ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ხვალ თბილისში შემობრძანდება, მოგზაურობა სრულდება.... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ივერიის ღვთისმშობლის ხატი, ხვალ თბილისში შემობრძანდება, მოგზაურობა სრულდება.... |
admin |
Aug 10 2006, 02:50 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 4,393 რეგისტრ.: 22-July 06 მდებარ.: სერვერთან ახლოს წევრი № 1 |
როგორც იცით ღვთისმშობლის ხატი ორი წლის მანძილზე მოივლის მთელ საქართველოს. ამ უდიდეს მადლში მონაწილეობას იღებენ მღვდელი მამუკა და მღვდელი ლუკა, რომელთა ლოცვა კურთხევითაც შეიქმნა ეს საიტი.
ასე რომ ჩვენ საშვალება გვექნება კვირაში ერთხელ უახლოესი ფოტო მასალა გამოვაქვეყნოთ. ძალიან კარგი იქნება თუ ეს თემა იაქტიურებს და ამ უდიდეს მოვლენას ფართოდ გავაშუქებთ -------------------- რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.
ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება. შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას. |
:_მარიამი_: |
Sep 18 2006, 11:20 AM
პოსტი
#2
|
gvirila_mari ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 |
ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ გახსენით.
მგონი ყველაზე საინტერესო თემა იქნება. შაბათს ბათუმში, საკათედრო ტაძარს ესტუმრა ივერიის ღვთისმშობელი. დიდება და მადლობა უფალს! ეს ჩვენთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რადგან ხატს 22-თვის ველოდით. ამ პერიოდში ხატი კოდორში უნდა წაებრძანებინათ, მაგრამ იქ უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცეს, ამიტომ ცოტა ნაადრევად აჭარაში წამოაბრძანეს. ძნელია გადმოსცე ის განცდა, რომელიც ამ დროს ადამიანის გულს ეუფლება............. უწყებანის წინა ნომერში წავიკითხე ხატის მთათუშეთში მოგზაურობის შესახებ. იქ წერია, რომ თვით დედა ღვთისმშობელი გვსტუმრობდაო....... მართლაც ასეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირდაპირ ყოვლადწმინდა იდგა ჩვენ წინაშე. ძალიან მინდა გადმოვცე ჩემი განცდები, მაგრამ ძალიან მიჭირს. შაბათი ღამე ტაძარში ვიყავი, მთელი ღამის განმავლობაში იხდიდნენ პარაკლისებს და უგალობდნენ დედა ღვთისმშობელს, ასეთი განცდა მქონდა თითქოს ყველას დახმარება სურდა ჩვენს დედას, საოცარი იყო წირვა, უამრავი ხალსი მოვიდა ხატის თაყვანისაცემად. ყველა ცდილობდა ხატთან მისვლას, თან ამდენი გულანთებული, მლოცველი ადამიანი, ყველას ეტირებოდა...... ყველა რაღაცას შესთხოვდა ყოვლადწმინდას. პირველი, რასაც ვთხოვდი ღვთისმშობელს, იყო ის, რომ დაეცვა ჩვენი ტანჯული სამშობლო, გაეთბო ჩვენი გულები, ესწავლა ჩვენთვის უფლის სიყვარული. იცით, ასეთი განცდა მაქვს, თითქოს საქართველო დიდი განსაცდელის წინაშე დგას, და დედა ღვთისმშობელი კი აუცილებლად დაგვიცავს და გადაგვარჩენს, რატომ ვფიქრობ ასე ნამდვილად არ ვიცი............. ფოტოები ნამდვილად არ მაქვს, რაც სამწუხაროა.... დღეს ხატი ქობულეთში ბრძანდება, საღამოს ველით წმინდა ნიკოლოზოს ტაძარში, ღამისთევის ლოცვა ტარდება. ჩემო ფორუმელებო, ყველას მოგიხსენიებთ ჩემს ლოცვებში, შეგვეწიოს ყოვლადწმინდა, ჩვენი დედა ღთვისმშობელი! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი