IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდანობა
Ismail
პოსტი Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი #1


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ხოდა რა მაინტერესებს:

ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ...

ხოდა:

1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო;
თუ

2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს.
?


ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი?

მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა?


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest1
პოსტი Feb 26 2014, 11:54 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის სწავლებიდან:

ციტატა
თუ რამდენად ძალუძთ ადამიანებს იხილონ უფალი ამის შესახებ თავად იესო ქრისტეს მოვუსმინოთ: «ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ» (მათ. 5,8). ამაზე რაღას იტყოდი? თუმცა წინასწარ ვიცი რასაც მიპასუხებ: დიახ, მართლაც იხილავენ უფალს წმინდანი გულითა, მაგრამ არა სააქაო, არამედ საიქიო ცხოვრებაშიო, რამეთუ ვერ გირწმუნებია იმ მადლის არსებობა, რითაც უფალი თითოეულ ჩვენგანს ამწყალობლებს. არც მოუთმენლად ეშურები მიიღო ზეციური მადლი და იმქვეყნიური ცხოვრებისაკენ გაგირბის გული და გონება. მითხარ, ძვირფასო, როგორ შეძლებ იხილო უფალი იმქვეყნად, როდესაც აქ ვერ მოგიხერხებია ეს? თუკი უფალმა ბრძანა, რომ მხოლოდ წმინდა გულს ძალუძს მისი ჭვრეტა, მაშინ თითოეულ ჩვენგანს გულის განწმენდისთანავე ღმერთი შეუძლია იხილოს. თუკი ოდესმე შესძლებ გულის განწმენდას, დამერწმუნე, მყისვე იხილავ უფალს და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაშიც ეჭვი აღარასოდეს შეგეპარება. მაგრამ აზრადაც არ მოგსვლია გულისგანწმენდა და აბა, საიდან დაიჯერებდი, რომ ჭეშმარიტად არის შესაძლებელი უფლის ხილვა. მიპასუხე, არის თუ არა შესაძლებელი ამჯერად მაინც უფლის ჭვრეტა. თუ მეტყვი, რომ უფალს ჭვრეტენ მხოლოდ სიკვდილის შემდგომ, მაშინ იმაშიც უნდა დამეთანხმო, რომ გულისშემუსრვილება მხოლოდ სიკვდილის შემდგომ არის შესაძლებელი. ამრიგად, თუ დაგიჯერებ, უფლის ჭვრეტა არც სიკვდილამდე და არც სიკვდილის შემდეგ არ ყოფილა შესაძლებელი. რამეთუ სიკვდილის შემდგომ სათნოებებს ვეღარ ჩავიდენთ რათა მათი საშუალებით მაინც შევძლოთ გულისგანწმენდა. უფალი იესო ქრისტე კი აი, რას ამბობს: “რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი იგი არს, რომელსა უყუარ მე; ხოლო რომელსა უყუარდე მე, .. მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. (იოანე. 14,21). რას გულისხმობს უფალი იესო ქრისტე – აწმყო თუ მომავალ ცხოვრებას? რასაკვირველია აწმყოს, რაკიღა მცნებათა აღსრულება მხოლოდ სააქაო ცხოვრებაშია შესაძლებელი და ამისდაკვალად იესო ქრისტე გვწყალობს და გვაცხოვნებს. უფლის განცხადებას კი უცილობლად სდევს სრულყოფილი სიყვარული. რამეთუ უფალი იესო ქრისტეს გამოცხადება რომ არა ჩვენ არც რწმენა გვექნებოდა მისი, არც სიყვარული ვითარცა ჯერ არს.
წმინდანის ეს პასუხი დღესაც აქტუალურია, რადგანაც ბევრი ისვე ამტკიცებს, რომ გწმინდანობა მხოლოდ სიკვიდილის შემდეგ არის შესაძლებელიო და სახარების ის მუხლებს, რომლებიც სხვა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ.



ციტატა
რატომ იყო, რომ ჩვენი წმინდა მამები უსმენდნენ ღმერთს, რომელიც წმინდა სახარების ენით ამბობს: გულისაგან გამოვლენ გულის სიტყუნი ბოროტნი, კაცის-კლუანი, მრუშებანი, სიძუანი, ცილის-წამებანი, გმობანი, ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა» (მათ. 15, 19-20). ისმენდნენ აგრეთვე სახარების სხვა ადგილსაც, რომელიც გვმოძღვრავს, რომ განვსწმინდოთ «შინაგანი იგი სასმენელისა».. .. რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა» (მათ. 23, 26), მათ დაუტევეს კიდეც ყველა დანარჩენი სულიერი ღვაწლი, ამ საქმეს შეუდგნენ, რამეთუ მისი წყალობით მსწრაფლ მოიხვეჭდნენ ყოველგვარ სიქველეს, უამისოდ კი, ვერცერთ სათნოებაში ვერ განმტკიცდებოდნენ. ამ სახის ღვაწლს წმინდა მამათაგან ერთნი უწოდებდნენ გულისმიერ მდუმარებას, მეორენი – ყურადღებას, ზოგნი სიფხიზლეს და გულისთქმებთან ჭიდილს, ზოგიც ზრახვათა გადასინჯვასა და გონების სიფრთხილეს. თითოეული მათგანი იყო საოცრად გავარჯიშებული და შეძლეს კიდეც ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა. სწორედ ამას გულისხმობს ეკლესიასტე, როდესაც ამბობს: «იხარებდი ჭაბუკი სიჭაბუკესა შინა შენსა, და რათა გნატრიდეს შენ გული შენი დღეთა შინა სიჭაბუკესა შენსა, და ვიდოდი გზათა შინა გულისა შენისათა უბიწოდ.» (ეკლეს. 11, 9). მსგავსი სიტყვები გვხვდება სხვაგანაც: «უკეთუ სული ხელმწიფების აღჳდეს შენ ზედა ადგილსა შენსა ნუ მოუტევებ» (ეკლეს. 10, 4). წმინდა სახარებაშიც ხომ გვეუბნება უფალი: «ნუცა განჰსცხრებითო» (ლუკ. 1, 29), ესეიგი, გონება აქეთ-იქით ნუ გაგეფანტებათო. კვლავ დაბეჯითებით იმეორებს! «ნეტარ-იყუნენ გლახაკნი სულითა» (მათ. 5,3), ანუ ბედნიერი არიან ადამიანები, რომელთაც არანაირი ამქვეყნიური გულისწადილი არ აღძვრიათ, ამსოფლიურ სულთქმათაგან განძარცვულთ. თითქმის ყველა წმინდა მამას ძალიან ბევრი დაუწერია ამის შესახებ. ვისაც სურს, დაე, წაიკითხოს მათი ნაწერები და თავად იხილავს. წაიკითხოს, თუ რას წერს მარკოზ მონაზონი, რა უთქვამს წმინდა იოანე კლემაქსს (კიბისაღმწერელს), ღირს ისიხს, ფილოთეოს სინაელს, აბბა ესაიას, ბარსონოფი დიდს და ბევრ სხვა წმინდა მამას.




ციტატა
მაშასადამე, თუკი გსურს პავლე მოციქულის პატივდება და ქება-დიდება მიბაძე მას და ეცადე გაეჯიბრო სარწმუნოებაში. აი მაშინ კი ჭეშმარიტად შეედრები პავლე მოციქულს, ისიც მიგიღებს, შეგიყვარებს და შეგივრდომებს ვითარცა მის კვალდაკვალ მავალს, მისი სწავლების დამფასებელს. უპატივცემულობას გამოიჩენდი ღვთაებრივი მოციქულის მიმართ, თუკი მიიჩნევდი, რომ მავანსაც არ ძალუძს შესწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც პავლე მოციქულმა მიაღწია, დაიხსომე, რომ ამით საკუთარი გადარჩენა გძაგს და დაუდევრად ეპყრობი იმას, რასაც მიაღწიე ცხოვრებაში, ხიბლში იგდებ თავს, უარყოფ პავლე მოციქულს და გაანაწყენებ. თუ გსურს დაგიმტკიცებ, რომ პავლე მოციქული, პატივდებული და სახელდებული იქნებოდა თუკი მას გადააჭარბებდი უფალთან სიახლოვესა და ამაღლებაში. აი, თავად პავლე მოციქულს მოუსმინე: «ვილოცევდ მე შეჩუენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვს, და ნათესავთა ჩემთა ხორციელთა». (რომ. 9,3). ხედავ, იგი მზად არის თავად დაშორდეს უფალს ოღონდ იხსნას სული მოყვასისა. შენ კი გაიძახი – პავლე მოციქულისათვის შეურაცხმყოფელია ჩემისთანა უბირის ლტოლვა ღვთაებრივი სიმაღლეებისკენო. ასე არ არის ჩემო ძმაო! წმინდანებს შური არა სჩვევიათ, არც გულისთქმები აწუხებთ და არც მიელტვიან დიდებასა და პატივს კაცთა. მათ, უფლის თაყვანისმცემლებსა და წმინდანებს მხოლოდ ერთი სწრაფვა, სურვილი, განცხრომა და ნეტარება აქვთ: უფლის ჭვრეტა. ხოლო ისინი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, განეშორებიან ორპირობას და ფარისევლობას, რამეთუ უფლის გარდა სააქაო ცხოვრების სიამტკბილობა მათ ცნობისწადილს არ აღუძრავს. არც ჩვეულებრივი მოკვდავი, არც ყოფითი საფიქრალ-საზრუნავი არ აინტერესებთ. არამედ თავისუფალი არიან კაცთათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისგან და გონება არ ეფანტებათ უამრავ წვრილმანებზე ფიქრში. სწორედ ამიტომ, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია სიცოცხლეში, ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს.
აქ წმინდანი პირდაპირ ამბობს, რომ განწმენდილი ადამიანი აღარ დაეცემა და "ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს". გარდა ამისა, ამ ციტატაში ასევე კარგად ჩანს, რომ, როცა ვუარყოფთ პავლე მოციქულისნაირ (ან კიდევ, სიწმინდის საფეხურზე მასზე უფრო მაღლა მყოფ) წმინდანების არსებობას დღევანდელ დღეს, ამით ხიბლში ვიგდებთ თავს.



ციტატა
თუ ვინმეს სურს მოგვითხროს ამა თუ იმ სახლზე, მინდორზე, სასახლეზე ამა თუ იმ სანახაობაზე თავდაპირველად მან უნდა კარგად შეისწავლოს ყოველივე, საქმის ვითარებაში გაერკვეს და მერე მოგვითხროს ამის შესახებ. როგორ შეძლებს ის ადამიანი აღწეროს საგანი, რომელიც თვალითაც არ უხილავს არასოდეს. ამ საგნის შესახებ ხომ მას გონებაში არავითარი აზრი არ გააჩნია? აზრი არა აქვს, დამეთანხმებით, იმ საკითხზე ან საგანზე მსჯელობას, რომელიც თვალითაც არ გიხილავს არასოდეს. თუკი ამქვეყნიურ საგნებსა და მოვლენებზე ასეთი აზრი გაგვაჩნია, რომ თუკი საკუთარი თვალით არ გიხილავს ჭეშმარიტებას ვერასოდეს იტყვი, მაშინ რაღა ითქმის ღვთაებრივ საკითხებზე, წმინდანებსა და ღმერთზე? უკეთ რომ ვთქვათ რა მიმართებაში არიან წმინდანები უფალთან, რას ნიშნავს უფლის ჭვრეტა, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული წმინდანთა სულსა და გულში და ენითუთქმელი ზემოქმედების უნარი შესწევს. ვისაც უფლის ჭვრეტით თვალისმომჭრელი ნათელი არ უხილავს ვერც შეძლებს რაიმე თქვას ამ ნათელის შესახებ.
ახლა ასეთი კითხვა ისმის: დღევანდელ ე.წ. "ღვთისმეტყველებს", როცა ნამდვილ ღვთისმეტყველებს (მამა გაბრიელის, მამა გიორგისა თუ მამა ნიკოლოზის მსგავსებს) უარყოფენ, დევნიან და დასცინიან, საკუთარი თვალებითა აქვთ ნანახი ჭეშმარიტება, როცა ღვთაებრივ საკითხებზე, ღმერთზე და წმინდანებზე "გვასწავლიან"?



ციტატა
ამგვარად, როდესაც ადამიანი თანდათანობით ეზიარება სრულქმნილებას და უფალს დაუახლოვდება, უფლის წყალობით გაისიგრძეგანებს მასზე გარდამოსულ მადლსა და წყალობას, რითაც ძველ წმინდანებთან საერთოს აღმოაჩენს და შერაცხავს საკუთარ თავს მათ შორის უკანასკნელად.
აქ კიდევ ჩანს ის ცრუსწავლება, თითქოს წმინდანებმა არ იციან, რომ წმინდანები არიან, ან კიდევ, თითქოს წმინდანები უარყოფენ თავიანთ წმინდანობას. აშკარად ამბობს წმინდანი, რომ "შერაცხავს საკუთარ თავს მათ შორის უკანასკნელად".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Ismail   წმინდანობა   Oct 4 2008, 02:08 PM
KAIROS   შედეგი... არიან ბევ...   Oct 4 2008, 04:24 PM
თამარი_ცქნაფო   შედეგი... არიან ბევ...   Oct 4 2008, 04:27 PM
staywhite   და კიდევ, შეცდომა თ...   Oct 4 2008, 04:34 PM
KAIROS   მე მგონი სადღაც აქ ...   Oct 4 2008, 05:06 PM
staywhite   KAIROS მადლობთ. უბრალო...   Oct 4 2008, 05:34 PM
KAIROS   საკმაოდ კარგი არგ...   Oct 4 2008, 08:33 PM
ნაინა   KAIROS იცი რა მაინტერე...   Oct 4 2008, 08:40 PM
KAIROS   ერთერთს მაინც... თუმ...   Oct 4 2008, 08:42 PM
ნაინა   KAIROS ძალიან კარგი, მა...   Oct 4 2008, 08:44 PM
Ismail   პიროვნება, რომელიც...   Oct 6 2008, 02:56 PM
კანუდოსელი   staywhite ქრისტესთვის? ა...   Oct 6 2008, 04:09 PM
თამარი_ცქნაფო   staywhite ქრისტესთვის? ა...   Oct 6 2008, 06:14 PM
staywhite   კანუდოსელი არ ვიც...   Oct 6 2008, 07:55 PM
vladimer_g   შეიძლება ვთქვათ რო...   Oct 20 2008, 10:46 PM
MR.NOE   წმინდანად აღიარებ...   Dec 22 2008, 03:44 PM
egri3   MR.NOE ილია ჭავჭავაძე ...   Dec 26 2008, 02:27 PM
MR.NOE   [b]MR.NOE ილია ჭავჭავაძ...   Jan 11 2009, 07:16 PM
KAIROS   :) ახალი "ბომბი" :)...   Dec 28 2008, 01:16 PM
თამარ   როგორ ფიქრობთ, წმი...   Jan 8 2009, 04:48 PM
კანონისტი   თამარ ჯერ ერთი, ეს ...   Jan 8 2009, 05:04 PM
guest1   1) სიციცხლეში წმინდ...   Feb 25 2014, 10:02 AM
egri3   KAIROS რა გააკეთეს ეკლ...   Jan 8 2009, 06:10 PM
თამარ   egri3 :) ფრიად დაგვიანე...   May 31 2010, 01:59 PM
A.V.M   guest1 რომ დააკონკრეტ...   Feb 25 2014, 05:47 PM
guest1   A.V.M პირველად ეს ვნა...   Feb 26 2014, 03:45 AM
guest1   A.V.M მე ღვთისმეტყვე...   Feb 26 2014, 05:40 AM
guest1   აი რას ნიშნავს ცნე...   Feb 26 2014, 06:10 AM
guest1   სვიმონ ახალი ღვთის...   Feb 26 2014, 11:54 AM
A.V.M   guest1 მაქვს წაკითხულ...   Feb 27 2014, 01:10 AM
guest1   A.V.M კი ვიცი.   Feb 27 2014, 02:38 AM
A.V.M   რაც შეეხება დავითი...   Feb 27 2014, 04:05 AM
guest1   A.V.M დავით მეფის ბუნე...   Feb 27 2014, 01:17 PM
A.V.M   guest1 თავი დავანებოთ ...   Feb 28 2014, 01:03 AM
guest1   A.V.M მართლმადიდებელ...   Feb 28 2014, 07:21 AM
guest1   A.V.M რატომ არის წარმო...   Feb 28 2014, 07:50 AM
guest1   KAIROS უმტკიცებდა ხალხ...   Feb 28 2014, 12:29 PM
afxazi   guest1 ციტატა რატომ არ...   Feb 28 2014, 12:55 PM
guest1   afxazi მე რამოდენიმეჯ...   Feb 28 2014, 01:36 PM
afxazi   guest1 აბსოლუტურდ არა...   Feb 28 2014, 03:14 PM
A.V.M   guest1 ხოდა თუ მართლმა...   Mar 1 2014, 12:01 AM
guest1   A.V.M მე შენთვის არ მო...   Mar 1 2014, 01:29 AM
A.V.M   guest1 ეკლესიისათვის ი...   Mar 1 2014, 01:50 AM
guest1   A.V.M მე ვერ დავინახე ...   Mar 9 2014, 03:19 AM
A.V.M   guest1 ეს უკვე საკმარი...   Mar 9 2014, 10:42 PM
guest1   A.V.M რამოდენიმეჯერ ა...   Mar 10 2014, 07:37 AM
†სერგი†   არ მინდა გადავიკით...   Mar 10 2014, 12:13 AM
A.V.M   †სერგი† ძმობაში , ა...   Mar 10 2014, 12:28 AM
guest1   ნიკიტა სტითატი, ბი...   Mar 12 2014, 09:49 AM
A.V.M   guest1 მე ნუღარ მომნიშ...   Mar 13 2014, 01:23 AM
guest1   A.V.M პირველ რიგში, მე ...   Mar 13 2014, 07:44 AM
guest1   ფილოკალიაში აბა ფი...   Mar 15 2014, 11:52 PM
A.V.M   guest1 ქმნილების ბუნე...   Mar 17 2014, 01:00 AM
guest1   A.V.M guest1 ეგ წმინდანს უ...   Mar 17 2014, 09:53 AM
A.V.M   guest1 მადლობა გულმოწ...   Mar 17 2014, 11:59 PM
guest1   ფილოკალიაში, წმინდ...   Mar 24 2014, 01:34 AM
guest1   ქრისტე აღსდგა ყვე...   Apr 23 2014, 08:48 PM
marine   "მართლმადებლობა...   Jan 11 2015, 09:23 PM
sanfol   marine გასაგებია ანუ წ...   Jan 12 2015, 01:11 PM
marine   "ღმერთი არ დაუშვე...   Feb 15 2015, 08:03 PM
marine   "წმინდანნი სიცოც...   Feb 23 2015, 08:43 PM
marine   "ღმერთზე საუბარი ...   Apr 24 2015, 09:57 PM
marine   "[ნეტარი სამსონი] ...   May 15 2015, 03:44 PM
marine   "[ნეტარი სამსონი] ...   May 15 2015, 04:18 PM
marine   "წმინდანებისა და ...   Jun 13 2015, 03:28 PM
marine   "წმინდანობა იოლი ...   Jun 17 2015, 11:16 AM
marine   „წმინდა მამებმა ს...   Jun 17 2015, 11:42 AM
marine   "იგი სულით და ხორ...   Jun 17 2015, 05:50 PM
marine   "ბერები დაკრძალვ...   Jun 17 2015, 09:22 PM
marine   "იგი [წმ. ეფრემ ასუ...   Jun 19 2015, 10:04 PM
marine   "მისთვის უცხო იყო...   Jul 24 2015, 11:03 PM
marine   "[ღირსი სერაპიონ ...   Jul 29 2015, 08:39 PM
marine   "წმინდანია ის, ვი...   Aug 6 2015, 01:34 PM
marine   "წმინდანებს როცა ...   Aug 19 2015, 05:32 PM
marine   "რამდენი მთავარი ...   Sep 5 2015, 09:36 PM
marine   [ღირსი პაისი ათონე...   Sep 7 2015, 04:22 PM
marine   "როცა წმინდანები ...   Sep 8 2015, 09:00 PM
marine   "მართალი ეწოდება ...   Sep 9 2015, 01:51 PM
marine   "შინაგანად სიმშვ...   Sep 9 2015, 08:18 PM
marine   "თვით წმინდანები...   Sep 14 2015, 03:44 PM
marine   "ათონელები თვლია...   Sep 14 2015, 06:06 PM
marine   "ხშირად, როცა ხელ...   Sep 15 2015, 10:06 PM
marine   "წმინდანობის დაფ...   Sep 23 2015, 10:46 PM
marine   "წმინდანი იხსენი...   Sep 29 2015, 07:28 PM
marine   "ის, ვინც ღვთისა დ...   Sep 29 2015, 10:40 PM
marine   „სამუელის დედის, ა...   Sep 29 2015, 11:24 PM
marine   "იმ წუთიდან წმინდ...   Sep 30 2015, 01:05 PM
marine   „სახეზე ანგელოზებ...   Sep 30 2015, 01:19 PM
marine   "წმინდანი ღმერთს ...   Sep 30 2015, 06:50 PM
marine   "[ღირსი ალვიპი მე...   Sep 30 2015, 07:18 PM
marine   "მდუმარების აღთქ...   Sep 30 2015, 07:40 PM
marine   "შენ კი გამხნევდი...   Sep 30 2015, 10:01 PM
marine   "[წმ. მართალი მართ...   Sep 30 2015, 11:02 PM
marine   „ნეტარი სვიმეონი [...   Oct 1 2015, 11:26 AM
marine   "[წმ. ამბროსი მედი...   Oct 1 2015, 06:10 PM
marine   "სასოწარკვეთას ა...   Oct 1 2015, 06:27 PM
marine   "დიდი დიონისე არე...   Oct 5 2015, 11:40 AM
marine   "რათა ყველას სცოდ...   Oct 8 2015, 10:28 PM
marine   "ის სხეულის თითოე...   Oct 9 2015, 10:50 PM
marine   "ამგვარად, მღვდელ...   Oct 18 2015, 08:04 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 01:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი