IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სახება ქეთევან დედოფლისა...
marine
პოსტი Mar 17 2008, 03:51 PM
პოსტი #61


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



XV საუკუნეში ერთის მხრივ ოსმალეთი, მეორეს მხრივ ყიზილბაშები თავს ესხმოდნენ ბრძოლებში დაქანცულ ქართველებს და უღმერთოდ არბევდნენ ჩვენი წინაპრები ოფლითა და სისხლით მორწყულ ბაღ-ვენახებს. მაგრამ ყველა ეპოქაში გამოჩნდება ქვეყნის მხსნელი, რომლის მისია ამ პერიოდში ქეთევან დედოფალმა ღირსეულად შეასრულა.

ქეთევან წამებული ეს ისა სახებაა, რომელსაც საქართველოს დიდ მნათობთა შორის განსაკუთრებული პატრიოტული, სარწმუნოებრივი და კულტურული მნიშვნელობა აქვს. დიდი აკაკი წერდა: „არც ერთ მოწამეთაგანს იმდენი ტანჯვა არ მიუღია რჯულისა და ქვეყნისათვის, როგორც ქეთევან დედოფალს. გერონტი ქიქოძე აღნიშნავდა, ქეთევან დედოფლის დახლეჩილმა ძუძუებმა უფრო მეტი გმირი აღუზარდა საქართველოს, ვიდრე ასი ათასი დედა გაზრდიდა მათ.“

ქეთევან დედოფალი კონსტანტინე ქართველთა მეფის შთამომავალი იყო, ბაგრატიონთა გვარიდან. სათნო, განსწავლული, ჭეშმარიტი მორწმუნე, კეთილგონიერი ასული ცოლად გაყვა კახთა მეფის ალექსანდრეს ვაჟს, დავითს. ალექსანდრეს ბერად აღკვეცის შემდეგ ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ სულ მალე გარდაიცვალა. შაჰ-აბასმა როგორც კი დავითის სიკვდილი შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ კონსტანტინე მირზას უბრძანა, მოეკლა ღვიძლი მამა, ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო ტახტზე. მან შაჰის განზრახვა შეასრულა და სისხლში გასვრილმა ქეთევანს ცოლობა სთხოვა. შეძრწუნებულმა კახელებმა მოღალატე სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა.

შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. უმცროს ვაჟს ალექსანდრეს თეიმურაზმა დედაც, წმ. ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა უფროსი შვილიც მძევლად ითხოვა.

შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმინდა დედოფალი შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ ყული ხანის უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი საპატიო ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია ნეტარი სხეული.

ურჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის, ნეტარი დედოფალი წამებისთვის განემზადა. ხალხით გადაჭედილ მოედანზე გამოიყვანეს სათაყვანებელი წმინდანი. ჯალათებმა მოიტანეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმინდა მოწამემ: დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლეთიო. უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს წმინდა ქეთევანი, რკინის მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

უკანასკნელი სიტყვები დედოფლისა, რომელიც აღძრულ იყო სახარების შეგონებით - ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა. ეს იყო სამშობლო, ქრისტე. წართმეულმა სიცოცხლემ მას წამებულისა და წმინდანის გვირგვინი დაადგა. ქართველობისა და სარწმუნოებისათვის ბრძოლაში ქეთევანის წამება საჭირო იყო, რათა მძიმედ დაჭრილ საქართველოს მომავალ შერკინებაში გამარჯვების იმედი ჰქონოდა.

მღვდელი პეტრე კვარაცხელია


IPB-ს სურათი


ქეთევან დედოფალი


/ანა კალანდაძე/


რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,

ცეცხლს აგზნებდა

კაცთა გრძნობის კონდაქარი...

ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,

ქროდა ქარი...

თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,

ტინად იდგა დედოფალი...

თმა დაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა,

სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გაეხარა...

ლოცულობდა...

როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:

„არასოდეს!“

დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,

ცხელი შანთი მიუტანეს ბროლის მკერდთან,

ცხელი რკინა,

საქართველოს გულს რომ კვეთდა.

რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,

ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...

ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,

ქროდა ქარი...

ცეცხლით სწვავდნენ

ტანშეძარულ დედოფალსა,

უდრეკ იყო დედოფალი!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 27 2013, 09:39 PM
პოსტი #62


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ჩვენმა ფორუმელმა სერგიმ დაწერა ძალიან კარგი ნაშრომი ქეთევან დედოფალზე .
თუ მოახერხა და დადო , ძალიან საინტერესო იქნება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 30 2013, 10:46 AM
პოსტი #63


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(A.V.M @ Dec 27 2013, 10:39 PM) *

ჩვენმა ფორუმელმა სერგიმ დაწერა ძალიან კარგი ნაშრომი ქეთევან დედოფალზე .
თუ მოახერხა და დადო , ძალიან საინტერესო იქნება...


ვაიმე, გურამ, სერგის მთელი გულით ვემუდარები, რომ თავისი ნაშრომი ამ თემაში დადოს!!! ვუჩოქებ rolleyes.gif თუ ძალიან ვრცელია, უთხარი, რომ ნაწილ-ნაწილ დადოს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   სახება ქეთევან დედოფლისა...   Mar 17 2008, 03:51 PM
tamuna m   მარინე, რა კარგია, რ...   Mar 17 2008, 03:56 PM
marine   მარინე, რა კარგია, ...   Mar 17 2008, 04:02 PM
tamuna m   ეს ეკლესია (ვაქირი, ...   Mar 17 2008, 04:36 PM
ნუნექია   ჩვენი ტაძარიიი.. ეს ...   Feb 10 2013, 06:52 PM
ket_ketevani   გაიხარეთ ამ თემის ...   Mar 17 2008, 05:28 PM
tamuna m   წმიდა დიდმოწამე, ს...   Mar 17 2008, 08:36 PM
neo   ჩემი ყველაზე საყვა...   Mar 17 2008, 10:17 PM
q-e-T-i   ჩემი მფარველი წმინ...   Mar 17 2008, 11:18 PM
marine   ეს არის დედა ღვთის...   Mar 18 2008, 10:30 AM
tamuna m   პორტუგალიაში, ლისა...   Mar 18 2008, 06:46 PM
tamuna m   აი, პატარა ინფორმა...   Mar 18 2008, 07:41 PM
k@the   "შაჰის ტახტი დაუდ...   Mar 18 2008, 08:15 PM
tamuna m   ტელეკომპანია "იმ...   Mar 18 2008, 09:35 PM
xornabujeli   :) მარინე შენ გაიხარ...   Mar 19 2008, 12:51 AM
marine   მე კი ყველას გიხდი...   Mar 19 2008, 10:27 AM
tamuna m   მინიატურა საქართვ...   Mar 19 2008, 12:19 PM
marine   მინიატურა საქართ...   Mar 19 2008, 02:00 PM
tamuna m   ილოცა, შვილი და მამ...   Mar 21 2008, 08:43 PM
marine   თეიმურაზ პირველი ...   Mar 25 2008, 10:16 AM
ქევანა   კაი თემაა :) მე ერთგ...   Oct 3 2009, 02:02 PM
Atman   ქევანა მიშას კითხ...   Oct 3 2009, 02:06 PM
ქევანა   Atman ვინ მიშა? სააკაშ...   Oct 3 2009, 02:14 PM
Atman   ქევანა სულ არ გამ...   Oct 3 2009, 02:17 PM
ქევანა   ვოოოო, ვიპოვე :D http://kat...   Oct 3 2009, 02:33 PM
Atman   მიშა აგვიხსენი მიშ...   Oct 3 2009, 02:35 PM
KAIROS   ეგ უბრალოდ არის იმ...   Oct 3 2009, 08:55 PM
KAIROS   ეს კი სრული სიახლე...   Oct 3 2009, 09:15 PM
ქევანა   აჰა, გასაგებია :) ახ...   Oct 4 2009, 07:46 PM
Atman   ქევანა კაიროს სკა...   Oct 4 2009, 07:54 PM
ქევანა   Atman :D ნწ, სათქმელი გქ...   Oct 4 2009, 08:02 PM
Atman   ქევანა ისტორიის გ...   Oct 4 2009, 08:06 PM
qetevano   tamuna m ვაქირი კახეთის ...   Feb 10 2013, 07:43 PM
marine   ჩემი მოკრძალებული ...   Apr 12 2013, 04:00 PM
A.V.M   marine ღმერთმა მრავალი...   Apr 12 2013, 10:53 PM
marine   marine ღმერთმა მრავალ...   Apr 15 2013, 04:23 PM
marine   “ეს ღვთისმოსავი ქა...   Nov 26 2013, 02:17 PM
qetevano   marine რა კარგია, კიდე ...   Nov 26 2013, 02:27 PM
marine   marine რა კარგია, კიდე ...   Nov 26 2013, 02:37 PM
marine   "სამაგალითო შვილ...   Dec 11 2013, 02:58 PM
marine   წმინდა ქეთევან დედ...   Dec 12 2013, 10:59 AM
qetevano   :wub:   Dec 12 2013, 08:05 PM
qetevano   ქეთევან დედოფლის ნ...   Dec 27 2013, 12:06 PM
qetevano   http://www.facebook.com/l.php?u=http%3A%2F...JMDb1...   Dec 27 2013, 12:23 PM
marine   [url=http://www.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2...   Dec 27 2013, 12:27 PM
qetevano   ინდოეთში, კერძოდ გ...   Dec 27 2013, 12:28 PM
marine   ინდოეთში, კერძოდ გ...   Dec 27 2013, 12:30 PM
qetevano   marine ჩემიც ^_^   Dec 27 2013, 12:31 PM
marine   marine ჩემიც ^_^ ასე მგო...   Dec 27 2013, 12:35 PM
qetevano   marine არააა, გარწმუნე...   Dec 27 2013, 12:40 PM
A.V.M   ჩვენმა ფორუმელმა ს...   Dec 27 2013, 09:39 PM
marine   ჩვენმა ფორუმელმა ...   Dec 30 2013, 10:46 AM
qetevano   აუუუ დადე სერგი გთ...   Dec 27 2013, 09:52 PM
esre ars cheshmariteba   სერგეი მართლაც დაუ...   Dec 27 2013, 11:07 PM
G_saxva   qetevano წმინდა ნაწილის ...   Dec 27 2013, 11:39 PM
qetevano   G_saxva ყიდვა, გამოსყიდ...   Dec 27 2013, 11:46 PM
A.V.M   qetevano რეფერატები მივ...   Dec 28 2013, 04:07 AM
qetevano   A.V.M უF თუ ხელით უწერი...   Dec 28 2013, 11:56 AM
A.V.M   გესმის ბიჯო?   Dec 30 2013, 10:41 PM
k@the   ინდოეთში არქეოლოგ...   Feb 3 2014, 03:22 PM
marine   ინდოეთში არქეოლოგ...   Feb 4 2014, 10:23 AM
A.V.M   სერგოოოოოოოოოოოო...   Feb 3 2014, 09:48 PM
k@the   ქეთ, სანაცვლოდ დიდ ...   Feb 4 2014, 01:37 PM
†სერგი†   ხო რაიყო? იქნებ ამ ...   Feb 4 2014, 06:09 PM
k@the   †სერგი† 2 პორტუგალ...   Feb 5 2014, 02:35 PM
terra   k@the კარგია.   Feb 5 2014, 02:39 PM
A.V.M   †სერგი† ისტორია კი...   Feb 6 2014, 01:49 AM
marine   [b]†სერგი† ისტორია ...   Feb 6 2014, 10:37 AM
†სერგი†   ჩემი თემა არ არის ...   Feb 6 2014, 10:29 PM
marine   "შაჰ-აბას I-ის კარზ...   Mar 4 2014, 11:49 AM
marine   "ასე ადვილი რომ ი...   Mar 18 2014, 05:00 PM
marine   " - მაღლა ცაში, უფა...   Nov 27 2014, 05:06 PM
marine   თეიმურაზ მეფის დაწ...   Dec 13 2014, 08:55 PM
marine   1 მარტი დიდმოწამე ქ...   Mar 1 2015, 02:27 PM
marine   ორი აშოთან მუხრანბ...   Apr 29 2015, 06:16 PM
marine   „ნუ მძიმე გიჩანს ე...   Jun 3 2015, 07:33 PM
marine   "იქვე არის კოშკი, ...   Jun 11 2015, 08:39 PM
marine   "გილოცავთ ქრისტე...   Jun 19 2015, 11:41 PM
marine   "საინფორმაციო სა...   Jul 21 2015, 11:26 AM
marine   "მართლაც, რაღა აზ...   Aug 3 2015, 10:01 PM
marine   http://i008.radikal.ru/1509/4c/d84d3fdfed56.jpg /...   Sep 12 2015, 09:01 AM
marine   გამოსვლა 6 იგინივე,...   Sep 23 2015, 07:17 PM
marine   http://s018.radikal.ru/i502/1509/9c/a8d89c9e5c63.j...   Sep 25 2015, 08:01 PM
marine   http://s020.radikal.ru/i701/1509/01/b34da48bf33a.j...   Sep 25 2015, 08:59 PM
marine   უდრეკ დედოფალს *** კ...   Sep 26 2015, 11:40 AM
marine   http://s019.radikal.ru/i612/1509/6f/4707a53f2da0.j...   Sep 26 2015, 09:24 PM
marine   http://s018.radikal.ru/i527/1511/fb/27a0b693e30a.j...   Nov 2 2015, 11:38 PM
marine   შავი მარგალიტი იდ...   Nov 16 2015, 08:47 PM
marine   http://s019.radikal.ru/i612/1511/0b/a93231223e14.j...   Nov 16 2015, 11:26 PM
marine   "...ოთხი წლის შემდე...   Dec 20 2015, 10:10 PM
marine   ერთად ავაშენოთ ტაძ...   Jan 15 2016, 01:11 PM
marine   "წმინდა კოზმანს [...   Mar 27 2016, 10:18 PM
marine   "გახსოვთ, ჩვენი ე...   May 3 2016, 10:47 PM
marine   "1624 წლის 12 სექტემბ...   May 11 2016, 06:16 PM
marine   "[წმინდა ექვთიმე ...   Jun 25 2016, 10:51 PM
marine   წმიდა ქეთევან წამე...   Jun 26 2016, 10:31 PM
marine   მანდილი რწმენის... 16...   Jun 27 2016, 09:53 PM
marine   ქეთევან წამებული ...   Jun 28 2016, 10:16 AM
marine   "1601 წელს ქვათახევ...   Jul 4 2016, 10:37 AM
marine   ქეთევან დედოფალს ...   Aug 1 2016, 10:52 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 5 მომხმარებელი (მათ შორის 5 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:37 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი