IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?, ბიბლიური ფაკტები
bakolavio
პოსტი Dec 15 2013, 07:18 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 15-December 13
წევრი № 13,468



ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?

ბიბლიის თავი : მუხლი

ამონაცერი ბიბლიიდან

მათე 4:8-9 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება9და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“.

2-კორინთელები 4:4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.

1-იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია
მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.

იაკობი 4:4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.

1-იოანე 2:15,16 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;16ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.17გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება.

იოანე 16:11 ბოლოს კი სასამართლოს შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია..
1-კორინთელები 3:18 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“

ფილიპელები 2:14,15 ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ,15რათა ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში

ეფესოელები 6:12 რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ.

2-კორინთელები 11:14,15 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება.

იოანე 14:30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე..

იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.

იოანე 3:11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას.

მათე 6:9 ამიტომ, ასე ილოცეთ:

„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.

ლუკა 21: 12,13 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ

გამოცხადება 12:12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Dec 18 2013, 12:44 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
დოგმატი 1) რომელიც ჩამოვაყალიბე _ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი


აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული.

თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი.

ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს:

ციტატა
იგი (დრო) არ არის შექმნილი , არამედ თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად , თავისი მყოფობით !


აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია.

იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე.

მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს.

ციტატა
ამ წუთისოფლის ღმერთი რომ სატანაა ამას ხომ ქრისტეც აღიარებს?! აბა რანაირად შესთავაზა სატანამ ქვეყნიერების ყველა სამეფო იესოს , თუკი მისი მფლობელი არ იყო?


რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა.

რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 18 2013, 10:02 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Dec 18 2013, 12:44 PM) *

esre ars cheshmariteba
აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული.

თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი.

ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს:
აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია.

იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე.

მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს.
რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა.

რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში.

მოდი ბოლოდან დავიწყებ, თუ ჩემ ნაწერს კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ რომ არ დამიწერია _ სატანას ძალაუფლება ქრისტეზეც აქვს! ქრისტე ღმერთია და ღმერთზე ძალაუფლება რანაირად ექნება სატანას ეს ხომ სიგიჟეა... მაგრამ იმ მომენტში იცდება კაცი ქრისტე იესო, რომელიც ან შეცდებოდა და ვადაზე ადრე მიიტაცებდა ქვეყანაზე მეფობას, ან ერთგულებას შეინარჩუნებდა მამისადმი და მოთმინებით დაელოდებოდა თავის გამეფებას ., ქრისტე რომ მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას , ამაზე აღარ დავწვრილმანდები რადგან დამაწყდა უკვე ნერვები ამის ახსნით blink.gif .

მე არ მითქვია _ ღმერთი დროში არსებობს _თქო dntknw.gif . მე ვთქვი_ დრო მარადიულად იშვება ღმერთისგან მეთქი! თუ დრო შექმნილია , მაშინ ღმერთიც შექმნილია .,,, უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ დრო იგივე ღმერთია! რატომ? იმიტომ რომ სადაც გონია , იქვეა დროც! არის ღმერთი გონი? რათქმაუნდა! რომ არ იყოს დრო , მაშინ მე ვერ ვიფიქრებდი , ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს , ვერ ვილოცებდი და ა.შ. მაგრამ მე რომ ვფიქრობ და ახლა ამ პოსტს ვწერ , იმის წყალობით ვწერ რომ ღმერთი მარადიულიად შობს დროს ჩემთვის და შენთვის და ყველა ქმნილებისთვის . ღმერთი დაბადებს თქვენში , სურვილსაც და მოქმედებასაც , თავისივე კეთილნებელობით . ფილ 2:13.


ეხლა ვნახოთ ის თუ რატომ გამოვიყენე , ტერმინი შობა ! ბატონო დავით სამწუხაროდ კარგად ვერ გაიაზრე ჩემი დოგმატი და ნაჩქარევად სცადე ჩემი ჩიხში შეყვანა, მაგრამ ამაოდ!

ჩემ დოგმატში უდიდესი გათვლაა , რაზეც წინასწარ ვიზრუნე blink.gif . მე არ მითქვამს რომ ღმერთი უბრალოდ შობს დროს და ამიტომაა იგი დრო მარადიული , არა . მე ვთქვი რაგდან ღმერთი მარადიულად შობს დროს , თავისი მყოფობით! დიახ მყოფობით ! ანუ დრო დამოკიდებულია ღმერთზე , მაგრამ ღმერთი არ არის დამოკიდებული დროზე ! სამწუხაროდ ეს ვერ გაიაზრე, რაზეც ვწუხვარ user.gif

რაც შეეხება ქრისტეს , რატომ იყენებს ტერმინ შობას ბიბლია მხოლოდ ქრისტეზე? იმიტომ რომ , მხოლოდ ქრისტე შვა მამამ ღვთაებრივი ბუნების მქონედ , ღვთაებრივი ბუნებით აფსოლუტურ ღმერთად! ამიტომაა ქრისტე მხოლოი შობილი _ მონოგენესი , ერთადერთი მემკვიდრე , ანუ ერთადერთი პირი ვინც იგივე ბუნებას იზიარებს , რასაც მამა !

pastor russell

iesos bolo Jamis eklesia! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
bakolavio   ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?   Dec 15 2013, 07:18 PM
A.V.M   ამათი წაკითხვის დრ...   Dec 15 2013, 07:43 PM
bakolavio   დრო ღმერთის შექმნი...   Dec 15 2013, 08:00 PM
MIRDAT   ამათი წაკითხვის[b] ...   Dec 15 2013, 10:23 PM
A.V.M   ახალი შემაგი გვყავ...   Dec 15 2013, 10:58 PM
esre ars cheshmariteba   ამ წუთისოფლის ღმერ...   Dec 16 2013, 10:52 PM
A.V.M   გვიიიშველე ფიცხეე...   Dec 17 2013, 04:54 AM
G_saxva   ყველაზე მეტად ეს ც...   Dec 17 2013, 09:04 AM
†სერგი†   ეას აეხადა ფარდა :...   Dec 17 2013, 07:16 PM
esre ars cheshmariteba   ჰა ფაქტი სახეზეა , ე...   Dec 17 2013, 09:37 PM
G_saxva   :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: ...   Dec 18 2013, 09:00 AM
†სერგი†   შმაგი, შენი აზრით, ...   Dec 18 2013, 10:06 AM
afxazi   esre ars cheshmariteba აბა უცებ ...   Dec 18 2013, 12:44 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba აბა უცებ მ...   Dec 18 2013, 10:02 PM
esre ars cheshmariteba   ეჰ მეთქი დავითი მა...   Dec 18 2013, 10:13 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ყველაფერ...   Dec 18 2013, 11:21 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ყველაფერ...   Dec 19 2013, 12:57 AM
A.V.M   afxazi რაში ხარჯავ დრო...   Dec 18 2013, 11:58 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ,, ნურც გა...   Dec 19 2013, 02:39 AM
G_saxva   ჩემი აზრით ესაა მთ...   Dec 19 2013, 09:09 AM
afxazi   esre ars cheshmariteba სხვათაშო...   Dec 19 2013, 11:22 AM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba სხვათაშ...   Dec 19 2013, 11:55 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba სხვათაშ...   Dec 19 2013, 11:57 PM
MIRDAT   esre ars cheshmariteba დროს რაღა...   Dec 20 2013, 02:21 AM
G_saxva   MIRDAT სავსებით გასაგე...   Dec 20 2013, 09:00 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 04:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი