IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?, ბიბლიური ფაკტები
bakolavio
პოსტი Dec 15 2013, 07:18 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 15-December 13
წევრი № 13,468



ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?

ბიბლიის თავი : მუხლი

ამონაცერი ბიბლიიდან

მათე 4:8-9 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება9და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“.

2-კორინთელები 4:4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.

1-იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია
მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.

იაკობი 4:4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.

1-იოანე 2:15,16 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;16ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.17გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება.

იოანე 16:11 ბოლოს კი სასამართლოს შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია..
1-კორინთელები 3:18 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“

ფილიპელები 2:14,15 ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ,15რათა ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში

ეფესოელები 6:12 რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ.

2-კორინთელები 11:14,15 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება.

იოანე 14:30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე..

იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.

იოანე 3:11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას.

მათე 6:9 ამიტომ, ასე ილოცეთ:

„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.

ლუკა 21: 12,13 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ

გამოცხადება 12:12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი Dec 18 2013, 11:21 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ყველაფერთან ერთად არც წინადადების წაკითხვა, სასვენი ნიშნები, სიტყვის მართლწერა... არ გცოდნია.

ციტატა
მოდი ბოლოდან დავიწყებ, თუ ჩემ ნაწერს კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ რომ არ დამიწერია _ სატანას ძალაუფლება ქრისტეზეც აქვს!


შენ დაწერე, რომ სატანა ამა სოფლის ღმერთია და მე სწორედ ის დავწერე რომ, მასზე ანუ ამ სოფელზე თუ არა განგებულებითად, არავითარი უფლება არ გააჩნია.

მართლა მეღიმება ჩემს თავზე, რომ ამაზე ვხარჯავ დროს, მაგრამ არა უშავს, კარგად წარმოჩნდეს ეს შტერიზმი.

ჩემი წინადადება ამგვარი იყო:

ციტატა
რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა.


ბავშვიც კი მიხვდება რომ სიტყვა "მასზე" მიემართება სიტყვა "სოფელს" (რადგან უკანასკნელად სწორედ ისაა გამოყენებული წინადადების პირველ ნაწილში) და არა ქრისტეს. თუმცა ეს სხვა რამეა, მაგრამ მაინც, პრეტენზიების მქონეს ასეთი ელემენტარული ლაფსუსები არ შეგშვენის.

მეორეც, ზემოთ თქვი, რომ ეშმაკი ამა სოფლის ღმერთია. ამაზე აღარაფერი გითქვამს. ეს არის აბსურდი და მეტი არაფერი. არანაირი ძალაუფლება ამ სოფელზე მას არ გააჩნია და აღნიშნული სახარებისეული მონაკვეთიდან ეს ნათლად ჩანს.

ციტატა
ქრისტე ღმერთია და ღმერთზე ძალაუფლება რანაირად ექნება სატანას ეს ხომ სიგიჟეა


ჭეშმარიტებას ღაღადებს რასელის მოწაფე biggrin.gif

ციტატა
მე არ მითქვია _ ღმერთი დროში არსებობს _თქო dntknw.gif . მე ვთქვი_ დრო მარადიულად იშვება ღმერთისგან მეთქი! თუ დრო შექმნილია , მაშინ ღმერთიც შექმნილია .,,, უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ დრო იგივე ღმერთია! რატომ? იმიტომ რომ სადაც გონია , იქვეა დროც! არის ღმერთი გონი? რათქმაუნდა! რომ არ იყოს დრო , მაშინ მე ვერ ვიფიქრებდი , ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს , ვერ ვილოცებდი და ა.შ. მაგრამ მე რომ ვფიქრობ და ახლა ამ პოსტს ვწერ , იმის წყალობით ვწერ რომ ღმერთი მარადიულიად შობს დროს ჩემთვის და შენთვის და ყველა ქმნილებისთვის . ღმერთი დაბადებს თქვენში , სურვილსაც და მოქმედებასაც , თავისივე კეთილნებელობით . ფილ 2:13.


აქ მე ვერ ვხედავ ჩემს შეკითხვაზე პასუხს. რა არის დრო? შექმნილია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული განსაზღვრება მინდა დროისა. ანუ როცა ამ სიტყვას იყენებ, მინდა მისი შინაარსი განმარტო. კვლავ ვიმეორებ, რომ არ მინდა ზმანებები, მინდა საზოგადოდ დამკვიდრებული შინაარსი ამ სიტყვისა.

ციტატა
მე ვთქვი რაგდან ღმერთი მარადიულად შობს დროს , თავისი მყოფობით! დიახ მყოფობით !


დრო პიროვნული მონაცემია შენეული მჭევრმეტყველებით?

ციტატა
იმიტომ რომ , მხოლოდ ქრისტე შვა მამამ ღვთაებრივი ბუნების მქონედ , ღვთაებრივი ბუნებით აფსოლუტურ ღმერთად!


ჯერ ერთი აბსოლუტურად და არა აფსოლუტურად. მეორეც ამაზე ბევრმა გითხრა, რომ იმ ფონზე, როცა ქრისტეს ქმნილობას ქადაგებ, ამ გამონათქვამებით შენვე უპირისპირდები შენს თავს.

მოკლედ არ გეწყინოს, მარა ასე თუ ისე ნორმალური წარმოდგენ მქონდა რასელისტთა გარკვეულ კატეგორიაზე, სულ მიკარგავ შთაბეჭდილებას. ეს უკვე ბავშვის დონეც აღარა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
bakolavio   ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?   Dec 15 2013, 07:18 PM
A.V.M   ამათი წაკითხვის დრ...   Dec 15 2013, 07:43 PM
bakolavio   დრო ღმერთის შექმნი...   Dec 15 2013, 08:00 PM
MIRDAT   ამათი წაკითხვის[b] ...   Dec 15 2013, 10:23 PM
A.V.M   ახალი შემაგი გვყავ...   Dec 15 2013, 10:58 PM
esre ars cheshmariteba   ამ წუთისოფლის ღმერ...   Dec 16 2013, 10:52 PM
A.V.M   გვიიიშველე ფიცხეე...   Dec 17 2013, 04:54 AM
G_saxva   ყველაზე მეტად ეს ც...   Dec 17 2013, 09:04 AM
†სერგი†   ეას აეხადა ფარდა :...   Dec 17 2013, 07:16 PM
esre ars cheshmariteba   ჰა ფაქტი სახეზეა , ე...   Dec 17 2013, 09:37 PM
G_saxva   :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: ...   Dec 18 2013, 09:00 AM
†სერგი†   შმაგი, შენი აზრით, ...   Dec 18 2013, 10:06 AM
afxazi   esre ars cheshmariteba აბა უცებ ...   Dec 18 2013, 12:44 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba აბა უცებ მ...   Dec 18 2013, 10:02 PM
esre ars cheshmariteba   ეჰ მეთქი დავითი მა...   Dec 18 2013, 10:13 PM
afxazi   esre ars cheshmariteba ყველაფერ...   Dec 18 2013, 11:21 PM
esre ars cheshmariteba   esre ars cheshmariteba ყველაფერ...   Dec 19 2013, 12:57 AM
A.V.M   afxazi რაში ხარჯავ დრო...   Dec 18 2013, 11:58 PM
A.V.M   esre ars cheshmariteba ,, ნურც გა...   Dec 19 2013, 02:39 AM
G_saxva   ჩემი აზრით ესაა მთ...   Dec 19 2013, 09:09 AM
afxazi   esre ars cheshmariteba სხვათაშო...   Dec 19 2013, 11:22 AM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba სხვათაშ...   Dec 19 2013, 11:55 PM
esre ars cheshmariteba   [b]esre ars cheshmariteba სხვათაშ...   Dec 19 2013, 11:57 PM
MIRDAT   esre ars cheshmariteba დროს რაღა...   Dec 20 2013, 02:21 AM
G_saxva   MIRDAT სავსებით გასაგე...   Dec 20 2013, 09:00 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 04:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი