ელექტრონული წიგნები, ლინკები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ელექტრონული წიგნები, ლინკები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო |
sAnDro ★1837 |
Mar 22 2011, 06:07 PM
პოსტი
#81
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 88 რეგისტრ.: 29-December 10 წევრი № 10,185 |
საინტერესო იქნება. დაწერეთ, თუ ვინმემ იცით ელ-წიგნების საიტები. ან თუ გაქვთ წიგნები ატვირთეთ და დადეთ ლინკი ამ თემაში.
-------------------- საზოგადოებრივი აზრი? ეს ხომ მეძავ ქალზე უფრო გარყვნილი არსებაა!
ონორე დე ბალზაკი |
A.V.M |
Jan 29 2014, 02:29 AM
პოსტი
#82
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ
შინაარსი : შესავალი ფასი დამატებითი ინფორმაციები ფორმატები და კონვერტერი დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’ Kindle peperhwite-ს შესახებ KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ ! KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ ! დასკვნა შესავალი დღევანდელ ახალგაზრდებში ( და არა მარტო) , რომ ,, ქინდლომანიაა’’ , ,, არა ახალი , ძველია .‘’ ამ ,, ეპიდემიის ‘’ მსხვერპლი , გამოგიტყდებით და გეტყვით , რომ მეც გავხდი . სანამ KINDLE-ს ვიყიდდი , დიდი სასოებით ვეძებდი ხოლმე სხვადასხვა რესურსებს ვირტუალურ სივრცეში , რომლებიც მეხმარებოდნენ ამა თუ იმ არჩევანის გადასაწყვეტად . მოგახსენებთ , რომ ამგვარი რესურსები არც ისე ბევრია . ამ ეტაპზე , მე მოგითხრობთ KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ ,იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე , რომ ეს მოდელი მე მაქვს და სხვებზე უკეთ , სწორედ ზემოთხსენებულის ჭირ-ვარამი მესმის . ფასი ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების ფონზე , ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია . აღნიშნული მოდელის ფასია 119$ , ერთ წელზე მეტია რაც მაქვს და არ შეცვლილა ღირებულება. (ყოველშემთხვევაში , ამაზონზე რამდენჯერაც შევედი , უცვლელი სიტუაციაა ) . ამას თან დაუმატეთ მისი დამცავის (ე.წ. ,, ქოვერის ‘’) ფასი . ( თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს მისი შეძენა , დაწვრილებით მოგახსენებთ ქვემოთ ) , რომელშც პირადად მე 8 $ გადავიხადე . ამას კიდევ დავუმატოთ დამატებითი ხარჯები – (ტრანსპორტირება და.ა.შ) რომელიც ცა და დედამიწა რომ დაინგრეს , 30 ლარს არ აცდება და მიიღებთ საბოლოო ფასს – 230 ლარი . (თუკი დოლარის კურსი შეიცვალა , ,, ჯმნულმცა ვარ თქუენგან’’ , პრეტენზიებით მინისტრთან მიბრძანდით ) . დამატებითი ინფორმაციები თუ გამოწერის შესახებ გაინტერესებთ რამე , ამაში ვერ დაგეხმარებით , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მაგ საქმის აზრზზე არ ვარ . პირადად მე , ძმაკაცმა გამომიწერა ამაზონიდან და დაახლოებით 2 კვირის გასვლის შემდეგ ,, ჩამახუტა ‘’ . პაკეტს მოჰყვება მხოლოდ უსბ- კაბელი , რომლითაც ამყარებთ კავშირს კომპიუტერთან და ამავდროულად იყენებთ როგორც დამტენს . სხვა აქსესუარი მას არ გააჩნია . (ყურსასმენები და.ა.შ. ) თუკი გსურთ , რომ რაიმე დამატებითი ნივთი შესძინოთ თქვენს ქინდლს , მოგიწევთ მისი ცალკე შეძენა . ფორმატები და კონვერტერი მნიშვნელოვანია იმ ფორმატების შესახებ მსჯელობა , რომლის წაკითხვაც KINDLE-ს შეუძლია . ესენია : PDF ; mobi ; azw3 ( პირადად მე , სხვა ფორმატი არ გამომიყენებია ) . და გირჩევთ რომ , გამოიყენოთ azw3 , არაფერი უჭირს , თუკი – mobi-საც გამოიყენებთ . pdf-ს კი გირჩევთ რომ საერთოდ არ გააკაროთ თქვენი ,, რიდერი ‘’ , თუკი რაიმე ზოგადსაკაცობრიო პრობლემის გადაჭრას არ ეხება საქმე . იმიტომ რომ , არ ერგება კარგად , ქინდლის ,, ეკრანს’’ და არაა გამორიცხული შიგადაშიგ , თქვენი რიდერის ე.წ. ,,გაჭედვაც’’ გამოიწვიოს . რაც შეეხება მის გადამყვან პროგრამას , ე.წ. – კონვერტერს . მოგახსენებთ რომ , არსებობს ორი ტიპის კონვერტერი , პირველი მათგანს მიეკუთვნებიან ისინი , რომლებსაც აინსტალირებთ თქვენს კომპიუტერში და ნებისმიერ დროს იყენებთ , ხოლო მეორე ჯგუფში კი შედიან ისეთი კონვერტერები , რომლის გამოყენებაც , მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ . პირადად მე ყოველთვის ამ უკანასკნელს ვხმარობ და თქვენც ამავეს გირჩევთ . ეს პროგრამაა : http://ebook.online-convert.com/convert-to-azw3 ყველაფერი საკმაოდ მარტივია . ირჩევთ ფაილს , უთითებთ რიდერის სახეობას , სურვილისამებრ აწერთ ამ წიგნის სათაურს და ავტორს , ( გირჩევთ რომ გააკეთოთ) , მაგ : Change ebook title: – საიდმლო ღვთისმეტყველება Change ebook author:- წმ.დიონისე არეოპაგელი ( თუ გაქვთ სურვილი , მიუთითებთ დამატებით ინფორმაციასაც ) , მცირე ხანში კი ფაილი ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში . ქინდლისთვის აქილევსის ქუსლია ,,დასკანერებული ‘’ ფაილი . თუკი თვალები და ნერვები გეცოდებათ , არც სცადოთ მისი ჩაწერა რიდერში , რადგან მას აღიქვამს იგი არა როგორც ფურცელს , არამედ სურათს და… დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’ შეგახსენებთ რომ , აუცილებლად მოგიწევთ ამ აქსესუარის ყიდვა . ( თუ არა და გამოდის იმდენი ფული გაქვთ , რომ საერთოდ არ გენანებათ აწ უკვე ნაყიდი ქინდლი ) . იგი შეგინახავთ რიდერს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ( დავარდნა , მირტყმა და.ა.შ.) დაიცავს მას . ამაზონზე ან ებეიზე , შეგიძლიათ იხილოთ ყველანაირი ფერის , ზომის , მოდელის და სხვა მახასიათებლების მქონე ,, ქკვერი’’ , ხოლო გამოწერა კი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და უპირველესად კი ჯიბეზე . Kindle peperhwite-ს შესახებ აღნიშნული მოდელი არის მთლიანად ,, მგრძნობიარე ეკრანით’’ (ე.წ. ,, სენსორით ) , არ აქვს ღილაკები და რეაგირებს მხოლოდ თითით შეხებაზე . (სხვა არაფერზე , კალმიდან დაწყებული , შელოცვით დამთავრებული ) იგი საკმაოდ ,,ფაქიზია’’ და გაითვალისწინეთ , რომ ეკრანი გაუწმინდოთ ე.წ. ,, სველი ხელსახოცით’’ , რომლებსაც მონიტორის საწმენდად იყენებენ . . სხვა მოდელებისგან განსხვავებით , მას აქვს ძალიან კარგი განათება , რომელიც შედგება 24 დონისგან და შეგიძლიათ თავად მოარგოთ იგი , თქვენი თვალისა და ოთახის განათების პირობებს . აუცილებლად შექმენით კოლექციები , რომელშიც შეინახავთ წიგნებს . (Menu-create New Collection ) . ესაა ერთგვარი თარო , რომელშიც შეინახავთ თქვენთვის სასურველ წიგნებს . მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ თუ როგორ მაქვს გადანაწილებული თავად მე : – ძვ.აღთქმის განმარტება ; ახ.აღთქმის განმარტება ; პატროლოგია ; ფილოსოფია ; ინგლისური წიგნები ; რუსული წიგნები და.ა.შ. მისი მეხსიერებაა დაახლოებით 2 გეგაბაიტი . ( დაახლოებით იმიტომ , რომ ლექსიკონები თუ სხვა სახის ინფორმაციები უკვე გიწერიათ , როდესაც ყიდულობთ ) . ერთი შეხედვით ეს ძალიან ცოტაა , მაგრამ ქინდლისთვის სავსებით საკმარისია , ამ მოცულობაში თავისუფლად ჩატევთ 1000-ზე მეტ წიგნს და ისარგებლებთ მათით . სხვა ფუნქციისთვის კი არ გამოგადგებათ , არც ისე და არც ასე . Kindle-ს აქვს ერთი , ძალიან კარგი თვისება კითხვისას შეგიძლიათ მონიშნოთ , თქვენთვის მნიშვნელოვანი ციტატა , ან ,, ჩაკეცოთ ფურცელი’’ , ( მთავარია ,, ხელი არ დაისველოთ’’ , როდესაც მის გადაშლას მოინდომებთ . ) ციტატის გამუქება ხდება , მასზე თითის გადატარებით , რომლის დასრულების შემდეგაც ამოვა ფანჯარა და მიუთითებთ – ,,Add Note’’ , თუკი ,, ფურცლის ჩაკეცვა’’ გინდათ , მარჯვენა მაღალ კუთხეში ( გოლის გატანა არ გეგონოთ ) , დაადებთ თითს , ამგვარადვე მოიქცევით , ,, ამოკეცვის’’ დროს . ხოლო თუკი კითხვას კვლავ გააგრძელებთ და გაგიჩნდებათ სურვილი , რომ ჩაკეცილი ფურცელი ან მონიშნული ციტატა , კიდევ ერთხელ და გულდასმით დაათვალიეროთ , მაშინ შეხვალთ მენიუში , და აირჩევთ – ,, View Note & Marks . ‘’ KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ ! Kindle-ს უყვარს ხოლმე , მისი პატრონების შეშინება . ამ ,,მახეში’’ რომ არ გაებათ ,საჭიროა გარკვეული ნიუანსების ცოდნა . უპირველსად იმის , რომ მას ,,სუსტი იმუნიტეტი’’ აქვ და მტკივნეულად რეაგირებს ე.წ. ,, ვირუსებზე’’ , ამიტომ ხშირად უნდა გაუკეთოთ ხოლმე ე.წ. ,, სკანირება’’ , როგორც მას , ასევე იმ ფაილებს , რომლების ჩაწერასაც აპირებთ . ( ,, გეიგონე და არ დეივიწყო : ,, PDF – ს ერიდე , PDF-ს ) . ეშმაკის მოგონილი ნამდვილად არაა , ეს ფორმატი , მაგრამ ქინდლს არ უყვარს , დამერწმუნეთ . თუმცა , იცოდეთ რომ მაინც არ ხართ დაზღვეული , რომ რიდერი არ ,, დაგივირუსდებათ , ‘’ ამაში კი მაშინ დარწმუნდებით , როდესაც იგი ,, გაჭედავს . ‘’ აქედანვე გირჩევთ , რომ ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ ე.წ. ,, დაფორმატება , ‘’ რომლითაც , უბრალოდ წაშლით ჩაწერილ წიგნებს , ვირუსი კი კვლავ დარჩება შიგნით . ამიტომ , როგორც კი აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდება , თქვენი ქინდლი ,, დაარესტარტეთ . ‘’ ( გამორთვის ღილაკზე , რომელიც ძალიან მოუხერხებელია , ხანგრძლივი დროით დააჭირეთ თითი ) . ამის შემდეგ შეაერთეთ იგი ,, სუფთა კომპიუტერში’’ და დაასკანერეთ . გირჩევთ რომ , ყველა ის წიგნი , რომელსაც რიდერში ჩაიწერთ , შეინახოთ პერსონალურ კომპიუტერშიც , ერთ რომელიმე ფაილში . რათა იმ შემთხვევაში თუ ქინდლში მყოფი მასალა ,,ნებით წაშლით ან უნებლიედ წაგეშლებათ ‘’ , უმტკივნეულოდ აინაზღაუროთ ზარალი . დასასრულს მოგახსენებთ იმ ერთი , საკმაოდ კარგი ფუნქციის შესახე , რომელიც ქინდლს გააჩნია და აღნიშნული შემთხვევის დოს გამოგადგებათ .(პირადად მე , ამას ,, რეინკარნაციას’’ ვუწოდებ ) . წიგნების წაშლის შემთხვევაში ,არ იშლება ე.წ. ,, კოლექციები’’ , უფრო მეტიც , როდესაც იმავე ფაილს ჩაიწერთ ( რომელიც რჩევისამებრ კომპიუტერში გაქვთ ) , ავტომატურად აღმოჩნდება ძველ კოლექციაში . ინტერნეტი და KINDLE ესაა თემა , რომლის შესახებაც ძალიან ხშირად სვამენ ხოლმე კითხვებს . PEPERWHITE – ს მართლაც აქვს ინტერნეტ მხარდაჭერა . ( ე.წ. ,, WI-FI’’ ) . შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი საიტებით , როდორებიცაა : wikipedia ; facebook ; yahoo ; gmail ; azamoni და.ა.შ. მაგრამ აქვე გაფრთხილებთ , რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ , როდესაც ,, ძალიან გიჭირთ . ‘’ რადგან , ერთადერთი და მთავარი ფუნქცია , რომელიც ჩემი აზრით ამ რიდერს გააჩნია , არის ის რომ იგია ,, ბიბლიოთეკა’’ , რომელშიც შეგიძლია მოათავსოთ 1000-ზე მეტი წიგნი , შემდეგ ,, შეულოცოთ ’’ , ჩაიდოთ ჯიბეში და წახვიდეთ სადაც გსურთ . იგი არ შექმნილა იმისთვის , რომ გამოგეყენებინათ facebook-ზე შესასვლელად , ან mp3- ფლეიერად . დასკვნა სულ ესაა , ამ მომენტში რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტე და მოვახერხე . თუკი გაქვთ რაიმე კითხვები , შენიშვნები და.ა.შ.შეგიძლიათ დაწეროთ , რომ უფრო მეტად სრულვყოთ თემა და ეფექტურად დავეხმაროთ ერთმანეთს . და ყველაზე მთავარი : 1-თუ კითხვა არ გიყვართ , kindle ვერ შეგაყვარებთ . 2-რა მოდელის kindle-ც არ უნდა იყიდოთ , წიგნს ვერაფერი შეცვლის ! http://seminarieli.wordpress.com/2014/01/2...83%94%E1%83%91/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი