IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებულების ვნება/სინდრომი, თანამედროვეობის აქტუალური პრობლემა
lingvo
პოსტი Nov 16 2009, 07:43 PM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ინტერნეტ-დამოკიდებულება წარმოადგენს ტიპიურ კომპულსიურ-იმპულსიურ დარღვევას, რომელიც შეყვანილ უნდა იქნას ფსიქიატრიის ოფიციალურ ცნობარში - ამ აზრს ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მეცნიერი ჯერალდ ბლოკი (Jerald Block) აფიქსირებს ჟურნალში ”American Journal of Psychiatry”.
დოქტორმა ბლოკმა ინტერნეტ-დამოკიდებულება განსაზღვრა, როგორც ”კომპიუტერული თამაშებით, სოციალური საიტებით, ”ჩატით” და ელექტრონული ფოსტით ზედმეტი გატაცება”. როგორც სხვა დამოკიდებულებების შემთხვევაში, კომპიუტერის მომხმარებელი განიცდის ინტერნეტში შესვლის გადაულახავ და აკვიატებულ სურვილს, მოხსნის სინდრომს, ტოლერანტობას, რომელიც ვლინდება სულ უფრო ახალი და უკეთესი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენისათვის სწრაფვასა და ასევე, on-line რეჟიმში უფრო მეტი დროის გატარებაში.
დოქტორი ბლოკის სიტყვებით, ინტერნეტ-დამოკიდებული ადამიანები კარგავენ დროის შეგრძნების უნარს, ასევე შეუძლიათ ფიზიოლოგიური მოთხოვნების იგნორირება (უარი ჭამასა და ძილზე). ”დაავადებას” არაიშვიათად ახლავს რეციდივები, და რიგ შემთხვევებში საჭიროებს ფსიქოაქტიური პრეპარატების დანიშვნას ან ჰოსპიტალიზაციას.
ამავე დროს, სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ ზღვარი კომპიუტერის მოხმარების ნორმასა და პათოლოგიას შორის ძალიან მცირეა და ამდენად, აშლილობის დიაგნოსტირება შეიძლება საკმაოდ გართულდეს.
სავარაუდოდ, ინტერნეტ-დამოკიდებულება აღენიშნება კომპიუტერის მომხმარებელთა 5-დან 10%-ს, რომელთა შორის სჭარბობენ საკმაოდ განათლებული მამაკაცები - ინტროვერტები და ასევე, საშუალო ასაკის დიასახლისები.

წყარო: http://ajp.psychiatryonline.org/cgi/conten...ourcetype=HWCIT

ტესტი ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებულების ხარისხის განსაზღვრის მიზნით: http://www.netaddiction.com/index.php?opti...d=46&Itemid=106

ეს პრობლემატიკა უპირატესად ეხება მოზარდ თაობას, თუმცა არამარტო მათ. ვფიქრობ მოზრდილ ადამიანსაც შეექმნება დამოკიდებულიების პრობლემა ვირტუალური სივრცის მიმართ, თუ ყურადრება არ მიაქცია ინტერნეტში გატარებულ დროს...


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jan 11 2014, 04:07 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ქალმა "ტვიტერში" ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა
ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ბრიტანელმა ბლოგერმა რუთ იორიომ "ტვიტერში" ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა.

ქალმა ბავშვი საკუთარი სახლის სააბაზანოში გააჩინა. მთელი 12 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო მანამდე, ვიდრე ჩვილი გააჩინა და სისხლის გადასასხმელად საავადმყოფოში წაიყვანდნენ, რუთი ”ტვიტერში” პოსტავდა და ფოტოებს აქვეყნებდა.

როგორც Huffington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მთელი ამ "ვიდეო-მშობიარობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა სახლში მშობიარობის უნიკალური გამოცდილება". რუთის მეუღლე ჯარედს მთელი ეს დრო ფოტოაპარატი ეჭირა და მშობიარობის ყველა დეტალს იღებდა და "ტვიტერში" ტვირთავდა.

თუ "ტვიტერში" მის პოსტებს გადახედავთ, ნახავთ, რომ

მთელი 12 საათის განმავლობაში, სისტემატურად აქვეყნებდა ინფორმაციას, თუ რას გრძნობს, რა მდგომარეობაშია ჩვილი, მზადაა თუ არა მშობიარობისთვის, ეშინია თუ არა გინეკოლოგის გარეშე ბავშვის გაჩენის და ა.შ. თითოეულ პოსტს თან ახლდა ფოტოები.

საბედნიეროდ, ამ ექსპერიმენტს პატარას ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეუქმნია და ბიჭუნა, სახელად ნი სოლედადი ჯანმრთელი დაიბადა. თუმცა, ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე წუთში დედის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგანაც მშობიარემ ბევრი სისხლი დაკარგა. რასაკვირველია, "ტვიტერში" საავადმყოფოში გადაღებული ფოტოც ატვირთა და ამ გზით ბებიაქალებს დაუჭირა მხარი.


მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/94191-qalma-q...l#ixzz2q5hw7LdF


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
lingvo   ვირტუალურ სივრცეზე დამოკიდებულების ვნება/სინდრომი   Nov 16 2009, 07:43 PM
ქევანა   მე მჭირს ეს : D ამიტ...   Nov 16 2009, 07:51 PM
lingvo   ქევანა ტესტი შევავ...   Nov 16 2009, 07:58 PM
b-a-r-b-a-r-e   რად მინდა ტესტი? ის...   Nov 16 2009, 08:31 PM
Otherguy   lingvo Congratulations, your score is: 66 ე...   Nov 16 2009, 09:17 PM
nino84   ე.ი. სულ არის 3 კატეგ...   Nov 16 2009, 10:26 PM
ბადრი   ძირს ბურჟუაზიული გ...   Nov 17 2009, 03:10 AM
tamara   ინტერნეტ-დამოკიდე...   Nov 17 2009, 09:19 AM
მაშიკო   სამწუხაროდ თ საბედ...   Nov 17 2009, 11:12 AM
lingvo   სამწუხაროდ თუ საბ...   Nov 17 2009, 12:23 PM
მარიამი   მე ვიცი მაგის წამა...   Nov 17 2009, 02:36 PM
k@the   მე ვიცი მაგის წამა...   Nov 17 2009, 02:47 PM
lingvo   პრეზენტაცია ინტერ...   Nov 17 2009, 06:03 PM
syd   50 -79 points: You are experiencing occasional or ...   Nov 26 2009, 08:35 PM
sable   50 -79 points: You are experiencing occasional or...   Nov 27 2009, 12:51 AM
subterranean   Fეისბუქზე ვარ ძალი...   Nov 26 2009, 08:47 PM
სოფი   ვოვ,ჩემდა გასაოცრა...   Nov 27 2009, 01:13 AM
ai gogoo   45 გამომივიდა. მგონ...   Nov 27 2009, 01:44 AM
ნანინა   მარიამი შენი პროფ...   Nov 27 2009, 01:53 AM
lingvo   კარგი იქნება, რომ ყ...   Nov 27 2009, 01:37 PM
nat_uly   კარგი იქნება, რომ ყ...   Apr 26 2010, 09:33 PM
Atman   lingvo იგივეს ყოველთვ...   Nov 27 2009, 02:26 PM
b-a-r-b-a-r-e   მელა და კომპიუტერი...   Nov 27 2009, 05:48 PM
მხევალი ნინო   ტესტის გაკეთებით, ...   Nov 27 2009, 05:59 PM
სარდიონ   თუ არ მექნა კომპი, ...   Nov 27 2009, 10:42 PM
ქევანა   სარდიონ მამმა მია :D...   Nov 27 2009, 10:48 PM
სარდიონ   ქავანა სიმწარე არ ...   Nov 27 2009, 10:49 PM
ნანინა   ქევანა ისა და, აქვთ...   Nov 27 2009, 10:57 PM
ბადრი   ქევანა სარწმუნო წ...   Nov 27 2009, 11:03 PM
elusia   სარწმუნო წყაროები...   Apr 26 2010, 06:57 PM
A.v.B   ქევანა სარწმუნო წ...   Apr 26 2010, 07:16 PM
orthodox-georgia   ხანდახან მეც :D   Mar 27 2010, 10:05 PM
ნანინა   elusia ამით რისი თქმა გ...   Apr 26 2010, 09:38 PM
elusia   ნანინა ეს მე არ მით...   Apr 27 2010, 04:53 PM
ქევანა   ნანინა ელუსიამ ციტ...   Apr 27 2010, 04:59 PM
Atman   ეს სინდრომი დღეს მ...   Apr 27 2010, 05:00 PM
elusia   ქევანა მადლობა მაგ...   Apr 27 2010, 05:06 PM
Atman   ვითხოვ აღადგინონ თ...   Apr 27 2010, 05:33 PM
lingvo   საინტერესოა სტატი...   Nov 26 2010, 01:01 PM
lingvo   19 სიტყვა ინტერნეტი...   Dec 3 2010, 07:18 PM
tatilinta   ყველაფრის სასიკეტ...   Jun 25 2011, 11:08 PM
nanulia   ყველაფრის სასიკეტ...   Feb 10 2014, 07:46 AM
A.V.M   ქალმა "ტვიტერში...   Jan 11 2014, 04:07 PM
G_saxva   უბრალოდ ასეთი კით...   Feb 10 2014, 09:20 AM
nanulia   უბრალოდ ასეთი კით...   Feb 10 2014, 09:38 AM
G_saxva   ცოტა ხნის ყურებამ :...   Feb 10 2014, 11:46 AM
nanulia   იმ წუთში გამორთვა ...   Feb 10 2014, 08:48 PM
G_saxva   იმ ინტერვალზეა სა...   Feb 11 2014, 09:44 AM
ikanosi   :D :D ცოტასაც ვუყურე...   Feb 10 2014, 12:50 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი