თანამედროვე საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თანამედროვე საქართველო |
orthodox-georgia |
May 20 2008, 05:17 PM
პოსტი
#1
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
ამ თემაში ვისაუბროთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ანუ დღევანდელ სიტუაციაზე. რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვსწავლობთ თუ არა რამეს ჩვენი მდიდარი ისტორიიდან და ხომ არ ვუშვებთ ხანდახან იგივე შეცდომებს რამდენჯერმე.
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
marine |
Feb 26 2014, 10:51 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რა ხდება დღეს ქართულ სინამდვილეში; საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად სდებენ ბრალს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ადამიანის უფლებების მიმართ უპატივცემულობასა და ე.წ. ჰომოფობიაში, თუმცა ნაკლებად ცდილობენ პრობლემის არსში ჩაღრმავებას.
ადამიანის უფლებები უაღრესად მნიშვნელოვანი და, იმავდროულად, ძალიან ფაქიზი სფეროა და მათ, ვინც აქ მოღვაწეობს, დიდი სიფრთხილე მართებთ. გულდასაწყვეტია და სამწუხარო, რომ ასეთი ბრალდებები გაისმის იმ ქვეყანაში, სადაც საუკუნეთა განმავლობაში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობდა ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი და მიწის მცირე მონაკვეთზე, თითქმის გვერდიგვერდ აღმართულია სხვადასხვა რელიგიათა სალოცავები; ასეთ რამეზე საუბარია იმ კულტურის სივრცეში, რომელიც აბრაამისეული სტუმართმოყვარეობით არის გაჟღენთილი და სადაც საუკეთესოს სინონიმად არსებობს სიტყვა - "საუცხოო". /ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი