![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
bakolavio |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 15-December 13 წევრი № 13,468 ![]() |
ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?
ბიბლიის თავი : მუხლი ამონაცერი ბიბლიიდან მათე 4:8-9 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება9და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“. 2-კორინთელები 4:4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია. 1-იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. იაკობი 4:4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება. 1-იოანე 2:15,16 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;16ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.17გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება. იოანე 16:11 ბოლოს კი სასამართლოს შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია.. 1-კორინთელები 3:18 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“ ფილიპელები 2:14,15 ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ,15რათა ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში ეფესოელები 6:12 რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ. 2-კორინთელები 11:14,15 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება. იოანე 14:30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე.. იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. იოანე 3:11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას. მათე 6:9 ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. ლუკა 21: 12,13 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ გამოცხადება 12:12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“. |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა შენგან ბევრი რაღაც ვისწავლე სხვათაშორის სხვათაშორის (თუკი მწვავე სიტყვები ვიხმარე ზემოთ ბოიშს ვიხდი) გულწრფელობის მომენტს ვამჩნევ შენში და ამას ვაფასებ, უფრო სწორად უბრალოების. არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მარა როგორც წერ, იმათ არ გავხარ მრავალნი რომ შემოსულან აქ და მეცხრე ციდან რომ იყურებოდნენ. არის რაღაც საკითხები, რომელიც კარგად უნდა დახვეწო თუ გინდა, რომ ის რასაც ამბობ დამაჯერებელი იყო. მე არ მაქვს პრეტენზია რომ რამე გასწავლო, ბევრი რამ მეც არ ვიცი (გაგიკვირდება და რაღაც-რაღაც მომენტებში დამეხმარა კიდეც შენთან საუბრები), მაგრამ რაც ვიცი იქიდან გამომდინარე ვხვდები, რომ დამაჯერებლობა გაკლია და ეს საკითხებში სიღრმისეულად ვერ გარკვევის ბრალია. კარგი ბიჭი ხარ და წარმატებებს გისურვებ. ხო კიდე ამ სიტყვას "დავმარცხდიო", ყოველშემთხვევაში ჩემთან ნუ გამოიყენებ. მე ვსაუბრობ არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ იმის დასაცავად რაც წმინდად მიმაჩნია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
[quote name='afxazi' date='Dec 19 2013, 11:22 AM' post='743853']
esre ars cheshmariteba სხვათაშორის (თუკი მწვავე სიტყვები ვიხმარე ზემოთ ბოიშს ვიხდი) გულწრფელობის მომენტს ვამჩნევ შენში და ამას ვაფასებ, უფრო სწორად უბრალოების. არ გიცნობ და არ ვიცი ვინ ხარ, მარა როგორც წერ, იმათ არ გავხარ მრავალნი რომ შემოსულან აქ და მეცხრე ციდან რომ იყურებოდნენ. არის რაღაც საკითხები, რომელიც კარგად უნდა დახვეწო თუ გინდა, რომ ის რასაც ამბობ დამაჯერებელი იყო. მე არ მაქვს პრეტენზია რომ რამე გასწავლო, ბევრი რამ მეც არ ვიცი (გაგიკვირდება და რაღაც-რაღაც მომენტებში დამეხმარა კიდეც შენთან საუბრები), მაგრამ რაც ვიცი იქიდან გამომდინარე ვხვდები, რომ დამაჯერებლობა გაკლია და ეს საკითხებში სიღრმისეულად ვერ გარკვევის ბრალია. კარგი ბიჭი ხარ და წარმატებებს გისურვებ. ხო კიდე ამ სიტყვას "დავმარცხდიო", ყოველშემთხვევაში ჩემთან ნუ გამოიყენებ. მე ვსაუბრობ არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ იმის დასაცავად რაც წმინდად მიმაჩნია. [/quote დავით მადლობ რომ შეამჩნიე ჩემი გულწრფელობა.! სიმართლეს ვიტყვი, ცოტა ხისტ სიტყვებს იმიტომ ვხმარობ და იმიტომ ვცდილობ შენს გამოწვევას, რომ უფრო მეტი გავიგო და რწმენა შევიძინო, რეალურად თავმდაბლობა მიყვარს ცხოვრებაში. რაც ფორუმზე შემოვედი , კიდევ უფრო კარგად გავერკვიე მართლმადიდებლობაში და სხვებივით არ ვაბრალებ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმას, რასაც ის სინამდვილეში არ ასწავლის! ამ ბოლო დროს ხელი მოვკიდე კიდეც სერიოზულდ მართლმადიდებლობის შესწავლას რათა კიდევ უფრო ძირეულად გავეცნო ამ რელიგიას. ისე გამოსყიდვის საკითხში არ ვეთანხმები მართლმადიდებლობას . მაგრამ შენ რაც დაწერე ფორუმზე ამ საკითხის შესახებ , ნამდვილად პირველად გავიგე, თუ სინამდვილეში როგორ გამოგვიხსნა ქრისტემ! მადლობას გიხდი კიდევ ერთხელ ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 03:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი