საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე |
ალექსანდრე |
Oct 4 2006, 05:58 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
მოკლედ უკვე რამოდენიმე წელია რაც დავინტერესდი და ვაგროვებ სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინტერვიუებს რელიგიურ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მინდა თქვენც ნელ ნელა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ჩემი მონაპოვარი
ახლა რასაც შემოგთავაზებთ შეიძლება ბევრს ზღაპრადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება თქვენია გინდ დაიჯერეთ გინდა არა მაშ ასე გაზეთი კვირის პალიტრა 22-28 მაისი, 2000 წელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ბევრს წერენ მათზე. სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფები თურმე სექტის მაგვარ გაერთიანებას ქმნიან და მიმდევრები საქართველოშიც ჰყოლიათ. ჩვენი რესპოდენტი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. თავად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ არ არის, რომ ჰომოსექსუალისტია და ზეცოდვილი. პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, - სატანისტები ერთმანეთს არ ინდობენ და თუ ჩემი საუბრის შესახებ გაიგებენ, სასტიკად გამისწორდებიანო. რაც მან გვიამბო, შემაძრწუნებელი და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. _ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, ყველა მათგანმა იცის, რომ მე ''ცისფერი'' ვარ. არავის არ განვსჯი, ამიტომ ჩემთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობს და თავის ამბებსაც დაუფარავად ჰყვებიან. სატანისტების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე. ჩემს მეგობარს სოფელი აქვს გურიაში. ერთხელ მდინარის ნაპირზე მიმავალს უცნაური ხმა მოესმა და თავზე ადამიანის მსგავსმა არსებამ გადაუფრინა. გონს რომ მოეგო, მის წინ შავი კატა იჯდა და შესცქეროდა, თითქოს თვალებით ნუსხავდა. ფეხი მისკენ წადგა, კატა გაიქცა. ისიც დაედევნა, თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა კატისკენ. კატა ეკალბარდებში გაუჩინარდა. ჩემი მეგობარიც მიჰყვა და ის არსება იხილა, მდინარის პირას თავზე რომ გადაუფრინა - ქალი იყო, მანტიამოსხმული. რაღაცას ხარშავდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში. ირგვლივ ბურუსი და მყრალი სუნი იდგა. - იქნებ ეს ყოველივე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც შენ ჰყვები, დაუჯერებელია, შენ როგორ დაიჯერე? - ბავშვობიდან მიზიდავდა იდუმალება და მისტიკა... ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. ქალმა ადუღებული სითხე დაალევინა. ჯერ ემწარა, მერე სასიამოვნო გემო დარჩა პირში. ქალმა უთხრა - ამიერიდან სატანის თანაზიარი ხარ. თავად განიშნებს, როდის მიხვიდე მასთან. გზას ეს კატა გასწავლისო. შინ დაბრუნებული ჩემი მეგობარი სახტად დარჩა - 3 დღე და ღამე იყო, რაც მის გაუჩინარებას ვგლოვობდით. მას კი ეგონა, ეზოდან ეს-ესაა გავედიო. შემდეგ შეხვდა სექტის წევრებსა და მაგისტრს, რომელსაც უთქვამს, -14 წელი გელოდიო... - ეს რას ნიშნავს? თუ ყოვლისშემძლენი არიან და ელოდნენ რატომ არ მოიძიეს? -ამდენი არ ვიცი. ჩემთვის მათი ნაამბობი არასოდეს ყოფილა დაუჯერებელი და ასე არ ჩავძიებივარ. ის კი ვიცი, რომ სატანისტები საწესებულ დღეებში იკრიბებიან და სატანის სადიდებელ რიტუალებს ატარებენ. მაგისტრს სახელად გიორგი ჰქვია. სახეზე მუდამ ნიღაბი აქვს აფარებული. შეუძლია ნებისმიერ ცოცხალ არსებად იქცეს. ლოცვისა და თავბრუსდამხვევი ტრიალის დროს საშინელი გრგვინვით გადმოდის ცეცხლის სვეტი. მის ადგილას ჩნდება შავი კატა ან რომელიმე სხვა ცხოველი. თვით სექტანტებსაც კი, ამ დროს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებათ. ჩემს მეგობარს რომ კატა მისცეს, ჩვეულებრივი არ არის. შვილებს გაჩენისთანავე ჭამს.. - შენ გინახავს ის კატა? -კატა კი ვნახე, მაგრამ კნუტებს როგორ ჭამს, ეგ აღარ მინახავს -რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ აქვთ სატანისტებს და როგორ ხდებიან ამ სექტის წევრები? -სატანის ნიშნით აღბეჭდილნი თავად პოულობენ ერთმანეთს. ზოგს ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს, ზოგსაც ამაზრზენი, ბოროტი. ისე, ამ სექტაში ის ხალხი მიდის, რომელსაც სხვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება უყვარს, ვინც ვიღაცის მართვით ერთობა. ერთი რამ მახსენდება, რაც ხალხმა უსათუოდ უნდა იცოდეს: უშვილო ცოლ ქმარი მყავს მეზობლად. ქალი დედაჩემთან იჯდა და უყვებოდა, რომ ვიღაც ექიმთან მკურნალობდა, მაგრამ შვილი მაინც არ უჩნდებოდა. ამ საუბარს მე და ჩემი სატანისტი მეგობარი უნებურად მეორე ოთახიდან ვუგდებდით ყურს. მეგობარმა ჩაიცინა და მითხრა, - კახეთში რომ მკურნალობს ქალი უშვილოებს, ჩვენიანია და სატანის დავალებას ასრულებს. მისი ჯადოთი დაორსულებული ყველა ქალი ანტიქრისტეს მიმდევარს შობს. ასწავლე შენს მეზობელს, მასთან წავიდეს. ''მკურნალ'' ქალს გეგმა აქვს შესასრულებელიო. რაღაც ციფრი დამისახელა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი 2000 წლამდე უნდა მომხდარიყო. ვკითხე, ჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდებიან მეთქი? მიპასუხა: სატანას სრულყოფილი ადამიანი სჭირდება და ამიტომ ყველა მისი მიმდევარი ჯანმრთელი იბადებაო. თუმცა რამდენიმე ქალს მახინჯი და უუნარო ბავშვი გასჩენია, რადგან კახეთში მკურნალობით დაორსულებულები ეკლესიაში დადიოდნენ და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ თურმე. ალბათ ღვთის სასწაულმა დააუძლურა ეშმაკის სურვილით ჩასახულები. სწორედ ამან შემირყია სატანის ძლიერებისადმი რწმენა. - ან შენ ან მათ ღმერთის არ გეშინიათ? -მე მეშინია, მათ კი ღმერთის ხსენებაც არ უნდათ. ერთხელ ჩემთან ვიღაცას საფულე დარჩა. შინ არ ვიყავი და ვერ გავიგე, ვისი იყო. გადავწყვიტე, სატანისტებთან გამერკვია უცნობის ვინაობა. მათ შეუძლიათ სანთლის ალზე, კვამლზე დაინახონ, რაც სურთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულეში ხატი იდო. სანამ არ ამოვიღე, ჩემმა მეგობარმა ხელი არ ახლო. მერე დიდხანს ყნოსავდა საფულეს. -ჩვეულებრივ სანთლებს ხმარობენ? -არა, საეკლესიო სანთლებს ვერ ეკარებიან. უცნაური სუნის მქონე შავი ფერის სანთლებია, საზრვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მგონი ვიღაც გზავნის. -სად იყრიან თავს? ცენტრი თბილისში აქვთ. თუმცა ყველა ქალაქში ჰყავთ წევრები. თუკი ვინმე მივა და სთხოვს დახმარებას, დაეხმარებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ვინმეს ავნონ, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ. გასამრჯელოსაც იღებენ, მაგრამ ჩემგან არ აუღიათ. -როგორ, შენც სთხოვე დახმარება? -(პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა) კი. კაცი, რომელიც მიყვარს, მათი მეშვეობით დავიმორჩილე, ჯადო გავუკეთეთ. მანამდე ვეზიზღებოდი, მამცირებდა. სატანისტებმა მითხრეს, - მისი თმა მოიტანე. თმა ტვინთან ახლოს არის და მისი ფსიქიკის შეცვლა არ გაგვიჭირდებაო (საერთოდ, ამგვარი საქმიანობისთვის მათ თმა, ფრჩხილები და სისხლი სჭირდებათ). ძლივს მოვახერხე საპარიკმახეროდან თმის მოპარვა. მალე ის თვითონ მოვიდა ჩემთან . ცოლს გასცილდა. -ცოდვის შეგრძნება სულ არა გაქვს? -კი. ამიტომაც ვწყევლი ჩემი არათუ გაჩენის, არამედ ჩასახვის დღესაც კი. ეკლესიაშიც დავდივარ. -ეკლესიაში რადგან დადიხარ, ესეიგი გინდა მოგეტევოს ცოდვები, გინდა სიხარული იგრძნო? -დახმარება მჭირდება. დღეს ყველა ცოდვილია. ბევრისთვის საკუთარი ცოდვის აღიარება ძნელია - ურჩევნია სხვა განიკითხოს. მე ... ალბათ ჭეშმარიტი მოძღვარი თუ მიხსნის ამ განსაცდელისაგან. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
qetevano |
Nov 27 2013, 05:01 PM
პოსტი
#2
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
აი ეს მართლა კოშმარია
დედის მიერ ნაცემი, კომაში მყოფი 15 თვის ბიჭუნა რეანიმაციაში მე-18 დღეს გარდაიცვალა ეს საზარელი შემთხვევა როსტოვის ოლქის პატარა ქალაქ შახტაში მოხდა: დედის მიერ სასტიკად ნაცემი 15 თვის ბიჭუნა როსტოვის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმები მის გადასარჩენად 18 დღის განმავლობაში იბრძოდნენ. ამ ხნის მანძილზე ჩვილს არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც, თუმცა, ამაოდ: 4 მარტს პატარა სერიოჟა ბესედინი რეანიმაციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ის დღემდე არ არის დაკრძალული: ექსპერტები ოჯახს ცხედრის დაკრძალვის უფლებას არ აძლევენ. სერიოჟა რვა თვის იყო, როცა დედამ პირველად სასტიკად სცემა და საავადმყოფოში მოხვდა. მანამდე დედამ შვილი კიდევ ერთხელ სცემა - მაშინ სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და ჩვილის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. დედა, სვეტლანა ბესედინა დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ბავშვს დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ უკვე სასტიკად სცემდა, როცა ჩვილი გაბმით ტირილს იწყებდა და მის გაჩუმებას ვერ ახერხებდა. მოწმის სტატუსით დაკითხული გარდაცვლილი ბავშვის მამა, შესაძლოა, ეჭვმიტანილის რანგშიც დაკითხონ, რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ დედა ბავშვს მამის თანდასწრებითაც სცემდა, მამას კი ამის შესახებ არავისთან განუცხადებია. ერთ-ერთი ვერსიით, დედამ ბოლოსაც მამის თვალწინ სცემა სერიოჟა, თუმცა, მშობელმა მისი მიშველება ვერ გაბედა. მიზეზი ბანალური და რუსული ყოფისთვის დამახასიათებელია: მეზობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ სვეტლანა არამარტო შვილს, ქმარსაც სცემდა. საგამოძიებო ორგანოებს პრეტენზია ადგილობრივ პოლიციელებთანაც აქვთ. გაირკვა, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე ჩარევის დროს ექიმებმა ბავშვის სავარაუდო ცემის შესახებ პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება გაგზავნეს, მაგრამ ამ ფაქტით არავინ დაინტერესებულა - ახსნა განმარტებისთვის და სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ბესედინებთან ოჯახში არავინ მისულა. როგორც „ექსპრეს-გაზეტა“-ს ჟურნალისტი წერს, რვა თვის ასაკში სერიოჟას ცემის შემდეგ, საავადმყოფოში მისულს, მას მიეცა საშუალება, დედას გასაუბრებოდა: „მან გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მითხრა, რომ ბავშვი მამამ სცემა, თუმცა, მალევე აღიარა, რომ ეს თვითონ ჩაიდინა. მერე ატირდა კიდეც და ინანიებდა, აწი ბავშვზე ხელს არ აღვმართავო და, მართალი გითხრათ, მე დავიჯერე, რომ ასეც მოიქცეოდა. სერიოჟას ეს ფოტოები მაშინ მე გადავუღე - როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელად“. ბოლო პერიოდის განმავლობაში, როსტოვსა და როსტოვის ოლქში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მშობლები და მეურვეები ბავშვებს სასტიკად ექცევიან. გასული წლის ოქტომბერში ისევ შახტაში სამი წლის ბიჭი მამინაცვალმა სასტიკად სცემა და გააუპატიურა. გაუპატიურების ფაქტზე ჟურნალისტებს ექიმებმა უამბეს, რომლებმაც ბავშვს სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა, მოწმის არარსებობის (!) გამო მამინაცვალი მხოლოდ ბავშვის ცემისთვის გაასამართლეს. ამ ფაქტიდან ერთი თვის შემდეგ კი იმავე ქალაქში მამინაცვალმა 5 წლის გოგონა სასტიკად სცემა. ექიმებმა რეანიმაციაში მოხვედრილი ბავშვი გადაარჩინეს, მაგრამ მან დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი დაკარგა და უნარშეზღუდულთა ეტლს მიეჯაჭვა... რაც შეეხება გარდაცვლილი სერიოჟას საკითხს, შესაძლოა, მალე მამამისიც დააკავონ და ის პოლიციელებიც ზედ მიაყოლონ, ვისაც უბანში მსგავსი ინციდენტების პრევენცია თუ არა, მათზე რეაგირება მაინც ევალებათ, მაგრამ ამით 15 წლის ჩვილს, რომელმაც მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ტანჯვაში და ალბათ, ძრწოლაშიც გაატარა, ვერაფერს უშველიან... -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი