წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest1 |
Feb 26 2014, 11:54 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლებიდან:
ციტატა თუ რამდენად ძალუძთ ადამიანებს იხილონ უფალი ამის შესახებ თავად იესო ქრისტეს მოვუსმინოთ: «ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ» (მათ. 5,8). ამაზე რაღას იტყოდი? თუმცა წინასწარ ვიცი რასაც მიპასუხებ: დიახ, მართლაც იხილავენ უფალს წმინდანი გულითა, მაგრამ არა სააქაო, არამედ საიქიო ცხოვრებაშიო, რამეთუ ვერ გირწმუნებია იმ მადლის არსებობა, რითაც უფალი თითოეულ ჩვენგანს ამწყალობლებს. არც მოუთმენლად ეშურები მიიღო ზეციური მადლი და იმქვეყნიური ცხოვრებისაკენ გაგირბის გული და გონება. მითხარ, ძვირფასო, როგორ შეძლებ იხილო უფალი იმქვეყნად, როდესაც აქ ვერ მოგიხერხებია ეს? თუკი უფალმა ბრძანა, რომ მხოლოდ წმინდა გულს ძალუძს მისი ჭვრეტა, მაშინ თითოეულ ჩვენგანს გულის განწმენდისთანავე ღმერთი შეუძლია იხილოს. თუკი ოდესმე შესძლებ გულის განწმენდას, დამერწმუნე, მყისვე იხილავ უფალს და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაშიც ეჭვი აღარასოდეს შეგეპარება. მაგრამ აზრადაც არ მოგსვლია გულისგანწმენდა და აბა, საიდან დაიჯერებდი, რომ ჭეშმარიტად არის შესაძლებელი უფლის ხილვა. მიპასუხე, არის თუ არა შესაძლებელი ამჯერად მაინც უფლის ჭვრეტა. თუ მეტყვი, რომ უფალს ჭვრეტენ მხოლოდ სიკვდილის შემდგომ, მაშინ იმაშიც უნდა დამეთანხმო, რომ გულისშემუსრვილება მხოლოდ სიკვდილის შემდგომ არის შესაძლებელი. ამრიგად, თუ დაგიჯერებ, უფლის ჭვრეტა არც სიკვდილამდე და არც სიკვდილის შემდეგ არ ყოფილა შესაძლებელი. რამეთუ სიკვდილის შემდგომ სათნოებებს ვეღარ ჩავიდენთ რათა მათი საშუალებით მაინც შევძლოთ გულისგანწმენდა. უფალი იესო ქრისტე კი აი, რას ამბობს: “რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი იგი არს, რომელსა უყუარ მე; ხოლო რომელსა უყუარდე მე, .. მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. (იოანე. 14,21). რას გულისხმობს უფალი იესო ქრისტე – აწმყო თუ მომავალ ცხოვრებას? რასაკვირველია აწმყოს, რაკიღა მცნებათა აღსრულება მხოლოდ სააქაო ცხოვრებაშია შესაძლებელი და ამისდაკვალად იესო ქრისტე გვწყალობს და გვაცხოვნებს. უფლის განცხადებას კი უცილობლად სდევს სრულყოფილი სიყვარული. რამეთუ უფალი იესო ქრისტეს გამოცხადება რომ არა ჩვენ არც რწმენა გვექნებოდა მისი, არც სიყვარული ვითარცა ჯერ არს. წმინდანის ეს პასუხი დღესაც აქტუალურია, რადგანაც ბევრი ისვე ამტკიცებს, რომ გწმინდანობა მხოლოდ სიკვიდილის შემდეგ არის შესაძლებელიო და სახარების ის მუხლებს, რომლებიც სხვა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ.ციტატა რატომ იყო, რომ ჩვენი წმინდა მამები უსმენდნენ ღმერთს, რომელიც წმინდა სახარების ენით ამბობს: გულისაგან გამოვლენ გულის სიტყუნი ბოროტნი, კაცის-კლუანი, მრუშებანი, სიძუანი, ცილის-წამებანი, გმობანი, ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა» (მათ. 15, 19-20). ისმენდნენ აგრეთვე სახარების სხვა ადგილსაც, რომელიც გვმოძღვრავს, რომ განვსწმინდოთ «შინაგანი იგი სასმენელისა».. .. რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა» (მათ. 23, 26), მათ დაუტევეს კიდეც ყველა დანარჩენი სულიერი ღვაწლი, ამ საქმეს შეუდგნენ, რამეთუ მისი წყალობით მსწრაფლ მოიხვეჭდნენ ყოველგვარ სიქველეს, უამისოდ კი, ვერცერთ სათნოებაში ვერ განმტკიცდებოდნენ. ამ სახის ღვაწლს წმინდა მამათაგან ერთნი უწოდებდნენ გულისმიერ მდუმარებას, მეორენი – ყურადღებას, ზოგნი სიფხიზლეს და გულისთქმებთან ჭიდილს, ზოგიც ზრახვათა გადასინჯვასა და გონების სიფრთხილეს. თითოეული მათგანი იყო საოცრად გავარჯიშებული და შეძლეს კიდეც ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა. სწორედ ამას გულისხმობს ეკლესიასტე, როდესაც ამბობს: «იხარებდი ჭაბუკი სიჭაბუკესა შინა შენსა, და რათა გნატრიდეს შენ გული შენი დღეთა შინა სიჭაბუკესა შენსა, და ვიდოდი გზათა შინა გულისა შენისათა უბიწოდ.» (ეკლეს. 11, 9). მსგავსი სიტყვები გვხვდება სხვაგანაც: «უკეთუ სული ხელმწიფების აღჳდეს შენ ზედა ადგილსა შენსა ნუ მოუტევებ» (ეკლეს. 10, 4). წმინდა სახარებაშიც ხომ გვეუბნება უფალი: «ნუცა განჰსცხრებითო» (ლუკ. 1, 29), ესეიგი, გონება აქეთ-იქით ნუ გაგეფანტებათო. კვლავ დაბეჯითებით იმეორებს! «ნეტარ-იყუნენ გლახაკნი სულითა» (მათ. 5,3), ანუ ბედნიერი არიან ადამიანები, რომელთაც არანაირი ამქვეყნიური გულისწადილი არ აღძვრიათ, ამსოფლიურ სულთქმათაგან განძარცვულთ. თითქმის ყველა წმინდა მამას ძალიან ბევრი დაუწერია ამის შესახებ. ვისაც სურს, დაე, წაიკითხოს მათი ნაწერები და თავად იხილავს. წაიკითხოს, თუ რას წერს მარკოზ მონაზონი, რა უთქვამს წმინდა იოანე კლემაქსს (კიბისაღმწერელს), ღირს ისიხს, ფილოთეოს სინაელს, აბბა ესაიას, ბარსონოფი დიდს და ბევრ სხვა წმინდა მამას. ციტატა მაშასადამე, თუკი გსურს პავლე მოციქულის პატივდება და ქება-დიდება მიბაძე მას და ეცადე გაეჯიბრო სარწმუნოებაში. აი მაშინ კი ჭეშმარიტად შეედრები პავლე მოციქულს, ისიც მიგიღებს, შეგიყვარებს და შეგივრდომებს ვითარცა მის კვალდაკვალ მავალს, მისი სწავლების დამფასებელს. უპატივცემულობას გამოიჩენდი ღვთაებრივი მოციქულის მიმართ, თუკი მიიჩნევდი, რომ მავანსაც არ ძალუძს შესწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც პავლე მოციქულმა მიაღწია, დაიხსომე, რომ ამით საკუთარი გადარჩენა გძაგს და დაუდევრად ეპყრობი იმას, რასაც მიაღწიე ცხოვრებაში, ხიბლში იგდებ თავს, უარყოფ პავლე მოციქულს და გაანაწყენებ. თუ გსურს დაგიმტკიცებ, რომ პავლე მოციქული, პატივდებული და სახელდებული იქნებოდა თუკი მას გადააჭარბებდი უფალთან სიახლოვესა და ამაღლებაში. აი, თავად პავლე მოციქულს მოუსმინე: «ვილოცევდ მე შეჩუენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვს, და ნათესავთა ჩემთა ხორციელთა». (რომ. 9,3). ხედავ, იგი მზად არის თავად დაშორდეს უფალს ოღონდ იხსნას სული მოყვასისა. შენ კი გაიძახი – პავლე მოციქულისათვის შეურაცხმყოფელია ჩემისთანა უბირის ლტოლვა ღვთაებრივი სიმაღლეებისკენო. ასე არ არის ჩემო ძმაო! წმინდანებს შური არა სჩვევიათ, არც გულისთქმები აწუხებთ და არც მიელტვიან დიდებასა და პატივს კაცთა. მათ, უფლის თაყვანისმცემლებსა და წმინდანებს მხოლოდ ერთი სწრაფვა, სურვილი, განცხრომა და ნეტარება აქვთ: უფლის ჭვრეტა. ხოლო ისინი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, განეშორებიან ორპირობას და ფარისევლობას, რამეთუ უფლის გარდა სააქაო ცხოვრების სიამტკბილობა მათ ცნობისწადილს არ აღუძრავს. არც ჩვეულებრივი მოკვდავი, არც ყოფითი საფიქრალ-საზრუნავი არ აინტერესებთ. არამედ თავისუფალი არიან კაცთათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისგან და გონება არ ეფანტებათ უამრავ წვრილმანებზე ფიქრში. სწორედ ამიტომ, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია სიცოცხლეში, ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს. აქ წმინდანი პირდაპირ ამბობს, რომ განწმენდილი ადამიანი აღარ დაეცემა და "ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს". გარდა ამისა, ამ ციტატაში ასევე კარგად ჩანს, რომ, როცა ვუარყოფთ პავლე მოციქულისნაირ (ან კიდევ, სიწმინდის საფეხურზე მასზე უფრო მაღლა მყოფ) წმინდანების არსებობას დღევანდელ დღეს, ამით ხიბლში ვიგდებთ თავს.ციტატა თუ ვინმეს სურს მოგვითხროს ამა თუ იმ სახლზე, მინდორზე, სასახლეზე ამა თუ იმ სანახაობაზე თავდაპირველად მან უნდა კარგად შეისწავლოს ყოველივე, საქმის ვითარებაში გაერკვეს და მერე მოგვითხროს ამის შესახებ. როგორ შეძლებს ის ადამიანი აღწეროს საგანი, რომელიც თვალითაც არ უხილავს არასოდეს. ამ საგნის შესახებ ხომ მას გონებაში არავითარი აზრი არ გააჩნია? აზრი არა აქვს, დამეთანხმებით, იმ საკითხზე ან საგანზე მსჯელობას, რომელიც თვალითაც არ გიხილავს არასოდეს. თუკი ამქვეყნიურ საგნებსა და მოვლენებზე ასეთი აზრი გაგვაჩნია, რომ თუკი საკუთარი თვალით არ გიხილავს ჭეშმარიტებას ვერასოდეს იტყვი, მაშინ რაღა ითქმის ღვთაებრივ საკითხებზე, წმინდანებსა და ღმერთზე? უკეთ რომ ვთქვათ რა მიმართებაში არიან წმინდანები უფალთან, რას ნიშნავს უფლის ჭვრეტა, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული წმინდანთა სულსა და გულში და ენითუთქმელი ზემოქმედების უნარი შესწევს. ვისაც უფლის ჭვრეტით თვალისმომჭრელი ნათელი არ უხილავს ვერც შეძლებს რაიმე თქვას ამ ნათელის შესახებ. ახლა ასეთი კითხვა ისმის: დღევანდელ ე.წ. "ღვთისმეტყველებს", როცა ნამდვილ ღვთისმეტყველებს (მამა გაბრიელის, მამა გიორგისა თუ მამა ნიკოლოზის მსგავსებს) უარყოფენ, დევნიან და დასცინიან, საკუთარი თვალებითა აქვთ ნანახი ჭეშმარიტება, როცა ღვთაებრივ საკითხებზე, ღმერთზე და წმინდანებზე "გვასწავლიან"?ციტატა ამგვარად, როდესაც ადამიანი თანდათანობით ეზიარება სრულქმნილებას და უფალს დაუახლოვდება, უფლის წყალობით გაისიგრძეგანებს მასზე გარდამოსულ მადლსა და წყალობას, რითაც ძველ წმინდანებთან საერთოს აღმოაჩენს და შერაცხავს საკუთარ თავს მათ შორის უკანასკნელად. აქ კიდევ ჩანს ის ცრუსწავლება, თითქოს წმინდანებმა არ იციან, რომ წმინდანები არიან, ან კიდევ, თითქოს წმინდანები უარყოფენ თავიანთ წმინდანობას. აშკარად ამბობს წმინდანი, რომ "შერაცხავს საკუთარ თავს მათ შორის უკანასკნელად". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი