![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ
თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება. ციტატა თავიდანვე ვაცხადებთ, რომ: ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას (ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”). ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს. შესავალი ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით. ძველი აღთქმა საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა. ახალი აღთქმა არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი). ![]() ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა". დასკვნა ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
|
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ფარისევლებისა და სადუკევლების სექტა
რადგან მოსეს წინასწარმეტყველების აღსრულება დამოკიდებული იყო მცნებების ზედმიწევნით და მკაცრ შესრულებაზე, ამიტომ გასაგებია, რომ რჯულის წიგნების (თორას) შესწავლას და მისი მთელი მოთხოვნების შესრულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. სამწუხაროდ, მაშინდელი ებრაელები, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, უკვე იმდენად იყვნენ მორალურად გახრწნილნი რომ აღარც კი ესმოდათ მცნებების ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ისინი მიიჩნევდნენ რომ, მთელი მათი სიმართლე, როგორც აბრაამის შთამომავლებისა, მდგომარეობდა მხოლოდ რჯულის წესების ზედმიწევნით შესრულებაში და დაავიწყდათ, რომ იგივე მოსე აფრთხილებდა მათ წყევლის შესახებ, რომელიც მათზე მოიწეოდა თუკი ისინი არ მოუსმენდნენ უფალი ღმერთის ხმას (2რჯ. 28:15-68). აი ასეთი მისწრაფებების გავლენით ჩამოყალიბდა სწავლულ ებრაელთა სექტა, რომლებიც ცდილობდნენ რომ რჯულის განსაკუთრებულად მკაცრი დაცვის გამო სხვებისგან გამოყოფილნი ყოფილიყვნენ, სწორედ ამიტომაც ეწოდათ მათ ფარისევლები ანუ განცალკევებულები, განსხვავებულები (ფერუშები, სიტყვა ფარუშიდან פְּרוּשִׁים- გამოყოფა, განსხვავება). რჯულის შესწავლისას ფარისევლები ვეღარ ხედავდნენ მის შინაარსს. მათ დაავიწყდათ უმთავრესი მცნება ღვთისა და მოყვასის შესახებ და მთელი თავიანთი ყურადღება გადაიტანეს შაბათის მკაცრ დაცვაზე, განბანვაზე, მსხვერპლშეწირვაზე და ზოგადად ღვთისმოსაობის გარეგნულ ქმედებებზე. მოახდინეს რა ფარისევლებმა ხალხზე გავლენა, გახდნენ ისინი მასწავლებლები და ხალხის წინამძღოლები. ისინი ბოროტად იყენებდნენ თავიანთ მდგომარეობას, ცხოვრობდნენ ქვრივებისა და ობლების ხარჯზე, თავიანთ მტაცებლობას კი ღვთისმოსაობის გარეგნული ნიღბით ფარავდნენ. სიცრუე და თვალთმაქცობა, სულის სიცარიელისა და უზნეობის დაფარვა იყო ამ პირმოთნეების განმასხვავებელი ნიშანი. მეორე პარტიას, რომელშიც ძირითადად მღვდლები შედიოდნენ, ეწოდებოდა სადუკეველთა ანუ სამართლიანთა პარტია. ამ პარტიის სახელწოდების წარმოშობას ერთნი ებრაულ სიტყვას „ცედაკახ“ - სამართლიანობას, ხოლო სხვანი რაბინ სადოკის სახელს უკავშირებენ. სადოკი ქრ. შ. მდე - 260 წელს მოღვაწეობდა. იგი იყო გამოჩენილი ბრძენი ანტიგონეს მოწაფე. ანტიგონე ქადაგებდა რომ ადამიანი მოვალეა ემსახურებოდეს ღმერთს უანგაროდ, მისგან ჯილდოს იმედის გარეშე და არა სასჯელის შიშის გამო. სადოკმა კი ეს სწავლება ცალმხრივად გაიგო, დაიწყო უარყოფა გარდაცვალების შემდგომ საიქიო ცხოვრებისა, მართალთა ნეტარებისა და ცოდვილთა იმქვეყნიური სასჯელისა. მისი მიმდევრები, სადუკევლები მიიჩნევდნენ რომ ადამიანის სული სხეულთან ერთად ნადგურდებოდა, - რომ ამის გამო არ არსებობდა აღდგომა და არც საიქიო ცხოვრება, და რომ ყველაფერი ამქვეყნად დამოკიდებული იყო მხოლოდ ადამიანის ნებაზე და არა საღვთო განგებაზე. როგორც მღვდლების დიდი ნაწილი ასევე თავად მღვდელმთავრებიც წმინდა წერილს მხოლოდ იმიტომ აღიარებდნენ, რომ ხალხის მიერ რელიგიური რიტუალების შესრულებას მათთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოჰქონდა. ასე, მაგალითად, ანას საგვარეულომ ზეთისხილის მთაზე ფრინველთსაშენი და ბაზარი მოაწყო შესაწირი მტრედების გასაყიდად. ბოროტად იყენებდნენ რა თავის ძალაუფლებას, ამ გვარის მღვდელმთავრები ისეთ წესებს ადგენდნენ, რომლის დროსაც მტრედების მსხვერპლშეწირვა სავალდებულო ხდებოდა, ხოლო წყვილ მტრედს ისინი ოქროს დინარად ჰყიდდნენ. ეს მატყუარები ჩვეული ავხორცობითა და გაუმაძღრობით სავსენი, რელიგიას უყურებდნენ როგორც გამდიდრების საშუალებას თუმცა კი ცდილობდნენ რომ ეს კარგად დაეფარათ. აი ასეთი იყო იმ დროს ისრაელის რელიგიური მდგომარეობა როდესაც უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება მესიის მოსვლის შესახებ. Борис Ильич Гладков. "Толкование Евангелия" თარგმნა ალექსანდრე აღლაძემ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი