![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
beruka |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 50 რეგისტრ.: 7-January 07 მდებარ.: Tiflis.plato წევრი № 806 ![]() |
ყველას გილოცავთ მარხვის დაწყებას. ძალა მოგცეთ ღმერთმა. როგორც ვიცი, მამები მონასტრიდან მიდიოდნენ უდაბნოში, მარხვის პირველი ნახევრით მაინც. და ურთიერთობა მინიმუმამდე დაყავდათ. მეც ვცილობ, განსაკუთრებით პირველი კვირას, ნაკლებათ ვეკონტაკტო გარშემო მყოფთ. რის გამოც პრობლემები მექმნება. თქვენ რას მირჩევთ ძმებო და დებო?
![]() -------------------- ალონსო ბასკია.
|
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,042 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"მარხვის შემსუბუქება საეკლესიო კანონის მიხედვით უძლურთათვის დასაშვებია, და ეს სამართლიანია, რადგან უძლურება თავისთავად გულისხმობს იმ მდგომარეობას (ანუ გრძნობების მოთოკვასა და ხორციელი ვნებების უმოქმედობას), რის მისაღწევადაც საჭიროა მარხვა.
აქედან გამომდინარე, უძლურებაში მყოფისთვის მარხვით ხორცის დაოკება კი არ არის საჭირო, არამედ უძლური სხეულის კვებითა და მკურნალობით გაძლიერება, სულის მსახურებისთვის სრულიად უვარგისი რომ არ გახდეს." /მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი/ "არც ერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორც მცირედმჭამელ ირემს: ამის მსგავსად, გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორც მმარხველი". /აბბა ლეონტი/ "ვისაც გიყვართ სიცოცხლე, გიყვარდეთ მარხვა." /წმ. ალექსი ბერი (შუშანია)/ "როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, ასევე მოკვდება სული - თვინიერ მარხვისა." /წმ. ამბროსი ჭყონდიდელი/ "გემოთმყოვარეობა მრუშობის დედაა" (ძველი პატერიკი) "დღეში ერთხელ ჭამა მონაზონთა წესია, ორჯერ - ერისკაცთა, სამგზის - ყრმათა, მრავალგზის კი მხოლოდ პირუტყვნი ჭამენო" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th July 2025 - 03:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი