IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღვინის ისტორია და კულტურა, ქართული და უცხოური ღვინის ნაწარმი
sable
პოსტი Oct 9 2009, 01:53 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ეს თემა ეხება ღვინის კულტურასა და მის ისტორიას!

თუ საიდან წარმოიშვა!

როდის წარმოიშვა!

როგორი გავრცელება ჰპოვა!

რა ადგილი უკავია სხვადასხვა კულტურაში!

ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოში!

ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოს გარეთ!


აბა იქტიურეთ იმათმა ვისაც ღვინო მოსწონს, ღვინის დალევა არ არის მარტო საქმე ღვინო უნდა იცოდე კიდეც, ყველა ასპექტში მითუმეტეს ქართველმა კაცმა!

აბა კიდევ ერთხელ, ველი ცოდნის გაზიარებას მე ნალ-ნელა დავდებ მასალებს იმ თემების შესახებ რაც ზემოთ დავწერე.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Lego
პოსტი Feb 27 2014, 11:45 AM
პოსტი #2


ირადონ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 418
რეგისტრ.: 10-October 07
მდებარ.: მეზობელთან
წევრი № 2,940



“არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ, როგორც საქართველოში. ისევე, როგორც კოლხეთში, აქაც ვაზები ხეებზეა გაშენებული…”

ღვინის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. საქართველოში მეღვინეობის განვითარებამ პიკს ოქროს ხანაში მიაღწია. ყურძენი როგორ დაიწყო საქართველოში ღვინის წარმოება, ვინ ააშენა პირველად მარანი და რა გზა გაიარა ქართულმა მეღვინეობამ? ამის შესახებ “ამბიონს” ენოლოგი გიორგი სამანიშვილი ესაუბრა:

“ღვინის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანმა ვაზის ნაყოფი არამხოლოდ გასინჯა, არამედ მის მოშინაურებას, შერჩევას მიჰყო ხელი. ეს დაახლოებით 10 000 წლის წინ იყო, როდესაც ბოლო გამყინვარება დამთავრდა და ის კლიმატი ჩამოყალიბდა, რაც დღეს დედამიწაზეა. როცა ადამიანმა ვაზის ნაყოფის დადუღების პროცესი აღმოაჩინა, ტყეში მისი მოპოვების ნაცვლად თავის საცხოვრებელთან ახლოს გადმოიტანა. შეარჩია კარგი ჯიში და მოხდა ვაზის გაკულტურება. გვაქვს ველური და გაკულტურებული ვაზი, რაც მევენახეობაში გამოიყენება. ვაზი მცოცავი მცენარეა, აქედან გამომდინარე, საყრდენი სჭირდება. მისი საყრდენი ხე იყო. როდესაც ადამიანმა საცხოვრებელთან ახლოს გამდოიტანა ხეზე აუშვა. როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით ჩვ.წ.-მდე I-II ათასწლეულიდან რკინის იარაღები უკვე გამოჩნდა და დაიწყო გასხვლა. იმ პერიოდისთვის არქეოლოგებს სასხლავი იარაღები აღმოჩენილი აქვთ. ადამიანი იწყებს ფორმის მიცემას, ზედმეტი ტოტების მოჭრას და უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, დაბალ საყრდენზე აშვებას.


როგორც ყველა მეცნიერი თანხმდება, ვაზის მოშინაურების პროცესი და ღვინის წარმოება მოხდა სამხრეთ კავკასიის, დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთისა და დასავლეთ ირანის ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ყველაზე ძველი დამადასტურებელი გახლავთ საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის კურკები, ანუ წიპწები, რომელიც ჩვ.წ.აღ.-მდე 5-6 ათასი წლით დათარიღებულ საცხოვრებლებში ენეოლითის ხანაში იპოვეს. წიპწის ფორმა აჩვენებს, რომ ეს გაკულტურებული ვაზის წიპწაა. ანუ იმ პერიოდისთვის ვაზი უკვე გაკულტურებული გახლდათ.
მეღვინეობის განვითარების პიკი იყო ოქროს ხანაში, XII-XIII საუკუნეში. ამ პერიოდისთვის ვარძიაში უამრავი საწნახელი, ქვევრი არსებობდა, ტერასებზე იყო ვენახები გაშენებული. თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე ყველა, ვინც კი საქართველოში ჩამოსულა, აღწერს, რომ ვაზი მთელ ტყეებშია და ამის პარალელურად ხალხს აქვს უკვე დაბლარად გაშენებული გაკულტურებული ვაზი.

XVII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ჟან შარდენი იყო ჩამოსული. მან კარგად აღწერა საქართველო. მისი სტუმრობა ომების პერიოდს დაემთხვა.

აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთის შემადგენლობაში შედიოდა, დასავლეთ საქართველო “დამოუკიდებელი” იყო. იმერეთში იმ დროისათვის ყველაზე ცუდი პერიოდი გახლდათ. დასავლეთის ღვინის გასინჯვისას აღნიშნა: დაყენება რომ იცოდნენ, კარგი ღვინო ექნებოდათო. აქ ჩანს, რომ მოუვლელი ღვინო დაალევინეს. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ის სამეგრელოში ჩავიდა, ომი იყო გურიასა და სამეგრელოს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლ-კახეთში რომ გადმოვიდა, მაშინ კი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა:

“… დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, წლის არცერთ დროს არ შეიძლება ამაზე უკეთესად ჭამოს და სვას ადამიანმა.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ, როგორც აქ (საქართველოში). ისევე, როგორც კოლხეთში, აქაც ვაზები ხეებზეა გაშენებული. მეფეთა სასმელად თბილისიდან ღვინო დიდი რაოდენობით გააქვთ სომხეთში, მიდიასა და ისფაჰანში”.

ამ პერიოდისთვის აღმოსავლეთ საქართველოში უკვე სიწყნარე სუფევდა. სპარსეთს დათმობილი ვყავდით, ომი არ იყო, ხალხს მუშაობა შეეძლო. ქვევრი ქვეყანაში მშვიდობიანობის დროს ვენახები ყვაოდა და ღვინოც კარგი გახლდათ. როდესაც ქვეყანა ძლიერდებოდა, მევენახეობაც ვითარდებოდა და პირიქით. დაღმასვლა მევენახეობაზეც აისახებოდა.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გავხდით. რუსეთის იმპერიაში 20-იანი წლებიდან სიმშვიდე იყო და რუსეთი ხელს უწყობდა მევენახეობის განვითარებას, რითაც ცდილობდა, ევროპას დაახლოებოდა და საკუთარი წარმოება განევითარებინა.

XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ყველა თავადმა თავისი ღვინის წარმოება დაიწყო. ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა გააშენა ვენახი, გონივრულად მიუდგა და დაგეგმა. როგორც აღწერენ, იმდროინდელი მასშტაბით დიდი მარანი ააშენა წინანდალში. ალექსანდრე ჭავჭავაძის წამოწყებული საქმე მისმა შვილმა გააგრძელა. XIX საუკუნის 80-იან წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძის მთელი მამული იმპერატორის საკუთრებაში გადავიდა. 80 –იან წლებში მარანი უფრო გააფართოვეს, უცხოეთიდან სპეციალისტები ჩამოიყვანეს და ძალიან განავითარეს. ღვინო წინანდალი, მუკუზანისა და ნაფარეულის წარმოება ალექსანდრე ჭავჭავაძემ 30-ინი წლებიდან დაიწყო. ალექსანდრე ჭავჭავაძის საქმე გაგრძელდა და ეს ღვინოები დღესაც არსებობს.

20 –იან წლებში, როდესაც გურია “დამოუკიდებელი” იყო, ნიკო მარის მამამ- იაკობ მარმა, რომელიც შოტლანდიელი გახლდათ, დაიწყო გურული ჯიშების წარმოება და რუსეთის ბაზარზეც გაჰქონდა ექსპორტზე, თუმცა ეს საქმე არ გაგრძელებულა გურიაში არეულობის გამო.

70-იანი წლების ბოლოს მუხრანში ბაგრატიონ მუხრანელმა დაიწყო ღვინის წარმოება, ჰქონდა ვენახები. ყველა არქმევდა იმ ადგილის სახელს, სადაც ღვინოს აწარმოებდა. ალექსანდრე ჭავჭავაძე აწარმოებდა წინანდალს, მუკუზანს, ნაფარეულს. მისი გარდაცვალების შემდგომ უკვე -თელიანსაც.

ბაგრატიონ მუხრანელმა მუხრანში დიდი სასახლე და კარგად დაგეგმილი მარანი ააშენა, როგორც აღწერენ, ბევრ სხვადასხვა ღვინოსთან ერთად რუსეთის იმპერიაში პირველმა დაიწყო ცქრიალა ღვინის წარმოება. დღეს ბაგრატიონ მუხრანელის ამ საქმეს ორი ცნობილი კომპანია აგრძელებს: ”ბაგრატიონი 1882” და “შატო მუხრანი”. მუხრანში ქსნისა და არაგვის ხეობებს შორის გახლავთ მუხრანის ველი, სადაც სასახლეც არის და მარანიც.

ბაგრატიონ მუხრანელი რუსეთის იმპერიაში გენერალი და საკმაოდ დაფასებული თავადი გახლდათ.

დავით სარაჯიშვილი სერიოზული მოვლენა იყო კონიაკის წარმოებაში. ეს გახლდათ პირველი სერიოზული სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია. სარაჯიშვილმა უცხოეთში მიიღო განათლება და როდესაც ჩამოვიდა, კარგად დაგეგმა ეს ბიზნესი, ამის გარდა, ბევრი კეთილი საქმე გააკეთა ქვეყნისათვის… ის გახლდათ მეცენატი, ქველმოქმედი და ა.შ. მისი წამოყებული საქმე, სარაჯიშვილის კომპანია ძალიან რეზონანსული გახლდათ და დღესაც მაღალი ხარისხითა და რეპუტაციით სარგებლობს.

XIX საუკუნეში გაჩნდა ვაზის დაავადებები. ამერიკის კონტინეტიდან გადმოვიდა ჭრაქი, ნაცარი და ფილოქსერა, რის შემდეგაც ვენახის შეწამვლა გახდა საჭირო, მანამდე ვენახი არ იწამლებოდა. ახლა აუცილებელია ნერგის დამყნობა. თუ არ შეწამლე ვენახი, გახმება. ამის გამო გადაშენდა ველური ვაზი, რაც ტყეში იყო. მხოლოდ მცირე მათგანი შემორჩა.

XIX საუკუნეში მევენახეობა ინერციით გრძელდებოდა, შემდეგ არეულობა დაიწყო- პირველი მსოფლიო ომი, რევოლუცია და ისევ დაეცა. მეორედ 20-იანი წლების ბოლოს აღორძინდა. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიქმნა ორგანიზაცია სამტრესტი, შექმნეს მევენახეობა მეღვინეობის აღორძინების მიზნით. მის მფლობელობაში შევიდა და სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა ყველა მარანი. სამტრეტი იყო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ყველა ქარხანას მართავდა და მის მენეჯმენტს განახორციელებდა. უცხოეთში განათლებული ხალხი, მეცნიერები მუშაობდნენ, ჭკვიანურად დაგეგმეს და ყველა იმ ღვინის წარმოება განაგრძეს იმავე დასახელების ქვეშ, რაც XIX საუკუნეში იწარმოებოდა: წინანდალი, მიკუზანი, ნაფარეული, მუხრანული, სვირი და ა.შ. უბრალოდ სახელმწიფო ფლობდა ამ ყველაფერს. ასევე, დაუმატეს ახალი დასახელებები. მაგალითად, რუისპირში კარგი მწვანე მოდიოდა, გამოუშვეს “რუისპირის მწვანე”. “მანავის მწვანე” დღესაც არსებობს, “ენისელი” -თეთრი და წითელი ღვინოები. ეს ის პერიოდია, როდესაც საფრანგეთში ადგილწარმოშობის დასახელებები იქმნება 30-იან წლებში. საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთში პარალელურად აწყობდნენ ამ სისტემას: ღვინოს რომ უნდა ერქვას თავისი ადგილის სახელი, ჯიში რომ ადგილთან არის დაკავშირებული და ა.შ.

საბჭოთაკავშირის დროს ერთი მფლობელი ჰყავდა, მოსკოვიდან იმართეობდა და რაოდენობაზე გადავიდა ორიენტაცია და არა ხარისხზე. დაახლოებით 60-იანი წლებიდან ხარისხმა დაიწია. იმ პერიოდისთვის საუკეთსო იყო ის ღვინო საბჭოთაკავშირში, მაგრამ არასწორი მიმართულება მიიღეს. 70-იანების ბოლოს უკვე ძალიან შეელახა რეპუტაცია ზოგადად ღვინოს. თუმცა ქართული ღვინო ყოველთვის ელიტარული გახლდათ საბჭოთა კავშირის ღვინოებს შორის. 80-90-იან წლებში არეულობა და ომი დაერთო და საბჭოური სისტემა დაიშალა. 90-იანებიდან ორიენტაცია ხარისხზე შემობრუნდა იქიდან გამომდინარე, რომ კერძო მფლობელებზეა ღვინის ბიზნესი ორიენტირებული, ლოგიკურია ხარისხზე ორიენტირი გაყიდვის თვალსაზრისით.

2000 წლებიდან ბევრი კომპანია შეიქმნა, ფული ჩაიდო, საკუთარი ვენახები გაჩნდა, რამაც ღვინის ხარისხი ასწია, ახალ მარნებთან ერთად ძველიც ააღორძინეს. დღეს რაც კომპანიები გვაქვს, მათი ძირითადი ნაწილი 2000 წელს შეიქმნა. 2006 წელს იყო ბოლო, ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული დარტყმა რუსეთის ემბარგო ქართულ ღვინოზე, რუსეთში ქართული ღვინის 80%-ზე მეტი გადიოდა. რუსეთის ბაზარს სხვა ბაზარი ვერ ჩაანაცვლებდა, მაგრამ ნელ-ნელა ფართოვდებოდა ჩვენი საექსპორტო ქვეყნების არეალი და დიდი დარტყმის მიუხედავად, სხვა ქვეყნები განვავითარეთ. აარსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის ბაზრის გახსნას ქართული ღვინის ფალსიფიცირება მოჰყვება და იქვე დაიწყებენ ჩამოსხმას, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის საინტერესოა, ტრადიციული, ახლო, მეზობელი, რომელსაც ვიცნობთ, რუსეთშიც არის კარგი და ცუდი ღვინის მომხმარებელი. იქ ყოველთვის იყო და ახლაც იქნება ხარისხიანი ღვინის ნიშა. ეს, რა თქმა უნდა, არ ღირს დამოუკიდებლობის გაცვლად, მაგრამ როგორც ბაზარი საინტერესოა”.


--------------------
[i]და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,
მე დღეს არ ვნაღვლობ დაე ვცდებოდე
ავადმყოფ სულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე[/i]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sable   ღვინის ისტორია და კულტურა   Oct 9 2009, 01:53 AM
KAIROS   ღვინის დალევის კუ...   Oct 9 2009, 02:10 AM
sable   ღვინის დალევის კუ...   Oct 9 2009, 02:31 AM
KAIROS   ვერ დაგეთანხმები......   Oct 9 2009, 03:16 AM
sable   ვერ დაგეთანხმები......   Oct 9 2009, 03:26 AM
KAIROS   ახლა კარგად უნდა გ...   Oct 9 2009, 03:34 AM
sable   ახლა კარგად უნდა გ...   Oct 9 2009, 03:41 AM
KAIROS   ინგლისური ვიკიპედ...   Oct 9 2009, 09:27 AM
KAIROS   გერმანულში ძალიან ...   Oct 9 2009, 09:43 AM
sable   ღვინის სამშობლოზე ...   Oct 9 2009, 03:36 PM
ქევანა   ეს თემა როგორ მივი...   Jul 1 2010, 03:49 PM
marine   „სიტყვა „პურ-მარილ...   Nov 18 2013, 03:38 PM
A.V.M   ისე , აბრაამთანაა ძ...   Nov 19 2013, 01:30 AM
marine   ისე , აბრაამთანაა ძ...   Nov 19 2013, 01:31 PM
G_saxva   marine ძველი აღთქმა რო...   Nov 19 2013, 01:43 PM
marine   marine ძველი აღთქმა რო...   Nov 19 2013, 01:51 PM
A.V.M   2. თვალი აახილა და ხ...   Nov 20 2013, 02:18 AM
marine   A.V.M მადლობა, გურამ, ს...   Nov 20 2013, 01:26 PM
marine   "მრავალი ერი აღიხ...   Nov 20 2013, 04:58 PM
marine   "ფერეიდანში ვაზი...   Dec 26 2013, 01:59 PM
marine   "ბაღოსნობა და ღვი...   Jan 14 2014, 01:30 PM
marine   "ვენახის, ღვინისა...   Jan 15 2014, 11:45 AM
Lego   “არ არსებობს ქვეყა...   Feb 27 2014, 11:45 AM
marine   „ჩვეულებრივ ქართვ...   Mar 6 2014, 11:03 AM
marine   * * * "მსოფლიო ბანკი...   Mar 25 2014, 01:19 PM
marine   "ქართულ სუფრაზე, ...   Jan 16 2015, 01:47 PM
marine   "ერთი ჰოლანდიელი ...   Feb 6 2015, 08:32 PM
marine   "რაც ქართველ კაცს...   Feb 10 2015, 06:56 PM
marine   "ღვინო საქართველ...   Feb 10 2015, 07:15 PM
marine   ქვევრის ღვინო და ქ...   Feb 15 2015, 04:40 PM
marine   "ღვინო იმისთვის მ...   Feb 16 2015, 08:34 PM
marine   ვაზის სხვლა ვაზის ...   Mar 7 2015, 03:27 PM
marine   "არასწორმა ცხოვრ...   Apr 21 2015, 07:31 PM
marine   "როცა გაიგო ვენა...   Apr 24 2015, 10:22 PM
marine   "ერთხელ, თბილისში...   Apr 29 2015, 02:28 PM
marine   "ქართულიდანაა გა...   Apr 30 2015, 08:08 PM
marine   http://news.ge/ge/news/story/135893-iberii...bi-tr...   May 26 2015, 11:28 PM
marine   "კახეთი - საქართვ...   Jun 27 2015, 03:36 PM
marine   დიდუბის რაიონის გა...   Jul 23 2015, 02:50 PM
marine   ისევ ქართული ჭრილო...   Jul 29 2015, 03:17 PM
marine   "ვაზის მრგველთან ...   Jul 30 2015, 03:42 PM
marine   "ოდეს მაშვრალს მო...   Aug 3 2015, 10:04 PM
marine   http://s019.radikal.ru/i611/1508/5e/7d44097fde02.j...   Aug 7 2015, 08:53 PM
marine   "სტრიქონში ყურძე...   Aug 9 2015, 08:21 PM
marine   თელავის რაიონის სო...   Aug 15 2015, 10:03 PM
marine   http://s012.radikal.ru/i319/1508/4b/9d70eef86864.j...   Aug 21 2015, 06:20 PM
marine   "ერთგულების უღელ...   Aug 24 2015, 11:09 PM
marine   http://s019.radikal.ru/i619/1509/67/b1fa16a41825.j...   Sep 2 2015, 11:52 AM
marine   http://s018.radikal.ru/i504/1509/af/02fbeb084d73.j...   Sep 4 2015, 11:09 PM
marine   *** და როგორც გაკრეფ...   Sep 5 2015, 11:50 AM
marine   შემოდგომა კაცს რო...   Sep 7 2015, 09:26 PM
marine   ..ვაზო!... ვაზო!..გა...   Sep 8 2015, 11:30 PM
marine   http://s017.radikal.ru/i410/1509/ab/170d75399f56.j...   Sep 14 2015, 04:14 PM
marine   http://s020.radikal.ru/i707/1509/69/460c99ba6ffa.j...   Sep 14 2015, 07:33 PM
marine   http://s019.radikal.ru/i638/1509/b7/badf05a96d8c.j...   Sep 15 2015, 10:21 PM
marine   ვენახი ( ვ-ენა-ხის) ა...   Sep 15 2015, 11:15 PM
marine   "რაც შეიძლება მცი...   Sep 18 2015, 08:24 PM
marine   "კალისტრატე ცინც...   Sep 20 2015, 09:15 PM
marine   "კითხვაზე - შეიძლ...   Sep 23 2015, 11:00 PM
marine   http://s008.radikal.ru/i306/1510/46/54eecd5a844f.j...   Oct 2 2015, 02:12 PM
marine   http://s015.radikal.ru/i332/1510/42/7d3981981141.j...   Oct 3 2015, 12:34 PM
marine   "ერთხელ, მონასტერ...   Oct 8 2015, 10:40 PM
marine   http://www.vinoge.com/degustacia/Rvinis-dR...eobis...   Oct 26 2015, 09:20 PM
marine   http://i057.radikal.ru/1510/f0/bb12e06f7176.jpg /...   Oct 27 2015, 02:26 PM
marine   "სვეტიცხოვლის კე...   Nov 9 2015, 11:04 PM
marine   კრახუნა – იმერული ...   Nov 19 2015, 09:31 PM
marine   http://www.shin.ge/index.php?option=com_co...iebi...   Nov 20 2015, 11:39 AM
marine   "...ახლადმოქცეულმ...   Dec 2 2015, 11:36 AM
marine   ღვინო და ქრისტიანუ...   Dec 31 2015, 01:08 PM
marine   "აქვე [ერკეთის დე...   Jan 4 2016, 08:48 PM
marine   "ღვინო სითხეა და ...   Jan 10 2016, 01:38 PM
marine   ბრაზილიური ყურძნი...   Feb 4 2016, 09:34 PM
marine   "ფსალმუნი 1 [იკითხ...   Feb 8 2016, 05:45 PM
marine   "ქრისტიანებისთვ...   Feb 12 2016, 09:37 PM
marine   "სამი ჭიქა რომ და...   Feb 16 2016, 01:33 PM
marine   http://s017.radikal.ru/i403/1603/e4/33de3cadeb56.j...   Mar 2 2016, 05:08 PM
marine   "ჟამსა წნეხისასა ...   Mar 7 2016, 10:34 PM
marine   "ვენახსა ამას, რო...   Mar 21 2016, 10:48 AM
marine   http://s019.radikal.ru/i617/1604/52/1b638ec1ccf2.j...   Apr 13 2016, 11:22 AM
marine   "არასოდეს სვამდა ...   Apr 14 2016, 10:49 PM
marine   "...ერთხელ, რთვლობი...   Apr 18 2016, 09:56 PM
marine   "- მამაო, შეიძლება ...   Apr 26 2016, 01:43 PM
marine   http://s020.radikal.ru/i721/1604/58/4ba44a2405c9.j...   Apr 28 2016, 10:00 AM
marine   http://s019.radikal.ru/i603/1605/33/da203b72b901.j...   May 4 2016, 11:19 PM
marine   "მეღვრეკისში ოდი...   May 6 2016, 07:56 PM
marine   "...საღამოს სტუმრე...   May 26 2016, 10:31 AM
marine   http://s010.radikal.ru/i312/1605/90/93180891d391.j...   May 27 2016, 07:57 PM
marine   "ამ წმინდა კალივა...   May 28 2016, 12:34 PM
marine   "სულიერი სიკეთის...   May 29 2016, 06:05 PM
marine   საფრანგეთის ქალაქ ...   Jun 2 2016, 10:59 AM
marine   "მოციქულებს ჰქონ...   Jun 3 2016, 09:38 PM
marine   "ვენახის შესარვა...   Jun 3 2016, 11:02 PM
marine   "ვაზი ჭეშმარიტად ...   Jul 24 2016, 11:44 AM
marine   "მე ვარ ვაზი ჭეშმ...   Jul 24 2016, 02:59 PM
marine   http://s019.radikal.ru/i624/1608/30/8ee6da13fa8d.j...   Aug 14 2016, 09:07 PM
marine   "სწავლება იყალთო...   Sep 9 2016, 11:33 AM
marine   "პირველად უმთავრ...   Sep 13 2016, 12:39 PM
marine   http://s011.radikal.ru/i318/1609/17/1f66eacef058.j...   Sep 20 2016, 11:12 AM
marine   "სერბულ მონასტერ...   Sep 21 2016, 12:46 PM
marine   " - აღნიშნული [საფლ...   Oct 5 2016, 06:46 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 09:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი