საზვერე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერე |
guaramii |
Mar 28 2011, 07:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 27-March 11 წევრი № 10,746 |
თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს?
|
guest1 |
Feb 24 2014, 12:34 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
საზვერეების შესახებ სწავლება არის მართლმადიდებლური სწავლება. ახლა ვკითხულობ სერაფიმ როუზის წიგნს, რომლის ძირითადი ნაწილი, სადაც მართლმადიდებელი წმინდანების ციტატებია მოყვანილი, დამთავრებული მაქვს. გარდა ამისა, გავაკეთე გამოკვლევა სხვა წყაროებიდანაც და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არის წმინდათ მართლმადიდებლური სწავლება. ასევე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლაზარე პუხალო (რომლის არგუმენტები წაკითხულიც მაქვს და მოსმენილიც) არის ცრუმეტყველი და არა მართლმადიდებელი. საზვერეებზე მოთხრობილია:
1) დიდი სალოსი წმინდანის, რომელიც მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა, სვიმონ სალოსის ცხოვრებაში. მისი ცხოვრების ინგლისური ვერსია არის ინტერნეტშიც და ყველას შეუძლია დაგუგლოს: life of symeon holy fool for the christ. დაახლოებით 28 გვერდიანი წიგნია და ძალიან საინტერესო. თუ მარტო საზვერეების შესახებ დაგაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ წაიკითოთ მისი ლოცვა დედამისზე, თუ არ ვცდები მე-2 თავშია, და ასევე მე-2 გვერდი. 2) ათონის მთაზე ბერებს აქვთ 2 დიდი საკითხავი: ერთი არის "ფილოკალია" და მეორე "ევერგეტინოს". ორივე საკითხავში არის საკმაო რაოდენობით მასალა ამაზე. "ევერგეტინოს"-ში, რომელიც ე.წ. ჰიპოთეზებს მოიცავს, ამაზე მოთხრობილია მე-9, მე-10 და მე-11 ჰიპოთეზაში. ესენიც მაქვს ჩემი ორი თვალით ნანახი. ხოლო, თუ რამდენად დიდი მნიშნველობისაა ეს წიგნები ათონის ბერებისათვის, ამაზე აქ აღარ გავაგრძელებ. 3) ასევე შეგიძლია წაიკითხოთ ათანასე დიდი ალექსანდრიელის მიერ დაწერილი "წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება". მე ანტონი დიდის ცხოვრება არა მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან წაკითხული მაკვს. 4) ასევე უწერია ამაზე წმინდა გრიგოლი დიდ დიალოღოსს. 5) ასევე უწერიათ სხვა ძველ წმინდანებს: ეფრემ ასურელს, დიადოხოს ფოტიელს, დოროთე ღაზელს, სვიმონ მესვეტეს, იოანე სინელს (კიბისაღმწერელს), პეტრე დამასკელს და ა.შ. 6) ახალი წმინდანებიდან ამაზე განსაკუთრებით ბევრი აქვს ნაწერი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს. ეგნატე ბრიანჩანინოვს აქვს ნაშრომი "სლოვო ო სმერტი" (ანუ "სიკვდილის შესახებ"), სადაც მთელი თავი აქვს დათმობილი საზვერეებს. 7) სხვა ახალი წმინდანები, რომლებიც საზვერეებზე საუბრობენ: თეოფანე დაყუდებული, იოანი მაქსიმოვიჩი (შანხაელი), იოანე კრესტიანკინი, ნიკოლოზ ველიმეროვიჩი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი