![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
annats |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 20-November 13 წევრი № 13,441 ![]() |
დღეს ძალიან აქტუალური გახდა იოგა,რომელსაც მართლმადიდებლობა კრძალავს, მაგრამ იოგა იყოფა რამოდენიმე ნაწილადო.. ძირითადად მედიტაცია და ე.წ ხატჰა-იოგა.. რომელიც მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს მოიცავსო და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისო, ასევე გასწავლიან სწორ სუნთქვასო.. რამდენად დასაშვებია ეს ხატჰა-იოგა, ანუ მედიტაციის გარეშე, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში?
|
![]() ![]() |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
ეს "ამბიონია" თუ რაღაცა, ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი მაგ გვერდზე დადებული მასალების გამო.
ფანატიზმის ზენიტია მაგ გვერდზე და უამრავი ადამიანი მომმართავს ხოლმე, შემდეგი კითხვებით: "მართლა კრძალავს ეკლესია როკ-მუსიკის მოსმენას?", "მართლა არ შეიძლება ადამიანმა ქორწილში იცეკვოს?" და ა.შ. და როცა მე მათ ვეკითხები, თუ საიდან მოიტანეს ეს, მიგზავნიან ამ ინტერნეტ-გაზეთის ბმულს. ამას წინათ წავიკითხე მანდ სტატია "ვინ არიან გოთები?" და თვალები შუბლზე ამივიდა... მერე ვგებულობ, თუ რატომ აქვთ გული აცრუებული ეკლესიაზე. იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეა და ადამიანი სანამ ფიზიკურად წავა ეკლესიაში, იქამდე გამარტვებული გზით ინტერნეტში მოიძიებს გარკვეულ კითხვაზე პასუხს. მერე "გუგლი" ამოუგდებს "ამბიონის" რაიმე მასალას, წაიკითხავს და იტყვის - აი, რას ასწავლის ეკლესია! კიდე ვერ გამოვიდნენ ფანატიზმის ზონიდან! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი