![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Giorgi Kadagishvili |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Giorgi Kadagishvili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 ![]() |
ვფიქრობ და ვერ შემიცვნია, რა არის სული, იქნებ თქვენ ამიხსნათ მოძღვარო, ვიმედოვნებ მიზერული წარმოდგენა მაინც შემექმნება, სრულიად წვდომის იმედი კი არ მაქვს რადგან შესაბამისი აღქმის უნარი არ გამაჩნია. ისევე როგორც ხეს ვერ გააგებინებ რა არის სიყვარული, ანალოგიურად მშვინვიერ ადამიანს არ ძალუძს სულის სრულყოფილად აღქმა, მე კი მაინტერესებს, არ შემიძლია მაგრამ მაინტერესებს, იქნებ ბოლოსდაბოლოს მივხვდე ვინ ვარ, საიდან ვარ და საით მივდივარ თუ მივექანები, ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და მცირედ მაინც გამაგებინოთ სულის არსი.
-------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
![]() ![]() |
Giorgi Kadagishvili |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Giorgi Kadagishvili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 140 რეგისტრ.: 18-October 13 წევრი № 13,384 ![]() |
გმადლობთ მამაო, რომ გაისარჯეთ და ღირსად ჩამთვალეთ პასუხისა, გავკადნიერდები და კვლავ გკითხავთ ამავე თემასთან დაკავშირებით, რამეთუ დამაფიქრებელი ფრაზა ამოვიკითხე პასუხში, კონკრეტულად ამ ნაწილზედ ვამახვილებ ყურადღებას:
ციტატა უნდა აღინიშნოს, რომ სულისა და სხეულის ერთობა აუცილებელი პირობაა, როგორც მიწიური, ასევე ზეციური ცხოვრებისათვის. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ზეციური ცხოვრებისათვის ღვთის მიერ ადამიანისათვის ბოძებულ სულს ხორციელისაგან განსხვავებული სხეული ესაჭიროვება? ვინაიდან წერილის თანახმად ხრწნადი ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას ვგონებ უხრწნელი სხეულით უნდა შეიმოსოს სული, მოციქულ პავლეს ეპისტოლეში რომაელთა მიმართ ნახსენებია სხეული სულიერი, ამ სულიერი სხეულით სულის შემოსვაა საჭირო, რომ პიროვნული ეგოს განცდა არ დაიკარგოს? თუ სული სხეულის გარეშეც აღიქვამს რომ ის ინდივიდია და არა ერთარსის ნაწილი? ვიმედოვნებ მიმიხვდით რაც მაინტერესებს, კონკრეტულად კი ჩემი კითხვა შემდეგია, სულს სხეულის გარეშე ძალუძს აღიქვას ინდივიდუალურობა, თუ ის იმ უზენაესს სულში ერთიანდება ვისგანაც გამოვიდა და ვისაც უხილავი ღმერთი ეწოდება? -------------------- ბრძენი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომები ახსოვს.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th July 2025 - 03:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი