რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?, ბიბლიური ფაკტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?, ბიბლიური ფაკტები |
bakolavio |
Dec 15 2013, 07:22 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 15-December 13 წევრი № 13,468 |
რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?
ბიბლიის თავი : მუხლი ამონაწერი ბიბლიიდან მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. 2 ტიმოთე 4:1-5 მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა და სამეფოთი. იქადაგე სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით. დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ. შენ კი ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება. საქმეები 10:42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა. 2 კორინთელები 4:4,5 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.5ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია, ჩვენ კი — თქვენი მონები იესოს გულისთვის. იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. 2 ტიმოთე 3:12,13 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან. რომაელები 10:13-15 „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა? როგორც დაწერილია: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“ მაგრამ ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას, რადგან ესაია ამბობს: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის, მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან. მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“ ებრაელები 10:23 მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა. ებრაელები 13:15 ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს. 1-იოანე 4:5,6 ისინი ქვეყნიერებისგან არიან, ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ. 6 ჩვენ ღვთისგანა ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ; ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს. მათე 10:7 იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ საქმეები 20:20, 21 თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით+ სახალხოდ და კარდაკარ,საფუძვლიანად ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ. სოფონია 2:2, 3 ვიდრე შესრულებულა ბრძანება, ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე, ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს იოანე 15:18, 19 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას 1 პეტრე 4:3, 4 თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას. ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ, მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად 1 იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია გამოცხადება 12:17 განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია. საქმეები 20:24 მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ |
afxazi |
Dec 15 2013, 08:31 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?, ბიბლიური ფაკტები ეს რა ენაა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
Dec 16 2013, 11:04 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ეს რა ენაა? დავით შენ რა კიდევ არ უპასუხე ჩემ პოსტს? ამათ ნუ დასცინი! ჯობია ბოლომდე მიიყვანო ის საქმე რაც დაიწყე _ პასუხი ანდრეი კურაევს_ ამ თემაში ჩემს ბოლო პოსტზე პასუხი აღარ ჩანს და თუ ინებებ , ერთი_ორი სიტყვა მაინც გადმომიგდე რომ გული დავიმშვიდო იმიტომ რო ავღელდი კაცო! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი