წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
A.V.M |
Feb 27 2014, 04:05 AM
პოსტი
#42
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რაც შეეხება დავითის - ,,ბუნებით ღმერთობას'' , ამაზე შეიძლება ოდნავ ვრცელი საუბარი გამომივიდეს და დრო რომ მექნება დავწერ .
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Feb 27 2014, 01:17 PM
პოსტი
#43
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა რაც შეეხება დავითის - ,,ბუნებით ღმერთობას'' , ამაზე შეიძლება ოდნავ ვრცელი საუბარი გამომივიდეს და დრო რომ მექნება დავწერ . დავით მეფის ბუნებით ღმერთობას თავიდ დავანებოთ. მე თეოლოგი არ გახლავარ. ამის არსს მე ვერ ჩავწვდები, და მე მგონი, ვერ შენ ვერ ჩაწვდები. ეგ ღვთისაგან უნდა გბქონდეს განცხადებული. აქ საქმე სულ სხვა რაიმეს ეხება და სულ სხვა რამის გამო მოვიყვანე ეგ მაგალითი. აქ საქმე ეხება ჩვენს დამახინჯებულ წარმოდგენას წმინდანებზე, წმინდანობაზე და ღვთისმეტყველებაზე.მარტივი კითხვა დგას ასეთი: მართლმადიდებლური სწავლებით, რა არის ღვთისმეტყველება და ვინ შეიძლება ჩაითვალოს ღვთისმეტყველად? შენ რა პასუხი გაქვს ამაზე? და ის შენი პასუხი რას ეყრდნობა? ციტატა მართლმადიდებლური თეოლოგია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი მხრივ იგი კურნების ნაყოფია და მეორე მხრივ არის კურნებისკენ მიმავალი გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც განიკურნა და ღმერთთან კავშირშია, ღმრთისმეტყველია, მხოლოდ მას შეუძლია ქრისტიანებს კურნების ჭეშმარიტი გზა უჩვენოს. მიტროპოლიტი იეროთეოსი აცხადებს ამას ფილოკალიის სწავლებაზე დაყრდნობით. დღეს სასულიერო აკადემიაში რომ ღვთისმეტყველები ასწავლიან ღვთისმეტყველებას ისინი განკურნებულნი არიან და ღმერთთან კავშირში არიან? მათ შეუძლიათ კურნების გზა უჩვენონ ქრისტიანებს?ციტატა ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად წმინდა მამათა სწავლებებს მივუბრუნდეთ. ვნახოთ რას უწოდებენ თეოლოგიას და ვის - თეოლოგს. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ გრიგოლ ღმრთისმეტყველით, რომელსაც ეკლესია შემთხვევით არ უწოდებს ღმრთისმეტყველს. წმინდა მამა თავის ცნობილ საღმრთისმეტყველო სიტყვებში, დასაწყისშივე წერს, რომ ყველა ადამიანს არ ძალუძს ღვთისმეტყველება, ეს არ არის ამქვეყნად "ქვემოთ მოსიარულეთა" საქმე, არამედ მხოლოდ მათი, "ვინც გამოიცადა, ცხოვრება უფლის ჭვრეტაში გაატარა და, უპირველეს ყოვლისა, განიწმინდა, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში მათი საქმეა, ვინც განიწმენდს სულსა და სხეულს". ჩვენ თუ გვინდა გავიგოთ რა არის ღვთისმეტყველება, ჯერ წმინდანებს უნდა შევეკითხოთ. აგერ გრიგოლ ღვთისმეტყველი, ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა რას წერს. დღეს სემინარიაში მოქმედი ღვთისმეტყველებიდან რამდენი გამოიცადა და ცხოვრება გაატარა უფლის ჭვრეტაში? რამდენია სულ და გულ გაწმენდილი? რომელს შეიძლება ვუწოდოთ ღვთისმეტყველი ამ განმარტებით?ციტატა ადამიანს, რომელმაც თეორიამდე პრაქტიკა გაიარა, შეუძლია ღმერთზე ისაუბროს. და როდის ხდება ეს? "როცა ვთავისუფლდებით გარეშე სიბინძურისა, ჭუჭყისა და შფოთისაგან, როცა ჩვენს სულს არ ერევა შერყვნილი [სახეები] და ცდუნებები". ამიტომ წმინდა მამა ასკვნის: “საჭიროა სრულად მივუძღვნათ თავი უფალს იმისთვის, რომ ის შევიცნოთ". ბერი ნილოსი ღვთისმეტყველებას გონიერ ლოცვას უწოდებს. წმინდა მამათა თხზულებებიდან ცნობილია, რომ ვინც მოიპოვა მადლი გონიერი ან გულისმიერი ლოცვისა, მან ღმერთის შეცნობის პირველი ეტაპი გაიარა. ამდენად, გონებით მლოცველნი უფალთან ურთიერთობენ და ეს ნიშნავს ადამიანისაგან ღმერთის შეცნობას. წმინდა ნილოსი ამბობს: "თუ ღმრთისმეტყველი ხარ, ჭეშმარიტად ლოცულობ. და თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, ღვთისმეტყველი ხარ". დღევანდელ "ღვთისმეტყველებს" (ცდუნებას ვერ ვუძლებ და კონკრეტულ სახელებსაც დავასახელებ: ედიშერ ჭელიძეს, კურაევს, ოსიპოვს), რომელს აქვს უფლება ისაუბროს ღმერთზე? რომელი მათგანის ცოდნა ღმერთზე ცდება თეორიის და წიგნთმცოდნეობის დონეს? რომელმა მათგანმა მიუძღვნა თავი სრულიად უფალს და რომელმა მათგანმა შეიცნო? რომელ მათგანს გააჩნია ჭეშმარიტი ლოცვა?საბედნიეროდ, გვყავს ქართველებს ნამდვილი ღვთისმეტყველები, მაგრამ "ღვთისმეტყველნი" იმათ ვერ ვცნობთ, გიჟებს ვეძახით, ხიბლში ყოფნას ვაბრალებთ და დავსდევთ. ამაზე ამბობდა დიდი წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი: ციტატა 25. როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ, რომ ღვთისნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი – ცხოველები თუ ადამიანები), ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი – აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი – ითმენენ (მათ. 5,11-12) და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ თუ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. 26. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ 7,15-16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), გამსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ. 27. ყბედსა და მოჩვენებითს ხომ უგანათლებულესად და სულიერად თვლიან, ხოლო სიტყვაძვირსა და წყნარს პირუტყვად და ენაბრგვილად სახელდებენ (მათ. 12, 36). 28. სულიწმიდაზე მოლაყბეთაგან, დიდად გონიერნი და დემონური სიამაყით მზვაობარნი მაღალფარდოვნად და ომახიანად მსჯელობენ და მათი სიტყვები განცვიფრებას უფრო იწვევს, ვიდრე გულაჩვილებას და სინანულს. მას, ვინც დოლაბივითაა წყალმარჩხ მდინარეში, მუცლით მეზღაპრეა ან ვაი მეცნიერი და სულის ხსნის ამბებზეც აბდაუბდად მიედ-მოედება, აქებენ და ადიდებენ. ამგვარად, მათ შორის არავინ ჩანს იმდენად კეთილგონიერი, რომელსაც საქმის ვითარების რეალურად შეცნობა და წარმოჩენა შეეძლოს. ციტატა წმინდა იოანე სინელი სულიერი სისრულის ყველა საფეხურზე, "კიბეზე" წარმოაჩენს ჭეშმარიტ თეოლოგიას. "სრულყოფილი უბიწოება ღმრთისმეტყველების პირობაა". ვინც სრულად დაუმორჩილა თავის გრძნობები ღმერთს, მას უფალი წარმართავს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ "ამაოა ღმერთის შესახებ საუბარი. აი მე, მაგალითად, როცა ბატონი ედიშერ ჭელიძე და მისი მსგავი "ღვთისმეტყველნი" მეტყვლებენ ღმერთის შესახებ, ბუნებრივი კითხვა მიჩნდება: არიან ისინი სრულყოფილად უბიწონი, როცა ღმერთზე გვესაუბრებიან? თუ არ არიან, რა უფლებით გვესაუბრებიან ღმერთზე, საღმრთო საქმეებზე, წმინდანებზე? ანდაც, შენთან მაქვს კითხვა: როგორ უნდა ამიხსნა შენ მე დავითის ბუნებით ღვთაებრიობა და როგორ უნდა გავიგო მე შენი ახსნილი? ვართ ჩვენ სრულყოფილად უბიწონი? თუ არა ვართ, მაშინ ამაოა ღვთიურ საქმეებზე ჩვენთვის საუბარი.ციტატა პირიქით, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, როგორც არსებული, "ვარაუდს გამოთქვამს"9. უფრო მეტიც, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ღმერთზე ვარაუდით საუბარი ცუდია, რადგან ადამიანს აცდუნებს. იოანე სინელმა იცის, როგორ ვითარდება ჩვენს სულში "დემონების თეოლოგია".(ამაოდ მადიდებელ) ცარიელ გულებში, რომლებიც სული წმინდის მადლით არ განწმენდილან. უწმინდური დემონები "სულიერი ცხოვრების დასაწყისში საღმრთო წერილს განგვიმარტავენ". ამიტომაც ვნებით მოცულ ადამიანს არ შეუძლია "ღვთისმეტყველებას მიეახლოს". წმინდანები იტანჯებოდნენ "ღვთიურის ვერ შემცნობთაგან" და წმინდა მამათა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველებდნენ არა არისტოტელურად, ე.ი. შემეცნებით, არამედ სული წმინდის მადლით, წინდაწინ თუ არ განიწმინდა ადამიანი ვნებათგან და უფრო ფანტაზიისგან, უძლურია უფალს ესაუბროს და მასზე ილაპარაკოს, რადგან "გონება წარმოსახვით ვერ მისწვდება ღმერთს". წმინდანები "სულზე აღბეჭდილი ღვთისმეტყველებით" ცხოვრობდნენ. აბა დააკვირდი ახლა აქ რა წერია: ჯერ ერთი, ამას წერენ ისინი, ვინც სრულყოფას მიაღწიეს და ღვთისმეტყველებდენ "სულზე აღბეჭდილი ღვთისმეტყველებით". ანუ, ჩვენთვის ეს არის ღვთის ხმა. ღვთის ხმა კი გვეუბნება: ნუ ენდობით მათ "ღვთისმეტყველებას", ვინც არისტოტელურად მეტყველებენ, ვისაც გული და გონება არ განუწმენდია. ასეთებში დემონები "ღვთისმეტყველებენ". ჩემთვის, გულდაბინძურებული ადამიანისათვის, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთის არსება რა არის, ან რა არის სამება, ან ქრისტეს ბუნება როგორია. მე, თავს თუ არ მოვატყუებ, მივხვდები, რომ ამ საკითზებზე ჩემი ცოდნა წიგნისმიერი იქნება მხოლოდ-და-მხოლოდ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია ჭეშმარიტი მასწავლებელი ვიპოვო, ის ვინც სასუფეველთან მიმიყვანს. ისევე მნიშვნელოვანია ეს ყველა ღვთისმოშიშისათვის და ღვთისმაძიებლისათვის. აი ამაშია პრაქტიკული გაკვეთილები.წმინდა სვიმონ სალოსის ცხოვრებიდან არის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი. წმინდანი და მისი სულიერი ძმა წმინდა იოანე უდაბნოში 29 წელს გაატარებენ ერთად. სვიმონ სალოსს უფალი ეტყვის, რომ წავიდეს და ხალხში იცხოვროს. იოანე სვიმონს არ გაყვება, მიუხედავად იმისა, რომ 29 წელი უდაბნოში ასკეტურ ცხოვრებაში გაატარა, ლოცულობდა, მარხულობდა და ღმერთს ესაუბრებოდა: იგი, მაინც არ თვლიდა, რომ მზად იყო ამისათვის. სადღაც 2 მღვდელმონაზონი კამათს დაიწყებს ორიგენის შესახებ. ერთს პრო-ორიგენული პოზიცია უკავია და მეორეს ანტი-ორიგენური პოზიცია. ეს ორივე უდაბნოში მიაკითხავს წმინდა იოანეს, რომ მისგან მიიღოს პასუხი. წმინდანი, მიუხედავად ამხელა ღვაწლისა, ამ ორ მღვდელმონაზონს სვიმონ სალოსთან გაუშვებს და ეუბნება: "მამანო, მე ჯერ კიდევ არ მიმიღია ნიჭი, რათა ღვთიური განსჯა ვიცოდე". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი