![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
bakolavio |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 15-December 13 წევრი № 13,468 ![]() |
ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?
ბიბლიის თავი : მუხლი ამონაცერი ბიბლიიდან მათე 4:8-9 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება9და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. 2-კორინთელები 4:4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია. 1-იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. იაკობი 4:4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება. 1-იოანე 2:15,16 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;16ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.17გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება. იოანე 16:11 ბოლოს კი სასამართლოს შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია.. 1-კორინთელები 3:18 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“ ფილიპელები 2:14,15 ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ,15რათა ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში ეფესოელები 6:12 რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ. 2-კორინთელები 11:14,15 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება. იოანე 14:30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე.. იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. იოანე 3:11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას. მათე 6:9 ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. ლუკა 21: 12,13 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ გამოცხადება 12:12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“. |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა დოგმატი 1) რომელიც ჩამოვაყალიბე _ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული. თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი. ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს: ციტატა იგი (დრო) არ არის შექმნილი , არამედ თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად , თავისი მყოფობით ! აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია. იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე. მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს. ციტატა ამ წუთისოფლის ღმერთი რომ სატანაა ამას ხომ ქრისტეც აღიარებს?! აბა რანაირად შესთავაზა სატანამ ქვეყნიერების ყველა სამეფო იესოს , თუკი მისი მფლობელი არ იყო? რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა. რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 03:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი