IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქრისტე იშვა ბეთლემს შინა !, უფალი იშვას ჩვენს გულებში
marine
პოსტი Jan 6 2014, 11:03 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,214
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დამდეგ შობას გილოცავთ!!!!!!!!!!!! ყველანი ლიტანიობაზე წავედიიიით!!!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jan 7 2014, 04:24 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მოგვთა თაყვანისცემა

,,დღეს ზესთაარსს შობს ქალწული და გამოქვაბულს უძღვნის მიწა მიუახლებელს , ანგელოზები მწყემსებთან ერთად ადიდებენ , ხოლო მოგვები ვარსკვლავთა ერთად გზას მიიკვლევენ , რადგან ჩვენს გამო იშვა ყრმა ახალი , საუკუნეთა უწინარესი ღმერთი.’’(1
რომანოზ მელოდოსისი (ტკბილადმგალობელი)

შესავალი

წმინდა წერილის თითეული თავი და მუხლი უმიშვნელოვანესი და საინტერესოა . თუმცა მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია , მაცხოვრის ამქვეყნიური შობა , რომლითაც დამთავრდა ძველი აღთქმის ეპოქა და დაიწყო ახალი პერიოდი კაცობრიობის არსებობის ისტორიაში .
უფლის შობას თან ახლდა მწყემსთა და მოგვთა თაყვანისცემა . უამრავი ვარაუდი თუ მოსაზრებაა გამოთქმული სახარების ამ ეპიზოდის შესახებ . აღნიშნულ ნამუშევარში შევეცდებით წარმოვადგინოთ წმ . მამათა თუ სხვა მკვლევართა ის განმარტებები და ვარაუდები რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ეკლესიის სწავლებას .

1-edisheri.wordpress.com


სარჩევი

შესავალი
სარჩევი
მოგვთა წარმომავლობა და მათი ვინაობა
ძველი აღთქმა და მოგვთა თაყვანისცემა
ვარსკვლავის შესახებ
უფლისადმი მირთმეული ძღვენი
დასკვნა
გამოყენებული ლიტერატურა

მოგვთა წარმომავლობა და მათი ვინაობა
სანამ უშუალოდ საკითხზე საუბარს დავიწყებთ,აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რომ მათ მოგვები (გნებავთ მაგები ) იმიტომ კი არ ეწოდათ რომ რაიმე სახის მაგიური რიტუალების აღსრულებით იყვნენ დაკავებულნი , არამედ იმის გამო რომ აღმოსავლეის ქვეყნებში ამ სახელით მოიხსენიებდნენ მას , ვინც იკვლევდა ცას და ზოგადად ბუნებრივ მოვლენებს .
ახლა კი ვისაუბრებთ მათ წარმომავლობასა და ვინაობის შესახებ.. მართალია უშუალოდ წმ. წერილში ამის შესახებ მოთხრობილი არაა , თუმცა შეგვიძლია გამოვიყენოთ ის სხვადასხვა გადმოცემები , რომლებიც ეკლესიის წიაღში მოიპოვება . აი ერთ-ერთი მათგანი : ,,გადმოცემის მიხედვით , მოგვები იყვნენ მეფეები , ან რჩეული წინამზღოლები სპარსეთიდან–სამი ასაკის და სამი მოდგმისანი . მელქიორი (მელქონ)–მოხუცებული–სემის შთამომავალი , გასპარი (კასპერი)–უწვერული და ჯან–ღონით სავსე ჭაბუკი–ქამის შთამომავალი და ბალთაზარი (ბაღდასარი)–მოწიფულობაში ახლადფეხშედგ-მული კაცი ,იაფეთის შავგვრემანი შთამომავალი’’(1)
გარდა ამისა , ჩვენ იგივე გადმოცემა გვაუწყებს რომ ვარსკვლავთმრიცხველნი იყვნენ ძველი ბაბილონიდან . ადგილიდან სადაც ქრისტეს შობამდე 500 წლით ადრე მოღვაწეობდა დანიელ წინასწარმეტყველი-,,ეს დიდი წინასწარმეტყველი თავის დროზე ყველაზე გამორჩეული იყო ბაბილონელ ბრძენთა შორის. მან, რა თქმა უნდა, გადასცა სხვებსაც ჭეშმარიტი სწავლება ღმერთზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან მიუთითა მოგვებს მათი ძველი წინაპრის – მოგვ ვალაამის წინასწარმეტყველებაზე.’’(2)

1-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..(გვ40) თბ-2012
2-მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით . მასალების შემკრები, მთარგმნელი დაგამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

ძველი აღთქმა და მოგვთა თაყვანისცემა

თავშიც ვახსენეთ და უიმისოდაც ნათელი იყო , რომ მოგვების თაყვანისცემა ძალიან მნისვნელოვანი მოვლენა გახლავთ ახალი აღთქმის ისტორიისათვის , აქედან გამომდინარე შეუძლებლად მიგვაჩნია , რომ ამ ფაქტს გამოხმაურება არ ჰქონოდა ძველი აღთქმის წიგნებში . ჩვენ ამგვარი რამდენიმე ფაქტი გავიხსენეთ . ზოგი მათგანი აღიერებული და დადასტურებულია ეკლესიის მიერ , ზოგი კი ჩვენს ვარაუდს ემყარება .
დავიწყებთ წინასწარმეტყველ ბალაამით- ,, ამოდის ვარსკვლავი იაკობიდან და აღიმართება კვერთხი ისრაელიდან .’’(რცხ. 24-17) საინტერესეო ამ მუხლის განმარტებაც-,, ბალაამი ჭვრეტს ისრაელში მომავალ დიდებას – მაგრამ უფრო კონკრეტულად მონარქიას : ვარსკვლავი მეფობის მეტაფორაა (ეს 14:12) , კვერთხი სამეფო ნიშანი , (დაბ.49;10) საბოლოო აზრით ეს სიტყვები მესიანისტურია: უახლოესი ახდომა მათი დავით მეფეა , -უშორესი მაცხოვრის შობა , რომელიც აღმოსავლეთიდან წამოსულმა ვარსკვლავმა მიანიშნა.’’(1)
ამ მხრივ მნიშვნელოვანია ესაია წინასწარმეტყველის წიგნიც . აი რას ვხვდებით იქ- ,, ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და სხივის ელვარებაზე’’(ეს.60-2) ; ,, მუდამ ღია იქნება შენი კარიბჭენი , არ ჩაიკეტება დღითა და ღამით , რათა მიგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.’’(ეს.60-11)
თქვენის ნებართვით ვნახოთ ამ მუხლის განმარტება და შემდეგ ჩვენეული აზრი. ,,აქლემებზე ამხედრებულ წარმართთა სიმდიდრით შემოსვლა იერუსალიმში , ისე , რომ მისი ჭიშკარი არ დაიხურება დღე და ღამე (ეს 60 , 6-9 , 11 ) –მაჩვენებელია წარმართთა მოსვლისა უფლის წინაშე , რომელსაც არ ექნება დასასრული ქვეყნის აღსასრულამდე (გამ. 21 , 24-27) ; ხოლო მათ მიერ იერუსალიმის აღშენება , ანუ კეთილმოწყობა (ეს . 60,10 ; 13-17 ) – მიუთითებს მათ სიწრფელეს ღმერთთან მიმართებასა და ღვთისმსახურებაში ; მშვიდობის დამყარება და სამართლის მეფობა იერუსალიმში , რომელიც გაანადგურებს ისამართლობას და შეინარჩუნებს მას.’’(2)

1-ზურაბ კიკნაძე-ხუთწიგნეულის თარგმანება , თბილისი 2004 ; გვ. 283 .
2-ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნთა განმარტებანი.შემდგენელი დეკ.არჩილ მეგრელიშვილი . თბილისი 2011 , გვ.92

ჩვენი აზრით , ამ განმარტების გარდა , მოცემულ წინასწარმეტყველებაში შეიძლება იყოს მოგვთა თაყვანისცემის შესახებ საუბარიც -
,,ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და სხივის ელვარებაზე.’’ შხივის ელვარებაში არ გამოვრიცხავთ რომ სწორედ ის ელვარება იყოს ნაგულისხმევი , რასაც ის ვარსკვლავი გამოსცემდა , რომელმაც ვარსკვლავთმრიცხველები მაცხოვართან მიიყვანა , ხოლო ფრაზაში-,,რათა მიგიტანონ ხალხთა დოვლათი და მათი მეფეები მოგიყვანონ.’’ ვფიქრობთ , რომ უკვე დაკონკრეტებულია , რომ ეს ხალხი მეფეები იქნებიან . (ზემოთ ნახსენები გადმოცემით მართლაც მეფეები იყვნენ ისინი , და აგრეთვე საუბარია მათ ძღვენზე-დოვლათზე , რომელიც მოართვეს უფალს. (ოქრო , გუნდრუკი და მური) . მართალია კონკრეტულად რა ძღვენზეა საუბარი აქედან არ ჩანს , თუმცა შესაძლებელია სხვა ადგილზე იყოს მოთხრობილი ამის შესახებ . ვნახოთ რას მოგვითხრობს ,,დაბადება’’- ,, და დასხდნენ ისინი პურის საჭმელად და როცა აღაპყრეს თვალი , დაინახეს ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა გალაადიდან და მათ აქლემებს მოჰქონდათ გუნდრუკი , მური და ნელსაცხებელი.’’(დაბ.37-25)
ყველასთვის კარგადაა ცნობილი , რომ იოსები მაცხოვრის წინასახე გახლდათ . აღნიშნული ვაჭრები ისმაელიანები ანუ არაბები ანუ აღმოსავლეთის მკვიდრნი იყვნენ და მათ მოჰქონდათ სწორედ ის ნივთიერებები , რომლებიც რამდენიმე საუკუნის შედეგ მიართვეს ძღვნად ბაბილონელმა მეფეებმა უფალს.
როდესაც ამ საკითხზე ამოვწურავთ საუბარს ისმის კითხვა-რისთვის მოვიდნენ მოგვები ბეთლემში ? ეს კითხვა გასჩენია ნეტარ თეოფილაქტე ბულგარელსაც და შემდეგნაირად უპასუხია-,, იუდეველების განსაკითხავად , რადგან თუ კერპთაყვანისმცემელმა მოგვებმა ირწმუნეს . მასი რით გაიმართლებენ თავს იუდეველები ? ასევე იმისთვისაც , რომ მოგვთა მოწმობით ქრისტეს დიდება უფრო მეტად გაბრწყინებულიყო , იუდეველები ხომ ღვთის მტრები და დემონების მსახურნი იყვნენ .’’ (1)

1-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 ; გვ.42

ვარსკვლავის შესახებ

მივადექით ძალიან საინტერესო საკითხსს . ვარსკვლავის თემას. ამ საკითხზე უამრავი აზრია გამოთქმული და შევეცდებით რომ მათგან ყველაზე მართებულნი შემოგთავაზოთ .
თავიდანვე უნდა აღინიშნოს სიმცდარე იმ აზრისა ,ვითომ აღნიშნული საგანი კომეტა , მეტეორი გახლდათ . რადგან მან კი არ გაიელვა და გაქრა ცის კაბადონზე , არამედ დიდი ხნის მანძილზე იყო გაჩერებული.
იოანე ოქროპირი აღნიშნულ ციურ სხეულს არ მიიჩნევს ჩვეულებრივ მნათობად , მისი აზრით ეს იყო გონიერ ძალთა გამოვლინება , დიდი ალბათობით ანგელოზის მიერ ვარსკვლავის სახის მიღება და საამისოდ მოჰყავს შემდეგი არგუმენტები . პირველი ისაა , რომ მამის გადმოცემით ყველა ვარსკვლავი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მოძრაობს , აღნიშნული ვარსკვლავი კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა , აგრეთვე იგი დღისითაც ჩანდა , გარდა ამისა , როდესაც მოგვები იერუსალიმში მივიდნენ იგი გაუჩინარდა და გამოჩნდა მაშინ როდესაც გზა გააგრძელეს , ხოლო ბოლო არგუმენტ კი გახლავთ ის , რომ ვარსკვლავი , სხვა მნათობთაგან განსხვავებით დაეშვა დაბლა და მიანისნა ისეთ მცირე ადგილზე , როგორიც ბაგა და ქოხი გახლდათ.
(ამ მოსაზრებას იზიარებს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელიც)
ლოგიკურია დაგვებადოს კითხვა-რატომ მაინცდამაინც ვარსკვლავი . ამ კითხვაზე პასუხსაც წმ.მღვდელთმთავარი გვეუბნევა: ,, რას იტყვიან თავის გასასამართლებლად იუდეველები , რომელთაც არ შეიწყნარეს ქრისტე – წინასწარმეტყველთა ამდენი მოწმობის მიუხედავად ; მას შემდეგ რაც ნახეს მოგვები , რომელთაც მხოლოდ ვარსკვლავის ხილვით მიიღეს და თაყვანისსცეს მას.’’(1)

1-განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი . წმ.იოანე ოქროპირი . თბილისი 2009

მას შემდეგ რაც ვნახეთ , რომ ანიშნული მნათობი უხილავი ძალი იყო , საინტერესო იქნება ისიც გავიგოთ თუ ხილულად , რას წარმოადგენდა იგი , რა ბუნებრივი პროცესების შედეგად მოხდა მისი ცაზე გამოჩენა . აი რას წერს ამის შესახებ არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი – ,, 1604 წელს თევზის თანავარსკვლავედში გაჩნდა ახალი გასაოცარი ვარსკვლავი , რომლის სიკაშკაშე აღემატებოდა თვით პირველი სიდიადის ვარსკვლავებს და რომელიც დღისითაც კი ჩანდა . მაგრამ მალე შესუსტება იწყო მისმა სიკაშკაშემ და ორი წლის შემდეგ , 1606 წ. მარტში იგი მთლიანად გაქრა . მიზეზი ამ ვარსკვლავის გამოჩენისა იყო 1603 წელს ორი პლანეტის – იუპიტერისა და სატურნის – შეერთება , რომელთაც 1604 წ. მარსიც შეუერთდა . ამ ამბავმა აფიქრებინა გამოჩენილ ასტრონომ კაპლერს , ხომ არ იყო ამგვარივე შეერთება იესო ქრისტეს შობის დროსო . ასტრონმიულმა გამოთვლებმა გვიჩვენეს , რომსინამდვილეში 747 წლის ბოლოსა და 748 წ. დასაწყისში (რომის დაარსებიდან ) ადგილი ჰქონდა ამგვარ შეერთებას იუპიტერისა და სატურნის , ხოლო შემდეგ მარსისა . ამიტომაც კაპლერი და სხვა ასტრონომები ამტკიცებდნენ , რომ მესიის ვარსკვლავი სხვა არაფერი იყო , თუ არა ამგვარი შეერთება პლანეტებისა , რომელსაც მოჰყვა განსაკუთრეული ,, უცნაური ვარსკვლავის ‘’ გამოჩენა .(1)
ამ ერთის მხრივ უწყინარმა ეპიზოდმა საკმაოდ სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ფენებში.ისინი მიიჩნევდნენ რომ აღნიშნული მაგალითის შემდეგ გაუგებარი გახდა თუ რატომ კრზალავს მართლმადიდებლობა ასტროლოგიას . აღნიშნულ საკითხზე საყურადღებოდ საუბრობს დეკ.ბიძინა გუნია: ,, ხშირად ამბობენ, მოგვებმა ხომ იწინასწარმეტყველეს მაცხოვრის შობა და თუ ასტროლოგია მიუღებელია, მაშინ როგორ მოახერხესესო. უპირველეს ყოვლისა, შევნიშნავთ, რომა სტროლოგები თავიანთ ცრუსწავლებას უკავშირებენ ხილულ ცას, ვარსკვლავიურ ზეცას. მათგან განსხვავებით ბეთლემის ვარსკვლავი არცერთ ასტროლოგებისათვის მეტად თუ ნაკლებად
1-არქიმანდრიტი მარკ (პეტროვცი) ახალი აღთქმის წმიდა წიგნები გვ.21
ცნობილ ვარსკვლავს არ მიეკუთვნება. მეორე მხრივ კი, ასტროლოგები ვარსკვლავთა მეშვეობით ადამიანთა ბედზე ცრუბრძნობენ. წმინდა წერილში მოხსენიებულმა მოგვებმა კი განა მაცხოვრის ბედი ან მისი ამქვეყნიური ცხოვრება იწინასწარმეტყველეს? და მესამეც, მეტი სიცხადისათვის წმიდამამას, გრიგოლ ღვთისმეტყველს მოვუსმინოთ. მის მეხუთე სიტყვაში განგებულების შესახებ ასტროლოგიით დაინტერესებულთა მიმართ იგი გვმოძღვრავს: „ნუ მახსენებთ მე მაცხოვრის უდიდეს დიდებას, მახარობელ ვარსკვლავს, რომელიც აღმოსავლეთიდან მიუძღვოდა მოგვებს იმქალაქისაკენ, სადაც აღმობრწყინდა ქრისტე, უჟამოშვილი მოკვდავი მოდგმისა. იგი (ანუ მახარობელი ვარსკვლავი) იმათ რიცხვს არ ეკუთვნის, რომელთაგან მჩხრეკნიც ასტროლოგები არიან, არამედ არაჩვეულებრივი და ამ დრომდე გამოუჩინებელი, ამოკითხულია ებრაული წიგნებიდან. სწორედ მათგან, ებრაული წიგნებიდან შეიტყვეს ქალდეველებმა ამ ვარსკვლავის შესახებ, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება ვარსკვლავთმეტყველებას მიუძღვნეს. როცა განცვიფრებულებმა გამოარჩიეს იგი, მათ მიერვე დაკვირვებულური ცხვვარსკვლავთაგან, მოინიშნეს, თუ როგორი უცხო, ახალი ელვარებით მოიწევდა ზეცა აღმოსავლეთიდან ებრაელთა მიწისაკენ და დაასკვნეს კიდეც მეფის დაბადება. და სწორედ იმდროს, როცა ზეცის მაცხოვრებლებთან ერთად, ასტროლოგებმაც თაყვანისცესმეფეს, საჭიროდ აღარ უჩნდათ ზრუნვა მათსავე ხელოვნებაზე“(1)
P.S.(ჩვენ არაფერი გვითქვამს მის შესახებ, თუ ზუსტად როდის მოხდა ვარსკვლავის გამოჩენა . ამის სესახებ არსებობდ ვარაუდი რომ ღვთისმშობლის ხარების დროს გამოჩნდა ცაზე მნათობი.)

1-ლაშა გაბუნია გაზეთი „ახალივერსია“, № 29, 2002 წ.

უფლისადმი მირთმეული ძღვენი

ყველასათვის ცნობილია , რომ ვარსკვლავთმრიცხველებმა უფალს ძღვენი შესწირეს . განვიხილოთ ეს საკითხი . ჩვენ გვაქვს გადმოცემა , საიდანაც ვიგებთ თუ რომელმა მეფემ რა მიართვა მაცხოვარს : ,,ქალდეველთა მეფემ მელქიორმა უფალს მიუღვნა გუნდრუკი ანუ საკმეველი , როგორც ღმერთს , სპარსელმა ბალთაზარმა – ოქრო , როგორც საუკუნო მეფეს ; ეთიოპიელმა გასპარმა – მური როგორც ღმერთკაცს , რომელიც ჯვარზე სიკვდილით მთელი ქვეყნიერების ცოდვებს გამლისყიდდა . ‘’(1)
ოქრო და გუნდრუკი ( საკმეველი ) მეტ-ნაკლებად ცნობილი ნივთიერებები გახლავთ , მათთან სედარებით უცხოა მური . ვნახოთ როგორ განმარტავს მას სულხან-საბა : -,, მური არის შტახსისა უზრქესი სუნნელი . -მური არს შტახსისა ნაწური უზრქესი სუ (ლ) ნელი , რომელსა მური მაქად სახელ-სდებენ მკურნალნი . ეს მური ყვავილისაგან გამოხდება მეფეთ საცხებლად . თუ მკვდარს წასცხო , წლამდისინ არ გაიხრწნება , ბაბილონს მოვა.’’ გარდა ამისა ჩვენ გვაქვს თეოფილაქტე ბულგარელის სწავლებაც : ,, (მას გ.ლ.) იუდეველები დასაფლავების წინ მიცვალებულს სცხებდნენ , რათა ის უხრწნელი დარჩენილიყო , რადგან მური მშრალია , ნესტს აშრობს და მატლებისა და ხრწნის წარმოშობას ხელს უშლის … ,,მიწოლით განისვენა ვითარცა ლომმან’’.(რცხ.24 , 9)-აი , სამეფო ღირსება , რომელსაც ლომის სახე აღნიშნავს , ხოლო ,,მიწოლით’’ მოკვდინებას აღნიშნავს . ,,მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ’’-აი ღვთაებრივი ღირსება , იმიტომ რომ კურთხევის ჭეშმარიტი ძალა მხოლოდ ღვთაებრივ არსებას გააჩნია.’’(2)
საინტერესოა თუ რა ბედი ეწია ძღვენს შობის შემდეგ . საეკლესიო გადმოცემის თანახმად მას ღვთისმშობელი ინახავდა და

1-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..(გვ42)თბ-2012
2-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 ; გვ.48-49

სანამ მისი მიძინება მოხდებოდა გადასცა იერუსალიმის ეკლესიას . 400 წელს , ბიზანტიის იმპერატორ არკადს იგი გადმოუტანია კონსტანტინოპოლში და ინახებოდა იმპერატორთა პირად საგანძურში. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ , დედოფალ მაროს , ძღვენი ათონის მთისთვის მიუცია .
ჩვენ გვაქვს ამ ძღვენის აღწერილობაც , და შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას , თუ როგორი სახითაა იგი დღესდღეობით – ,, ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 75 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული.’’ (1)
ამჟამად . მოგვების ძღვენი ინახება გერმანიაში . კერძოდ კი კიოლნის მუზეუმში .
1-ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.

დასკვნა

აღნიშნულ ნაშრომში ჩვენ არაერთ საკითხს შევეხეთ . საუბრის ბოლოს კი შეგვიძლია შევაჯამოთ ისინი და ერთიანი სახით გადმოვცეთ . წმ.მამათა და საეკლესიო გადმოცემებზე დაყრდნობით ვასკვნით , რომ მოგვები იყვნენ მეფეები სპარსეთიდან . მათი სახელებია – მელქიორი , გასპარი და ბალთაზარი , რომლებმაც ძველი წინასწარმეტყველების აღსრულების მოლოდინით და ციურ სხეულთა დაკვირვებით შესძლეს , რომ ღირსი გამხდარიყვნენ უფლის თაყვანისცემისა .
საკითხზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ , რომ მოგვთა და მწყემსთა თაყვანისცემა თანადროული არ ყოფილა . რადგან მწყემსებმა გამოქვაბულში მყოფ ქრისტეს სცეს თაყვანი და არც არავის ჰქონდა უფლება რომ საზოგადო ადგილას აეკრძალა მათთვის მისვლა , მაგრამ მოგვების თაყვანისცემა ხდება არა გამოქვაბულსი , არამედ სახლში და ებრაული ტრადიციის მიხედვით სანამ ქალს არ გაუვიდოდა განწმენდის 40 დღე არ შეეძლო საზოგადოებასთან კონტაქი . გარდა ამისა არაერთ წყაროში , რომელშიც ახალი აღთქმისეული მოვლენები ქრონოლოგიურადაა დალაგებული თაყვანისცემა ყველგან მოხსენიებულია მირწმის შემდეგ . თუ დავკონკრეტდებით , ამ დროს ასაკი უფლისა უნდა იყოს 40 დღიდან 2 წლამდე .

გამოყენებული ლიტერატურა

1-არქიმანდრიტი მარკ (პეტროვცი) ახალი აღთქმის წმიდა წიგნები

2-ბიბლია , საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა , 1989 წელი

3-განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი . წმ.იოანე ოქროპირი . თბილისი 2009

4-ზურაბ კიკნაძე-ხუთწიგნეულის თარგმანება , თბილისი 2004

5-ლაშა გაბუნია გაზეთი „ახალივერსია“, № 29, 2002 წ.

6-მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით . მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

7-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი . მათეს სახარების განმარტება . თბილისი 2012 .

8-ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.

9-ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება…..თბ-2012

10-ძველი აღთქმის საწინასწარმეტყველო წიგნთა განმარტებანი.შემდგენელი დეკ.არჩილ მეგრელიშვილი . თბილისი 2011 ,

11-edisheri .wordpress .com

http://seminarieli.wordpress.com/2012/12/1...83%9B%E1%83%90/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 10:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი