მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს??? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მონათვლის შემდგომ წარსული ცოდვები მიეტევება ადამიანს??? |
vaxushti13 |
Oct 31 2013, 07:03 PM
პოსტი
#21
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
როგორც წაკითხული მაქვს მონათვლის შემდეგ ადამიანს წარსული ცოდვები მიეტევება ხო???
ნუ მაგალითად არის ადამიანი რომელსაც უამრავი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი (სიტყვაზე: მკვლელობების კასკადი, ღმერთის გმობა, გაუპატიურებები და რავი 1000 უბედურება) ნუ შემდგომ როცა მოხუცდა აღმოაჩნდა კიბო და დავუშვათ ექიმებმა მისცეს 1 თვე.. ხოდა ამ კაცმა გადაწყვიტა მონათვლა... და რა გამოდის ის ყველა ცოდვა მიეტევა ამ ადამიანს??? |
MIRDAT |
Dec 27 2013, 04:56 PM
პოსტი
#22
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ზემოთ სწორად აღნიშნე , რომ ადამიანი უნდა გამოხსნილიყო ადამიანის მიერ , დიახ ეს ასეა! თვალი თვალის წილო ხო გაგიგია.,,, ანუ თუ ეს ასეა , მაშინ ღმერთკაცი აშკარად ჩრდილავს ადამს , რა არა? არ ჩრდილავს, ადამიანი იდეაში ღმერთკაცი უნდა გახდეს... ნუ ბოლომდე ვერ გახდება, მაგრამ მაქსიმალურად შეუძლია მიუახლოვდეს ღმრთკაცობას. (Limit (ადამიანი, დრო მიდის უსასრულობისკენ)=ღმერთკაცს ) მაგრამ თუკი მეორე მხრიდან შევხედავთ, რომ ქრისტე მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას , რასაც მე ვამბობ , ანდა უფრო სწორად საღმრთო წერილი, მაშინ უკვე გასაგებია რომ კაც ქრისტეს მართლაც უნდა ესწავლა მორჩილება და ის მართლაც უნდა გამოცდილიყო. არა, უფრო სწორედ შენ ამბობ მაგას... ღმერთკაცი რომ იყო, სულაც არ ნიშნავს რომ არ უნდა გამოცდილიყო, გამოცდა მხოლოდ ღმერთს არ სჭირდება. ღმერთკაცს კი... და ჰოი ღმერთმანი რომ ეს ჩემს წისქვილზე ასხავს წყალს ! რატომ? იმიტომ რომ ადამიანური ბუნება არ არსებობს როგორც ვამბობ და შესაბამისად ქრისტეში _ კაც ქრისტეში მთლიანად მძლავრობდა ღვთაებრივი ცოდნა აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი წისქვილი აქვს ყლვე ადამიანს და იმას ფიქრობს, როგორმე მის წისქვილზე მეტი წყალი ასხამდეს.... კოლასელთა 2;9 ხშირად მოყავთ ხოლმე იმის საჩვენებლად რომ ქრისტეში თითქოს ღვთაებრივი ბუნება იყო დამკვიდრებული! დიახ ეს ასეა , მაგრამ იქ პავლე ცოდნის სავსებაზე , ღვთაებრივი სიბრძნის სავსებაზე საუბრობს , რაც რათქმაუნდა ქრისტეში მთლიანად იყო დავანებული რადგან ის იგივე იპოსტასი იყო , ოღონ ადამიანი! რაც შენ ახლა აქ აღწერე ზუსტად ეგაა ღმერთკაცი... კაცო საქმე სიკვდილ სიცოცხლეზე იყო მიმდაგარი და უცებ მართლმადიდებლობა ამტკიცებს რომ ქრისტე სულაც არ მომკვდარა! მხოლოდ ხორცი მოკვდა და ეს ხორცი ანუ სხეული , თავად მაცხოვარმა აღადგინაო! რას ლაპარაკობ, თუ კაცი ხარ... როდის იძახიან ერთი მართლმადიდებლები არ მომკვდარაო? გააჩერე ნებისმიერი და გეტყვის ქრისტე ჩვენთვის მოკვდაო... სწორედაც რომ მოკვდა, მაგაზე არავინ კამათობს. მხოლოდ ხორცი მოკვდა აი ამას ამბობენ მართლმადიდებლები და რა არის ამაში გასაკვირი, ადამიანიც მასე არაა? მარტო ხორცი კვდება... თუ ქრისტე არ მომკვდარა , მაშინ არც გამოსყიდვა მომხდარა , რადგან როგორ გამოიხსნა ქრისტემ სხვა სულები , თუკი თავად თავისი სული არ გაუწირია? როგორ გამოგვისყიდა ქრისტემ თუკი მისი ძვირფასი სისხლი , რომელშიც სიცოცხლე იყო არ დაღვრილა? როგორ უპასუხა მან აბელის მართალ სისხლს რომელიც მას შეჰღაღადებდა , თუკი თავისი სისხლი ანუ სიცოცხლე არ გაუწირია მისთვის? გილოცავ, შენ დაამტკიცე ის რასაც მართლმადიდებლებიც ამტკიცებენ, ქრისტე მოკვდა და ჩვენთვის დაღვარა სისხლი... კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანი და არა რაღაც არარსებული _ ადამიანური ბუნება! ერთი მუხლი მაინც მანახე რომ მაცხოვარმა გამოიხსნა ადამიანური ბუნება და თუ თავზე არ ჩამოვიმხო მთელი ბიბლია! მე ვერ ვანახებ და ანახეთ ვინმემ რა მერე სურათი გადაიღე და დადე, მაგრად მაინტერესებს თავზე ჩამომხობილი ბიბლიით როგორი იქნები, იქნებ მერე ჩაწვდე მის ჭეშმარიტ არსს? P.S. ბოდიშს ვიხდი სადმე თუ ზედმეტად ვიხუმრე... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი