სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| afxazi |
Jun 28 2011, 03:50 PM
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ასეთი თემა მინდა გავხსნა.
ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის. ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს. საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში. კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
| A.V.M |
Feb 22 2014, 12:55 AM
პოსტი
#2
|
![]() მადლობა ამ ფორუმს! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 21 თებერვალს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირველი გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა თავისი ფუნქციებით ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს პატრიარქს.
"ამ ტიპის პრეზიდენტის მთავარი ამოცანა მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში არის ის, რომ შეუმსუბუქოს ტვირთი საქართველოს სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას. საქართველოს პრეზიდენტმა მას უნდა შეუმსუბოს ის ტვირთი, რომელიც მას აწევს მორალური ავტორიტეტობის", - თქვა დავით უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, ხალხს მხოლოდ ზეციურ სასუფეველში სიმშვიდის პოვნის იმედი არ უნდა ჰქონდეს და მათ მთავრობამ საერო ცხოვრებაში უნდა მისცეს ბედნიერი ცხოვრების საშუალება. "მე მინდა ბატონ პრეზიდენტს ვუთხრა, პარლამენტში პოლიტიკური დებატებისგან ყოველთვის შეიძლება საყურადღებო, რაციონალური მარცვლების აკრეფა მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვეჩვენება, რომ ერთსა და იმავეს ვიმეორებთ და ა.შ. მე მგონი, პარლამენტი შევეცადეთ, რომ წარმოვჩენილიყავით ისეთები, როგორიც ვართ და პრეზიდენტმა ეს უნდა იცოდეს - აი ეს ვართ, რაც ვართ, მოგწონვართ? კარგია, არ მოგწონვართ? თქვენც ალბათ გვეტყვით, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სახელისუფლებო სისტემა იმიტომ, რომ დღეს აქ მოქალაქე მარგველაშვილი არ მოსულა და არ ესაუბრება 100-ზე მეტ მოქალაქეს. აქ ინსტიტუტების შეხვედრაა დღეს, აქ სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეა და მე მინდა, რომ ჯამში, ყველამ ასე შევხედოთ ამ მოვლენას", - თქვა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი გამოსვლისას იმ მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა, რომელზეც ყურადღება საპარლამენტო ოპოზიციამ გაამახვილა, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციაზე. მან ოპოზიციას გარიგება შესთავაზა. "უმცირესობის ლიდერს შევთავაზებ ასეთ რამეს, შესაძლო შეთანხმებას: მან ბევრი ისაუბრა იმაზე, პრეზიდენტი რატომ არ ბრუნდება იმ სასახლეში, რომელიც პრეზიდენტისთვის აშენდა. უმცირესობის ლიდერი დაბეჯითებით ურჩევს პრეზიდენტს, რომ დაბრუნდეს იმ სასახლეში, ზედმეტ ხარჯებს თავი აარიდოს და ა.შ. მე არ გავყვები პარლამენტის შენობების ისტორიას, უბრალოდ გთავაზობთ, დღეს აქ ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვუყაროთ კენჭი პარლამენტის იმ შენობაში დაბრუნებას, სადაც ადრე მუშაობდა და მე გპირდებით, ძალ-ღონეს არ დავიშურებ, შესაძლოა დავითანხმო პრეზიდენტი, რომ დაბრუნდეს იმ შენობაში, სადაც პრეზიდენტი იჯდა. თქვენ გაქვთ ათიოდე წუთი ამ წინადადებაზე დასაფიქრებლად", - მიმართა დავით უსუფაშვილმა ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციამ მისი შეთავაზება არ მიიღო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რთული გზის გავლა უწევს, რა დროსაც ყველას მართებს მოთმინება. "ძალიან ბევრი რამის მოთმენაზე ვარ მზად, ძალიან ბევრი რამის ატანისთვის ვარ მზად ყველასგან იმისთვის, რომ ეს ამოცანა შესრულდეს და წარმატებულად გავიაროთ ეს ეტაპი. მოვითმინოთ ბევრი რამ, ეს მართლა ის საკითხია, როცა უნდა ვიყოთ ჭკუით და არ შეგვეშალოს ამ სტრატეგიულ საკითხში", - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან დავით უსუფაშვილმა. http://www.tabula.ge/ge/story/80396-usufas...da-sheumsubuqos -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი Jun 28 2011, 03:50 PM
GIORGI LELUASHVILI გადავხედოთ იმ პერი... Jun 28 2011, 06:23 PM
A.V.M ,,მან სუდარაგადაფა... Jun 28 2011, 07:21 PM
afxazi A.V.M
ეს რა თქმა უნდა, ... Jun 29 2011, 10:27 AM
.zakaria.
მე მაგალითად უპირ... Sep 28 2011, 02:31 PM
A.V.M afxazi
გეთანხმები, Jun 29 2011, 08:24 PM
GIORGI LELUASHVILI ერთი სიტყვით ოქროს... Jun 30 2011, 02:18 PM
A.V.M ერთი საინტერესო ფა... Jun 30 2011, 08:44 PM
tatilinta მიყვარს ჭკვიანია ნ... Jun 30 2011, 10:58 PM
orthodox-georgia CNN-ის რეპორტაჟი პატ... Jul 8 2011, 12:11 PM
.zakaria. ესეც ვაღიაროთ რომ ... Sep 19 2011, 02:03 PM
tatilinta .zakaria.
ესეც ვაღიაროთ ... Sep 19 2011, 03:27 PM
A.V.M
შეცვლის მხოლოდ იმ... Sep 19 2011, 05:16 PM
tatilinta A.V.M ეეჰ ნეტა ყველა ე... Sep 19 2011, 06:33 PM
A.V.M
ნეტა :rolleyes: :rolleyes: Sep 19 2011, 07:08 PM
terra tatilinta
გეთანხმები, ხშ... Sep 19 2011, 07:19 PM
A.V.M
ანუ? Sep 19 2011, 07:24 PM
terra
ანუ?
ანუ ის, რომ, თუ ... Sep 19 2011, 07:40 PM
A.V.M აღარ გვინდა ამაზე ... Sep 19 2011, 07:51 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
terra
საერთოდ, ჩემი ... Sep 19 2011, 09:09 PM
orthodox-georgia .zakaria.
პირიქით. გაიზრ... Sep 19 2011, 11:33 PM
A.V.M ნუთუ, უფლება გვაქვ... Nov 12 2011, 02:44 PM
A.V.M ... Nov 29 2011, 10:50 PM
A.V.M წმიდესი და უნეტარე... Dec 17 2011, 07:02 PM
A.V.M ქართვლის მნათობო... Jan 13 2012, 07:53 PM
A.V.M kent5
პოსტი დღეს, 02:21 PM
პ... Mar 5 2012, 07:30 PM
A.V.M ერთხელ ვნახე ვიდეო... Jul 16 2012, 01:25 PM
George Leluashvili rKg47FE62Ro
ეს არის გურამ... Jul 19 2012, 04:35 PM
A.V.M ძალიან კარგი ვიდეო... Jul 21 2012, 03:39 PM
ილია94 მისი უწმიდესობის პ... Jul 22 2012, 04:18 PM
ილია94 George Leluashvili ძაან კაი ვი... Jul 22 2012, 04:30 PM
A.V.M შენ აღარ ხუმრობ ილ... Jul 22 2012, 05:04 PM
Mariam.Q ჩვენი უტკბესი და უ... Aug 19 2012, 08:58 PM
A.V.M Mariam.Q
გაგახაროს ღმერ... Aug 19 2012, 09:06 PM
Mariam.Q
გაიხარე! Aug 19 2012, 09:24 PM
marine “პატრიარქის ღვაწლ... Sep 14 2012, 04:33 PM
qetevano მახსოვს ერთხელ აკა... Oct 16 2012, 01:48 AM
A.V.M დეკანოზმა შალვა კე... Oct 21 2012, 12:27 AM
marine qetevano
A.V.M
რა ლამაზი სი... Oct 22 2012, 04:48 PM
marine [img]http://imageshack.us/a/img577/6804/2473933640... Oct 23 2012, 04:28 PM
A.V.M marine
პატრიარქის და ზ... Oct 24 2012, 02:19 AM
marine
marine
პატრიარქის და ზ... Oct 24 2012, 04:48 PM
marine "მშვიდობისმყოფე... Nov 19 2012, 02:18 PM
marine უნეტარესო, შეგვაშვ... Dec 14 2012, 01:42 PM
A.V.M marine
გაიხარე...
:rolleyes: :roll... Dec 14 2012, 11:54 PM
marine
[b]marine
გაიხარე...
:rolleyes: :... Dec 18 2012, 10:49 AM
marine "ჩვენი დროის პატრ... Dec 25 2012, 02:20 PM
qetevano როგორ მშურს უწმინდ... Dec 26 2012, 03:54 PM
marine
როგორ მშურს უწმინ... Dec 26 2012, 03:56 PM
A.V.M
პატრიარქთან ყველა... Dec 27 2012, 02:07 AM
A.V.M ასე ,, დაინახა '' უ... Jan 5 2013, 02:38 AM
A.V.M ვლადიმერ პუტინის ს... Jan 12 2013, 12:42 AM
A.V.M ერთი ჩვეულებრივი რ... Feb 25 2013, 10:24 PM
A.V.M უნდა დავბრუნდეთ სა... Mar 28 2013, 12:10 AM
A.V.M გამოკითხულთა 92%-ს ყ... Apr 23 2013, 10:45 PM
marine
გამოკითხულთა 92%-ს ყ... Apr 24 2013, 04:21 PM
A.V.M დღეს უწმინდესმა 10 ლ... May 5 2013, 11:51 PM
აკაკი A.V.M
რომელიმე წიგნის... May 6 2013, 03:00 AM
A.V.M ვლადიმერ პუტინი - ... Jun 12 2013, 10:14 PM
qetevano
ესეც კი მიხვდა და ... Jun 12 2013, 10:18 PM
marine
ესეც კი მიხვდა და ქ... Aug 29 2013, 02:35 PM
A.V.M NDI - მოწონების რეიტი... Sep 26 2013, 11:19 PM
marine "უწმინდესმა ილია ... Oct 2 2013, 12:31 PM
A.V.M ირაკლი ღარიბაშვილ... Dec 25 2013, 03:09 PM
A.V.M ექსკლუზიური ინტერ... Dec 26 2013, 10:48 PM
A.V.M სასჯელაღსრულების ... Jan 7 2014, 04:46 PM
A.V.M საქართველოს პრემი... Jan 7 2014, 07:31 PM
A.V.M შტეფან ფულე: პატრი... Mar 4 2014, 01:42 PM
G_saxva
მაგრამ ეს ღირებულ... Mar 4 2014, 02:37 PM
A.V.M G_saxva
კაცმა დღესაც თქ... Mar 4 2014, 08:26 PM
G_saxva A.V.M
ეჰ გურამ ეგ ახლა ... Mar 5 2014, 09:17 AM
terra
ეს არის ცხვრის ტყა... Mar 5 2014, 10:43 AM
G_saxva terra
გეთანხმები რომ ე... Mar 5 2014, 10:44 AM
A.V.M G_saxva
რატომ განვიხილ... Mar 5 2014, 12:56 PM
G_saxva
მე ერთსქესიანთქ ა... Mar 5 2014, 01:13 PM
A.V.M G_saxva
რას ქვია ხელშეუ... Mar 5 2014, 10:06 PM
G_saxva
რას ეძახი კანონის ... Mar 6 2014, 09:27 AM
terra
სუსტი პოლიტიკოსე... Mar 6 2014, 10:53 AM
G_saxva
სისუსტეზე და სიძლ... Mar 6 2014, 11:03 AM
terra
ჩემი აზრით პოლიტი... Mar 6 2014, 11:08 AM
G_saxva
ვერ მოკითხავ, მაგრ... Mar 6 2014, 11:15 AM
terra G_saxva
ხენეში ხე, კეთილ... Mar 6 2014, 11:18 AM
A.V.M G_saxva
ვინ გითხრა რომ ... Mar 6 2014, 11:41 PM
G_saxva
ეგ ყველაფერი ჩემო ... Mar 7 2014, 09:09 AM
A.V.M G_saxva
ფაქტია რომ ნები... Mar 7 2014, 01:47 PM
G_saxva
ერთია სურვილი მეო... Mar 7 2014, 02:11 PM
A.V.M "რა იყო, დაგვაჩმო... Sep 9 2014, 10:09 PM
shako1993 საქართველოს პატრი... Sep 9 2014, 10:58 PM
G_saxva shako1993
ნებისმიერ საი... Sep 10 2014, 09:51 AM
A.V.M რესპონდენტთა უმრა... Dec 31 2014, 01:51 AM
A.V.M ტელეწამყვანი ინგა ... Jan 9 2015, 05:40 PM
marine უწმინდესო, დიდხანს... Dec 27 2021, 09:19 PM
marine "ყველაზე დიდ სიმშ... Jan 29 2022, 12:38 PM
marine "[დედა პელაგია ქს... Dec 19 2023, 01:47 PM
marine "დღევანდელი დღე მ... Feb 29 2024, 06:07 PM
marine "40 წელზე მეტია საქ... Aug 15 2024, 05:03 PM
marine "საქართველოს პ... Dec 25 2024, 06:28 PM
marine "მე უბრალოდ ვიცი, ... Feb 18 2025, 08:25 PM
marine "მან მოსეს სიბრძნ... Feb 25 2025, 08:37 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd December 2025 - 02:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი