უბრალოდ ლამაზი სიტყვები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უბრალოდ ლამაზი სიტყვები... |
marine |
Sep 13 2012, 04:19 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხშირად, ხან სად და ხან ვისგან, გადავაწყდები ან მოვისმენ ხოლმე ძალიან ლამაზ სიტყვებს, ფრაზებს, ანდაზებს...
ამ თემაში მინდა თქვენთან ერთად ასეთ სიტყვებს თავი მოვუყარო... შემომიერთდით „მახსენდება ერთი მარტივი, სამხაზიანი ანდრეზი*, მარტის ნასესხობაზე რომ გვაფრთხილებს მოხუცი: „ერთ ხან ისეთა დიდ თოვლ მასულას სესხჩია, რო ჩიტ თოვლზე გულაღმ დაწოლილა და მწკალნი ცისაც მიუხირებიან.“ ეხლა სალიტერატურო ენაზე ვთქვათ: ერთხელ სესხში (მარტის ნასესხობაში) ისეთი დიდი თოვლი მოსულაო, რომ ჩიტი თოვლზე გულაღმა დაწოლილაო და ბრჭყალები ცისთვის შეუხიაო... რა ციცქნა ანდრეზია და რამდენ სათქმელს გეუბნება.“ /გამოჩენილი ქართველი პოეტი ეთერ თათარაიძე/ „საპატრიარქოს უწყებანი“ N30, 2012 *ანდრეზი, ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში — სამაგალითოდ შემონახული ამბავი ლაშქრობა-მესისხლეობის, გმირობისა და ლაჩრობის, თემის ან ბჭეების გადაწყვეტილებისა და სხვა შემთხვევათა შესახებ, ერთგვარი მორალურ-იურიდიული შეგონება. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ხევსურეთში "ანდაზა", სვანეთში — "ჰარაკი". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
არიადნა-70 |
Jan 22 2014, 02:01 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 14-January 14 წევრი № 13,517 |
სული - ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.
აზრი - სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა. სირცხვილი - ცეცხლი, რომელიც ადამიანის სულისგან ცოდვას აფრქვევს. როლი - ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში. აუტიზმით დაავადებული ბავშვის სიტყვები -------------------- ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
|
marine |
Jan 22 2014, 02:52 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სული - ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა. აზრი - სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა. სირცხვილი - ცეცხლი, რომელიც ადამიანის სულისგან ცოდვას აფრქვევს. როლი - ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში. აუტიზმით დაავადებული ბავშვის სიტყვები არიადნა ძალიან მომეწონა!!! ბილ გეიტსი იყო აუტისტი, ამიტომ იმედი მაქვს რომ ეს საყვარელი ბავშვები განიკურნებიან და ისეთი დიდი მიღწევები ექნებათ, როგორც ბილს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი