IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საზვერე
guaramii
პოსტი Mar 28 2011, 07:02 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 27-March 11
წევრი № 10,746



თუ შეიძლება მითხარით, წმინდა ვასილი ახლის გარდა საზვერეების შესახებ კიდევ რომელი წმინდანი გვაწვდის მეტ-ნაკლებად სრულყოფილ ცნობებს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest1
პოსტი Feb 24 2014, 12:34 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



საზვერეების შესახებ სწავლება არის მართლმადიდებლური სწავლება. ახლა ვკითხულობ სერაფიმ როუზის წიგნს, რომლის ძირითადი ნაწილი, სადაც მართლმადიდებელი წმინდანების ციტატებია მოყვანილი, დამთავრებული მაქვს. გარდა ამისა, გავაკეთე გამოკვლევა სხვა წყაროებიდანაც და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არის წმინდათ მართლმადიდებლური სწავლება. ასევე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლაზარე პუხალო (რომლის არგუმენტები წაკითხულიც მაქვს და მოსმენილიც) არის ცრუმეტყველი და არა მართლმადიდებელი. საზვერეებზე მოთხრობილია:

1) დიდი სალოსი წმინდანის, რომელიც მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა, სვიმონ სალოსის ცხოვრებაში. მისი ცხოვრების ინგლისური ვერსია არის ინტერნეტშიც და ყველას შეუძლია დაგუგლოს: life of symeon holy fool for the christ. დაახლოებით 28 გვერდიანი წიგნია და ძალიან საინტერესო. თუ მარტო საზვერეების შესახებ დაგაინტერესებთ, მაშინ შეგიძლიათ წაიკითოთ მისი ლოცვა დედამისზე, თუ არ ვცდები მე-2 თავშია, და ასევე მე-2 გვერდი.

2) ათონის მთაზე ბერებს აქვთ 2 დიდი საკითხავი: ერთი არის "ფილოკალია" და მეორე "ევერგეტინოს". ორივე საკითხავში არის საკმაო რაოდენობით მასალა ამაზე. "ევერგეტინოს"-ში, რომელიც ე.წ. ჰიპოთეზებს მოიცავს, ამაზე მოთხრობილია მე-9, მე-10 და მე-11 ჰიპოთეზაში. ესენიც მაქვს ჩემი ორი თვალით ნანახი. ხოლო, თუ რამდენად დიდი მნიშნველობისაა ეს წიგნები ათონის ბერებისათვის, ამაზე აქ აღარ გავაგრძელებ.

3) ასევე შეგიძლია წაიკითხოთ ათანასე დიდი ალექსანდრიელის მიერ დაწერილი "წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება". მე ანტონი დიდის ცხოვრება არა მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან წაკითხული მაკვს.

4) ასევე უწერია ამაზე წმინდა გრიგოლი დიდ დიალოღოსს.

5) ასევე უწერიათ სხვა ძველ წმინდანებს: ეფრემ ასურელს, დიადოხოს ფოტიელს, დოროთე ღაზელს, სვიმონ მესვეტეს, იოანე სინელს (კიბისაღმწერელს), პეტრე დამასკელს და ა.შ.

6) ახალი წმინდანებიდან ამაზე განსაკუთრებით ბევრი აქვს ნაწერი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს. ეგნატე ბრიანჩანინოვს აქვს ნაშრომი "სლოვო ო სმერტი" (ანუ "სიკვდილის შესახებ"), სადაც მთელი თავი აქვს დათმობილი საზვერეებს.

7) სხვა ახალი წმინდანები, რომლებიც საზვერეებზე საუბრობენ: თეოფანე დაყუდებული, იოანი მაქსიმოვიჩი (შანხაელი), იოანე კრესტიანკინი, ნიკოლოზ ველიმეროვიჩი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
guaramii   საზვერე   Mar 28 2011, 07:02 PM
dato989   წმიდა ეგნატე (ბრია...   May 22 2011, 03:03 PM
dzvelmartlmadidebeli   guaramii თუ არ ვცდები წმ...   May 22 2011, 07:29 PM
Lidl   თუ არ ვცდები წმ. კი...   May 22 2011, 07:54 PM
toka@   და იქნებ მოსამენი ...   May 22 2011, 07:37 PM
dzvelmartlmadidebeli   toka@ მომიტევეთ, ხუმრ...   May 22 2011, 07:43 PM
toka@   toka@ მომიტევეთ, ხუმრ...   Jul 3 2011, 10:51 AM
dzvelmartlmadidebeli   Lidl სპეციალურად ეს ...   May 22 2011, 08:44 PM
death   თუ შეიძლება მითხა...   May 23 2011, 10:11 PM
Lidl   death ლაზარე პუჰალო ს...   May 24 2011, 02:45 PM
GIORGI LELUASHVILI   საქმე იმაშია რომ ს...   Jun 16 2011, 08:43 AM
მხევალი ნინო   GIORGI LELUASHVILI გააჩნია რო...   Jul 3 2011, 09:11 AM
vaxushti13   ვასილი ახლის ცხოვრ...   Nov 20 2012, 01:50 AM
zaz   vaxushti13 ვასილი ახლის მ...   Nov 20 2012, 01:01 PM
vaxushti13   ეს საზვერეები სულ ...   Oct 4 2013, 09:12 PM
guest1   საზვერეების შესახ...   Feb 24 2014, 12:34 AM
A.V.M   guest1 საიდან დააკოპირ...   Feb 24 2014, 01:24 AM
guest1   რა საიდან დავაკოპი...   Feb 24 2014, 02:17 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 03:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი