![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლაშა2014 |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 13-February 14 წევრი № 13,568 ![]() |
რა არის ათეიზმი?
-------------------- ლ.ნონიაშვილი[color=#CC0000] [/color]
|
![]() ![]() |
MIRDAT |
![]()
პოსტი
#2
|
![]() MIRDAT ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 ![]() |
irakli-irakli
რას შვები ახლა შენ იცი? ათეისტების გამო მეცნიერებას ლანძღავ და შეურაცხოფას აყენებ. საერთოდ შენს ნაწერში ძალიან ბევრი უზუსტობა და ცილისწამებაა. არ მინდა დაწვრილებით მივყვე ყველას. მაინც ვიტყვი მოკლედ, რომ მეცნიერებას არ აქვს უფლება აღიაროს ღმერთი. მე როგორც მეცნიერი ღმერთს არ ვაღიარებ და არც უარვყოფ. არცერთის უფლება არ მაქვს. მეცნიერებას არ შეუძლია რაიმეს აღიარება თუ ის არ დაამტკიცა, ასევე არც უარყოფა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეცნიერება ვერასოდეს აღიარეს ღმერთს, ვერც უარყოფს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თუკი ღმერთის არსებობა დამტკიცდა, რწმენის საჭიროება აღარ იქნება რაც თავის თავად ჩვენი სამყაროს არსებობის აზრს ეწინააღმდეგება. ჩვენს სამყაროში ღმერთის არსებობის დამტკიცება, მისი არარსებობის დამტკიცების ტოლფასია. ცოტა გაუგებრად ვთქვი და თუ გინდა განგიმარტავ რატომაა ასე. არ მესმის ამის გამო რატომ ხარ ასე განწყობილი მეცნიერებისადმი. ყველაზე დიდი ცილისწამება, შენს ნაწერში, არის ეს: "თურმე ერთხელ ერთი მეცნიერი ოკეანესთან მივიდა, რათა დაედგინა ბინადრობდნენ თუ არა მასში ვეშაპები. კოვზით ამოიღო წყალი და დაასკვნა: თურმე ტყუილი ყოფილა, ოკეანეში არავითარი ვეშაპები არ ბინადრობენო" ერთადერთი რასაც მეცნიერები ნამდვილად არ აკეთებენ, სწორედ ესაა... საერთოდ საშინლად გესმის მეცნიერების არსი. ამ ფორუმზე არის ძალიან კარგი სტატია მაგაზე. ლინკს ვნახავ და დაგიდებ. გირჩევ გადაიკითხო. სხვაა რას ამტკიცებენ ათეისტები მეცნიერების სახელით და სხვაა რას ამბობს თავად მეცნიერება. მეცნიერები ხსნიან ბუნების კანონებს, არკვევენ მათ მოქმედების პრინციპს, იკვლევენ სამყაროს წარმოშობას და რაობას, ათეისტები კი ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს. ეს ორი ძალიან განსხვავებული რამაა. P.S. ათეისტი არ ვარ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 03:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი