IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმიდან დღემდე, დეტალური განმარტებები
ნათია
პოსტი Jul 16 2008, 03:32 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით

თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე





დაბადება

თავი პირველი



ციტატა
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.

13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,

18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.

21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.






ვისაუბროთ ამ თავის გარშემო...


აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
azazeli
პოსტი Jan 13 2014, 03:33 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 26
რეგისტრ.: 24-August 13
წევრი № 13,307



საღმრთო გამოცხადება ისუ–ნავეს ძესთან. მზადება იორდანის გადასალახავად.
ვიდრემდე აღნიშნული საკითხის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ჩვენ უნდა ვისაუბროდ ზოგადათ ისუ–ნავეს ძის წიგნის შესახებ. ხოლო ამის შემდეგ განვიხილოთ, ისუ–ნავეს ძე, როგორც პიროვნება და წინამძღოლი ისრაელიანი ერისა. ისუ –ნავეს ძის წიგნის შესახებ ძალიან შინაარსობრივად შეგვიძლია საუბარი მაგრამ, ახლა საუბარი უნდა დავიწყოთ იმ ძირითად საკითხებზე და დეტალებზე რომელსაც ისუ–ნავეს ძის წიგნი მოიცავს. ისუ–ნავეს ძის წიგნის დაწერის დროსა და ადგილზე სარწმუნო ცნობები არ არის შემორჩენილი. მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ისუ–ნავეს ძემ წიგნი დაწერა სიცოცხლის ბოლოს რადგანაც არც თუ ისე იშვიათად შენიშნავს ესა და ეს შემორჩა დღევანდლამდეო. ეს იმას ნიშნავს რომ იმ დროის მოვლენებსა და მის მიერ აღწერილს შორის მნიშვნელოვანი დრო არის გასული. წიგნის დაწერის ადგილი შეიძლება ყოფილიყო ქალაქი თიმნათსერახი რომელიც ღვთის განგებით საცხოვრებელად მისცეს ისუ–ნავეს ძეს ქანაანის მიწების დანაწილებისას. რაც შეეხება ისუ–ნავეს ძის წიგნის დაწერის მიზანს, იგი მდგომარეობს იმაში რომ მომავალი თაობისთვის შემონახულიყო ის საგმირო საქმენი რომელიც გადახდა ისრაელიან ერს მოსეს გარდაცვალების შემდგომ.ისუ–ნავეს ძის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ ის რომ, არსებობს მასზე სამი ტიპოლოგიური განმარტება. პირველი გახლავთ მათესეული, მეორე იოვანესეული და მესამე ფილონისეული (ფილონ ალექსანდრიელი) მათესეული ტიპოლოგიური განმარტების თანახმად ისუ– ნავეს ძე გახლავთ სახე სიმბოლო მაცხოვრისა.ჩვენ ვიცით რომ ისუ ნავეს ძემ დაანგრია ქანაანის ქალაქები და ეს არის წინასახე ამ ტიპოლოგიით მაცხოვრის მიერ ბოროტების დანგრევისა. მეორე გახლავთ იოვანესეული ტიპოლოგიური განმარტება რომლის თანახმად ისუ ნავეს ძე არის მაცხოვრის სიმბოლო და ის როდესაც იორდანეს გადალახავს არის ნათლობის სიმბოლოს წინასახე. და მესამე გახლავთ ფილონისეული ტიპოლოგიური განმარტება.ამ მამას აქვს ფსიქოლოგიური ხედვა, რომ, ისუ ნავეს ძე და მთელი ისრაელი იმარჯვებს მაშინ, როცა მისი წინამძღვარია ისუ ნავეს ძე ე.ი. სული იმარჯვებს მაშინ როცა მისი წინამძღვარია მაცხოვარი.
უფლის მორჩილის მოსეს სიკვდილის შემდგომ უთხრა უფალმა ისუ–ნავეს ძეს მოსეს მსახურს. მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე და ახლა დრო დადგა რათა გადალახო მთელი ერითურთ ეს იორდანე და დაიმკვიდრო ის მიწები რომლებიც თქვენ ისრაელიანებს მოგეცით. ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე, როგორც მოსესთან ვიყავი ისე ვიქნები შენთან არ გამოგეცლები და არ მიგატოვებ. გამაგრდი და მტკიცედ სდექ რადგანაც შენ უნდა დაუმკვიდრო ამ ხალხს ის მიწა რომლის მიცემასაც მათ მამა–პაპას აღვუთქვი. ნუ გაქრება რჯულის ეს სიტყვები შენი ბაგეებიდან. ფიქრობდე დღე და ღამე მასზე, რადგანაც მაშინ წარგემართება ხელი როდესაც არ გადაუხვევ გზიდან არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. არამედ ივლი შუაში სამეუფო გზაზე. ანუ რჯულის აღსრულება და სამეუფო გზაზე სიარული არის გარანტი იმისა რომ ამ ერს ექნება წინსვლა და წარმატება. უბრძანა იესომ რჯულკაცებს: მოიარეთ ბანაკი და გამოუცხადეთ ხალხს, გაიმზადეთ–თქო საგზალი რადგანაც სამი დღის შემდგომ უნდა გადავლახოთ ამ იორდანის გაღმა. რუბენიანელებს, გადელებს და მენაშეს შტოს ნახევარს ასე უთხრა ასე გაახსენა იესომ: გაიხსენეთ სიტყვა რომელიც გამოგიცხადათ მოსემ. ეს იყო სიტყვა (გნებავთ კურთხევა) რომ ამ 2,5 ტომ ნახევარს დანარჩენ ისრაელიანებთან ერთად უნდა გადაელახა იორდანე ხოლო თავიანთი შვილები ცოლები და საქონელები დაეტოვებინათ იორდანის გადმოღმა აეყარათ უცხო ტომელები, რომლის ძირითადი მასა იყო ხივიელები, იებუსეველები, გირგაშეველები, ქანაანელები ფერიზეველები. პასუხად უთხრეს იესოს: ყველაფერს გავაკეთებთ რასაც გვიბრძანებ, როგორც მოსეს ვუჯერებდით შენც ისე დაგიჯერებთ, ოღონდ უფალი შენი ღმერთი იყოს შენთან როგორც მოსესთან იყო.

აღთქმული მიწის ხელახალი დაზვერვა და მეძავი რახაბი.
როგორც მოგეხსენებათ იორდანის გადალახვა ასე ერთი ხელისმოსმით არ ხდება და ეს რაღაც გარკვეულ პროცესებთან არს დაკავშირებული და ეხლა რაზეც უნდა დავიწყოთ საუბარი ერთგვარი შემავალი ნაწილია იმ პროცესებისა რასაც საბოლოვო ჯამში იორდანის გადალახვა უნადა მოჰყვეს. ისუ ნავეს ძე შიტიმიდან ფარულად გზავნის ორ მსტოვარს, რათა დაზვერონ ქალაქი და იერიხონი. როდესაც ისინი ამ დაზვერვით ღონისძიებებს ატარებენ დამკვიდრდებიან მეძავი რახაბის სახში. შეიტყობს იმ მხარის მეფე რომ ისრაელიდან ხალხი მოსულა იერიხონის დასაზვერად და რომ ისენი მეძავი რაქაბის სახში მკვიდრობენ. გაგზავნის მეფე თავის მსახურთ რათა გამოითხოვოს მეძავი ქალის სახლიდან ეს ადამიანები. როდესაც მივლენ გაიმართება დიალოგი რაქაბსა და მსახურებს შორის. გავიგეთ რომ მსტოვრები მოვიდნენ შენთან სასწრაფოოდ გადმოგვეცი ისინი. რაქაბი პასუხობს კი, ნამდვილად იყო ჩემთან ორი ადამიანი მაგრამ მათი არც ვინაობა ვიცი და არც სადაურობა მწუხრისას კარიპჭე რომ იხურებოდა მაშინ წავიდნენ თუ იჩქარბთ აუცილებლად დაეწევით მას. მსახურებიც გაემართებიან რათა მსტოვრები მოძებნონ. რაქაბი ადის მეორე სართულზე სადაც ეს ადამიანები მკვიდრობდნენ და უთხრა მათ:მე კარგად ვიცი რომ უფალმა თქვენმა ღმერთმა მოგცათ ეს ქვეყანა, თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველა, ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულები არიან თქვენს წინაშე. რადგანაც გვსმენია თუ როგორ ამოაშრო უფალმა მეწამული ზღვა როდესაც გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტის ტყვეობისაგან. ისიც კარგად გვსმენია თუ რა დამართა იმ ორ ამორეველ მეფეს. თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ცაში და დედამიწაზე. ახლა კი დამიფიცეთ უფალი რომ როგორც მე გიყავით სიკეთე თქვენც ისევე უყოფთ მამაჩემის სახლს სიკეთეს როდესაც უფალი თქვენი ღმერთი აგაღებინებთ მას. მიუგეს კაცებმა: როდესაც უფალი ჩაგვიგდებს ხელში ამ ქვეყანას ჩვენს სიყვარულსა და ერთგულებას დაგიმტკიცებთ. სარკმლიდან თოკი ჩაუშვა ქალმა და ამ თოკის მეშვეობით მსტოვრები, რადგანაც გალავანში ცხოვრობდა იგი. ქალმა უთხრა სამი დღე დაიმალეთ მთაში რათა მდევრებს არ გადააწყდეთ სადმე მერე კი ისევ უკან დაბრუნდით. მსტოვრებმა მიუგეს: ეს მეწამური თოკი სარკმელზე გქონდეს გამობმული მაშინ როდესაც უფალი აგვაღებინებს ამ ქალაქს. თუ შენი სახლეულიდან ვინმე გამოვა მაშინ თავისუფალნი ვართ შენი ფიცისგან ხოლო თუ არავინ გამოვა და მაინც შეგეხებბათ მახვილი თქვენი სისხლი იყოს ჩვენ ზედა. სამი დღე დაჰყოფენ მთაში მსტოვრები მერე კი უკან შიტიმში დაბრუნდებიან და მოახსენებენ ყოველივეს ისუ–ნავეს ძეს რაც მათ გადახდათ თავს

ისრაელის მიერ იორდანის გადალახვა. აღთქმულ ქვეყანაში შესვლა.
ნელ–ნელა უახლოვდება ისუ–ნავეს ძე და მასთან ერთად მთელი ისრაელიანი ერი იმ მიზანს რომ გადალახონ იორდანე და შევიდნენ აღთქმულ მიწაზე. რაც გამოიხატება შემდეგში. ისუ–ნავეს ძე და მთელი ისრაელიანობა დაიძრება შიტიმიდან და დაბანაკდება იორდანის მისადგომებთან, და იქ დაიღამეს ვიდრე გაღმა გადავიდოდნენ. სამი დღის შემდგომ მოიარეს ხალხის გამრიგეებმა ბანაკი და გამოუცხადეს ხალხს: როდესაც დაინახავთ ლევიან მღვდებს რომლებსაც აღთქმის კიდობანი მოაქვთ გაატარებთ და გაჰყვებით უკან. ორიათასი წყრთა უნდა იყოს თქვენსა და ლევიან მღვდლებს შორის დაშორება ვინაიდან და რადგანაც ეს გზა უცხოა თქვენთვის რადგან ამ გზით არც გუშინ და არც გუშინ წინ არ გივლიათ. უთხრა იესომ ერს: განიწმინდენით რადგან ხვალ უფალი მოიმოქმედებს სასწაულს თქვენში. ამის შემდგომ ისუმ მიმართა მღვდლებს; იტვირთეთ აღთქმის კიდობანი და გეზი აიღეთ იორდანისკენ როდესაც მიუახლოვდებით მას შეჩერდით. უთხრა იესომ ირაელიანებს: ახლა მოდექით და ისმინეთ უფლის სიტყვა. ამ სასწაულის შემდგომ იხილავთ რომ უფალი ჩემთანაა და თითოეულ თქვენგანთან. რადგან იგი აყრის უცხოტომელებს აღთქმული მიწიდან: ქანაანელებს, ფერიზეველებს, გირგაშეველებს, ხივიელებს და იებუსეველებს. ახლა კი ამოირჩიეთ 12 კაცი თითო კაცი თითო ტომიდან, რადგან ლევიანი მღვდლები როგორც კი ფეხს ჩადგავენ იორდანეში მაშინვე შეჩერდება წყალი და გადავა ისრაელიანი ერი მშრალზე. (აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი რომ ისრაელიანი ერი იორდანეს ლახავს რწმენით, რადგანაც უფალი ეუბნება მათ რომ გაჩერდება, მერე კი არ ჩადგავენ ლევიანი მღვდლები წყალში ფეხს, არამედ ჯერ ჩადგავენ და მერე გაჩერდება. ამგვარი დამოკიდებულება ლევიანების რწმენასა და სულიერ ამაღლებულობაზე მიუთითებს) ხოლო იორდანე როგორც წმინდა წერილი აღნიშნავს ერთ კედლად აღიმართაო ხოლო როგორც ორიგენე განმარტავს თივის ზვინივით ზე არიმართაო. ახლა იმ 12 კაცს, თითო ტომის თითო წარმომადგენელს ევალებოდა რა, იორდანის შუაგულიდან ამოეღოთ ქვები და დაეწყოთ იმ იორდანის სათავეში სადაც შემდგომში დაბანაკდებიან და ღამეს გაათევენ. ასევე 12 ქვა ისუმ დააწყობინა იმ ადგილას სადაც ლევიან მღვდლებს ფეხის ტერფები ედგა. (მაგრამ როდესაც იორდანის წყლები დაიწყებდა სვლას ამ ქვებს ხომ წაიღებდა? ამიტომ გვაქ გარდამოცემა იმის შესახებ რომ ეს ქვები არა უშვალოდ იორდანის შაგულში ეწყო არამედ მის ნაპირას.) უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იმ დრომდე იორდანეში იდგნენ სანამ მთელმა ისრაელმა არ გადალახა იორდანე. ახლა ჯერი მიდგა მღვდლებზეც რომელთაც მიეცემათ კურთხევა წყლიდან ამოსვლისა. რაჟამს ამოვლენ ლევიანნი მღვდლები წყლიდან მაშინვე იწყებს წყალი აჩქარებით დინებას. (არსებობს გარდამოცემა იორდანის გაჩერებასთან დაკავშირებით. ამგვარი ფაქტი მოხდა ორჯერ პირველად 1267 წელს და 1927 წელს ორივე მიზეზი იყო მიწისძვრა. რადგანაც მასიური კლდები მოწყდება და ჩახერგავს იორდანეს. ერთ შემთხვევაში 24 საათი მეორე შემთხვევაში 21 საათი დაჭირდა წყალს რათა გამოეკვლია და თავისი გზა.ზოგიერთები ამბობენ რომ ამ შემთხვევაშიც მიწისძვრა მოხდა და ჩაიხერგა გზა მაგრამ წმ. წერილი არანაირ მიწისძვრაზე არ საუბრობს. აქედან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ ისე როგორც ამას წმ. წერილი მოგვითხრობს.) ის თორმეტი ქვა იორდანიდან რომ წამოიღეს გილგალში დააწყობინა იესომ. ნიშნად იმისა რომ უფალმა გადმოიყვანა მშრალზე. როდესაც შვილიშვილები და შვილთაშვილები გეტყვიან რა ქვებიაო ეს უნდა მიუგოთ და უთხრათ ეს არის ქვები ნიშნად იმისა რომ უფალმა მშრალზე გადმოგვალახინა.

იერიხონის აღება.
ახლა რომელი ამბის შესახებაც უნდა დავიწყოთ საუბარი გახლავთ ისუ–ნავეს ძის წიგნის რიგით მე–6 თავში მოთხრობილი. ეს გახლავთ იერიხონის აღება. ისრაელიანმა ერმა რწმენით გადალახა იორდანე, ახლა ამავე რწმენითვე აიღებს იგი იერიხონს. ჩაიკეტა იერიხონი და ჩაკიტილი იყო იგი, ვერავინ შედიოდა და ვერავინ გამოდიოდა იქიდან. ჩაიკეტა იერიხონი ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იერიხონში. უთხრა უფალმა ისუს: დამაცადე ხელში ჩაგიგდებ მთელ ამ იერიხონს. ახლა როგორი სტრატეგიით უნდა აეღო ისრაელიან ერს იერიხონი. ლევიან მღვდლებს უნდა ეტვირთათ აღთქმის კიდობანი რომელთაც აუცილებლად წინ უნდა წარძღომოდა ლევიანი მღვდლები ბუკებით. დაერტყათ წრე მდუმარებით იერიხონისთვის და დაბრუნებულიყვენ ბანაკში. ეს მეორდებოდა 7 დღის განმავლობაში, დაარტყავდნენ წრეს ბრუნდებოდნენ ბანაკში იძინებდნენ.დაარტყავდნენ იძინებდნენ. ხოლო რაც შეეხება მე–7 დღეს აქ სხვაგვარად გვაქ საქმე აქ ისრაელიანი ერი 7–გზის არტყავს წრეს რასაც უფლის უშვალო მითითები მოჰყვება. შემდგ დააყვირებენ ლევიანი მღვდლები ბუკებს და მთელი ისრაელიანი ერი დასცემს ყიჟინას. მთელი იერიხონის კედლები, გალავანი ჩამოიქცევა და დაინგრევა. მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ერთი რამ რომ იერიხონი მორალურად უკვე დაცემული და განადგურებულია. და ახლა ზუსტად მათ სულიერ დაცემას ფიზიკური განადგურებაც მოჰყვება. ახლა ეს ქალაქი დარისხებულია, რას ნიშნავს დარისხებულია იგი აუცილებლად უნდა დაიწვას, ხალხი ბავშვები საქონელი, ქალები უნდა განადგურდნენ ხოლო ოქრო, ვერცხლი, ძვირფასეულობა, და ძვირფასი ნაჭრები უფლის კიდობნისთვის შეიწიროს. ყველაფერი იმ ფორმულირებით იმ სტრატეგიით მიმდინარეობს როგორი სტრატეგიითაც უნდა მიმდინარეობდეს. ახლა ისუ აგზავნის იმ ორ მსტოვარს რომლებიც შეიფარა რაქაბმა, აგზავნის და ეუბნება წადი და მოიყვანეთ რაქაბი და მთელი მისი სახლეული მივიდნენ და გამოიყვანეს მსტოვრებმა ის და მთელი მისი სახლეული და ბანაკის გარეთ დააყენეს. ხოლო ქალაქი გადაწვეს. მაშინ დაიფიცა იესომ რომ წყეული იყოს ის კაცი უფლის წინაშე ვინც ააშენოს ეს ქალაქი და დააფუძნოს თავის პირმშოზე.
მიწების დანაწილება
და აი ახლა ჯერი მიდგება ისრაელიანი ერისთვის მიწების დანაწილებაზე. ისუ ნავეს ძე, ასრულებს ეპოქას. იგი აკეთებს ასეთ რამეს მან უნდა დაუნაწილოს მიწა ისრაელს.მოსეს და ისუს მისია არ იყო მხოლოდ ამ ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანა. მათ უნდა მიეყვანათ აღთქმულ მიწამდე და დაემკვიდრებინათ იქ აუცილებლად. ისუ ნავეს ძე ამას ვერ მოესწრება. ვერც ქანაანის ბოლომდე აღებას მოესწრება.ისუ ნავეს ძე დაიწყებს მიწების დანაწილებას.და ეს მიწების დანაწილება ხდება შემდეგი ფორმულირებით: ორი თასი დაიდგმება ერთ თასში იქნება მიწების სახელწოდებები ჩაყრილი, ხოლო მეორე თასში 12 ტომის სახელი, ტომის სახელს ისუ ამოიღებდა, წაიკითხავდა, გამოვიდოდა იმ ტომის უხუცესი, ეს უხუცესი ამოიღებდა მეორე თასიდან იმ მიწის სახელწოდებებს რომელიც მის ტომს ერგებოდა. თუ თითოეულს რამდენი ქალაქი უნდა რგებოდა ამას თავად ადგენდნენ ტომები, შიგნით. ეს რათქმაუნდა დამოკიდებული იყო ტომის რიცხოვნობაზეც. ყველაზე დიდი ტომი აღმოჩნდა იუდასი, დასავლეთ იორდანიაში. ხოლო მანასეს ტომი რომელიც გაყოფილი იყო, გაცილებით უფრო დიდი იყო რიცხობრივად. ყველაზე პატარა იყო ბენიამინის ტომი როგორც ძმებში ყველაზე პატარა.
როგორც მოგეხსენებათ ისრაელიანი ერი როდესაც შედის აღთქმულ მიწაზე მათ უხდებათ ომი სხვა და სხვა ქალაქებთან, მაგრამ მაინც ძირითად მასას წარმოადგენენ ქანაანელები. რომლებსაც როგორც ვიცით ისრაელიანები ბოლომდე ვერ აყრიან (უფლის დაშვებით) მაგრამ აყრიან იმდენს რომ მათ დაიმკვიდრონ მის ნაცვლად. ზოგადად სამკვიდრებელი შეხვდება: იუდას, დანის, ბენიამინის, ეფრემის, მენაშეს, გადის, ნეფთალის, აშერის, რუბენის, ისიქარის ზაბულონის ტომებს. ხოლო ლევიანთა ტომს სამკვიდრო არ შეხვედრია რადგან უფალია მათი სამკვიდრო როგორც ამას მოსე ეუბნება აარონს მე ვარ შენი სამკვიდრო. შენი სამკვიდრებელი ჩემი წიაღია. მაგრამ როგორც ვიცით ლევიანებს გარკვეული მიწები გამოეყოთ როგორც საცხოვრებელად ასევე საძოვრებისთვის. მაგრამ ახლა უშვალოდ უნდა დავიწყოთ იუდას ტომით საუბარი ვინაიდან და რადგანაც იუდას ტომია სათავე სხვაგვარად რომ ვთქვათ ათვლის წერტილი ტომთა დამკვიდრებისა.1) იუდა რომლის ტომი 76 000 ათასი კაცისგან შედგებოდა.ეს ტომი იმთავითვე გამორჩეული იყო ვინაიდან და რადგანაც შემდგომ მაცხოვარი ამ შტოდან წამოვა. ამ ტომის ასევთქვათ კოლორიტი, გამოსული, ადამიანი იყო ქალებ იეფუნის ძე რომელსაც შეხვდება სამკვიდრო იუდას ტომში ეს არის ქალაქი ხებრონი, სადაც ჯერ კიდევ მკვიდრობდნენ ქანაანელები ამ ქანაანელებს აყრის ღოთონიელი რიგით პირველი მსაჯული და ქალებ იეფუნის ძის შვილის ყაქსას ქმარი. შემდეგ იმკვიდრებს 2)ეფრემის ტომი რომლის ხალხთა რაოდენობა შეადგენს 22000 კაცს. ეფრემის შემდეგ იმკვიდრებს 3)მანაშე რომლის ტომთა რაოდენობა შეადგენს 26 000 ათას კაცს. მენაშე და ეფრემი იმკვიდრებენ იუდას ჩრდილოეთ ნაწილში. შემდეგ იმკვიდრებს 4)ბენიამინი, ეს დამკვიდრება ხდება იუდასა და ეფრემის ტომთა შუაში. ამის შემდგომ იმკვიდრებს 5)სიმონი იუდას სამხრეთით ყველაზე ქვემოთ. სიმონის შემდგომ იმკვიდრებს 6)დანი. დანი მკვიდრდება 64 000 კაცით ეფრემსა და იუდას შორის ბენიამინის გვერდით. ძირითადი მასა ისრაელიანი ერისა დამკვიდრებულია მაგრამ ახლა დარჩა დასამკვიდრებელი ისიქარი, ზებულონი, ნეფთალი, აშერი, რუბენი, გადი და ლევი.

2,5 ტომის მიერ ნიშის აგება.
ის ლაშქარი ანუ 2,5 ტომის რომელნიც გადმოყვნენ სხვა ტომებს, მიიღეს უფლება, რომ დაუბრუნდნენ ოჯახებს ანუ გადაკვეთონ უკან იორდანე, და წავლენ ისინი. ჩვენ გვახსოვს იორდანის გადმოკვეთისას გილგალთან დადეს ქვები ისრაელიანებმა, ამბავი მოუვა ისუს სილუამში და უხუცესებს რომ აი იმ ლაშქარმა რაღაცა დიდი წამომართა ქვების გროვისაგან. ისუ ნავეს ძე, კატეგორიულად მოითხოვს შეიკრას ლაშქარი და გაილაშქრონ ამ 2,5 –ის წინააღმდეგ. ისინი დაეჭვდნენ, აქაც ხომ არ გაჩნდა კიდევ ერთი სალოცავი ადგილიო. ჩვენ ვიცით რომ ამ დროს სილოამში იყო კიდობანი და სჯულის მიხედვით ტაძარი შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ყოფილიყო შესაბამისად ისუ ნავეს ძე ფრთხილობს სადმე კიდევ არ აღმოჩნდეს კერპი ამით შეიძლებოდა ისრაელში შემოსულიყო ფიქრი იმის შესახებ რომ,იქ მყოფი ღმერთი და აქ მყოფი ღმერთი ერთია. არამედ ესეც ღმერთია და იქ მყოფი ღმერთი კიდევ სხვა ღმერთია. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ აქ (მრავალღმერთიანობაზე გვაქ საუბარი. რაც შემდგომში არ გამართლდება)ისუ ნავეს ძე ჯერ დელეგაციას გაგზავნის გილგალთან. რომელნიც ეტყვიან თუ რატომ გააკეთეს, ეს ხომ არ შეიძლება რატომ განარისხებთ უფალს. წმ. წერილში წერია, რომ იმათი მხრიდან არ ჩანს უხუცესები, ჯარი პასუხობს საოცარ რამეს, ეს რა არის იცითო? მდინარე რომ გადმოლახეთ და ეს აქ დაალაგეთ რის ნიშნათ დაალაგეთ? თქვენი შვილები რომ გვეტყვიან რა არის ესო ხომ უნდა ვუპასუხოთო. მდინარის გადმოლახვის შესახებ თქვენმა შვილებმა ჩვენს შვილებს, რომ არ უთხრან წილი არ გიდევთო, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ ჩვენი შვილები ისეთივე ისრაელიანები იქნებიან როგორიც თქვენი შვილები.ჩვენი შვილების ღმერთი ის ღმერთი იქნება, რომელიც კიდობანშია ეს არის ნიშანი იმისა რომ ჩვენ გვყავს ის ღმერთი. რომელიც მოსემ მოგვცა იმ რჯულის შვილები ვართ რომელიც მოსემ გადმოგვცა რომ ჩვენ მართალია იქითა ნაპირზე გადავდივართ, მგარამ სხვბი არ ვართ ისრაელიანები ვართ ჩვენ. ეს იმდენათ სამართლიანი და გასაოცრად დიდი პასუხი იყო რომ ყველამ ადიდა უფალი. ეს თაობა არის საოცარი თაობა და ამიტომაც ეს თაობა ომს ომზე იგებს.
თავშესაფარი ქალაქები.
როგორც მოგეხსენებათ თავშესაფარ ქალაქებზე თხრობა გვხვდება ისუ ნავეს ძის წიგნის მე–20 თავში. ზოგადად ეს თხრობა მარტივია,თავის შინაარსიდან გამომდინარე. აქ აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ქალაქებზე და იმ ადგილებზე სადაც უშვალოდ ეს ქალაქები იყო აშენებული. მაგრამ ვიდრემდე ამ საკითხის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს მანამდე ზოგადად ავღნიშნოთ თუ რა ფუნქციისა და შინაარსის მატარებელი იყო ეს ქალაქები. უფალი ელაპარაკება ისუს რომ დაიდგინონ ქალაქები მათ შორის, რათა უნებლიე მკვლელობის დროს საშვალება ჰქონდეს
,, მკვლელს’’ თავი შეაფაროს ამ ქალაქს რათა ცხელ გულზე უბედური შემთხვევით მოკლულის ახლობელმა არ იძიოს შური მასზე. უნებლიე მკვლელი გაიქცეოდა ხოლმე ამ ქალაქის კარიბჭესთან განაცხადებდა თავის ამბავს თუ რა შეემთხვა მას და უხუცესიც დააბინავებდა მას. მას ქონდა უფლება ეცხოვრა იქამდე სანამ ის თემის წინაშე არ წარსდგებოდა, ანდა სანამ მღვდელმთავარი არ მოკვდებოდა. მხოლოდ ამის შემდგომ შეეძლო მკვლელს თავის ქალაქში, თავის სახში დაბრუნება. ეს ქალაქები გამოყვეს: გალილეაში, ნაფთალის მთაში, ეფრემის მთაზე, ხებრონში და იუდას მთაში. ასევე ქალაქები გამოყვეს იორდანის გაღმა სულ 3 ქალაქი გამოყვეს და ესენია: ბეცერი; რამოთი და გოლანი. ამ ქალაქებში თავის შეფარება შეეძლო ყველა უნებლიე მკვლელს, მათ შორის იმ ხიზანთათვისაც იყო კარი ღია რომელნიც ისრაელიან ერში მკვიდრობდა.
ქალებ იეფუნის ძე და მათი სამკვიდრო.
ქალებ იეფუნის ძე რომელიც ისუ ნავეს ძესთან ერთად იყო, მოითხოვს ისუსგან ქებრონს, ეს არის ჯერ კიდევ აუღებელი ქალაქი. ქალებ იეფუნის ძე დადებს ასეთ პირობას, ვინც აიღებს ამ ქალაქს ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო.ქალების ქალიშვილების შერთვა არ იქნებოდა ურიგო, რადგან იგი იყო დაწინაურებული აზნაური, ასე რომ ვსთქვათ შერავა მოხდებოდა მისი იმჟამინდელ ინტელიგენციაში.ამიტომ ყველასათვის მისაღები იქნებოდა ეს პირობა. ქებრონი წარმოადგენდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს, ამიტომაც მოექცა ქალების ყურადღების ქვეშ. ქალებ იეფუნის ძე თავის ძმიშვილს ლოთონიელს მისცემს უფლებას რომ აიღოს ქებრონი.აიღებს იგი ქებრონს, შესაბამისად ლოთონიელი ბიძაშვილს მოიყვანს ცოლად. ლოთონიელი გახლავთ იუდას ტომიდან. ისუ ნავეს ძე გარდაიცვლება მისი საფლავი ცნობილია იგი ეფრემის მთებში დაიკრძალება. ისუ ნავეს ძის გარდაცვალება საკმაოდ განსხვავებულია მოსესგან, მოსე მანამ არ გავიდა ამ ქვეყნიდან სანამ მისი საქმის გამგრძელებელი არ დატოვა. მთელი ცხოვრება ისუ ნავესმა სამომავლო საქმე აკეთა. ქანაანი უკვე ისრაელისაა, მიწები უკვე დანაწილებულია. ისუ ნავეს ძით იწყება ეპოქა რომელიც გულისხმობს ხეტიალს, მოდის ეპოქა როდესაც იწყება მკვიდრობის, დასახლების ეპოქა.ამ მომავალ ეპოქას ეწოდება მსაჯულთა ეპოქა და პირველი მსაჯული იქნება ლოთომიელი. ისუ ნავეს ძე გარდაიცვალა 110 წლისა, მის საფლავზე მზე იყო გამოქანდაკებული და ის დანები დაწყობილი რომლითაც მან აღასრულა ისრაელიანი ერის წინადაცვეთა.

ისუ ნავეს ძის გამოთხოვება ხალხთან და მისი ანდერძი.
ახლა ნელ–ნელა ჩვენ უნდა დავიწყოთ თხრობა იმის შესახებ თუ როგორ ეთხოვება ისუ ნავეს ძე ხალხს. ისუ ნავეს ძის გამოთხოვება ხალხთან მოხდება მაშინ როდესაც უფალი მოასვენებს ისრაელს ბრძოლებისაგან. როგორც ძვ. აღთქმის წმ. წერილი მოგვითხრობს მოხუცდა და ხანში შევიდაო იესო, მოუხმობს იგი მთელ ისრაელს მის მთავრებს, მსაჯულებს და დაიწყებს ამ ხალხის შეგონებას და თხრობას იმის შესახებ თუ როგორ გამოიყვანა უფალმა ისრაელიანი ერი ეგვიპტიდან, როგორ გადმოალახინა ჯერ მეწამური ზღვა, შემდგომ მთელი ეს იორდანე, როგორ შემოიყვანა აღთქმულ მიწაზე, დაიწყებს და მოყვება მთელ ამ ამბავს. ახსენებს თუ როგორ აყარა უფალმა სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები. უფალი იქნება თქვენთან და თქვენც იქნებით უფალთან შეიყვარეთ ის და მიეწებეთ მას. არ გადაუხვიოთ არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, არ დაივიწყოთ მოსეს რჯული და არ მოიშოროთ იგი თქვენი ბაგეებიდან. თუკი უფალთან იქნებით და თუკი უფალი იქნება თქვენთან 1 კაცი 1 000 განდევნის რადგან უფალია თქვენთან. აჰა მე გამცენით ყოველივე რაც უფალმა გამცნოთ თქვენ კარგად უწყით ის წყალობა რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ. ასევე მოგივლენთ უფალი განსაცდელს თუ გადაუხვევთ მისი გზიდან და მოიშორებთ მის აღთქმას თქვენი ბაგეებიდან.
ახლა უკვე ვიწყებთ საუბარს ისუ ნავეს ძის ანდერძისა და სიკვდილის შესახებ. შეკრიბავს ისუ ნავეს ძე შექემში მთელ ისრაელს, უხუცესებს, მთავრებს, მსაჯულებს და იწყებს საუბარს:აბრაამიდან თუ როგორ გამოიყვანა იგი ქალდეველთა ურიდან როგორ ჩაიყვანა ხარანში სიქემში როგორ მოატარა მთელი ეს ადგილები როგორ გაუმრავლა თესლი შემდეგ იწყებს საუბარს და ამბობს: უფალმა თქვენმა ღმერთმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ტყვეობიდან, ეგვიპტის მონობიდან, გადმოგალახინათ მეწამული ზღვა მაგრამ ვიდრემდე მეწამულ ზღვას გადმოგალახინებდათ მან გვემა ფარაონი და მთელი მისი სახლეული სასჯელებით. და ერთი სიტყვით იწყებს თხრობას აბრაამიდან და და იხსენებს მთელ იმ მოვლენებს რომელსაც ადგილი ქონდა ისრაელის ცხოვრებაში. შემდეგ იხსენებს იორდანის გადმოლახვას წინადაცვეთას პასექის აღსრულებას იერიხონის აღებას. თქვენ მოგცათ უფალმა ზეთისხილის ბაღები, ვენახები რომლებიც არ გაგიშენებიათ თქვენ უფალმა მოგცათ ის მიწა რომელიც არ დაგიბარიათ თქვენ, უფალმა დაგამკვიდრათ იმ ქალაქებში რომლებიც არ გაგიშენებიათ თქვენ. ახლა კი გადაწყვიტეთ ვის გინდათ ემსახუროთ, ბაალებსა და ყაშთორეთელებს, ცრუ ღმერთებს თუ უფალს რომელმაც გამოგიყვანათ თქვენ ეგვიპტის ტყვეობიდან? ხოლო ხალხმა ერთხმად მიუგო უფალს გვინდა ვემსახუროთ, ჩვენ გამომყვანებელს ეგვიპტის ტყვეობიდან. და უთხრა იესომ ხალხს; თქვენ თავად ხართ მოწმენი იმისა რომ ირჩევთ უფლის მსახურებას. და ხალხმაც მიუგო ერთხმად:მოწმენი ვართ. და უთხრა იესომ ხალხს აჰაა ეს ქვა იყოს ჩვენს შორის მოწმე რადგანაც მან მოისმინა ყოველი სიტყვა რომელიც უფალმა გვითხრა ჩვენ. გაისტუმრა ისუმ ხალხი ყველა თავ–თავიანთ სამკვიდროში, ხოლო თვითონ აღესრულა. ისუ ნავეს ძე აღესრულა 110 წლისა. იგი დაკრძალეს თიმნათ–ცერახში. არის გარდამოცემა იმასთან დაკავშირებით რომ იესოს საფლავზე მზე არის ამოქანდაკებულიო ასევე არის გარდამოცემა იმასთან დაკავშირებით რომ ისუ ნავეს ძის საფლავზე დააწყვეს ის კაჟის ქვის დანები რომლითაც მან გილგალში წინადაცვეთა აღასრულა. და ისრაელის ძეებმა იოსების ძვლები რომლებიც ამოიტანეს ეგვიპტიდან დაკრძალეს შექემში.

თბილისის სასულიერო სემინარია
საღვთისმეტყველო ფაკულტეტი
სტუდენტი: ირაკლი ასტამაძე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ძველი აღთქმიდან დღემდე   Jul 16 2008, 03:32 PM
თემო   აქ ძალიან საინტერე...   Jul 16 2008, 03:39 PM
ნათია   თანამედროვე ქართუ...   Jul 16 2008, 03:49 PM
თემო   დროში რას გულისხმ...   Jul 16 2008, 03:52 PM
ნათია   თემო ანუ სხვადასხვ...   Jul 16 2008, 03:53 PM
G_I_O_R_G_I_   ეს სახარებები სხვ...   Jul 16 2008, 04:10 PM
G_I_O_R_G_I_   სხვადასხვა პერიოდ...   Jul 16 2008, 04:31 PM
ნათია   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:35 PM
თემო   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:39 PM
ნათია   თემო ახლა შევადარ...   Jul 16 2008, 04:45 PM
კანონისტი   ნათია არა ნათი. მა...   Jul 16 2008, 05:26 PM
კანონისტი   ნათია შეცდომაა მერ...   Jul 16 2008, 05:30 PM
კანონისტი   ნათია დევს კიდევა...   Jul 16 2008, 05:39 PM
ნათია   k@the მაქედან დავაკოპ...   Jul 16 2008, 05:52 PM
კანონისტი   ნათია წინასწარმეტ...   Jul 16 2008, 05:54 PM
ნათია   კანონისტი გაიხარე...   Jul 16 2008, 05:56 PM
zedela   საინტერესო თემააა....   Jul 16 2008, 07:08 PM
ლია   ვინაიდან ეს პირველ...   Jul 17 2008, 12:19 PM
orthodox-georgia   ვინაიდან ეს პირვე...   Jul 17 2008, 03:23 PM
ნათია   ლია შეგიძლია მოკლ...   Jul 17 2008, 03:25 PM
ზვარე   ბიბლიური შესაქმის ...   Jul 17 2008, 07:14 PM
Misha Songulashvili   ღით ვერ დაიწყეთ ამ ...   Jul 17 2008, 07:36 PM
ნათია   Misha Songulashvili ეგ კითხვა მ...   Jul 17 2008, 07:41 PM
ზვარე   რამეთუ ათასი წელი ...   Jul 17 2008, 07:48 PM
ნათია   იქნებ ეს განმიმარ...   Jul 17 2008, 07:50 PM
kavkasioni   ძალიან საინტერესო ...   Jul 26 2008, 02:06 PM
Misha Songulashvili   kavkasioni იქამდის განუყ...   Jul 26 2008, 04:22 PM
abo   http://s53.radikal.ru/i139/0807/7b/b2bb55e61b78.jp...   Jul 26 2008, 04:41 PM
kavkasioni   Misha Songulashvili კი. მოგეხს...   Jul 26 2008, 05:01 PM
nino kiwo   მეგობრებო რთულ თემ...   Jul 26 2008, 05:19 PM
ჰერელი   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 09:09 PM
George Leluashvili   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 11:43 PM
ჰერელი   ლოპუხინს აქვს მთლ...   Apr 3 2012, 12:09 AM
George Leluashvili   საბითუმო ნამდვილა...   Apr 3 2012, 01:16 AM
აკაკი   ჰერელი ვერცხლის ქუ...   Apr 3 2012, 04:01 PM
ჰერელი   უი არც გამიგია ეგ ქ...   Apr 3 2012, 05:44 PM
George Leluashvili   ჰერელი მანდ ძვირი ...   Apr 3 2012, 07:30 PM
აკაკი   ხო, არ ვიცი, 8 ლარი ღი...   Apr 3 2012, 11:12 PM
George Leluashvili   აკაკი ბოლოს გამოვ...   Apr 5 2012, 03:50 PM
აკაკი   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:40 PM
George Leluashvili   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:49 PM
A.V.M   მოგვთა თაყვანისცე...   Dec 15 2012, 12:22 AM
A.V.M   ამ თემაზე იყო ადრე ...   Dec 15 2012, 12:46 AM
A.V.M   ახლა ვიპოვე მართლმ...   Mar 21 2013, 01:50 AM
G_saxva   A.V.M 10-ძველი აღთქმის ს...   Jun 6 2013, 10:45 AM
qetevano   G_saxva ეგ მამა აკაკი მე...   Jun 6 2013, 07:34 PM
G_saxva   qetevano ძალიან კარგი :D წ...   Jun 7 2013, 08:33 AM
qetevano   G_saxva კიი მაქვს. ეხლა ...   Jun 7 2013, 09:47 AM
G_saxva   qetevano არა მასე როგორ ...   Jun 7 2013, 10:03 AM
qetevano   G_saxva კი გათხოვებ, წიგ...   Jun 7 2013, 10:14 AM
G_saxva   G_saxva კი გათხოვებ, წი...   Jun 7 2013, 10:23 AM
qetevano   G_saxva მაილი მომეცი პმ-...   Jun 7 2013, 10:28 AM
A.V.M   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 7 2013, 09:26 PM
G_saxva   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 8 2013, 09:09 PM
azazeli   ,,დასაბამად ღმერთმ...   Sep 3 2013, 11:24 AM
A.V.M   azazeli გვასალიას ლექც...   Sep 3 2013, 11:52 AM
G_saxva   azazeli აზაზელო ეშმაკი...   Sep 3 2013, 11:54 AM
A.V.M   G_saxva ჩემი ჯგუფელი ყო...   Oct 31 2013, 10:45 PM
G_saxva   A.V.M მერე გაწიე პროპა...   Nov 1 2013, 09:12 AM
†სერგი†   რომელია გურამ?   Nov 1 2013, 09:16 AM
A.V.M   †სერგი† ასტამაა ბი...   Nov 1 2013, 04:44 PM
G_saxva   A.V.M მერე შე კაი კაცო...   Nov 1 2013, 05:26 PM
A.V.M   შემოიხედე აქ. G_saxva http:/...   Nov 2 2013, 12:50 AM
†სერგი†   აზაზელს მივცემ მა...   Nov 3 2013, 09:03 PM
azazeli   დებორასა და ბარაკი...   Nov 5 2013, 10:39 PM
A.V.M   ნახეთ რა კაცი დავა...   Nov 5 2013, 10:40 PM
azazeli   სერგი შენ ნიჭიერო. ...   Nov 5 2013, 11:23 PM
A.V.M   azazeli ძმა ხარ ასტამ ! ...   Nov 5 2013, 11:30 PM
azazeli   მზადება მიდიამელე...   Nov 6 2013, 11:22 PM
azazeli   აბიმელექის შეთქმუ...   Nov 16 2013, 09:21 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Nov 17 2013, 12:22 AM
azazeli   საღმრთო გამოცხადე...   Jan 13 2014, 03:33 PM
azazeli   იუდა ებრძვის ქანაა...   Jan 13 2014, 03:51 PM
A.V.M   azazeli jigari xar...   Jan 13 2014, 06:17 PM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Feb 27 2014, 09:20 PM
azazeli   1) შესავალი 2)წმიდა ე...   Jun 7 2014, 02:08 PM
azazeli   ომიკური კრიზისის დ...   Jun 7 2014, 03:24 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Jun 7 2014, 03:25 PM
შანკარა   89 შეკითხვა ქრისტია...   Jun 11 2014, 03:45 PM
G_saxva   ჩავქვესკნელდი :D   Jun 11 2014, 06:27 PM
A.V.M   შანკარა ამ შეკითხ...   Jun 11 2014, 11:28 PM
A.V.M   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 01:01 AM
შანკარა   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 02:44 AM
A.V.M   შანკარა GMADLOB ! მომი...   Jun 13 2014, 03:50 PM
შანკარა   რაციონალური მეცნი...   Jun 14 2014, 01:56 PM
A.V.M   ,,იუდაიზმში სქესობ...   Jul 26 2014, 11:21 PM
azazeli   ისრაელის გაყოფვის ...   Aug 4 2014, 12:29 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ...   Aug 4 2014, 12:34 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 12:55 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 01:13 PM
A.V.M   პატრიოტიზმი ძველ დ...   Sep 1 2014, 10:05 PM
marine   "პირველ ქრისტიან...   Oct 21 2015, 05:39 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th June 2024 - 06:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი