - 08:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი