IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ელექტრონული წიგნები, ლინკები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო
sAnDro ★1837
პოსტი Mar 22 2011, 06:07 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 88
რეგისტრ.: 29-December 10
წევრი № 10,185



საინტერესო იქნება. დაწერეთ, თუ ვინმემ იცით ელ-წიგნების საიტები. ან თუ გაქვთ წიგნები ატვირთეთ და დადეთ ლინკი ამ თემაში. smile.gif


--------------------
საზოგადოებრივი აზრი? ეს ხომ მეძავ ქალზე უფრო გარყვნილი არსებაა!

ონორე დე ბალზაკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Jan 29 2014, 02:29 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ

შინაარსი :


შესავალი

ფასი

დამატებითი ინფორმაციები

ფორმატები და კონვერტერი

დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’

Kindle peperhwite-ს შესახებ

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

დასკვნა

შესავალი

დღევანდელ ახალგაზრდებში ( და არა მარტო) , რომ ,, ქინდლომანიაა’’ , ,, არა ახალი , ძველია .‘’ ამ ,, ეპიდემიის ‘’ მსხვერპლი , გამოგიტყდებით და გეტყვით , რომ მეც გავხდი .

სანამ KINDLE-ს ვიყიდდი , დიდი სასოებით ვეძებდი ხოლმე სხვადასხვა რესურსებს ვირტუალურ სივრცეში , რომლებიც მეხმარებოდნენ ამა თუ იმ არჩევანის გადასაწყვეტად . მოგახსენებთ , რომ ამგვარი რესურსები არც ისე ბევრია .

ამ ეტაპზე , მე მოგითხრობთ KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ ,იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე , რომ ეს მოდელი მე მაქვს და სხვებზე უკეთ , სწორედ ზემოთხსენებულის ჭირ-ვარამი მესმის .

ფასი

ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების ფონზე , ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია . აღნიშნული მოდელის ფასია 119$ , ერთ წელზე მეტია რაც მაქვს და არ შეცვლილა ღირებულება. (ყოველშემთხვევაში , ამაზონზე რამდენჯერაც შევედი , უცვლელი სიტუაციაა ) . ამას თან დაუმატეთ მისი დამცავის (ე.წ. ,, ქოვერის ‘’) ფასი . ( თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს მისი შეძენა , დაწვრილებით მოგახსენებთ ქვემოთ ) , რომელშც პირადად მე 8 $ გადავიხადე . ამას კიდევ დავუმატოთ დამატებითი ხარჯები – (ტრანსპორტირება და.ა.შ) რომელიც ცა და დედამიწა რომ დაინგრეს , 30 ლარს არ აცდება და მიიღებთ საბოლოო ფასს – 230 ლარი . (თუკი დოლარის კურსი შეიცვალა , ,, ჯმნულმცა ვარ თქუენგან’’ , პრეტენზიებით მინისტრთან მიბრძანდით ) .

დამატებითი ინფორმაციები

თუ გამოწერის შესახებ გაინტერესებთ რამე , ამაში ვერ დაგეხმარებით , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მაგ საქმის აზრზზე არ ვარ . პირადად მე , ძმაკაცმა გამომიწერა ამაზონიდან და დაახლოებით 2 კვირის გასვლის შემდეგ ,, ჩამახუტა ‘’ .

პაკეტს მოჰყვება მხოლოდ უსბ- კაბელი , რომლითაც ამყარებთ კავშირს კომპიუტერთან და ამავდროულად იყენებთ როგორც დამტენს . სხვა აქსესუარი მას არ გააჩნია . (ყურსასმენები და.ა.შ. ) თუკი გსურთ , რომ რაიმე დამატებითი ნივთი შესძინოთ თქვენს ქინდლს , მოგიწევთ მისი ცალკე შეძენა .

ფორმატები და კონვერტერი

მნიშვნელოვანია იმ ფორმატების შესახებ მსჯელობა , რომლის წაკითხვაც KINDLE-ს შეუძლია . ესენია : PDF ; mobi ; azw3 ( პირადად მე , სხვა ფორმატი არ გამომიყენებია ) . და გირჩევთ რომ , გამოიყენოთ azw3 , არაფერი უჭირს , თუკი – mobi-საც გამოიყენებთ . pdf-ს კი გირჩევთ რომ საერთოდ არ გააკაროთ თქვენი ,, რიდერი ‘’ , თუკი რაიმე ზოგადსაკაცობრიო პრობლემის გადაჭრას არ ეხება საქმე . იმიტომ რომ , არ ერგება კარგად , ქინდლის ,, ეკრანს’’ და არაა გამორიცხული შიგადაშიგ , თქვენი რიდერის ე.წ. ,,გაჭედვაც’’ გამოიწვიოს .

რაც შეეხება მის გადამყვან პროგრამას , ე.წ. – კონვერტერს . მოგახსენებთ რომ , არსებობს ორი ტიპის კონვერტერი , პირველი მათგანს მიეკუთვნებიან ისინი , რომლებსაც აინსტალირებთ თქვენს კომპიუტერში და ნებისმიერ დროს იყენებთ , ხოლო მეორე ჯგუფში კი შედიან ისეთი კონვერტერები , რომლის გამოყენებაც , მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ . პირადად მე ყოველთვის ამ უკანასკნელს ვხმარობ და თქვენც ამავეს გირჩევთ . ეს პროგრამაა :

http://ebook.online-convert.com/convert-to-azw3

ყველაფერი საკმაოდ მარტივია . ირჩევთ ფაილს , უთითებთ რიდერის სახეობას , სურვილისამებრ აწერთ ამ წიგნის სათაურს და ავტორს , ( გირჩევთ რომ გააკეთოთ) , მაგ :

Change ebook title: – საიდმლო ღვთისმეტყველება

Change ebook author:- წმ.დიონისე არეოპაგელი

( თუ გაქვთ სურვილი , მიუთითებთ დამატებით ინფორმაციასაც ) , მცირე ხანში კი ფაილი ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში .

ქინდლისთვის აქილევსის ქუსლია ,,დასკანერებული ‘’ ფაილი . თუკი თვალები და ნერვები გეცოდებათ , არც სცადოთ მისი ჩაწერა რიდერში , რადგან მას აღიქვამს იგი არა როგორც ფურცელს , არამედ სურათს და…

დამცავი – ე.წ. ,, ქოვერი ‘’

შეგახსენებთ რომ , აუცილებლად მოგიწევთ ამ აქსესუარის ყიდვა . ( თუ არა და გამოდის იმდენი ფული გაქვთ , რომ საერთოდ არ გენანებათ აწ უკვე ნაყიდი ქინდლი ) . იგი შეგინახავთ რიდერს და გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ( დავარდნა , მირტყმა და.ა.შ.) დაიცავს მას .

ამაზონზე ან ებეიზე , შეგიძლიათ იხილოთ ყველანაირი ფერის , ზომის , მოდელის და სხვა მახასიათებლების მქონე ,, ქკვერი’’ , ხოლო გამოწერა კი დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და უპირველესად კი ჯიბეზე .

Kindle peperhwite-ს შესახებ

აღნიშნული მოდელი არის მთლიანად ,, მგრძნობიარე ეკრანით’’ (ე.წ. ,, სენსორით ) , არ აქვს ღილაკები და რეაგირებს მხოლოდ თითით შეხებაზე . (სხვა არაფერზე , კალმიდან დაწყებული , შელოცვით დამთავრებული ) იგი საკმაოდ ,,ფაქიზია’’ და გაითვალისწინეთ , რომ ეკრანი გაუწმინდოთ ე.წ. ,, სველი ხელსახოცით’’ , რომლებსაც მონიტორის საწმენდად იყენებენ . . სხვა მოდელებისგან განსხვავებით , მას აქვს ძალიან კარგი განათება , რომელიც შედგება 24 დონისგან და შეგიძლიათ თავად მოარგოთ იგი , თქვენი თვალისა და ოთახის განათების პირობებს .

აუცილებლად შექმენით კოლექციები , რომელშიც შეინახავთ წიგნებს . (Menu-create New Collection ) . ესაა ერთგვარი თარო , რომელშიც შეინახავთ თქვენთვის სასურველ წიგნებს . მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ თუ როგორ მაქვს გადანაწილებული თავად მე : – ძვ.აღთქმის განმარტება ; ახ.აღთქმის განმარტება ; პატროლოგია ; ფილოსოფია ; ინგლისური წიგნები ; რუსული წიგნები და.ა.შ.

მისი მეხსიერებაა დაახლოებით 2 გეგაბაიტი . ( დაახლოებით იმიტომ , რომ ლექსიკონები თუ სხვა სახის ინფორმაციები უკვე გიწერიათ , როდესაც ყიდულობთ ) . ერთი შეხედვით ეს ძალიან ცოტაა , მაგრამ ქინდლისთვის სავსებით საკმარისია , ამ მოცულობაში თავისუფლად ჩატევთ 1000-ზე მეტ წიგნს და ისარგებლებთ მათით . სხვა ფუნქციისთვის კი არ გამოგადგებათ , არც ისე და არც ასე .

Kindle-ს აქვს ერთი , ძალიან კარგი თვისება კითხვისას შეგიძლიათ მონიშნოთ , თქვენთვის მნიშვნელოვანი ციტატა , ან ,, ჩაკეცოთ ფურცელი’’ , ( მთავარია ,, ხელი არ დაისველოთ’’ , როდესაც მის გადაშლას მოინდომებთ . ) ციტატის გამუქება ხდება , მასზე თითის გადატარებით , რომლის დასრულების შემდეგაც ამოვა ფანჯარა და მიუთითებთ – ,,Add Note’’ , თუკი ,, ფურცლის ჩაკეცვა’’ გინდათ , მარჯვენა მაღალ კუთხეში ( გოლის გატანა არ გეგონოთ ) , დაადებთ თითს , ამგვარადვე მოიქცევით , ,, ამოკეცვის’’ დროს . ხოლო თუკი კითხვას კვლავ გააგრძელებთ და გაგიჩნდებათ სურვილი , რომ ჩაკეცილი ფურცელი ან მონიშნული ციტატა , კიდევ ერთხელ და გულდასმით დაათვალიეროთ , მაშინ შეხვალთ მენიუში , და აირჩევთ – ,, View Note & Marks . ‘’

KINDL-მა ,, გაჭედა’’ ? – ნუ შეგეშინდებათ !

Kindle-ს უყვარს ხოლმე , მისი პატრონების შეშინება . ამ ,,მახეში’’ რომ არ გაებათ ,საჭიროა გარკვეული ნიუანსების ცოდნა . უპირველსად იმის , რომ მას ,,სუსტი იმუნიტეტი’’ აქვ და მტკივნეულად რეაგირებს ე.წ. ,, ვირუსებზე’’ , ამიტომ ხშირად უნდა გაუკეთოთ ხოლმე ე.წ. ,, სკანირება’’ , როგორც მას , ასევე იმ ფაილებს , რომლების ჩაწერასაც აპირებთ . ( ,, გეიგონე და არ დეივიწყო : ,, PDF – ს ერიდე , PDF-ს ) . ეშმაკის მოგონილი ნამდვილად არაა , ეს ფორმატი , მაგრამ ქინდლს არ უყვარს , დამერწმუნეთ . თუმცა , იცოდეთ რომ მაინც არ ხართ დაზღვეული , რომ რიდერი არ ,, დაგივირუსდებათ , ‘’ ამაში კი მაშინ დარწმუნდებით , როდესაც იგი ,, გაჭედავს . ‘’ აქედანვე გირჩევთ , რომ ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ ე.წ. ,, დაფორმატება , ‘’ რომლითაც , უბრალოდ წაშლით ჩაწერილ წიგნებს , ვირუსი კი კვლავ დარჩება შიგნით . ამიტომ , როგორც კი აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდება , თქვენი ქინდლი ,, დაარესტარტეთ . ‘’ ( გამორთვის ღილაკზე , რომელიც ძალიან მოუხერხებელია , ხანგრძლივი დროით დააჭირეთ თითი ) . ამის შემდეგ შეაერთეთ იგი ,, სუფთა კომპიუტერში’’ და დაასკანერეთ .

გირჩევთ რომ , ყველა ის წიგნი , რომელსაც რიდერში ჩაიწერთ , შეინახოთ პერსონალურ კომპიუტერშიც , ერთ რომელიმე ფაილში . რათა იმ შემთხვევაში თუ ქინდლში მყოფი მასალა ,,ნებით წაშლით ან უნებლიედ წაგეშლებათ ‘’ , უმტკივნეულოდ აინაზღაუროთ ზარალი .

დასასრულს მოგახსენებთ იმ ერთი , საკმაოდ კარგი ფუნქციის შესახე , რომელიც ქინდლს გააჩნია და აღნიშნული შემთხვევის დოს გამოგადგებათ .(პირადად მე , ამას ,, რეინკარნაციას’’ ვუწოდებ ) . წიგნების წაშლის შემთხვევაში ,არ იშლება ე.წ. ,, კოლექციები’’ , უფრო მეტიც , როდესაც იმავე ფაილს ჩაიწერთ ( რომელიც რჩევისამებრ კომპიუტერში გაქვთ ) , ავტომატურად აღმოჩნდება ძველ კოლექციაში .



ინტერნეტი და KINDLE

ესაა თემა , რომლის შესახებაც ძალიან ხშირად სვამენ ხოლმე კითხვებს . PEPERWHITE – ს მართლაც აქვს ინტერნეტ მხარდაჭერა . ( ე.წ. ,, WI-FI’’ ) . შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი საიტებით , როდორებიცაა : wikipedia ; facebook ; yahoo ; gmail ; azamoni და.ა.შ. მაგრამ აქვე გაფრთხილებთ , რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ , როდესაც ,, ძალიან გიჭირთ . ‘’ რადგან , ერთადერთი და მთავარი ფუნქცია , რომელიც ჩემი აზრით ამ რიდერს გააჩნია , არის ის რომ იგია ,, ბიბლიოთეკა’’ , რომელშიც შეგიძლია მოათავსოთ 1000-ზე მეტი წიგნი , შემდეგ ,, შეულოცოთ ’’ , ჩაიდოთ ჯიბეში და წახვიდეთ სადაც გსურთ . იგი არ შექმნილა იმისთვის , რომ გამოგეყენებინათ facebook-ზე შესასვლელად , ან mp3- ფლეიერად .

დასკვნა

სულ ესაა , ამ მომენტში რისი შემოთავაზებაც გადავწყვიტე და მოვახერხე . თუკი გაქვთ რაიმე კითხვები , შენიშვნები და.ა.შ.შეგიძლიათ დაწეროთ , რომ უფრო მეტად სრულვყოთ თემა და ეფექტურად დავეხმაროთ ერთმანეთს .

და ყველაზე მთავარი :

1-თუ კითხვა არ გიყვართ , kindle ვერ შეგაყვარებთ .

2-რა მოდელის kindle-ც არ უნდა იყიდოთ , წიგნს ვერაფერი შეცვლის !

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

http://seminarieli.wordpress.com/2014/01/2...83%94%E1%83%91/


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sAnDro ★1837   ელექტრონული წიგნები, ლინკები   Mar 22 2011, 06:07 PM
მარიაჩი   კონსტანტინე გამსა...   Jul 14 2011, 08:40 PM
მარიაჩი   თუ ვინმემ იცით ელ-წ...   Jul 14 2011, 08:59 PM
ikanosi   lib.ge   Jul 14 2011, 10:06 PM
GIORGI LELUASHVILI   ადამიანის "დევოლ...   Aug 2 2011, 04:25 PM
ქევანა   მე ჯავა წიგნები მი...   Aug 3 2011, 11:08 AM
თერალ ი   Библиологический словарь в...   Aug 5 2011, 03:32 PM
თერალ ი   Энциклопедия вин. http://www.kodges...   Aug 5 2011, 04:16 PM
ნიკიფორე1   ელექტრონული ვერს...   Aug 5 2011, 04:33 PM
თერალ ი   Энциклопедия православног...   Aug 5 2011, 04:31 PM
soso_soso   tegos.ru/bibl(თუ კიდე გინდა...   Feb 23 2012, 12:20 AM
mzime)   http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...hagre...   Feb 23 2012, 04:05 PM
დიმიტრი_   თერალ ი მე მინდა ბი...   Apr 17 2012, 09:40 PM
soso_soso   orthodoxy.ge/tsmidatserili.htm   Apr 18 2012, 12:59 AM
დიმიტრი_   orthodoxy.ge/tsmidatserili.htm გმადლ...   Apr 18 2012, 08:46 AM
A.V.M   დიმიტრი_ ჩვენს ბიბ...   Apr 18 2012, 11:54 AM
A.V.M   ქევან! შენთან მაქ...   Aug 25 2012, 08:40 PM
ქევანა   A.V.M მაი იყო ქინდლ თა...   Aug 25 2012, 10:15 PM
A.V.M   და მაგ შენს ,,ქინდლ ...   Aug 25 2012, 10:27 PM
Atm@n   A.V.M დაახლოებით 200 ლა...   Aug 25 2012, 10:31 PM
ქევანა   A.V.M 99 დოლარი, ამაზონი...   Aug 25 2012, 10:46 PM
A.V.M   შენი ,,ქოვერი'' რა...   Aug 25 2012, 10:51 PM
ქევანა   A.V.M ჩემი ქოვერი 29,99 დო...   Aug 25 2012, 10:58 PM
ikanosi   A.V.M იოტა რიდერი იყოდ...   Aug 25 2012, 11:18 PM
ქევანა   ikanosi იოტა რიდერი მარ...   Aug 25 2012, 11:22 PM
ikanosi   ქევანა ინგლისურ შრ...   Aug 25 2012, 11:23 PM
A.V.M   ქინდლი სჯობს...   Aug 25 2012, 11:24 PM
ქევანა   სონიც კარგია ^^ ნუქ...   Aug 25 2012, 11:26 PM
ikanosi   "ც"-ა სონი? :D   Aug 25 2012, 11:27 PM
A.V.M   ქევანა http://georgio.ge/2012/01/18/ki...   Aug 25 2012, 11:49 PM
ქევანა   A.V.M ეგ გურამ არის ქი...   Aug 26 2012, 11:39 AM
A.V.M   ქევანა ამას აწერია...   Aug 26 2012, 01:25 PM
ქევანა   A.V.M ნწუ, ეგ ქინდლს არ ...   Aug 26 2012, 01:36 PM
A.V.M   ვიცი რომ მეყოფა კა...   Aug 26 2012, 01:41 PM
ikanosi   და რატომ გაძლევენ? ...   Aug 26 2012, 01:54 PM
ქევანა   კი, მინია. მინის არ ...   Aug 26 2012, 02:03 PM
A.V.M   ჩემნაერ პირველკურ...   Aug 26 2012, 02:06 PM
ikanosi   შენ არ მეისპე :D :D   Aug 26 2012, 02:11 PM
A.V.M   რავარც იქნა ჩამომი...   Jan 5 2013, 03:11 PM
ქევანა   A.V.M როგორია? :D რა დაა...   Jan 5 2013, 04:10 PM
A.V.M   ქევანა ,,შავი შავი....   Jan 5 2013, 04:12 PM
ქევანა   A.V.M ჩემსას ტობიასი დ...   Jan 5 2013, 04:19 PM
A.V.M   ქევანა დავამუღამო ...   Jan 5 2013, 07:07 PM
A.V.M   ქევანა რაღაცეები ...   Jan 5 2013, 10:16 PM
ქევანა   A.V.M მაგ ფორმატს არ ი...   Jan 6 2013, 12:24 AM
syd   ისე ეს ქინდლები და ...   Jan 6 2013, 12:44 AM
ქევანა   syd უფასო ცოტაა, მაგრ...   Jan 6 2013, 01:55 AM
syd   ქევანა რა ღირს დაა...   Jan 6 2013, 03:51 AM
ქევანა   syd ნებისმიერი არა, მ...   Jan 6 2013, 05:28 PM
syd   ქევანა მადლობა. კი...   Jan 6 2013, 05:47 PM
ქევანა   syd არა. ლიტ.გე-ს საიტ...   Jan 6 2013, 11:18 PM
syd   ქევანა ვერაფერი ვ...   Jan 7 2013, 12:49 AM
ქევანა   syd ბოდიში, მეგონა და...   Jan 7 2013, 12:55 AM
syd   ქევანა მოკლედ რა მ...   Jan 7 2013, 01:05 AM
ქევანა   იოტა რიდერი ანუ ეს...   Jan 7 2013, 01:10 AM
syd   ქევანა ესპანეთში ...   Jan 7 2013, 01:21 AM
ქევანა   syd ბევრი ქართული წი...   Jan 7 2013, 01:33 AM
A.V.M   ქევანა ქევანჯან მო...   Jan 7 2013, 10:07 PM
A.V.M   აჰა... ვორდის გადაპ...   Jan 7 2013, 11:42 PM
ქევანა   A.V.M გიპოვია უჩემოდ გ...   Jan 8 2013, 01:08 PM
A.V.M   დასკანერებული ფაი...   Jan 12 2013, 02:55 PM
ქევანა   A.V.M დასკანირებული ფ...   Jan 12 2013, 04:17 PM
A.V.M   ქევანა კაი...   Jan 12 2013, 07:04 PM
A.V.M   ქევანა მომისამძიმ...   Mar 3 2013, 09:13 PM
qarizma2   ამას წინათ gumilevca-ზე შ...   Mar 28 2013, 04:10 PM
†სერგი†   Молитва Иисусова. Опыт двух...   Sep 11 2013, 09:31 PM
A.V.M   KINDLE PEPERWHITE-ს შესახებ შ...   Jan 29 2014, 02:29 AM
G_saxva   A.V.M გაიხარე გურამ რა...   Jan 29 2014, 09:47 AM
A.V.M   G_saxva KI შავთეთრია . მე ...   Jan 30 2014, 11:39 PM
G_saxva   G_saxva KI შავთეთრია . მე ...   Jan 31 2014, 09:27 AM
A.V.M   G_saxva ალბათ ერთსა და ...   Feb 1 2014, 01:21 AM
მარიამი   A.V.M რამდენად მოსახე...   Feb 20 2014, 05:15 PM
A.V.M   მარიამი 1- წიგნს ვერ...   Feb 21 2014, 05:13 PM
nanulia   შეილება ვინმეს გაქ...   Feb 21 2014, 07:38 PM
G_saxva   ქინდლი ჯობს თუ იპა...   Feb 26 2014, 12:57 PM
A.V.M   G_saxva კითხვისთვის ქი...   Feb 27 2014, 01:06 AM
G_saxva   A.V.M ჩემი ამბავი რომ ...   Feb 27 2014, 09:36 AM
nanulia   ისე მეც რაგაც კითხ...   Feb 27 2014, 02:54 PM
qetevano   nanulia არა არ გვაქვს   Feb 27 2014, 03:16 PM
G_saxva   აუდიო არ გვაქ ელ ვე...   Feb 27 2014, 03:24 PM
A.V.M   G_saxva ორივე უნდა გამო...   Feb 28 2014, 02:00 AM
G_saxva   A.V.M სამაგისოდ თახაც...   Feb 28 2014, 09:09 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 12:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი