იესოს ლოცვის შესახებ, წმ. მამათა დარიგებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს ლოცვის შესახებ, წმ. მამათა დარიგებები |
orthodox-georgia |
Jun 30 2008, 04:08 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
იესოს ლოცვა:
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. რა არის იესოს ლოცვის არსი? (ზოგადად) ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ. ნუ შევიძღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური გამეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია-ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა. ჩვენი გულისყური მთიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს. თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე. ის ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა-ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება. იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც. იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორცსხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად გარეგნულადაც; მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად. გავაგრძელებ მერე პ.ს. ჩემს მიერ ამ თემაში დაპოსტილი მასალა აღებულია (და მერეც იქნება აქედან) საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ გამოცემული წმ. მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი იესოს ლოცვის შესახებ (შემდგენელი იღუმენი თეოფანე კრიუკოვი) თბილისი 2003წელი. პ.პ.ს. უმორჩილესი თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ და არ გააჩატოთ. პოსტეთ მხოლოდ წმ მამათა სწავლებანი ამ კონკრეტულ თემაზე -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
†სერგი† |
Dec 9 2013, 12:24 PM
პოსტი
#2
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ელ ვერსია წიგნებს თუ ვინმე კითხულობთ, შესანიშნავი 6 წიგნი მაქვს იესოს ლოცვის შესახებ და რომ მივალ სახლში ავტვირთავ თუ ვინმე სურვილს გამოხატავს (ენა რუსული)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი