წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#241
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
A.V.M |
Feb 25 2014, 05:47 PM
პოსტი
#242
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
ციტატა 2) ასევე დიდი წმინდანების სწავლებით, სიწმინდეს მიღწეული ადამიანი ცოდვით აღარ დაეცემა. რომ დააკონკრეტო შეგიძლია ? ციტატა წმინდა არსენ იყალთოელი წმინდა დავით მეფეს სიცოცხლეშივე უწედებდა "ბუნებით ღმერთს, მადლით ღმერთქმნილთა შორის". ამის წყაროც რომ მიმითითო იქნებ ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Feb 26 2014, 05:40 AM
პოსტი
#243
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა რომ დააკონკრეტო შეგიძლია ? მე ღვთისმეტყველი (ანუ განღმრთობილი ადამიანი, რომელსაც ღვთის შესახებ ცოდნა თვით ღვთისაგან აქვს განცხადებული) არა ვარ. ამიტომ, ამ ნათქვამის სისრულეს ვერ ჩავწვდები. ამას ამბობენ თვით წმინდანდები. თუმცა, ჩემი აზრით დაგიკონკრეტებ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი "სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით" არ დაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდანის გული უკვე სუფთაა და მასში სიბინძურე ვეღარ დამკვიდრდება; ასეთ გულს ბოროტი ვეღარ დააბინძურებს; ჩვენ, უწმინდურებმა, წმინდანობისა და სიწმინდის არსი უნდა ვისწავლოთ წმინდანებისაგან და არა უწმინდურებისაგან. წმინდანები კიდევ ისეთ რამეებს ამბობენ, რომ ამას ეკლესიაში მოკალათებული ბევრი უწმინდური ებრძვის და ერესს უწოდებს. არსებობს ასეთი კარგი წიგნი, library.church.ge-ზეც შეგიძლია ნახო, "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" - შეიძლება წაკითხულიცა გაქვს კიდეც. ეს წიგნი დაწერილია ბერძენი მიტროპოლიტის, იეროთეოს ვლახოსის, მიერ. იქ ბევრი რამ წერია ამაზე და საკმაო რაოდენობის ციტატებიც არის მოყვანილი. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის “სამოღვაწეო, შემეცნებითი და საღვთისმეტყველო თავნი” - აბა ნახე მაგ ლინკზე, რამდენი რამ უწერია წმინდანს, რასაც დღეს არ გვასწავლიან და საწინააღმდეგოს გვიმტკიცებენ. ციტატა 97. ერთია წინ აღუდგე და შეება მტერს, მეორე – აღგავო პირისაგან მიწისა და საბოლოოდ იძლიო მათზე. პირველი განდეგილთა, კეთილშობილთა და ასკეტთა საქმეა, მეორე კი მშვიდთა და სრულქმნილთა. 98. ამგვარი საქმიანობა მხოლოდ სიმშვიდის ნათელში ფეხშედგმულ წმინდანებს ძალუძთ. ისინი კი, რომლებიც მიხვდნენ თუ რაოდენ შორს არიან წმინდანებისაგან, ვალდებულნი არიან თვალი გაუსწორონ სიმართლეს და დაინახონ, რომ უფსკრულისაკენ მიემართებიან. ციტატა 4. ვითარცა ზეციურ ძალთა გაბრწყინვება ხელეწიფება მხოლოდ უფალს თანმიმდევრულად, დასებისდა შესაბამისად და ღვთაებრივი ნათება მსჭვალავს პირველიდან მეორეს, მეორედან – მესამეს და ასე შემდეგ, ასევე სულიწმიდის კავშირით შედუღაბებული და შეკავშირებული ანგელოსები წმინდანებს აბრწყინვებენ და მიიმსგავსებენ დასებისდა მიხედვით. ის წმინდანები, რომლებიც შემდგომ გაჩნდებიან თაობიდან თაობაში, დრო და დრო, ძველ, წინამორბედ წმინდანებს მცნებათა ზედმიწევნით აღსრულების საფუძველზე ემსგავსებიან, უკავშირდებიან და ღვთისაგან დამწყალობლებულნი მათ მსგავსადვე ბრწყინდებიან. ასე და ამგვარად, აკინძულია ოქროს ჯაჭვი და ცალკეული, განუმეორებელი და განსაკუთრებული, წინამავალთან გადაბმულია რწმენით, ღვაწლითა და სიყვარულით. ასეთ ჯაჭვს, ღმერთივგანმტკიცებულს, ვერარა ძალა ვერ გასწყვეტს. ციტატა 6. ვინც მთელი არსებით და სიყვარულით წმინდანთაგან უკანასკნელს არ დაუკავშირდება (შდრ. ეფეს. 3,8), თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრღნის გულგვამს, არასოდეს ეღირსება მიუახლოვდეს პირველი რიგის წმინდანებს და მათ დაუმშვენოს გვერდი. თუნდაც თავი მოჰქონდეს ღვთისა და ცალკეული წმინდანებისადმი უხინჯო რწმენა და სიყვარული მაქვსო (შდრ. I კორ. 13,2) იგი სამუდამოდ გარიყულია, რამეთუ არ ინება მოთმინებით მდგარიყო იმ ადგილას, რომელიც უფალმა დაუწესა საუკუნოდ და ღვთისაგან განჩინებულ უკანასკნელ წმინდანს არ დაუკავშირდა. ციტატა 31. ადამიანს ვნებების დამარცხება შეუძლია, თუმცა არ ხელეწიფება მათი ძირფესვიანად აღმოფხვრა. სიბილწეს თუ არ მოიმოქმედებს, ეს რასაკვირველია, თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ აზრად არ გაივლოს, ეს შეუძლებელია. ღვთისმოსაობა მარტოოდენ სიკეთეთა ქმნა როდია, არამედ ბილწ გულისთქმათაგან განწმენდაც. ვინც შემწიკვლულია არაწმინდებით, არც უმანკო გული ექნება. განა ჩანს რამე დალიბრულ სარკეში? 32. გული წმინდაა, მე ვფიქრობ, მაშინ როდესაც ადამიანს არ აძრწუნებს ვნებები, როცა არავითარი ზაკვა და ამქვეყნიური სულთქმა მის გულს არ ეკარება. მხოლოდ ღვთის ხსოვნა და უსაზღვრო სიყვარული ეღვრება გულში, წმინდათწმინდა ნათელში მზერადაწმენდილი ხედავს ღმერთს და უხინჯოდ უჭვრეტს. 33. ვფიქრობ, ის ადამიანია ვნებათუქმნელი, რომელიც არა მარტო გაურბის ვნებათაღელვას, არამედ ავხორცულ სულთქმათაგან განძარცვულია. უფრო მეტიც, ბილწ გულისთქმათაგან აღმსუბუქებული გონება ზეციურს მიელტვის, ლამობს ხილულისა და გრძნობადის საზღვრებს გასცდეს, გულის კარი დახშული აქვს გრძნობებისათვის და ზეგრძნობადს მიჯაჭვული გონება გრძნობას ისე იმორჩილებს, როგორც არწივი ნისკარტს. ციტატა 41. წმინდანებისთვის მკვდარია ეს სოფელი და ყოველივე ამსოფლიური. ვფიქრობ, ეს შენს თხოვნასაც, რომ დავაკონკრეტო წმინდანების დაცემის შეუძლებლობა, პასუხობს.ციტატა 49. ლოცვით და ცრემლებით ევედრე ღმერთს უვნებო და წმინდა მოძღვარი მოგივლინოს. ამას რას ამბობს წმინდანი (და წმინდანები). წმინდა სვიმეონი (და სხვა წმინდანებიც) იმასაც ამბობს, რომ არაწმინდა მღვდელს აღსარების მიღების უფლებაც კი არა აქვს, ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, წმინდანს, მღვდელიც რომ არ იყოს, შეუძლია მიიღოს აღსარება და როცა წმინდა მოგიტივებს, მაშინ თვით იესო ქრისტე გიტევებს.ციტატა 87. უწინაც ყოფილან და ამჟამადაც არსებობენ ჩვენს შორის ვნებათუქმნელი, წმინდა და ღვთაებრივი ნათელით მოსილი ადამიანები, დახსნილნი ამა სოფლის რვალთაგან ყოველგვარი ბიწისა თუ ვნებათაღელვის აღხოცვით (შდრ. კოლას. მიმართ. 3,5). ისინი არამც და არამც არ დაუშვებენ არა მარტო იმას, რომ თავად მოიმოქმედონ სისაძაგლე, არამედ ოდეს სხვებშიაც შეამჩნევენ ამგვარ მიდრეკილებებს, მათ ამრეზით ეპყრობიან. მათი გამოცნობა არ გაუჭირდებოდათ ეჭვის თვალით მზირალ ადამიანებსაც კი, ღვთის სიტყვას ურწმუნოდ რომ ეკიდებიან და უნდობლად შესცქერიან სულიწმიდის სიბრძნით განმბრძნობილ საღმრთო საქმეთა თაყვანისმცემლებს. დაე, კეთილგონივრულად განჩხრიკონ საღმრთო წერილი, ყოველდღიურად მათთვის წაკითხული და ნაგალობები, ვინძლო საღმრთო წერილის ცოდნას ისინი ღვთის აღთქმისა და სიკეთით დამწყალობლებაში დაერწმუნებინა. მაგრამ, რაკიღა თავდაჯერებულობისა და უგულისყურობის გამოისობით დაცარიელებული არიან ამ სიკეთისგან ღმრთის თანაზიართ და მისით განმბრძნობილთ დაუჯერებელ ხრიკებში აბამენ. განსაკუთრებით ამ ნაწილს უნდა დავაკვირდეთ გა კარგად გავაანალიზოთ: ციტატა 25. როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ, რომ ღვთისნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი – ცხოველები თუ ადამიანები), ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი – აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი – ითმენენ (მათ. 5,11-12) და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ თუ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. 26. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ 7,15-16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), გამსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ. 27. ყბედსა და მოჩვენებითს ხომ უგანათლებულესად და სულიერად თვლიან, ხოლო სიტყვაძვირსა და წყნარს პირუტყვად და ენაბრგვილად სახელდებენ (მათ. 12, 36). 28. სულიწმიდაზე მოლაყბეთაგან, დიდად გონიერნი და დემონური სიამაყით მზვაობარნი მაღალფარდოვნად და ომახიანად მსჯელობენ და მათი სიტყვები განცვიფრებას უფრო იწვევს, ვიდრე გულაჩვილებას და სინანულს. მას, ვინც დოლაბივითაა წყალმარჩხ მდინარეში, მუცლით მეზღაპრეა ან ვაი მეცნიერი და სულის ხსნის ამბებზეც აბდაუბდად მიედ-მოედება, აქებენ და ადიდებენ. ამგვარად, მათ შორის არავინ ჩანს იმდენად კეთილგონიერი, რომელსაც საქმის ვითარების რეალურად შეცნობა და წარმოჩენა შეეძლოს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი