ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი |
afxazi |
Jun 28 2011, 03:50 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ასეთი თემა მინდა გავხსნა.
ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის. ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს. საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში. კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
A.V.M |
Dec 25 2013, 03:09 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს აღსაყდრების 36-ე წლისთავი მიულოცა
14:09 25-12-2013 ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს აღსაყდრების 36-ე წლისთავი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 36-ე წლისთავს ულოცავს. "ფასდაუდებელია ის თავდადებული მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გასწია ჩვენი ერის სულიერების ამაღლებისთვის. მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია–მონასტერი, რომლის მასშტაბიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერს. როგორც ერის სულიერი მამა, იგი თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითია ყველა ჩვენგანისათვის, მისი სულიერი შვილებისათვის. ჩვენ პატრიარქს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...vi-miuloca.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 05:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი