მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს??? |
vaxushti13 |
Oct 31 2013, 07:03 PM
პოსტი
#21
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
როგორც წაკითხული მაქვს მონათვლის შემდეგ ადამიანს წარსული ცოდვები მიეტევება ხო???
ნუ მაგალითად არის ადამიანი რომელსაც უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი (სიტყვაზე: მკვლელობების კასკადი, ღმერთის გმობა, გაუპატიურებები და რავი 1000 უბედურება) ნუ შემდგომ როცა მოხუცდა აღმოაჩნდა კიბო და დავუშვათ ექიმებმა მისცეს 1 თვე.. ხოდა ამ კაცმა გადაწყვიტა მონათვლა... და რა გამოდის ის ყველა ცოდვა მიეტევა ამ ადამიანს??? |
afxazi |
Nov 27 2013, 03:29 PM
პოსტი
#22
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა ერთადერთი მართლმადიდებლობაში რაც დოგმატურად ვერ გამიგია და რაც მაბრკოლებს არის ერთი საკითხი _ ეს არის გამოსყიდვის საკითხი ! სხვათაშორის პასტორ რასელს და ნელსონ ბარბორს სწორედ ამაზე მოუვიდათ განხეთქილება !!! ერთადერთი ბატონი დავითია ვინც შეძლებს გამარკვიოს ამ საკითხში და მას ვთხოვ უაღრესად ამიხსნას თუ რა მიზნით მოვიდა ქრისტე და როგორ მოხდა ჩვენი გამოსყიდვა , გამოხსნა ცოდვებისაგან ? კი არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მარა ისეთი დამიწერე გვერდით თემაში მარტო მე დამტოვე პასუხის გარეშეო, რომ გული მომილბა ისე კი ძალიან ვრცელ საკითხს მეკითხები და ორი სიტყვით ამაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. კი ბატონო, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ შენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებ, პოლემიკისთვის არ გიწერ. მოკლედ, როდესაც ადამიანის, კაცობრიობის ცოდვისგან გამოხსნის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ადამიანის ცოდვით დაცემის ისტორია და მისი საღვთისმეტყველო შინაარსი. როგორც შესაქმისეული უწყება გვეუბნება ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად. სხვა თვისებებთან ერთად, მართლმადიდებლური სწავლებით, ის ფლობდა უხრწნელებას, უკვდავობას და ტკიბილგანუცდელობას, ანუ იყო ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ანუ ის მკვიდრობდა რა სამოთხეში, რომელიც განშორებული იყო ყოველგვარ დაშლადობასა და ხრწნადობას, ამის შესაბამისად ადამიანიც იყო უხრწნელი და უკდავი, უფრო კი პირიქით, რადგან ადამიანი ასეთი იყო, ამის შესაბამისად მისი საცხოვრებელიც უხრწნელი იყო, ანუ საცხოვრებელი და მცხოვრები შეესაბამებოდნენ ურთიერთს. რამდენადაც მოხდა ადამიანის ცოდვით დაცემა, და ადამიანური ბუნება გარდაიქმნა უხრწნელებიდან ხრწნად მდგომარეობაში, უკვდავობიდან მოკვდავ მდგომარეობაში და ტკივილგანუცდელობიდან ტკივილგანმცდელ მდგომარეობაში, ცხადია, რომ ხრწნადი და მოკვდავი ადამიანი უხრწნელ და უკვდავ გარემოში ვერ იცხოვრებდა, ანუ სამოთხე სრულიად შეუსაბამო იყო ადამიანის მდგომარეობისა. ანუ შესაქმის წიგნი გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანი გამოაძევა სამოთხიდან, მაგრამ ეს გამონათქვამი პირობითია, რეალურად კი ადამიანი სამოთხეში ვეღარ შენარჩუნდებოდა, ანუ სამოთხე მისთვის დაიკარგა. ძალიან მოკლედ ეს გახლავთ ადამიანის ცოდვით დაცემისა და მისი სამოთხიდან გამოდევნის ისტორია. რატომ ხდება აუცილებელი უფლის განკაცება? როგორც ირინეოს ლიონელი ამბობს, რამდენადაც ცოდვით დაცემულ ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის გამოხსნა (ანუ გამარჯვება ბოროტებაზე), ანუ საკუთარი თავის გარდაქმნა კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში, და რამდენადაც ადამიანი ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას (ამიტომაც მოხდა მისი დაცემა), შესაბამისად მას კიდეც რომ შეძლებოდა საკუთარი თავის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა, ეს გამოხსნა კვლავ არამყარი იქნებოდა, ანუ კვლავ იქნებოდა (მისი ცვალებადობის თვისებიდან გამომდინარე) იმის საფრთხე, რომ ადამიანი დაეცემოდა. ეს არ შეეძლო ანგელოზსაც, რამდენადაც ისიც, როგორც ქმნილება, ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას. გარდა ამისა, როგორც ღვთისმეტყველთა მთლიანობა მიუთითებს, გამოხსნა აუცილებლად იმის მიერ უნდა მომხდარიყო, ვინც დაეცა, ანუ ადამიანს თავად უნდა დაემარცხებინა ბოროტება, გამომდინარე ყოვლადსამართლიანობის პრინციპიდან. ღმერთს რა თქმა უნდა შეეძლო ერთი სიტყვით მოესპო ბორტება, დაეხსნა ადამიანი, ანუ დაებრუნებინა თავდაპირველ მდგომარეობაში, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს იქნებოდა ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ეს იქნებოდა აგრეთვე არსამართლიანიც, ანუ ბორტებას მიეცემოდა საბაბი თქმისა, რომ თუკი ადამიანი დაეცა არამძლავრებითად, ანუ მისივე უნიათობით (ეშმაკი ოდენ შემაცდენელია), რატომ მოხდა გამოხსნა მძლავრებითად. აქედან გამომდიანრე, გამოხსნა რომ მყარი ყოფილიყო, ანუ კვლავ დაცემის საფრთხე რომ მოსპობილიყო, და აგრეთვე სამართლიანობის პრინციპიც რომ დაცული ყოფილიყო, უფრო კი ადამიანის თავისუფალი ნება, თვით ყოვლად უცოდველი, ბუნებით უცვალებელი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ძე ღმერთი იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი. ანუ ძე ღმერთი პიროვნება, რომელიც მარადიულად ფლობს საღვთო ბუნებას, ამავე ჰიპოსტასში იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი, ერთარსი კაცობრიობისა. ანუ ის არ არის პიროვნულად ადამიანი, არამედ პიროვნულად ღმერთი, რომელიც ფლობს საღვთო ბუნებას და ადამიანურ ბუნებას, ანუ ის არის ღმერთკაცი, საღვთო ბუნებით ერთარსი მამისა და სულისა, ხოლო ადამიანური ბუნებით ერთარსი კაცობრიობისა. მაცხოვარმა მიიღო ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნება, ყოველგვარი ცოდვისა და ბიწის გარეშე, ანუ ის ადამიანური ბუნება, რომელიც იყო ხრწნადი (ვგულისხმობ შიმშილის, წყურვილის, დაღლის და სხვა თვისებებს), მოკვდავი და ტკივილგანმცდელი, ანუ ის მდგომარეობა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროებოდა. გავიხსენოთ ისიც, რომ ვიდრე მაცხოვრის განკაცებამდე, ყველა გარდაცვლილი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდიოდა, რამდენადაც სამოთხის კარი ადამიანისთვის დახშული იყო, ანუ ჯოჯოხეთისეული ბოროტება მძლავრობდა ადამიანის სულზე და ყოველი ადამიანის სულს სწორედ ის იტაცებდა. აი სწორედ ამიტომ ვეთაყვანებით ჯვარს და მივაგებთ უდიდეს თაყვანისცემას, რომ სწორედ ჯვარზე მოხდა ის, რამაც ეს "ტრადიცია" დაარღვია, რამდენადაც აღესრულა რა მაცხოვარი ჯვარზე, ბოროტებამ ვეღარ იმძლავრა მაცხოვარზე და აღმოჩნდა იგი განგმირული, ანუ დაირღვა მისი მძლავრება და ის ძალაუფლება, რაც მას ქონდა მთელი ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანზე. და რამდენადაც მაცხოვარი ბუნებით იყო ერთარსი კაცობრიობისა, თუნდაც ერთი ადამიანური ბუნების მქონე პიროვნების გამარჯვება ბოროტებაზე ნიშნავს იმას, რომ უკეთურება დამარცხებულია ადამიანთან. ამის შემდეგ კი არის აღდგომა, რა დროსაც მაცხოვარის ადამიანური ბუნების გარდაქმნა ხდება კვლავ თავდაპირველ, ანუ სამოთხისეულ მდგომარეობაში. რამდენადაც, როგორც ზემოთ ვთქვით, ადამიანი დაცემულ მდგომარეობაში შეუსაბამო იყო სამოთხისეულ ყოფასთან, ამიტომ ხდება მისი კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში გარდაქმნა, რომ ის უცხო არ იყოს სამოთხისთვის, ანუ მისი ბუნებითი სამშობლოსთვის (სხვათაშორის ამიტომ დგას ადამიანი ლოცვისას აღმოსავლეთით მიბრუნებული, როგორც მისი ბუნებითი სამოშობლოსკენ მომზირალი (შესაქმისეული სიტყვებით სწორედ აღმოსავლეთით იყო სამოთხე). ხოლო კვლავ რატომ რჩება ადამიანი ამ ხრწნად მდგომარეობაში, ამას თავისი განგებულებითი მიზანი აქვს და ეს სხვა საკითხია, ისე კი ადამიანური ბუნება გამოხსნილია და მეორედ მოსვლის შემდეგ ყველა ადამიანი კვლავ იმავე მდგომარეობაში გარდაიქმნება, როგორშიც მაცხოვარი აღდგომის შემდეგ. ერთიც, მართალია მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ყველა ცხონებულია, ყველა გამოხსნილია, მაგრამ ყველა ცხონებული არ არის და ამაშია სწორედ საღვთო სამართლიანობა, რომ რამდენდაც ადამიანმა თავისუფალი ნების გამოვლინებით უარყო შემოქმედი, ასევე თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს მასთან დაბრუნება, ანუ ადამიანმა პიროვნულად უნდა იღვაწოს და ინდომოს ცხონება. თუ რამე გაუგებრად არის დაწერილი, დაზუსტება შესაძლებელია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
Dec 23 2013, 10:55 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
esre ars cheshmariteba კი არ ვაპირებდი არაფრის დაწერას, მარა ისეთი დამიწერე გვერდით თემაში მარტო მე დამტოვე პასუხის გარეშეო, რომ გული მომილბა ისე კი ძალიან ვრცელ საკითხს მეკითხები და ორი სიტყვით ამაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. კი ბატონო, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილოთ შენი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებ, პოლემიკისთვის არ გიწერ. მოკლედ, როდესაც ადამიანის, კაცობრიობის ცოდვისგან გამოხსნის შესახებ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ადამიანის ცოდვით დაცემის ისტორია და მისი საღვთისმეტყველო შინაარსი. როგორც შესაქმისეული უწყება გვეუბნება ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად. სხვა თვისებებთან ერთად, მართლმადიდებლური სწავლებით, ის ფლობდა უხრწნელებას, უკვდავობას და ტკიბილგანუცდელობას, ანუ იყო ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც მაცხოვარი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ანუ ის მკვიდრობდა რა სამოთხეში, რომელიც განშორებული იყო ყოველგვარ დაშლადობასა და ხრწნადობას, ამის შესაბამისად ადამიანიც იყო უხრწნელი და უკდავი, უფრო კი პირიქით, რადგან ადამიანი ასეთი იყო, ამის შესაბამისად მისი საცხოვრებელიც უხრწნელი იყო, ანუ საცხოვრებელი და მცხოვრები შეესაბამებოდნენ ურთიერთს. რამდენადაც მოხდა ადამიანის ცოდვით დაცემა, და ადამიანური ბუნება გარდაიქმნა უხრწნელებიდან ხრწნად მდგომარეობაში, უკვდავობიდან მოკვდავ მდგომარეობაში და ტკივილგანუცდელობიდან ტკივილგანმცდელ მდგომარეობაში, ცხადია, რომ ხრწნადი და მოკვდავი ადამიანი უხრწნელ და უკვდავ გარემოში ვერ იცხოვრებდა, ანუ სამოთხე სრულიად შეუსაბამო იყო ადამიანის მდგომარეობისა. ანუ შესაქმის წიგნი გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანი გამოაძევა სამოთხიდან, მაგრამ ეს გამონათქვამი პირობითია, რეალურად კი ადამიანი სამოთხეში ვეღარ შენარჩუნდებოდა, ანუ სამოთხე მისთვის დაიკარგა. ძალიან მოკლედ ეს გახლავთ ადამიანის ცოდვით დაცემისა და მისი სამოთხიდან გამოდევნის ისტორია. რატომ ხდება აუცილებელი უფლის განკაცება? როგორც ირინეოს ლიონელი ამბობს, რამდენადაც ცოდვით დაცემულ ადამიანს არ შეეძლო საკუთარი თავის გამოხსნა (ანუ გამარჯვება ბოროტებაზე), ანუ საკუთარი თავის გარდაქმნა კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში, და რამდენადაც ადამიანი ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას (ამიტომაც მოხდა მისი დაცემა), შესაბამისად მას კიდეც რომ შეძლებოდა საკუთარი თავის ცოდვის ტყვეობიდან გამოხსნა, ეს გამოხსნა კვლავ არამყარი იქნებოდა, ანუ კვლავ იქნებოდა (მისი ცვალებადობის თვისებიდან გამომდინარე) იმის საფრთხე, რომ ადამიანი დაეცემოდა. ეს არ შეეძლო ანგელოზსაც, რამდენადაც ისიც, როგორც ქმნილება, ბუნებითად ფლობს ცვალებადობის თვისებას. გარდა ამისა, როგორც ღვთისმეტყველთა მთლიანობა მიუთითებს, გამოხსნა აუცილებლად იმის მიერ უნდა მომხდარიყო, ვინც დაეცა, ანუ ადამიანს თავად უნდა დაემარცხებინა ბოროტება, გამომდინარე ყოვლადსამართლიანობის პრინციპიდან. ღმერთს რა თქმა უნდა შეეძლო ერთი სიტყვით მოესპო ბორტება, დაეხსნა ადამიანი, ანუ დაებრუნებინა თავდაპირველ მდგომარეობაში, მაგრამ გარდა იმისა, რომ ეს იქნებოდა ძალადობა ადამიანის თავისუფალ ნებაზე, ეს იქნებოდა აგრეთვე არსამართლიანიც, ანუ ბორტებას მიეცემოდა საბაბი თქმისა, რომ თუკი ადამიანი დაეცა არამძლავრებითად, ანუ მისივე უნიათობით (ეშმაკი ოდენ შემაცდენელია), რატომ მოხდა გამოხსნა მძლავრებითად. აქედან გამომდიანრე, გამოხსნა რომ მყარი ყოფილიყო, ანუ კვლავ დაცემის საფრთხე რომ მოსპობილიყო, და აგრეთვე სამართლიანობის პრინციპიც რომ დაცული ყოფილიყო, უფრო კი ადამიანის თავისუფალი ნება, თვით ყოვლად უცოდველი, ბუნებით უცვალებელი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, ძე ღმერთი იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი. ანუ ძე ღმერთი პიროვნება, რომელიც მარადიულად ფლობს საღვთო ბუნებას, ამავე ჰიპოსტასში იღებს ადამიანურ ბუნებას და ხდება ბუნებით ადამიანი, ერთარსი კაცობრიობისა. ანუ ის არ არის პიროვნულად ადამიანი, არამედ პიროვნულად ღმერთი, რომელიც ფლობს საღვთო ბუნებას და ადამიანურ ბუნებას, ანუ ის არის ღმერთკაცი, საღვთო ბუნებით ერთარსი მამისა და სულისა, ხოლო ადამიანური ბუნებით ერთარსი კაცობრიობისა. მაცხოვარმა მიიღო ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნება, ყოველგვარი ცოდვისა და ბიწის გარეშე, ანუ ის ადამიანური ბუნება, რომელიც იყო ხრწნადი (ვგულისხმობ შიმშილის, წყურვილის, დაღლის და სხვა თვისებებს), მოკვდავი და ტკივილგანმცდელი, ანუ ის მდგომარეობა, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროებოდა. გავიხსენოთ ისიც, რომ ვიდრე მაცხოვრის განკაცებამდე, ყველა გარდაცვლილი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდიოდა, რამდენადაც სამოთხის კარი ადამიანისთვის დახშული იყო, ანუ ჯოჯოხეთისეული ბოროტება მძლავრობდა ადამიანის სულზე და ყოველი ადამიანის სულს სწორედ ის იტაცებდა. აი სწორედ ამიტომ ვეთაყვანებით ჯვარს და მივაგებთ უდიდეს თაყვანისცემას, რომ სწორედ ჯვარზე მოხდა ის, რამაც ეს "ტრადიცია" დაარღვია, რამდენადაც აღესრულა რა მაცხოვარი ჯვარზე, ბოროტებამ ვეღარ იმძლავრა მაცხოვარზე და აღმოჩნდა იგი განგმირული, ანუ დაირღვა მისი მძლავრება და ის ძალაუფლება, რაც მას ქონდა მთელი ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანზე. და რამდენადაც მაცხოვარი ბუნებით იყო ერთარსი კაცობრიობისა, თუნდაც ერთი ადამიანური ბუნების მქონე პიროვნების გამარჯვება ბოროტებაზე ნიშნავს იმას, რომ უკეთურება დამარცხებულია ადამიანთან. ამის შემდეგ კი არის აღდგომა, რა დროსაც მაცხოვარის ადამიანური ბუნების გარდაქმნა ხდება კვლავ თავდაპირველ, ანუ სამოთხისეულ მდგომარეობაში. რამდენადაც, როგორც ზემოთ ვთქვით, ადამიანი დაცემულ მდგომარეობაში შეუსაბამო იყო სამოთხისეულ ყოფასთან, ამიტომ ხდება მისი კვლავ თავდაპირველ მდგომარეობაში გარდაქმნა, რომ ის უცხო არ იყოს სამოთხისთვის, ანუ მისი ბუნებითი სამშობლოსთვის (სხვათაშორის ამიტომ დგას ადამიანი ლოცვისას აღმოსავლეთით მიბრუნებული, როგორც მისი ბუნებითი სამოშობლოსკენ მომზირალი (შესაქმისეული სიტყვებით სწორედ აღმოსავლეთით იყო სამოთხე). ხოლო კვლავ რატომ რჩება ადამიანი ამ ხრწნად მდგომარეობაში, ამას თავისი განგებულებითი მიზანი აქვს და ეს სხვა საკითხია, ისე კი ადამიანური ბუნება გამოხსნილია და მეორედ მოსვლის შემდეგ ყველა ადამიანი კვლავ იმავე მდგომარეობაში გარდაიქმნება, როგორშიც მაცხოვარი აღდგომის შემდეგ. ერთიც, მართალია მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ყველა ცხონებულია, ყველა გამოხსნილია, მაგრამ ყველა ცხონებული არ არის და ამაშია სწორედ საღვთო სამართლიანობა, რომ რამდენდაც ადამიანმა თავისუფალი ნების გამოვლინებით უარყო შემოქმედი, ასევე თავისუფალი ნებით უნდა მოხდეს მასთან დაბრუნება, ანუ ადამიანმა პიროვნულად უნდა იღვაწოს და ინდომოს ცხონება. თუ რამე გაუგებრად არის დაწერილი, დაზუსტება შესაძლებელია. მაცხოვარმა გამოიხსნა , არა ადამიანური ბუნება , არამედ ადამიანი! დავით რა არის ეს ადამიანური ბუნება ერთი გამაგებინე თუ ღმერთი გწამს! ღვთაებრივი ბუნება ვიცით , მაგრამ ადამიანური ბუნება??? ასეთი რამ საღვთო წერილში არსად წერია. პავლე მოციქული აღნიშნავს რომ ადამიანი შექმნილია ღვთი_ სამებრ , ის მიმსგავსებულია ღმერთთან! ასევე ანგელოზებძეც პირდაპირ წერია ბიბლიაში რომ ისინი ღმერთები არიან, ანუ ღვთისმსგავსნი და შესაბამისად არც ანგელოზური ბუნება არ არსებობს! ნუ ყოველ შემთხვევაში საღმრთო წერილში მსგავსი არაფერი გვხვდება რომ ადამიანური და ანგელოზური ბუნება არსებობს ზემოთ სწორად აღნიშნე , რომ ადამიანი უნდა გამოხსნილიყო ადამიანის მიერ , დიახ ეს ასეა! თვალი თვალის წილო ხო გაგიგია.,,, ანუ თუ ეს ასეა , მაშინ ღმერთკაცი აშკარად ჩრდილავს ადამს , რა არა? პავლე მოციქული ებრაელთა ეპისტოლეში აშკარად საუბრობს რომ იგი (ქრისტე ) ყველაფერში უნდა გამოცდილიყო, რათა მიმსგავსებოდა თავის ძმებს! რანაირად გამოიცდებოდა ქრისტე თუკი მასში ღვთაებრივი ბუნებაც მძლავრობდა? განა საღვთო ბუნების შეცდენა შესაძლებელია? ან ღმერთის გამოცდა როგორ შეიძლება უცნაურია?! მაგრამ თუკი მეორე მხრიდან შევხედავთ, რომ ქრისტე მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას , რასაც მე ვამბობ , ანდა უფრო სწორად საღმრთო წერილი, მაშინ უკვე გასაგებია რომ კაც ქრისტეს მართლაც უნდა ესწავლა მორჩილება და ის მართლაც უნდა გამოცდილიყო . ებრ 5:8. სხვათაშორის ჩემი და მამა იაკობის სურათი რომ დევს , სწორედ მაგ მომენტში ვსაუბრობდით ამ საკითხზე , მე ვამბობდი რომ ქრისტე მხოლოდ ადამიანი იყო დედამიწაზე ყოფნისას და ამაზე საპასუხოდ მამაომ კოლოსელთა 2;9 მომიყვანა , უფრო სწორედ აღარ ახსოვდა რომ ეს კოლოსელებში ეწერა და მე მივუთითე რომ ამას ეძებდა ( ლელუაშვილს ეცინებოდა) რომ ჩემ თავს მე თვითონ მოვუძებნე საპირისპირო არგუმენტი კოლოსელთა 2:9 ში აღნიშნულია რომ მასში ანუ ქრისტეში მკვიდრობს ხორციელად , ღვთაებრივობის მთელი სავსება! და ჰოი ღმერთმანი რომ ეს ჩემს წისქვილზე ასხავს წყალს ! რატომ? იმიტომ რომ ადამიანური ბუნება არ არსებობს როგორც ვამბობ და შესაბამისად ქრისტეში _ კაც ქრისტეში მთლიანად მძლავრობდა ღვთაებრივი ცოდნა და გონება , რადგან იპოსტასი ხომ უცვლელია ! იესო ქრისტე , გუშინ და დღეს თავადი არს უკუნისამდეც! ესეიგი ქრისტე არასოდეს შეცვლილა და არც შეიცვლება კოლასელთა 2;9 ხშირად მოყავთ ხოლმე იმის საჩვენებლად რომ ქრისტეში თითქოს ღვთაებრივი ბუნება იყო დამკვიდრებული! დიახ ეს ასეა , მაგრამ იქ პავლე ცოდნის სავსებაზე , ღვთაებრივი სიბრძნის სავსებაზე საუბრობს , რაც რათქმაუნდა ქრისტეში მთლიანად იყო დავანებული რადგან ის იგივე იპოსტასი იყო , ოღონ ადამიანი! მოდი ყურადღება მივაქციოთ ფსალმუნნის 48 :8 ს და 9 ს აქ საუბარია რომ ძმას ანუ ადამიანს 9არასრულყოფილს ცოდვით დაცემულს) არ შეუძლია ადამიანის გამოხსნა და 9 მუხლი _ძვირია მათი სულის (სიცოცხლის ) გამოხსნა, კაცო საქმე სიკვდილ სიცოცხლეზე იყო მიმდაგარი და უცებ მართლმადიდებლობა ამტკიცებს რომ ქრისტე სულაც არ მომკვდარა! მხოლოდ ხორცი მოკვდა და ეს ხორცი ანუ სხეული , თავად მაცხოვარმა აღადგინაო! თუ ქრისტე არ მომკვდარა , მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა , რადგან როგორ გამოიხსნა ქრისტემ სხვა სულები , თუკი თავად თავისი სული არ გაუწირია? როგორ გამოგვისყიდა ქრისტემ თუკი მისი ძვირფასი სისხლი , რომელშიც სიცოცხლე იყო არ დაღვრილა? როგორ უპასუხა მან აბელის მართალ სისხლს რომელიც მას შეჰღაღადებდა , თუკი თავისი სისხლი ანუ სიცოცხლე არ გაუწირია მისთვის? კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანი და არა რაღაც არარსებული _ ადამიანური ბუნება! ერთი მუხლი მაინც მანახე რომ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება და თუ თავზე არ ჩამოვიმხო მთელი ბიბლია! პასტორი რასელის სიტყვები კვლავ ძალაშია _ კაცი ქრისტე იესო მკვდარია უკუნითი უკუნისამდე! მასეთი ლოგიკით შმაგი ერთად ერთია რომელიც ჭეშმარეტებას ფლობს... ეგ და რასელი იქნებიან მარტო სასუფეველში და ჭადრაკის თამაშში ამოხდებათ სული (იქაც) ნამდვილად არ მინდა რომ მარტო რასელთან ერთად ვიყურყუტო ზეციერ სასუფეველში! არამედ ჩვენ ყველანი ერთად მე შენ დავითი გურამი და სხვანი ყველამ შევსვათ ქრისტეს სასმისიდან |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი