IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქრისტიანული სიმბოლიზმი, სახე და მნიშვნელობა
KAIROS
პოსტი Oct 22 2008, 11:17 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სიმბოლო უძირითადესი ენაა, რომელსაც ქრისტიანობაში ვიყენებთ, იგი გამოიყენება ფაქტებზე, რომლებიც იყო, რომლებიც მიმდინარეობს, და რომლებიც მოვა... სიმბოლოებით მოქმედებს, პოეზია, პროზა, მხატვრობა, მუსიკა... და ასეა თეოლოგიაშიც, სიმბოლო უმთავრესია მთელს ლიტურგიაში, წირვა სიმბოლოთმეტყველებაა მთლიანად, რომელიც საოცრად ერწმის თან ევქარისტიულ რეალობას... სომბოლოებითაა სავსე ძველი აღთქმა, რომელიც ახალ აღთქმაზე მეტყველებს და ახალი აღთქმა რომელიც უფლის მოსვლისათვის გვამზადებს... ეს ამოუწურავი თემაა, ძალიან საინტერესო, ძალიან სავსე, სიმბოლო ამოძრავებს ხატმწერს, სიმბოლოთი გალობს მგალობელი, თუნდაც შენ ხარ ვენახი-ს გალობისას, სიმბოლოს იმოსავს მღვდელმსახური, თუნდაც მეწამული მოსასხამისას, რომელსაც პირველად შევეხებით, სიმბოლოა ყველაფერი ეკლესიაში, სანთელი, კანდელი, საკურთხეველი, სანათლავი, ზარი, საკმეველი... სიმბოლოა არქიტექტურაც, გუმბათიც, ჯვარი, ნავი... სიმბოლო ქრისტიანობაში ცოცხალია, ისაა არაა მხოლოდ რაიმე ნიშანი, მხოლოდ რაიმეს გამოსახატავად ან რაიმეს გასახსენებლად, არამედ ესაა მადლმოსილი ნიშანი, ესაა ჯვარი, ესაა თევზი, ესაა ხატი... სიმბოლოა ჩვენს ირგლივ არსებული სამყარო, კლდე, ზღვა, მთა, მზე, სითბო, სინათლე... სიმბოლო ვართ ჩვენც, სხეულიც- თვალი, ყური, ენა. ხელი... სიმბოლოა უბრალო საგნებიც ხიდი, კიბე, ფიჩხის კონა, კოცონი...
ვისაუბროთ სიმბოლოებზე და სიმბოლოები უფრო ახლოს მიგვიყვანენ მათსავე მნიშვნელობასთან !

იხარეთ;

კაიროსი!



---------------------------------------------------------------

ვიწყებ მეწამული ფერით, რადგან კვართზე საუბრისას შევეხეთ მას, იაქტიურეთ smile.gif

ისე კი მეწამული ფერი ძალიან საყვარელი ფერია როგორც წარმართებში ისე ქრისტიანებში, იგი რომაელებში დიდ სარდლებთან ერთად, სამეფო ოჯახის წევრებს და ფილოსოფოსებს ეცვათ, ტოგა ერქვა სახელად, ვიცით, რომ წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსს, ტოგა ეცვა, როგორც ფილოსოფოსს, მაგრამ როცა გახდა ქრისტიანი, მას უთხრეს, ახლა რატომ გაცვია ტოგა, აკი ქრისტიანი ხარო, მან უპასუხა, მე მხოლოდ ახლა გავხდი ნამდვილი ფილოსოფოსიო... და ასეც ეწამა, ტოგით...


მოკლედ ესაა
Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე.
აი დანარჩენები:

ტოგა ძველ რომში მამაკაცის ტრადიციული სამოსი. ტოგა იყო 6 მეტრის სიგრძის ოვალური ფორმის თეთრი შალის ნაჭერი, რომელსაც ტუნიკის ზემოთ იცმევდნენ. არამოქალაქეს არ ჰქონდა ტოგის ტარების უფლება.

თავდაპირველად ტოგა უბრალოდ შალის მოსასხამი იყო, შემდეგ მოსასხამმა ისე იცვალა ფორმა რომ ყოველდღიურად სატარებლად იგი უვარგისი გახდა და იგი გარდაიქმნა სადღესასწაულო, ცერემონიულ სამოსად. ოფიციალურ პირებს (მაგისტრატუსებს და სენატორებს) ოფიციალურ და საჯარო ღონისძიებებზე აუცილებლად უნდა სცმოდათ ტოგა. როდესაც რომის მოქალაქის ვაჟი აღწევდა სრულწლოვან ასაკს, მას მაშინ პირველად აცმევდნენ ტოგას. რელიგიური ცერემონიების დროს ტოგას თავზეც იხურავდნენ.


ტოგები სხვადასხვა სახის იყო და ყოველი სახის ტოგას თავისი დანიშნულება ჰქონდა:

* toga virilis - თეთრი სადა ტოგა, რომელსაც მამაკაცი მოქალაქეები ატარებდნენ.
* toga praetexta - თეთრი ტოგა ფართო მეწამული ფერის კანტით. მას ასტარებდნენ მაგისტრატუსები, ექს-მაგისტრატუსები, დიქტატორები, ზოგიერთი ქურუმები და ტრადიციი მიხედვით რომის მეფეები. იმპერიის პერიოდში იმპერატორი ანიჭებდა toga praetexta-ს ტარების უფლებას პატივისცემის ნიშნად.
* toga pulla - მუქი ფერის ტოგა. ამას გლოვის დროს იცმევდნენ.
* Toga picta - მეწამული ტოგა ოქროსფერი კაანტით. ამას მხედართმთავრები ტრიუმალური მსვლელობისას იცმევდნენ. მოგვიანებით მას იმპერატორები იცმევდნენ ოფიციალურ ღონისძიებებზე.
* toga candida - ხელოვნურად გათეთრებული ტოგა. ამას მაგისტრატუსობის კანდიდატები ატარებდნენ.
* Toga trabea- ასეთი ტოგები სამი ტიპის იყო, მხოლოდ მეწამული - ღმერთებისთვის, ვიწრო თეთრი ზოლით მეფეებისთვის და თეთრი ზოლებით მარსის ქურუმებისთვის და ავურებისთვის.

http://www.classicsunveiled.com/romel/html/clothmen.html

ზოგადად მეწამული კი ბიბლიაში ხშირად ფიგურირებს, სიმბოლურად იგი უფლის მიერ დაღვრილ გამომხნელ სისხლს უკავშირდება, იგი გვხდება ძველ აღთქმაში, როცა რჩეული მეწამული ფერით გამოირჩევა:
"აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, "
(დაბადება , თ, 38, 28)... შესაბამისად მეწამული შემოდის ასევე უფალთან მიმართებაში : "რომაელი ჯარისჯაცები სიკვდილმისჯილს ხშირად თამაშის საგნად აქცევდნენ. მაცხოვარსაც ამგვარად მოექცნენ. მათ შეუცვალეს ზედა სამოსი მეწამული მატერიის ნაჭრით ან ძველი წითელი ჯარისკაცული მოსასხამით. შეთხზეს ეკლის გვირგვინი და მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯოხი. იჩოქებდნენ მის წინაშე, ვითომდაც თაყვანს სცემდნენ. შემდეგ გამოსტაცებდნენ ჯოხს, ურტყამდნენ ეკლის გვირგვინიან თავში და სახეში. (იოანე 19, 2-3)."

http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara...inis_sudara.htm

ამის შესახებ კარგად წერს ველიმეროვიჩი:

მეწამული: მეწამული ფერი სამოსელი - ეს რომაელ მეფეთა სამოსელია. როდესაც უფალი პილატეს წინაშე ლაპარაკობდა თავის არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ, მისი სიტყვები მატერიალისტურად მოაზროვნე რომაელ ჩინოვნიკს შეშლილობად და სამეფო ღირსების შებღალვად მოეჩვენა. ამიტომ შემოსეს პილატეს მეომრებმა იგი მეწამულისფრად, რა თქმა უნდა - ყველაზე იაფფასიანით, რათა როგორც თვითმარქვია - დასაცინი გამხდარიყო. მაგრამ უკვე მისი სამოსის სამეფო მეწამული ფერი მოწმობდა იმას, რომ ქრისტე ჭეშმარიტად მეფეა. პილატეს ხალხმა, თუნდაც დაცინვით, იგი იმად გამოაცხადა, ვინც სინამდვილეში იყო. არცერთ მათგანს გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ქრისტეს სამეფოს მემკვიდრეობით მიიღებდნენ რომაელთა და მსოფლიოს სხვა დანარჩენი სამეფოები.

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/nikoloz_serbi/57.htm

მეწამულს იყენებდნენ ასევე ტაძრის შესამკობადაც...


მეწამული იყო ზღვაც რაც გაიარა ისრაელმა...

და ბოლოს არსებობს ასეთი რამაც :

ვუდი ალენის ნოსტალგიურ-ირონიული ანტიზღაპარი.

"კაიროს მეწამული ვარდი"(1985)
მია ფეროუ მთავარ როლში,

ჰაჰაჰა biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
qetevano
პოსტი Feb 20 2014, 11:10 PM
პოსტი #2


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



konstantin Logos
ეს ფოტოები ეხლა ვნახე. ბევრ მართლმადიდებლურ ტაძარშია ნამდვილად.

ჯვარზე ყველამ ვიცით ალბათ ყველაფერი მაგრამ ძალიან კარგადაა აქ ჩამოყალიბებული:


ჯვარი
ჯვარი ქრისტიანობის ერთი უმთავრესი სიწმინდეა და ხსნის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო საერთო-საკაცობრიო თვალსაზრისით ჯვარი ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოა. რომის იმპერიაში ხის ჯვარს სამარცხვინო სიკვდილით დასასჯელ იარაღად იყენებდნენ. ჯვარცმის შემდეგ იესო ქრისტე ჯვრით ჩავიდა ჯოჯოხეთში, დათრგუნა სიკვდილის მეუფება და ისევ ზეცად აამაღლა პირველი ცოდვით დაცემულ ადამიანთა სულები. ქრისტიანებს ჯვრის ტარების უფლება ეძლევათ ნათლისღების შემდეგ. ქართულ ქრისტიანულ ეკლესიაში არსებობს წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი ოდნავ დახრილი ფრთებით, რომელიც ნინომ თავისი თმებით შეკრა.
ჯვარი
შუა საუკუნეებიდან ჯვარი ეკლესიის ძალაუფლების სიმბოლოდ იქცა, მას იყენებდნენ რაინდთა ორდენები, ჯვარს გამოსახავდნენ გერბებსა და დროშებზე. ეკლესიათა საერთო გეგმას ჯვრის ფორმა აქვს.
ლათინური ჯვარი ამ ჯვარს ხელებგაშილი ადამიანის ფორმა აქვს. ეს არის ყველაზე გავრცელებული ჯვრის ფორმა, რომელიც ასახავს იმ უდიდეს მსხვერპლს, რაც ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით გაიღო იესო ქრისტემ. ლათინურ ჯვარს ეწოდება crux imissa. მისი ჰორიზონტალური ღერძი, ვერტიკალური ღერძის ორი მესამედი ნაწილის ტოლია. როგორც ქრისტიანობის სიმბოლო იგი მეტად გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში.
ბერძნული ჯვარი ძველებური ჯვრის ფორმა თანაბარი სიგრძის ფრთებით. ასეთ ჯვარს ეწოდება crux quadrata. ადრექრისტიანულ პერიოდში ბერძნული ჯვარი ქრისტეს სიმბოლიკას წარმოადგენდა. საბერძნეთის ეროვნულ დროშაზე, ბერძნული თეთი ჯვარი ლურჯ ფონზე, პირველად 1820 წელს გამოჩნდა და მუსულმანთა მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენდა. 1339 წლიდან შვეიცარიის დროშაზე გამოსახულია თეთრი ბერძნული ჯვარი წითელ ფონზე.
ასეთი უბრალო ფორმის ჯვარი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა, როგორც მზის ღმერთისა და წვიმის ღმერთის სიმბოლო. პრეისტორიულ პერიოდში ბერძნული ჯვარი სამყაროს შემადგენელ ელემენტებს - ჰაერს, მიწას, ცეცხლსა და წყალს განასახიერებდა.
ჯვარი ტაუ რომის იმპერიის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში დამნაშავეთა დასასჯელად იყენებდნენ ლათინური T ასოს ფორმის ჯვარს. ასეთ ჯვარს crux comissa ეწოდება. ტაუს ფორმის ჯვარს ებრაელები ტაძრის შესასვლელ კარზე გამოსახავდნენ, რადგან ძველი აღთქმის ეპოქაში ეს ნიშანი ქვეყნიერების აღსასრულთან ასოცირდებოდა. ამგვარი ფორმის ჯვარი აღნიშნავდა ისრაელის ძეთა ხსნას, როდესაც სიკვდილის ანგელოზმა „შემუსრა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაზე“. ძველი აღთქმის მიხედვით სწორედ ტაუს ფორმის ჯვარი იყო ის ნიშანი, რომელზეც მოსემ უდაბნოში ბრინჯაოს გველი აღმართა.
ჯვარი ანკი იესო ქრისტე - „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“ - მეფე სოლომონის ბაგეთი გვამცნობს: „ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა“ (იგავ 8:35), ხოლო შემდეგ თვითონ აცხადებს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოან 11:25). ქრისტიანობის გავრცელების პირველივე საუკუნეებში ცხოველმყოფელი ჯვრის სიმბოლურ გამოსახულებად იხმარებოდა ჯვრის ფორმის ეგვიპტური იეროგლიფი „anch“ („სიცოცხლე“). ძველი ეგვიპტელების ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო. ეწოდებოდა crux ansata ანუ ჯვარი სახელურით.მასში ორი სიმბოლოა გაერთიანებული: ჯვარი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო და წრე, როგორც მარადიულობის სიმბოლო, ხოლო ერთად ისინი უკვდავებას გამოხატავენ.
ჯვარი - ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოებით კომბინირებული ლათინური ჯვარი. ეს ჯვარი მიგვანიშნებს, რომ იესო ქრისტე, მართალია, ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვის მიზნით ევნო, მაგრამ იგი სამარადჟამოდ მეფობს.
აღმოსავლური ჯვარი ამ ჯვარს სხვაგვარად „წმიდა ლაზარეს ჯვარს“ უწოდებენ. მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლო აღმოსავლეთ ევროპაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. ჰორიზონტალური ზედა ძელი განასახიერებს ქრისტეს თავს ზემოთ პილატე პონტოელის ბრძანებით გაკეთებულ წარწერას INRI (Iesus Nazarenus Rex Iudaeorum - იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე). ჰორიზონტალური დახრილი ძელი ფეხის დასადგამის სიმბოლოა.
ღუზისებრი ჯვარი ორი ნიშნის, ჯვრისა და ნახევარმთვარის კომბინაცია - მარიამ ღვთისმშობლის სხეულიდან იესო ქრისტეს შობის სიმბოლოს წარმოადგენს. ნახევარმთვარე მარიამის ემბლემაა. პავლე მოციქული ამბობს, რომ ყოველ ქრისტიანს აქვს ნუგეში ჩაეჭიდოს „ჩვენს წინ მდებარე იმედს (ანუ ჯვარს), რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა და მტკიცე“ (ებრ 6:18-19). ეს „ღუზა“, რომელიც ურწმუნოთა შეურაცყოფისგან იცავს ჯვარს, ხოლო მორწმუნეთ უმჟღავნებს მის ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ადამიანთა იმედის სიმბოლოა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ამქვეყნიური ცხოვრების ბობოქარ ტალღებში მცურავ ეკლესიის ხომალდს, მშვიდობიანად ჩაჰყავს ყველა მსურველი მარადიული სამყოფელის მყუდრო ნავსაყუდელში. ამიტომ იქცა ღუზისებრი ჯვარი ქრისტიანებში იმედის სიმბოლოდ.
კონსტანტინეს ჯვარი მონოგრამა Chi Rho შედგება ქრისტეს სახელის (ΧΡΙΣΤΟΣ) პირველი ორი ბერძნული ასოსგან, პირველი ასო კვეთს მეორეს და წარმოქმნის ჯვარს. ლეგენდის მიხედვით, რომში მიმავალმა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ ზეცაში ჯვარი იხილა. ჯვართან ერთად ცაში წარწერაც გამოისახა „In hoc vinces“ - ამით გაიმარჯვებ. ამ წინასწარმეტყველების შემდეგ იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანულად მოინათლა, ხოლო მონოგრამა მისი ემბლემა გახდა. მოგვიანებით, ეს ჯვარი ქრისტიანობის პირველ საყოველთაო სიმბოლოდ იქცა. გარდა ამისა, აღიქმებოდა, როგორც გამარჯვებისა და ხსნის ნიშანი.
გოლგოთის ჯვარი ლათინური ჯვარი, რომელიც სამ საფეხურიან კვარცხლბეკზე დგას. ჯვრისკენ აღმავალი სამი საფეხური გოლგოთის მთას განასახიერებს და რწმენის, სასოებისა და სიყვარულის სიმბოლური გამოხატულებაა. „ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული - ეს სამი“ (1კორ 13:13).
ჯვარი ჯვარცმული იესოს ხატებით ლათინური ჯვარი, რომელზეც გამოსახულია ჯვარცმული იესო ქრისტე. დასაბამიდან ამგვარ ჯვარს ძვირფასი ქვებით ამკობდნენ და იგი გამარჯვებას გამოხატავდა. X საუკუნემდე ჯვარზე გამოსახავდნენ მხოლოდ ცოცხალ, მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს, და მხოლოდ X საუკუნეში ჩნდება პირველად მკვდარი იესოს გამოსახულება. ჯვრის (მონანიების) მართლმადიდებლური დოგმატიდან გამომდინარეობს, რომ მაც ხოვრის სიკვდილი - კაცობრიობის, ყველა ეროვნების ადამიანის გამოხსნას ნიშნავდა. დასჯის სხვადასხვაგვარი მეთოდებიდან მხოლოდ ჯვარი აძლევდა იესო ქრისტეს მომკვდარიყო გაშლილი ხელებით, რითაც მოუწოდებდა „დედამიწის ყველა კიდეს“ (ეს 45:22). ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში იესოს ჯვარცმას გამოხატავენ, როგორც უკვე მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს, რომელიც თავისი კალთის ქვეშ მთელ სამყაროს მოუხმობს და, რომელიც თავისი მხრებით ზიდავს ახალი აღთქმის საკურთხეველს - ჯვარს. ამის შესახებ ამბობდა იერემია წინასწარმეტყველიც ბნელის მზრახველთა სახელით: „შევმუსროთ ხე მისი პურით“ (11:19), ანუ - ხის ჯვარზე გავაკრათ იესოს სხეული, რომელსაც ციური პური ჰქვია.
ჯვარცმის კათოლიკური გამოსახულების მიზანია, ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, როგორც მოხდა, ანუ გამოხატოს ქრისტეს წამება და სიკვდილი, და არა ის, რაც სინამდვილეში ჯვრის მარადიულ ნაყოფს წარმოადგენს - მაცხოვრის გამარჯვება.
პატრიარქის ჯვარი მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლო. ზედა ვერტიკალური ძელი არის titulus, რომელზეც პილატე პონტოელის ბრძანებით დააწერეს INRI (Iesus Nazarenus Rex Iudaeorum - იესო ნაზარეველი იუდეველთა მეფე). ამგვარი ჯვარი ხშირად არქიეპისკოპოსთა გერბებზე გვხვდება.
ჯვარი სამყურას ფოთლებით ამგვარი ფორმის ჯვარი ძალზე ფართოდაა გავრცელებული და წმიდა სამების სიმბოლოს წარმოადგენს. გარდა ამისა, იხმარება იესო ქრისტეს აღდგომის აღსანიშნავად. რუსეთში ჯვრის ეს ფორმა სხვებზე ხშირად გამოიყენებოდა საყდრების წვეროზე დასამაგრებელი ჯვრების დამზადებისას. ამავე დროს, გავრცელებული იყო სახელმწიფო სიმბოლიკაში. „ვერცხლის გადაყირავებულ ნახევარმთვარეზე მდგარი სამყურასებრი ოქროს ჯვარი იყო გამოსახული ტფილისის გუბერნიის გერბზე“ („რუსეთის გერბები“).

იერუსალიმის ჯვარი ხუთი ოქროსფერი ჯვარი ვერცხლის ფონზე. ხშირად გამოსახავენ საკურთხევლის გადასაფარებელზე. დიდი, ბოლოებში ჯვარედინად გადაკვეთილი ბერძნული ჯვრი იესო ქრისტეს სიმბოლოა, ხოლო ოთხი პატარა ბერძნული ჯვარი - ოთხი მახარებლისა, რომლებმაც აღწერეს ქრისტეს ცხოვრება და მოძღვრება და, რომლებმაც იესოს ქადაგებების დედამიწის ოთხივე კუთხეში გავრცელება იტვირთეს. გარდა ამისა, ხუთივე ჯვარი ერთად, ქრისტეს მიერ მიღებული ხუთი ჭრილობის სიმბოლური გამოხატულებაცაა. ჯვაროსნული ომების დროს, ასეთ ჯვარს რაინდები თავიანთ გერბებში იყენებდნენ, ამიტომ მას ჯვაროსნების ჯვარსაც უწოდებენ.


გამარჯვების ჯვარი პირველად ეს ბერძნული სიტყვები „IC.XP.NIKA“ (ნიშნავს „იესო ქრისტე - გამარჯვებული) კონსტანტინოპოლში, სამ დიდ ჯვარზე ოქროს ასოებით დააწერა მოციქულთა სწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ. „გამარჯვებულს გვერდში მოვისვამ ჩემს ტახტზე ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე“ (გამოცხ 3:21), - ამბობს ჯოჯოხეთისა და სატანის მძლეველი მაცხოვარი. უძველესი ტრადიციის თანახმად პროსფორაზე (იგივეა, რაც სეფისკვერი) გამოიხატება ჯვარი, რომელსაც დამატებული აქვს ქრისტეს გამარჯვების აღმნიშვნელი წარწერა „IC.XP.NIKA“. სეფისკვერის ამგვარი ბეჭედი ნიშნავს ცოდვილთა გამოხსნას ცოდვის ტყვეობიდან. სხვაგვარად ასეთ ჯვარს პროსფორულ ჯვარსაც უწოდებენ.
წმიდა ანდრიას ჯვარი ასეთ ჯვარს crux decussata ეწოდება. გადმოცემის თანახმად წმინდა ანდრია მოციქული X-ის ფორმის ჯვარზე გააკრეს. XIII საუკუნიდან წმიდა ანდრიას თეთრი ჯვარი (ლურჯ ფონზე) გამოხატულია შოტლანდიის სახელმწიფო დროშაზე, ხოლო თვით ანდრია მოციქული ამ ქვეყნის მფარველად ითვლება. ანდრია პირველწოდებულმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იქადაგა საქართველოში.


ჯვარცმა

ადამიანის სიკვდილი - ღმერთის დაბადებაა. იესო ქრისტეს ჯვარცმა ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენს. საუკუნეების განმავლობაში სისტემატურად იცვლებოდა ამ სიუჟეტის ხასიათი, რომელიც რელიგიურ აზროვნებაში გამეფებულ განწყობილებას ასახავდა. შუა საუკუნეების ხელოვნებაში სიმბოლოებისა და ალეგორიების საშუალებით გამოხატავდა დოქტრინას. კონტრრეფორმაციის პერიოდის ფერწერაში, ხან უბრალოდ თაყვანისცემის საგანს წარმოადგენდა და დემონსტრირებას უკეთებდა მხოლოდ ჯვარზე გაკრულ ფიგურას, ხან კი იტალიური რენესანსის ეპოქის ტილოების მსგავსად დაწვრილებით გადმოცემდა პერსონაჟებით დატვირთულ სახარებებში აღწერილ ისტორიებს.
იმ პერიოდში, როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანული რელიგია აკრძალული იყო, ქრისტეს ჯვარცმას სიმბოლურად ჯვრის გვერდით მდგარი კრავის საშუალებით გამოხატავდნენ. კონსტანტინე დიდის მეფობის დროსაც კი, როცა ქრისტიანებს უფლება მიეცათ დაუბრკოლებლად შეესრულებინათ რელიგიური რიტუალები, ჯვარს ქრისტეს ფიგურის გარეშე ხატავდნენ. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა კაროლინგების ეპოქამდე ძალზე იშვიათად გვხვდება. ამ პერიო დიდან მოყოლებული ჯვარცმის სიუჟეტებში ჩნდებიან სახარებისეული სხვა პერსონაჟები (მარიამ ღვთისმშობელი, იოანე მახარებელი, კენტურიონი, ადამიანი შუბზე წამოცმული ღრუბლით, ორი ავაზაკი, ჯარისკაცები, რომლებიც წილის ყრით იყოფენ იესოს სამოსს), რაც მოგვიანებით ბუნებრივი მოვლენა გახდება „ქრისტეს ჯვარცმის“ სცენებისთვის. ამავე პერიოდში ჯვრის ორივე მხარეს ჩნდება მზე და მთვარე, სინაგოგისა და ეკლესიის სიმბოლური გამოსახულებები, თუმცა, ადრეული აღორძინების პერიოდიდან ეს ფიგურები გაქრა ჯვარცმის სცენებიდან.
ასწლეულების განმავლობაში ბიზანტიის გავლენით დასავლეთ ევროპაში ქრისტეს ხატავდნენ ცოცხალს და ღია თვალებით. ეს იყო მეფის გვირგვინით შემკული გამარჯვებული მაცხოვარი. XI საუკუნეში გამოჩნდა ჯვარცმის გამოსახულების სრულიად ახალი ტიპი - მხარზე თავდახრილი დაუძლურებული ფიგურა. მოგვიანებით ქრისტეს თავზე ეკლის გვირგვინიც გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დასავლეთ ევროპის ხელოვნებაში დომინირებს ჯვარცმის ზემოთ აღწერილი გამოსახულება.
ჯვარცმისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თავისებურება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ დოქტრინასთან. ქრისტემ თავი გაწირა და ჯვარს ეცვა, რათა გამოესყიდა ადამიანთა ცოდვები ანუ გამოესყიდა ადამის ცოდვა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა მთელ კაცობრიობას. შუა საუკუნების პერიოდის ავტორები აქცენტს აკეთებდნენ „ისტორიულ“ ჯაჭვზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა პირველი ადამიანის დაცემას და ქრისტეს ჯვარცმას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს ჯვარი იმ ავადსახსენებელი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან იყო გაკეთებული, რომელიც სამოთხის ბაღში ხარობდა, რომ ადამი იმ ადგილას იყო დასაფლავებული, სადაც ქრისტე აცვეს ჯვარს. ამრიგად, ჯვარცმის სცენებში, ჯვრის ფუძესთან გამოსახული თავის ქალა, არა მხოლოდ გოლგოთას - თხემის ადგილს მიანიშნებს, არამედ სწორედ ადამის თავის ქალას გამოხატავს.
უფრო მეტიც, ითვლებოდა, რომ ჯვარზე დაღვრილი ქრისტეს სიხლს, ცოდვათა გამოსყიდვის ძალა ჰქონდა მინიჭებული (კონცეფცია, რომელსაც შეიცავს ზიარების საიდუმლო). ამის შემდეგ, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა გამოსახულება, სადაც ჯვარცმულ ქრისტეს ნეკნიდან სისხლი სდის, რომელიც თასში (ევქარისტიული ჭურჭელი) გროვდება.

ქვემოთ აღწერილი სიუჟეტებში აღწერილია შედარებით მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებიც ჯვართან არიან გამოსახულნი. ხელოვნებაში ნათლადაა გამოკვეთილი ჯვრის ორივე მხარეს ფიგურების წყვილად განლაგების ტენდენცია. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, მარჯვენა და მარცხენა მხარეების მორალურ ღირებულებებს შორის განსხვავება. მაგალითად, მაცხოვრისგან მარჯვნივ სათნოება, მარცხნივ - მანკიერება.
ჯვარი და ქრისტეს ფიგურა. ძველ რომში ჯვარცმა დასჯის ძალზე გავრცელებული ფორმა იყო. ჯვარზე აკრავდნენ ყველაზე ზნედაცემულ ბოროტმოქმედებს და მონებს. თავად ჯვარცმის ადგილას მიწაში არჭობდნენ ვერტიკალურ ბოძს (stipes). მსჯავრდებულს ჯვარცმის ადგილას მიჰქონდა მომავალი ჯვრის ჰორიზონტალური ძელი (patibulum), რომელზეც ხელებით იყო მიბმული. ადგილზე მისვლისას განსასჯელის ხელებს აჭედებდნენ ჰორიზონტალური ძელის ბოლოებში და შემდეგ ასწევდნენ ვერტიკალურ ბოძზე. ძელს ამაგრებდნენ ბოძის თავში და წარმოიქმნებოდა T ასოს მსგავსი კონსტრუქცია ან ამაგრებდნენ ცოტა ქვევით და კონსტრუქცია ყველასთვის ნაცნობ ჯვრის (crux immissa) ფორმას იღებდა. ბოლოს ვერტიკალურ ბოძზე მსჯავრდებულის ფეხებს აჭედებდნენ. ფეხების დასადები ჰორიზონტალური ფიცარი (suppedaneum) შუა საუკუნეების მხატვრების ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს. XII საუკუნემდე ჯვარცმის ამსახველ ნახატებში გამოსახავდნენ ოთხ ლურსმანს. ორი ლურსმანი ხელების მისაჭედებლად და ორი ლურსმანი ფეხების მისაჭედებლად. მოგვიანებით ლურსმნების რაოდენობა სამამდე შემცირდა, ორივე ფეხი ერთი ლურსმნით იყო მიჭედებული. ოთხთავში ქრისტეს ლურსმნებს მხოლოდ ერთ ადგილას ახსენებს „ურწმუნო“ თომა (იოან 20:25). ანტიკურ ხანაში დამნაშავეს, მისი დანაშაულის ამსახველ წარწერიან დაფას (titulus), ჯვარცმამდე კისერზე კიდებდნენ, ხოლო ჯვარზე გაკვრის შემდეგ ჯვრის წვერზე ამაგრებდნენ. იოანე მახარებელი მოგვითხრობს, რომ პილატემ „წარწერაც გააკეთებინა და ჯვარს მიამაგრა. ეწერა: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად“ (19:19-20). აღორძინების ეპოქის ხელოვნებაში ამ წარწერის მხოლოდ ლათინური ვარიანტი გამოიყენებოდა - „Iesus Nazarenus Rex Iudaeomm“, შემოკლებით: „INRI“. კონტრრეფორმაციის პერიოდის ხელოვნებაში წარწერის ხილვა სამივე ენაზეა შესაძლებელი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღორძინების ეპოქისა და უფრო გვიანდელი პერიოდის მხატვრები ჯვარზე გაკრულ მკვდარ ქრისტეს ხატავდნენ. მას თავი მარჯვენა მხრისკენ აქვს დახრილი. ეკლის გვირგვინის გამოსახვა XIII საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება, როდესაც საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო IX ახლო აღმოსავლეთში მოწყობილი ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნდა და თან წმინდა რელიქვიები ჩამოიტანა კონტრრეფორმაციის ეპოქამდე ეს დეტალი იგნორირებული იყო მხატვრების მიერ. შუა საუკუნეებში ეკლესია განიხილავდა საკითხს, იყო თუ არა ჯვარცმული ქრისტე შიშველი (ძველ რომში დამნაშავეებს დედიშობილა აკრავდნენ ჯვარზე). ამ სიუჟეტის ყველაზე ადრეულ გამოსახულებებში ქრისტეს უსახელო გრძელი ტუნიკა აცვია, ზოგიერთ შემთხვევაში კი წელზე თხელი სამოსი აქვს შემოხვეული. ისტორიული თვალსაზრისით ორივე გამოსახულება მცდარია.

ჯვარცმასთან გამოსახული პერსონაჟები

ორი ავაზაკი. ოთხივე მახარებელი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ქრისტესთან ერთად ორი ავაზაკი აცვეს ჯვარს. ლუკა მახარებელი ამატებს, რომ ერთი მათგანი საყვედურობდა მეორეს და აღნიშნავდა ქრისტეს უდანაშაულობას, ხოლო თავის თავს დამნაშავედ მიიჩნევდა. იესომ უთხრა დამნაშავეს: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (23:44). ხელოვნება, ლუკა მახარებლის მოთხრობის გავლენით, განასხვავებს მონანიე და დამგმობ ცოდვილებს. მონანიე ცოდვილი ქრისტეს მარჯვნივაა გამოსახული. მისი სახე მშვიდი და შემრიგებლურია, მაშინ, როდესაც მეორეს სახეზე წამება აწერია. პირველის სული ანგელოზს მიჰყავს სამოთხეში, ხოლო მეორეს სულს დემონი დაჰპატრონებია. ადრეული იტალიური რენესანსის ეპოქაში გაბატონებული იყო ბიზანტიური პრაქტიკა - ავაზაკებს, ისევე, როგორც ქრისტეს, ჯვარზე ლურსმნებით გაკრულს გამოსახავდნენ, თუმცა შუა საუკუნეების ტრადიციების გათვალისწინებით, მათი გამოსახულება გაცილებით პატარა ზომის იყო, ვიდრე მაცხოვრის გამოსახულება. მოგვიანებით, ავაზაკებს, ქრისტესგან მკვეთრი განსხვავების მიზნით, ჯვარზე თოკით მიბმულებს გამოსახავდნენ. უფრო მეტიც, ქრისტესგან განსხვავებით, ავაზაკებს T-ს ფორმის ჯვარზე გაკრულებს ხატავდნენ. იოანე მახარებელი გვამცნობს, რომ ჯარისკაცებმა „წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც“ (19:32). ეს მოტივი ძირითადად XV საუკუნის გერმანულ ხელოვნებაში ფიგურირებს. ნიკოდემოსის აპოკრიფული სახარების მიხედვით ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ორი ავაზაკის სახელები იყო დისმასი („კარგი“) და გესტასი („ცუდი“).


მეომრები შუბებითა და ღრუბლით. „...როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი“ (იოან 19:33-34). უამრავი ვარაუდია გამოთქმული ამ ჯარისკაცის შესახებ. მას სახელად ლონგინოზი უწოდეს (ბერძნულად „შუბი“) და იმ ასისთავთან არის გაიგივებული, რომელმაც თქვა: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო“ (მათ 27:54). „ოქროს ლეგენდა“ მოგვითხრობს, რომ ლონგინოზი ქრისტეს ჭრილობის სიხლით სიბრმავისგან განიკურნა, მოგვიანებით მოინათლა და გარდაიცვალა როგორც დიდმოწამე. ლონგინოზის სიბრმავე შეიძლება გამოხატული იყოს გვარდით მდგომი მეომრის სახით, რომელიც სწორ მიმართულებას აძლევს შუბს.

ოთხივე მახარებელი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა იესოს სიკვდილის წინ სასმელად შესთავაზა ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი, რომელიც ლერწამზე წამოაცვა. ამ ჯარისკაცს ლეგენდამ სტეფატონის სახელი მიანიჭა. შუა საუკუნეების ხელოვნებაში მას ლონგინოზთან ერთად გამოსახავდნენ. ისინი სიმეტრიულად იდგნენ ჯვრის ორივე მხარეს, თითოეულ მათგანს ხელში თავისი იარაღი ეჭირა, რომლებიც ეკლესიისა და სინაგოგის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. ქრისტეს მარჯვნივ მდგარი ლონგინოზი ეკლესიას განასახიერებდა.


მეომრები, რომლებიც წილს ყრიან. ეს თემა საკმაოდ ხშირად გვხვდება ქრისტიანული ხელოვნების ყველა პერიოდში. იოანე მახარებლის მიხადვით ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ჯარისკაცებმა მისი სამოსი ოთხ ნაწილად გაიყვეს და „თითოეულ ჯარისკაცს შეხვდა თითო წილი“ (19:23). დარჩენილი „უკერველი“ კვართის შესახებ კი უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება“ (19:24). მეომრები ან ჯვრის ფუძესთან არიან გამოსახულნი, ან ნახატის კუთხეში. ერთ-ერთი მათგანი კამათელს აგდებს, ხოლო დანარჩენები თვალს ადევნებენ.


მარიამ ღვთისმშობელი და წმინდა იოანე. ჯვარცმის სიუჟეტის ძალზე გავრცელებული ეს სცენა, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო იმ მიზნით, რომ შეექმნათ იმ ფრაგმენტის ვიზუალური სახე იოანეს სახარების, სადაც, ჯერ კიდევ ცოცხალმა ქრისტემ დედამისი იოანე მოციქულს ჩააბარა: „იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: ქალო, აჰა, შენი ძე! მერე მოწაფეს ეუბნება: აჰა, დედაშენი! და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი“ (19:26-27). ამ მოტივისთვის დამახასიათებელი ტიპური გამოსახულება ჩამოყალიბდა IX საუკუნეში. მარიამ ღვთისმშობელი ქრისტეს მარჯვნივ დგას, ხოლო წმინდა იოანე - მარცხნივ. ისინი თავდახრილები დგანან. ქრისტე ჯერ კიდევ ცოცხალია, რაც შეესაბამება სახარებისეულ მოთ ხრობებს და გამეფებულ მხატვრულ ტრადიციებს. დროთა განმავლობაში ცოცხალი (გამარჯვებული) ქრისტეს ფიგურა ადგილს უთმობს მკვდარ ქრისტეს, რომელსაც ფერდში ჭრილობა აქვს. ამჯერად, ჯვრის ფუძესთან მდგარი ეს ორი ფიგურა მწუხარებას გამოხატავს, ხოლო სახარებაში გადმოცემული აზრი მთლიანად დაკარგულია.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ქრისტიანული სიმბოლიზმი   Oct 22 2008, 11:17 PM
BOO   ერთ-ერთ ფრესკაზე ღ...   Oct 22 2008, 11:45 PM
georgianeli   რახან ძალიან საინტ...   Oct 23 2008, 02:30 AM
KAIROS   თუ შინდისფერი? :) ნუ ...   Oct 23 2008, 05:10 AM
KAIROS   თევზი წმიდა წერილშ...   Oct 23 2008, 09:04 AM
likka   ძალიან საინტერესო ...   Oct 23 2008, 10:24 AM
georgianeli   კაი ახლა, კაიროს, არ...   Oct 24 2008, 08:16 AM
KAIROS   ვერ გავიგე? რა არ მ...   Oct 24 2008, 11:19 AM
georgianeli   ვერ გავიგე? კატასტ...   Oct 25 2008, 06:06 AM
KAIROS   ახლა იმედია უშედეგ...   Oct 24 2008, 12:11 PM
თემო   თევზი და მასთან და...   Oct 24 2008, 12:47 PM
KAIROS   ჯანსაღი რეაქცია? გ...   Oct 25 2008, 07:52 AM
KAIROS   ახლა საუბარი გავაგ...   Oct 25 2008, 08:19 AM
sopo...   :) სასაცილო ფილმი.. ...   Oct 25 2008, 09:15 PM
KAIROS   არა, ისე უბრალოდ და...   Oct 26 2008, 03:40 AM
ქევანა   ეს თემა არ გაგრძელ...   Apr 2 2009, 03:35 PM
staywhite   ქევანა მე მქონდა ი...   Apr 2 2009, 03:37 PM
ქევანა   staywhite ნან, მე შემიძლი...   Apr 2 2009, 03:39 PM
staywhite   ქევანა ქეთ, სერბულ...   Apr 2 2009, 03:49 PM
ქევანა   staywhite :მპუა: ნანას გა...   May 26 2009, 07:22 PM
KAIROS   ეს უძლიერესი თემაა...   May 27 2009, 04:44 AM
ikaragua   ეს ხატი ვნახე და ფო...   Jul 29 2009, 02:02 AM
A.V.M   მხევალის თხოვნით შ...   Sep 15 2012, 06:56 PM
მხევალი ნინო   A.V.M დიდი მადლობა, ბე...   Sep 15 2012, 07:25 PM
A.V.M   მე ზოგადად ვარსკვ...   Sep 15 2012, 09:12 PM
lasha_k   A.V.M საინტერესო იყო :)...   Sep 15 2012, 09:39 PM
A.V.M   არის ეგეთი ვარაუდ...   Sep 15 2012, 10:12 PM
konstantin Logos   A.V.M ვარსკვლავების დ...   Sep 17 2012, 12:48 PM
Atm@n   რა ახსნა აქვთ ამ ს...   Sep 17 2012, 04:42 PM
A.V.M   კონკრეტულად რა სი...   Sep 17 2012, 05:34 PM
nikanicka   http://s7.postimg.org/kfwqo3i2v/dscn5664.jpg მ...   Nov 20 2013, 01:41 AM
qetevano   nikanicka ეს არის "ყოვლ...   Nov 20 2013, 04:32 PM
A.V.M   qetevano GAMOAVLINE ხატმწერული...   Nov 20 2013, 07:43 PM
qetevano   A.V.M :D :D კლანჭები და ნ...   Nov 20 2013, 10:05 PM
nikanicka   qetevano მადლობა ინფორმ...   Nov 20 2013, 10:15 PM
A.V.M   qetevano 99 % ჩვენგან წაიღ...   Nov 20 2013, 10:38 PM
qetevano   A.V.M ხალხი ბრძენიაო ...   Nov 20 2013, 11:39 PM
G_saxva   ვერ გევიგე ოპელი :0...   Nov 21 2013, 09:30 AM
konstantin Logos   qetevano ყოვლისმხედველ...   Dec 7 2013, 10:51 AM
qetevano   konstantin Logos ეს ფოტოები ე...   Feb 20 2014, 11:10 PM
nanulia   ლოცვანის აუდიო ვერ...   Feb 20 2014, 11:56 PM
A.V.M   ქართულად თუ ზოგადა...   Feb 21 2014, 12:57 AM
marine   "ადამიანმა თავის...   Dec 1 2014, 09:19 PM
marine   "ჯვრის გამოსახულ...   Dec 26 2014, 07:29 PM
marine   "ცხოვრება - ჯვარს...   Jan 1 2015, 11:10 PM
marine   "ღვთის განგებამ ჯ...   Jan 11 2015, 08:31 PM
marine   "სამყაროში ყოველ...   Jan 21 2015, 10:56 PM
marine   "ქრისტიანობა გან...   Feb 23 2015, 08:41 PM
marine   "თუ არ დაივიწყებთ...   Jul 2 2015, 08:55 PM
marine   "ყველა ატარებს სა...   Jul 22 2015, 06:50 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 11:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი