![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
წახწახა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 ![]() |
8. თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9. ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. 10. და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე. 11. ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს. |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
esre ars cheshmariteba
ციტატა წმინდა წერილში არსად არავის არასოდეს უწოდებია მამა ვინმესთვის! ციტატა მხოლოდ ერთი მუხლი მივუთითოთ გურამ ბიბლიიდან , რომ დასაშვებია მამის წოდება ეკლესიაში , ხაზს ვუსვავ '' ეკლესიაში '' და არა ოჯახში ციტატა მხოლოდ ერთი მუხლი და მზად ვარ ვაღიარო ის იერარქია რამაც ფეხი მოიკიდა ყველა ქრისტიანულ დენომინაციაში! ნამდვილად მზად ხარ? ![]() ![]() ისე რჩევის სახით მინდა გითხრა (თავს უფლებას მივცემ. თუკი არ ხარ რომელიმე საკითხში დარწმუნებული, ნურაფერს დაპირდები ვინმეს). მაშ მიგაჩნია, რომ წმ. წერილში, გარდა ოჯახური გარემოსი არავინ არავის უწოდებს მამას? ანუ ხაზს ვუსავამ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილი ხორციელ მამას მამას უწოდებს, შენი აზრით სხვა შემთხვევაში არავინ უწოდებს არავის მამას? ვნახოთ აბა რას გვეუბნება წმ. წერილი: ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე (საქმე. 7.2). ეს სიტყვები ეკუთვნის დიაკონ სტეფანეს. ცხადია, რომ აბრაამი მისი ხორციელი მამა არ იყო. მაშ რა მნიშვნელობით უწოდებს ის აბრაამს მამას? გარდა ამისა ამ ტერმინით ის იუდეველ სამღვდელო პირებსაც მიმართავს, რადგან ამ მუხლის ზემოთ წერია: მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს? (საქმე 7.1). ამგვარი შემთხვევები უამრავია წმ. წერილში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
esre ars cheshmariteba |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 ![]() |
esre ars cheshmariteba ნამდვილად მზად ხარ? ![]() ![]() ისე რჩევის სახით მინდა გითხრა (თავს უფლებას მივცემ. თუკი არ ხარ რომელიმე საკითხში დარწმუნებული, ნურაფერს დაპირდები ვინმეს). მაშ მიგაჩნია, რომ წმ. წერილში, გარდა ოჯახური გარემოსი არავინ არავის უწოდებს მამას? ანუ ხაზს ვუსავამ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილი ხორციელ მამას მამას უწოდებს, შენი აზრით სხვა შემთხვევაში არავინ უწოდებს არავის მამას? ვნახოთ აბა რას გვეუბნება წმ. წერილი: ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე (საქმე. 7.2). ეს სიტყვები ეკუთვნის დიაკონ სტეფანეს. ცხადია, რომ აბრაამი მისი ხორციელი მამა არ იყო. მაშ რა მნიშვნელობით უწოდებს ის აბრაამს მამას? გარდა ამისა ამ ტერმინით ის იუდეველ სამღვდელო პირებსაც მიმართავს, რადგან ამ მუხლის ზემოთ წერია: მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს? (საქმე 7.1). ამგვარი შემთხვევები უამრავია წმ. წერილში. ისრაელი ერი იყო ერთი ოჯახი, ისინი გამრავლდნენ იაკობის 12 ვაჟისგან და ამიტომ ისინი ყველანი იყვნენ ერთმანეთის ძმები. ისრაელი ერი იმდენად გამორჩეული იყო ღვთისთვის , რომ თავად მაცხოვარიც ამ ერში მოვიდა იუდას ტომიდან და ის საკუთარ ძმებად მოიხსენიებდა ამ ერის შემადგენელ თითოეულ პიროვნებას ! დავით მოდი მაშინ ასე შემოვაბრუნებ კითხვას_ ქრისტეს ეწოდება დავითის ძე ხომ ასეა? შენ მეტყვი კი. მაშ ნამდვილად დავითის შვილი იყო ქრისტე? ცხადია არა! იგივე საქმე მოციქულთაში 7 :32 ღმერთი მოსეს ეუბნება _ მე ვარ შენი მამების ღმერთი_ აბრაამის ისაკის და იაკობის. ნუთუ სამივე აბრაამიც ისაკიც და იაკობიც , მოსეს მამა იყო? ცხადია არა! იქნებ ებრაული ენის თავისებურება ისაა რომ მასში სიტყვა პაპა და შვილიშვილი არ არსებობს? და სწორედ იმან განაპირობა ეს რომ ისრაელი ერი იყო ერთი ოჯახი და გამორჩეული საკუთრება უფლისთვის? ამიტომ რასაკვირველია ებრაელმა კაცმა სტეფანემ იქ შეკრებილი თავისი ოჯახის ისრაელი ერის წევრებს მიმართა სიტყვებით_ძმანო და მამანო _ ეს უკანასკნელი ცხადია მიმართული იყო მასზე გაცილებით უფროსი ხალხის მიმართ, რადგან სტეფანე ახალგაზრდა იყო. ამიტომ სტეფანემ სიტყვებში მამანო , იგულისხმა ის უდიდესი ურთიერთშორისი ახლობლობა და ძმობა და ის უდიდესი უპირატესობა _როგორც ერთი ოჯახისა ისრაელთა . ბუნებრივია მან აბრაამს უწოდა მამა , იმიტომ რომ ებრაულ ენაში სიტყვა პაპა არ არსებობს! ![]() ![]() ![]() ![]() ხანდახან ისეთ უსუსურ არგუმენტს გვთავაზობს ხოლმე მართლმადიდებლური ეკლესია რომ , შეცბუნებული ვრჩები ხოლმე , ხან კიდევ იმისთანა არგუმენტს რომ , მე თვითონ მივდივარ ხოლმე ჩემს თავში აშკარა განხეთქილებამდე! დავით აი მართლა ალალად ვიძახი რომ ხანდახან მართლა ისეთი განმარტება აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას რომ , მგონია საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ეკლესიას წმინდა წერილზე! ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 11:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი