წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#241
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Jan 8 2009, 05:04 PM
პოსტი
#242
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თამარ
ციტატა ოფიციალურად კანონიზირებული არაა. რა, ეს ნიშნავს რომ სიცოცხლეში არ იყო წმიდანი? ჯერ ერთი, ეს ვინ თქვა. მერეც მეორე - "სიცოცხლეში წმინდანობა" უფრო ხალხური გამოთქმაა, რადგან ადამიანმა სიკვდილამდე ნებისმიერ წამს შეიძლება უმძიმესად შეცოდოს და ასევე პირიქით - ნებისმიერ წამს უმძიმეს ცოდვა შეინანოს. ამიტომ სიცოცხლეში ეკლესია ერიდება რამე იარლიკი მიაწებოს ადამიანს, რაც არ უნდა მოსაგრე იყოს იგი. ციტატა ახლა რას ფიქრობთ, მისი კანონიზაციის გაჭიანურება მის წმიდანობაზე ღვთის წინაშე რაიმე გავლენას ახდენს?! გავლენას ახდენსო, ვინ თქვა? თუ პირიქით ვთქვით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest1 |
Feb 25 2014, 10:02 AM
პოსტი
#243
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ციტატა "სიცოცხლეში წმინდანობა" უფრო ხალხური გამოთქმაა, რადგან ადამიანმა სიკვდილამდე ნებისმიერ წამს შეიძლება უმძიმესად შეცოდოს და ასევე პირიქით - ნებისმიერ წამს უმძიმეს ცოდვა შეინანოს. ამიტომ სიცოცხლეში ეკლესია ერიდება რამე იარლიკი მიაწებოს ადამიანს, რაც არ უნდა მოსაგრე იყოს იგი. 1) სიციცხლეში წმინდანობა ხალხური გამოთქმა კი არ არის, არამედ ეს არის მართლმადიდებლური სწავლება. ამას ასწავლიდნენ დიდი მართლმადიდებელი წმინდანები.ციტატა ესე მე-7-სა კიბე არს, რომელი ამას ღირს ქმნილ არს, მეცა შემწე მეყვან, რამეთუ მას აღარა ეხმარების შემწე. ვინაითგან, მე-7-სა ამის კიბისა მიერ შვიდეულთა ამის საწუთროსა დღეთა შინა მოწვეულნი ვნებათა ბილწებანი განუბანიან და წმინდა ქმნილ არს. იოანე სინელი, "კიბე", გვ. 302 2) ასევე დიდი წმინდანების სწავლებით, სიწმინდეს მიღწეული ადამიანი ცოდვით აღარ დაეცემა. ციტატა ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს. 1 იოანე 3:9 3) წმინდა სვიმონ ახალი ღვტისმეტყველი სიცოცხლეშივე უწოდებდა თავის მოძღვარს წმინდა სვიმონ სტუდიელს. წმინდა არსენ იყალთოელი წმინდა დავით მეფეს სიცოცხლეშივე უწედებდა "ბუნებით ღმერთს, მადლით ღმერთქმნილთა შორის". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი