შობის მარხვა, დაიწყო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შობის მარხვა, დაიწყო |
G_saxva |
Nov 27 2013, 10:08 AM
პოსტი
#1
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მართალია შობის მარხვა ხვალ 28 ნოემბერს იწყება, მაგრამ დღეს 27 ნოემბერს ოთხშაბათი დღე დაემთხვა რაც ერთდღიან ოთხშაბათის მარხვას შობის 40 დღიან მარხვას უერთებს, აქედან გამომდინარე გილოცავთ შობის მარხვის დაწყებას. ღმერთმა შეგაძლებინოთ ეს მარხვა თქვენი სულების ამაღლების გამშვენების და ბედნიერებისთ საწყისი გამხდარიყო. ახლა ცოტა რამ ისტორიიდან მარხვის შესახებ :ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის მეორე საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა „დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ“; მატისონის 582 წლის კრების მიხედივით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (25 ნოემბერს ახ. სტილით) და გრძელდებოდა ქრისტეშობამდე. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი კრების ჩანაწერთა თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: „ზოგიერთგან, აღმოსავლეთში, ამ მარხვის ხანგრძლივობა შემცირებული იყო ერთ, ზოგჯერ - ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდე“.თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია.პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, „ის, ვინც არ მარხულობს შვიდ დღეს მაინც, საერონი თუ კლიროსნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალებთ, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ. სტ. - ლ.მ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა“. და ბოლოს შეგახსენებთ: შობის მარხვა სხვა მარხვებთან შედარებით, მსუბუქია. 25 დეკემბრამდე შეგიძლია, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის მიღება ასევე 1-2 იანვარს. ზუსტად 40 დღეში. მოგილოცავთ ამ ბრწყივალე დღესასწაულის გვირგვინს, შობას ! ღმერთსე ებარებოდეთ ... -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
Nov 28 2013, 02:58 PM
პოსტი
#2
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
აუ იცით რა მაინტერესებს თევზით როდისაა ხსნილი?
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი