![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Geocraft |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 3-May 13 წევრი № 13,127 ![]() |
ამართლებს თუ არა, მარკოზის სახარების მე-9 თავის 38, 39 და 40 ფრაზები პროტესტანტრბს?
შეუძლიათ მათ იქადაგონ სახარება თუ არა? მარკოზის სახარება თავი 9 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
![]() ![]() |
A.V.M |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 ![]() |
ატორმა დაიწყო ფიქრი, როგორ დაემარცხებინა ეს ქრისტიანები და დაერწმუნებინა ისინი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება. გასცა განკარგულება მამაკაცები საპყრობილეში დაემწყვდიათ, წმიდა დედა ფოტინა კი მის ხუთ დასთან ერთად მისთვის ოქროს დარბაზში მიეგვარათ იმის იმედით, რომ ფუფუნებითა და სატყუარებით შესძლებდა წმიდა დედათა სარწმუნოების შეცვლას. შემდეგ, თავის ქალიშვილს, დომნინას უბრძანა შემოსულიყო ამ დარბაზში ყველა მის მოახლესთან ერთად და დარჩენილიყო წმინდანებთან. ქრისტეს უარყოფის შემთხვევაში ნერონი მოწამეებს ჰპირდებოდა, რომ არა მარტო აჩუქებდა ყოველივეს, რაც კი ამ მდიდრულად მორთულ ოთახში ჰქონდა, არამედ არნახულ პატივსა და დიდებასაც უბოძებდა. მაგრამ არ უწყოდა უგუნურმა, რომ ზეციურზე მეოცნებე დედები არად მიიჩნევდნენ ამსოფლიურ სიკეთესა და ამაოებასა და მათ დანახვაც კი არ უნდოდათ.
წარმართული ცნობიერებისთვის გაუგებარმა ქრისტეანულმა მსოფლმხედველობამ დიდად გააკვირვა იმპერატორის ქალიშვილი. ეს რომ შენიშნა, ფოტინამ მას ასეთი სიტყვებით მიმართა: - გიხაროდენ, ჩემი უფლის პატარძალო! - შენც გიხაროდენ, ჩემო დედოფალო, ლამპარო ქრისტესო, – მიუგო დომნინამ. იმპერატორის ქალიშვილმა ქრისტე რომ ახსენა, ფოტინამ ფრიად გაიხარა, ადიდა უფალი და დომნინას ეამბორა. შემდეგ კი ქრისტეანობაში დამოძღვრა და იმპერატორის ქალიშვილი მის მოახლეებთან ერთად მონათლა. ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომლის დროსაც დომნინას სახელად ანთისა ეწოდა, მეფის ქალიშვილმა თავის უფროს მოახლეს, სტეფანიდას უბრძანა, ოქროს სამკაულები და ფული, რომელიც ამ ოქროს დარბაზში იყო, უპოვართათვის დაერიგებინათ. ეს რომ შეიტყო, ნერონმა განკარგულება გასცა დაენთოთ ღუმელი და ჩაეგდოთ ფოტინა თავის მეგობრებთან ერთად. სამი დღე დაჰყვეს ცეცხლის ამ სახმილში მოწამეებმა და უვნებლად გამოვიდნენ მისგან. როდესაც ამ სასწაულის შესახებ ესმათ რომის მოქალაქეებს და ცეცხლიდან უვნებლად გამოსული მოწამენი იხილეს, ჯერ გაიკვირვეს, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომდარიყო, შემდეგ, კი ქრისტეანთა კვალად ღმერთი ადიდეს. მაშინ ტირანმა გასცა ბრძანება ყველა აღმსარებლისთვის მიეცათ მომაკვდინებელი საწამლავი, რომელიც ამ საქმეში დახელოვნებულ მოგვ ლამპადიუსს მოამზადებინეს და პირველად წმიდა ფოტინას შეასვეს; ფოტინამ შხამით სავსე კათხახელში აიღო და თქვა: “არ უნდა აგვეღო ეს საწამლავი და შეგვესვა იგი, რადგან შენ თვითონ უწმინდური ხარ. მაგრამ იმისთვის, რათა შენ, მეფეო, და ამ მოგვმა იხილოთ ძალი ქრისტესი, ყველაზე უწინარეს, ჩემი უფლისა და ღმერთის, იესუ ქრისტეს სახელით, მე შევსვამ ამ კათხას, შემდეგ კი მას დალევს ყველა, ვინც კი ჩემთანაა”. ასეც მოხდა და ყველამ იხილა, რომ ვერც საწამლავმა ავნო წმიდა მოწამეებს. ეს რომ იხილა, მოგვი განცვიფრდა და წმინდანებს შეჰღაღადა: “მე მაქვს სხვა, ამაზე უფრო ძლიერი საწამლავი. და თუ თქვენ მასაც დალევთ და არაფერი შეგემთხვევათ, იმწამსვე ვირწმუნებ თქვენს ღმერთს და მოვინათლები”. როდესაც ახალი საწამლავი მოიტანეს, მოწამეებმა შესვეს ის და კვლავ არაფერი ევნო მათ. მოგვი კი უფრო მეტად განცვიფრდა, შეჰკრიბა ყველა თავისი ჯადოქრული წიგნი და ცეცხლს მისცა. აღთქმისაებრ, მან ირწმუნა ქრისტე და თეოკლიტეს სახელით მოინათლა. მეფემ რომ ეს შეიტყო, უბრძანა თავის ჯარისკაცებს შეეპყროთ ყოფილი მოგვი და ქალაქის კედელს მიღმა თავი მოეკვეთათ. აი ასე, ყვლაზე უწინარეს მიიღო ნეტარმა თეოკლიტემ მოწამეობრივი გვირგვინი. ამის შემდეგ, უსჯულო ნერონმა ბრძანა დაუმორჩილებელი ქრისტეანებისთვის ძარღვები გადაეჭრათ. ჯარისკაცებმა აღასრულეს ეს ბრძანება, მოწამეები კი დასცინოდნენ მეფისა და მისი “ღმერთების” უძლურებას და მათ მიერ მოფიქრებულ სატანჯველებს არად აგდებდნენ. მაშინ, იმპერატორმა გასცა ბრძანება გაედნოთ ტყვია და პირში ჩაესხათ წმიდა ფოტინესთვის, სხვებისთვის კი ზურგზე გადაესხათ. მიუხედავად ამისა, წმიდა მოწამეები აგრძელებდნენ თავიანთი ღმრთისა და შემოქმედის დიდებას: “გმადლობთ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ჩვენი გულმხურვალებით აღძრული შენდამი წყურვილი, ადუღებული ტყვიით განაგრილე”. თუმცა, ნერონი ვერც ამან შეაჩერა და სხვა სატანჯველი მოიფიქრა. წმინდანები დაჰკიდეს და უმოწყალოდ აწამეს, რკინის იარაღებით ფხეკდნენ სხეულს, წვავდნენ ცეცხლით, მაგრამ რაც უფრო მეტ ტკივილს აყენებდნენ მეფის მსახურნი ქრისტეანებს, მით უფრო ძლიერდებოდნენ ისინი ღმრთის მადლით და ღმერთს ადიდებდნენ. მაშინ, საცოდავმა და ამაოებით შეპყრობილმა ნერონმა მათი სიმტკიცის გატეხვა სხვაგვარი ტანჯვით გადაწყვიტა: წმინდანებს ნესტოებში მწარე ძმართან შეზავებული ფერფლი ჩაასხეს. თუმცა, რაიმე შედეგი ვერც ამ ღონისძიებამ მოიტანა. წმინდანები კვლავ ადიდებდნენ უფალს და ამბობდნენ, რომ ეს ჯოჯოხეთური ნარევი “ოქროსა და ბაჯაღლოზე მეტად სასურველია და თაფლსა და გოლეულზე უტკბილესია” (ფსალმ. 18:11). ასეთმა საქციელმა ტირანი მთლად გადარია. მან გასცა განკარგულება დაებრმავებინათ აღმსარებელნი, შემდეგ კი სამი წლით შხამიანი გველებით სავსე და აყროლებულ საპყრობილეში ჩაემწყვდიათ. თავისი მყოფობითა და გამუდმებული ლოცვებით, წმინდანებმა აკურთხეს ეს საშინელი ადგილი: მოკვდა ყველა შხამიანი ქვეწარმავალი, რომელიც საპყრობილეში ბუდობდა, სიმყრალე საოცარ კეთილსურნელებად შეიცვალა, ბნელი საპყრობილე კი ღმრთის ნათლით განათდა. დადგა მათ შორის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე და მიესალმა: “მშვიდობა თქვენდა” (იოანე 20:19). შემდეგ, მოჰკიდა ხელი ფოტინეს, ასწია იგი და უთხრა: “მარადის იხარებდით”, რადგან, აჰა, “მე სოფლის აღსასრულაბმდე თქვენთან ვარ” (მათე 28:20). ამ დროს, მოწამეებს დაუბრუნდათ მხედველობა და ღმერთი რომ იხილეს, თაყვანი სცეს მას. აკურთხა რა მოსაგრენი, ქრისტემ ისინი გაამხნევა და ზეცად ამაღლდა. წმინდანთა სხეულებს ქერცლივით მოსცილდა ნაფხეკი ხორცი, განახლდნენ, სრულიად გამოჯანმრთელდნენ და ისეთნი გახდნენ, როგორებიც ადრე იყვნენ. ერთი წლის შემდეგ, მეფემ ბრძანა მოეყვანათ ერთ ერთი მის მსახურგათან, რომელიც წმინდანებთან ერთად იყო დამწყვდეული. როდესაც საპყრობილეს მიუახლოვდნენ, მეფის მალემსრბოლებმა იხილეს, რომ მოწამეები ჯანმრთელად არიან და ხარობენ: ბრმა გალილეველნი თვალხილულნი არიან, საპყრობილე ნათლითაა სავსე, ირგვლივ კი საოცარი კეთილსურნელება იფრქვევა. საპყრობილეს ხალხი მიაწყდა, აღიარებდნენ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს და ინათლებოდნენ. ამგვარი ცნობის შემდეგ ნერონი მთლად გამოვიდა მწყობრიდან და კვლავ მოუწოდა მოწამეებს დასაკითხად. უსაყვედურა რა, რომ არ ისიმენენ მის ბრძანებებს და აგრძელებენ ქრისტეს სახელის აღიარებას, მან გადაწყვიტა ახალი სატანჯველებისთვის დაექვემდებარებინა ქრისტეანები მისი მითითების დარღვევისთვის. ჯერ თავდაყირა გააკრევინა ჯვარზე ყველა მათგანი, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში მათ ტყავს ფხეკდა, სანამ მყესები მთლიანად მთლიანად არ გააცალა. ამის შემდეგ, გამხეცებულმა მსახურებმა ოთხი დღე ასე, თავქვედაკიდებულად მიატოვეს წმინდანები და ოთხი დღის შემდეგ რომ მიაკითხეს რათა გაეგოთ, ცოცხალნი იყვნენ თუ არა, მყის დაბრმავდნენ. ზუსტად ამ დროს გარდამოვიდა ანგელოზი უფლისა ციდან, გაათავისუფლა წმინდანნი, ეამბორა მათ და წყლულებანი განუკურნა. წმინდა ფოტინე სიბრალულით აღივსო დაბრმავებული მსახურებისადმი, მათი თავი შეავედრა უფალს და სიბრმავისგან განჰკურნა, რომლის შემდეგ, მათაც ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნერონს მორიგი სასწაულის შესახებ რომ მოახსენეს, გააფთრებულმა ფოტინე შეპყრობა და მისთვის ტყავის გაძრობა ბრძანა. ამ წამების დროს, წმინდანი დავითის ფსალმუნს გალობდა: “გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი” (ფსალმ. 25:2). ფოტინას ტყავი მდინარეში გადააგდეს, წმინდანი კი ამომშრალ ჭაში ჩააგდეს. შემდეგ, სევასტიანეს, ფოტინის და იოსიას ჯერ სასქესო ასონი მოაჭრეს და ძაღლებს მიუყარეს საჭმელად, შემდეგ კი ტყავი გააძრეს, მდინარეში ჩაყარეს და ძველ აბანოში ჩაამწყვდიეს. ფოტინეს ხუთივე დას მკერდი მოაჭრეს და ტყავი გააძრეს. როდესაც წმიდა ფოტისას ჯერი დადგა, მან არ ისურვა შეპყრობილ ყოფილიყო წამების დროს და თავისი ტყავი თვითონ ისე გაიძრო, რომ მისი მოთმინება ტირანსაც კი გაუკვირდა. მიუხედავად ამისა მტარვალი არც ამას დასჯერდა და ახალი, საშინელი სატანჯველი მოიფიქრა: ნერონის ბაღში მოხარეს ორი ხე, მიაბეს მათ ნეტარი ფოტისა და აუშვეს. წმინდანი ორად გაიხლიჩა და სული თვისი უფალს მიაბარა. მაშინ ინება ბილწმა ნერონმა თავი მოეკვეთათ დანარჩენი მოწამეებისთვის, ნეტარი ფოტინე კი, ჭიდან ამოეყვანათ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ. რადგან ფოტინე მარტო დარჩა და ჯერ კიდევ არ მიეღო მოწამეობის გვირგვინი სხვებთან ერთად, დამწუხრდა და ღმერთს შეევედრა, რომელიც გამოეცხადა წმინდანს, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრით სამჯერ ჯვარი გადაწერა და ყოველი სნეულებისა და ჭრილობისაგან განჰკურნა. რამოდენიმე დღის შემდეგ, ღმრთის მადიდებელი ფოტინა, მშვიდობით მიებარა უფალს. მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 20 მარტს / 2 აპრილს. აი ასე მიეახლნენ სანატრელ და სანუკვარ ღმერთს და მიიღეს მისი ზეციური სასუფეველი, ნეტარმა ფოტინემ და მასთან ერთად წამებულებმა, რასაც დე, ვეღირსოთ ჩვენც მათი ლოცვებით. ‘’ [28] IV – დასკვნა წინამდებარე ნამუშევარში შევეცადეთ მაქსიმალურად სრულყოფილი მსჯელობა წარგვემართა , იესოსა და სამარიელი ქალის საუბრის შესახებ . ვფიქრობთ , მკაფიოდ გამოჩნდა თუ რაოდენ დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია სამარიელმა ქალმა უმოკლესი დროის მანძილზე. მან დაგვანახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას , სქესს , წარსულს თუ სხვა ფაქტორებს , რომ მთავარია რწმენა და მონდომება , რომლის დახმარებითაც , მცირე პერიოდის მანძილზე შესაძლებელია საოცარი მეტამორფოზა , ისეთივე , როგორიც განიცადა სამარიელმა ქალმა , როდესაც ერთი , მრავალგზის ცოდვილი ადამიანიდან , გახდა ქრისტეს სარწმუნოების გონივრულად , უშიშრად მქადაგებელი და ხალხთა მომაქცეველი . ტროპარი მოწამემან შენმან უფალო ფოტინე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.ამინ. კონდაკი ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ფოტინე სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. ამინ V – გამოყენებული ლიტერატურა 1-ბიბლიის ენციკლოპედია ; ერთტომეული ; თბილისი 2003 წელი ; მთ.რედაქტორი – პატ.ალექსანდრიელი 2-დიაჩენკო გრიგოლ ; საკვირაო სახარებათა განმარტება ;; თბილისი 2011 წელი . 3-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; იოანეს სახარების განმარტება ; თბილისი – 2011 წელი . 4-წმიდაი ოთხთავი ; წმ. გიორგი მთაწმიდელის რედ. ; თბილისი 2008 წელი . 5-წმ . იოანე ოქროპირი – განმარტება იოანეს სახარების ; თარგმანი ექვთიმე ათონელისა ; ნაწილიI ; თბილისი 1993 წელი . 6-წმ.იოანე ოქროპირი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ; განმარტება სახარებისათვის წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა ; ტომი II ; თბილისი 2011 წელი . 7-S.CYRIL , ARCHBISHOP OF ALEXANDRIA INTERPRETATION OR COMENT ON THE GOSPEL ACCORDING TO JOHN . [ Translated by P.E. Pusey ] ; (1874 / 1885 ) ; Text was transcribed by Roger Pearse ; Ipswich ; UK ; 2005 . 8-Епископ Михаил (Лузин) ; Толковое Евангелие ; Кн. 3 ; Евангелие от Иоанна ; СанктПетербург 2013 Г . ინტერნეტ რესურსები : 1-http://azbyka.ru 2-http://church.ge 3-http://www.newlife4you.gr 4-http://titus.uni-frankfurt.de [1] სჳქარ CH ; συχὰρ Z ; Сихарь Y ; Sychar W . 2-სლვისა C ; [3] -მეექუსე DFG ; მეექუსჱ C ; ὥρα ἦν ὡς ἕκτη Z ; Было около шестого часа Y ; it was about the sixthhour.W. [4] დიაჩენკო – 54 გვ . [5] -დიაჩენკო – 54 – 55 [6] – ჰსთხოვე D; [7] -გცა FG. ; εδωκεν αν σοι Z ; дал бы Y ; would have given W ; [8] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.170 . [9] -ჯურღმული C ; колодезь Y ; well W ; [10] -დიაჩენკო ; გვ.56 . [11] -,, We must know again, that the Saviour here calls the grace of the Holy Ghost water, whereof if any be partaker, he shall have the gift of the Divine teaching evermore flowing up within him, ‘’ (გვ.209 ) [12] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.173-174 [13] – Он знал, что она не имеет законного мужа, а желал, чтобы она сама сказала, что не имеет, чтобы, воспользовавшись этим случаем, открыть обстоятельства ее жизни и подействовать на ее исправление. Повод к пророчествам и чудесам Иисус Христос благоволил всегда заимствовать от самих же приходящих, чтобы и избежать подозрения в тщеславии, и еще более приблизить их к Себе. Сказать раньше: ты имела много мужей и теперь имеешь незаконного мужа — показалось бы излишним и неблаговременным, но сказать это, когда она сама подала повод, было весьма последовательно и благовременно. http://azbyka.ru/otechnik/?Evfimij_Zigaben...ija-ot-ioanna=4 [14] -,, although she had had so many; for not the coming together out of pleasure, but the approval of the law and bond of pure love make marriage blameless.’’ (pg.211 ) [15] -Епископ Михаил (Лузин) – cm.134 [16] -იერუსალჱმსა EFG ; [17] -მამასა თქუენსა E [18] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.178 [19] -ჴსნა{ჲ} H . [20] – τῶν ἰουδαίων ἐστίν Z ; от Иудеев. Y ; is of the Jews W . [21] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.179 [22] – ნეტარი თეოფილაქტე ; იოანეს სახარების განმარტება ; გვ . 89 [23] -http://azbyka.ru/otechnik/?Lopuhin/tolkovaja_biblija_54=4 [24] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.180 [25] -დიაჩენკო - გვ. 60 . [26] -წმ.იოანე ოქროპირი ; 2011 წ . ; გვ.184 [27] -წმ.იოანე ოქროპირი ; 1993 წ . ; გვ.219 [28] -http://church.ge/index.php?showtopic=9373&pid=742078&st=0&#entry742078 terra ციტატა კაი გიშრომია, საღოლ. მადლობა ძმა ! პ.ს. წეღან არ აიტვირთა სრულად და ახლა გავაკეთე . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი