![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ახალქალაქში, სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების - 'ჯავახკის' და 'ვირქის' - ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში ორასამდე ადგილობრივი სომეხი შეიკრიბა. ისინი სომხურის სახელმწიფო ენის რანგში აყვანას მოითხოვდნენ.
სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონში სისტემატურად ირღვევა კანონი, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირმა აუცილებლად სახელმწიფო ენა უნდა იცოდეს, ჯავახეთში კი მაღალჩინოსნების 90 პროცენტი ქართულად ვერ ლაპარაკობს. ხომ არ თვლით რომ ახლა უკვე საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი? ეს სითავხედე დაუშვებელია. ახალგაზრდული ცენტრის ენის დაცვის ნაწილი როა, ის რას აკეთებს? რამეს არ გეგმავენ? ახალქალაქის ცენტრში სომხური მოსახლეობის აქცია დასრულდა. ორასამდე ადამიანმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება, მათი მშობლიური ენის სტატუსით ქართულთან გათანაბრება და სასამართლო პროცესების სომხურ ენაზე წარმართვა მოითხოვა. ასევე, ერთ-ერთი მოთხოვნაა, გათავისუფლებული სკოლის დირექტორები, რომლებმაც ატესტაცია ვერ გაიარეს, თანამდებობაზე დააბრუნონ. აქცია ვირქის და ჯავახქის ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გამართეს |
![]() ![]() |
iako |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
თურქებმა გერმანიაში 5 მილიონს გადააჭარბეს უკვე და თავიანთი დასახლებებიც გააჩნიათ, მაგრამ მსგავსი მოთხოვნა არც არავის წამოუყენებია, კიდეც რომ გაეფიქროთ.
პირიქით ინტეგრაციაზეა საუბარი და იხსნება კურსები სადაც უცხოელებს ენის შესწავლას თავაზობენ და თუ მოქალაქეობის ან ხანგრძლივი ცხოვრების მირების უფლება ნებავს ამა თუ იმ უცხოელს უნდა ჩააბაროს გამოცდა გერმანულ ენაში. ჩინელების მდგომარეობაც მსგავსია სხვადასხვა ქვეყანაში.მაგრამ ასეთ პრეცენტენტი არსად გამიგია. რომელ ქვეყანაშიც გსურს ცხოვრება იქაური სახელმწიფო ენის შესწავლა სავალდებულოა. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი