IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ძველი აღთქმიდან დღემდე, დეტალური განმარტებები
ნათია
პოსტი Jul 16 2008, 03:32 PM
პოსტი #61


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



როგორც შევთანხდით ვიწყებთ ძველი აღთქმიდან დეტალურ განხილვას, განმარტებებს წმ. მამების მიხედვით

თითო-თითო თავი განვიხილოთ, სანამ შეკითხვები არ ამოიწურება მანამდე ნუ გადავალთ მომდევნო თავზე





დაბადება

თავი პირველი



ციტატა
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.

2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.

3. თქვა ღმერომა: იყოს ნათელი ! და იქმნა ნათელი.

4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.

5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.

7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.

8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

12. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.

13. იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.

14. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;

15. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.

16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,

18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

19. იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.

20. თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.

21 . შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

22. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.

23. იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.

24. თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.

25. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.

29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.






ვისაუბროთ ამ თავის გარშემო...


აბა შეკიხვები, გთხოვთ კომპეტენტურმა პირებმაც დაგვეხმარონ, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებით smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
შანკარა
პოსტი Feb 27 2014, 09:20 PM
პოსტი #62


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 22-February 14
წევრი № 13,586



წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ. II კ. სტუდენტი ღვთისავარ ჩაბრავა

დასავლური და აღმოსავლური კოსმოგონიის თეოსოფიური ანალიზი

თავდაპირველი პირველდასაბამიერი უნივერსალური ზესულის - ბიტუსის ანუ ეინ სოფის იგივე პარაბრაჰმანის შესახებ გვამცნობს ბიბლიის პირველი წიგნის, დაბადების პირველი სტროფივე და იოანეს სახარების პირველი ხუთი სტროფი, მათში ჩაქსოვილია და კოდირებული უზენაესი საიდუმლო. დაბადების პირველ სტროფში წერია: „დასაბამში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, სხვა თარგმანით: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“, მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ ეს არის მცდარი და არასწორი თარგმანი, ე.პ. ბლავატსკაიას, გამოჩენილ თეოსოფ ქალს და აგრეთვე დიდ ებრაელ კაბალისტებს, მაკ გრეგორ მატერსსა და ისააკ მეიერს თავიანთ ნაშრომებში უწერიათ რომ ტექსტი რომელიც ორიგინალშია ნახსენები: „ბარაშიტ ბარა ელოჰიმ ეთ ჰაშამაიმ ვეთ ხარეთს“ ითარგმნება როგორც: „მარადიულად არსებული არსისაგან ღმერთებმა (ორმაგმა ენერგიამ) მოახდინეს ორმაგი ცის ფორმირება“. ის მარადიულად არსებული არსი, რომელზედაც არის დაბადების წიგნის პირველი სტროფის ორიგინალში საუბარი, იგივეა რაც ინდუისტური პასიური აბსოლუტი, უნივერსალური ზესული - პარაბრაჰმანი, გნოსტიკური ვალენტინიანური - სიღრმე ანუ ბიტუსი, კაბალისტური - უსასრულო არარაობა ანუ უსასრულო არაფერი - ეინ სოფი, ბუდისტური ალაია-ვიჯნანა იგივე შუნია ანუ იგივე ადიბუდა, დაუსური დაო, ნეოპლატონიკური თავდაპირველი ერთიანი და არადიფერენცირებული ზესული - პირველერთიანი და ა.შ. მრავალი მსგავსი ანალოგი მსოფლიოს მრავალ ფილოსოფიურ თუ რელიგიურ სისტემაში.იოანეს სახარების პირველ ხუთ სტროფში წერია: „დასაბამში (თავდაპირველად) იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ 1, „ის იყო დასაბამში (თავდაპირველად) ღმერთთან“ 2, „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ 3, „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ 4, „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოცვა იგი“ 5, საქმე აქ შემდეგნაირადაა, ის თავდაპირველი ანუ დასაბამი რომელიც არის ნახსენები დაბადების პირველ სტროფში, არის უნივერსალური ზესული, პასიური აბსოლუტი, გამოუვლენელი ზესულიერი პირველღვთაება - პარაბრაჰმანი, ხოლო „ღმერთი“ რომელმაც „შექმნა“ ცა და მიწა, ესაა ბინარული და ბიპოლარული დემიურგი, მისი აქტიური მანიფესტაცია, ღვთაებათა უსასრულო მირიადების უსასრულო ერთობლიობა, კრებითი სახე და სახელი, რამეთუ „ელოჰიმ“, ნახსენები დაბადებაში, თარგმნილი როგორც „ღმერთი“, სინამდვილეში ნიშნავს - ღმერთებს, აგრეთვე სიტყვა შექმნა არც ისე მიზანშეწონილია, უფრო მისაღებია წარმო-ქმნა ან გარდა-ქმნა, რაც ნიშნავს ემანაციას ანუ გამოყოფას და რადიაციას ანუ გამოსხივებას.
სიტყვამ ანუ ლოგოსმა, დასაბამია ანუ თავდაპირველის - უნივერსალური ზესულის, პასიური აბსოლუტის - პარა ბრაჰმანის წიაღში მყოფმა, საკუთარი სულიერი არსების წიაღიდან გამოჰყო და გამოასხივა ცოცხალ არსებათა და სამყაროთა უსასრულო მირიადები. ლოგოსში ანუ იშვარაში, პასიური აბსოლუტის - პარაბრაჰმანის ანუ დასაბამის აქტიურ მანიფესტაციაში ინახებოდა ცოცხალ არსებათა უსასრულო მირიადები, მთელი სამყაროები, ინდივიდუალური გონებები და ინდივიდუალური ინტელექტები, რაზეც მოწმობს სიტყვები იოანეს სახარებიდან: „მასში იყო სიცოცხლე“, ეს სიცოცხლე მართლაც რომ არის სიცოცხლე ანუ სინგულარული მატრიცა სიცოცხლისა.
„დასაბამში ბინარულმა ბიპოლარულმა დემიურგმა გამოჰყო და გამოასხივა კოსმოსი და სუპერკოსმოსი“, ამგვარი ფორმულირება უფრო სწორი იქნებოდა. ცა რომელზედაც არის საუბარი პირველ სტროფში ესაა სუპერკოსმოსი, განზომილებათა ზედა სისტემა, ხოლო მიწა, კოსმოსი, განზომილებათა ქვედა სისტემა.
დაბადების წიგნის, პირველი თავის, მეორე სტროფში წერია: „სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ“, ამ სიტყვებში უდიდესი საიდუმლო იმალება, ამასთან არის დაკავშირებული ცნობილი ინდუისტური დოქტრინა უფალი ნარაიანა-მაჰავიშნუს შესახებ, ამ დოქტრინის თანახმად, ჩვენი სამყარო არ არის ერთადერთი, არამედ ერთერთი იმ მრავალრიცხოვან სამყაროთაგან, რომელნიც განისვენებენ თავდაპირველი კოსმიური წყლების ანუ კაუზიური კოსმიური ოკეანის წიაღში, რომელშიც აგრეთვე სუფევს და მყოფობს მარადიული კოსმიური სული - ნარაიანა-მაჰავიშნუ, ნარაიანა-მაჰავიშნუს სიცოცხლის სუნთქვა ქმნის სამყაროთა უსასრულო მირიადებს. სახელი ნარაიანა ფლობს სამ მნიშვნელობას, პირველი მნიშვნელობა არის: „ის ვინც თავდაპირველი კოსმიური წყლების წიაღში იმყოფება“, მეორე: „ის ვინც თითოეული ცოცხალი არსების წიაღში სუფევს“, მესამე კი: „ის ვის წიაღშიც იმყოფებიან ცოცხალი არსებები“, ის წყლები, რომლებზეც არის საუბარი ბიბლიაში, დაბადების წიგნში, სხვა არაფერია თუ არა სივრცეთაშორისი სივრცე ანუ სუპერკოსმოსი, თავდაპირველი კოსმიური წყლები, კაუზიური კოსმიური ოკეანე, სახელად - ეკარნავა, ხოლო სული ღვთისა, უფრო ზუსტად სული ღმერთებისა (რადგანაც ელოჰიმ, ნიშნავს ღმერთებს), როგორც ვედურ ინდუისტურ ფილოსოფიასა და მეტაფიზიკაშია ნათქვამი, არსებობე ღვთაებათა უსასრულო მირიადები, რომელთაც ერთი და ერთიანი, უსასრულო სული აერთიანებს. ბიბლიური - „რუახ ელოჰიმ“ იგივე ნარაიანა ესაა ტრანცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სული, გამაერთიანებელი ყოველივე ცოცხალისა.
სამყაროები წარმოიშვნენ ტრანსცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სულის - ნარაიანას წიაღიდან ემანაციისა და რადიაციის გზით, ამას ამტკიცებს ბიბლიაში, დაბადების წიგნის პირველი თავის მესამე სტროფში: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი და იქმნა ნათელი“, ამასთან არის დაკავშირებული, იოანეს სახარების პირველი თავის პირველი ხუთი სტროფი: „თავდაპირველად (დასაბამში) იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 1),“ის იყო თავდაპირველად (დასაბამში) ღმერთთან“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 2), „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 3.), „მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 4.), „ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანეს სახ. თ. 1. სტ. 5.), ის დასაბამი ანუ თავდაპირველი იგივე ღმერთი რომელშიც და რომელთანაც არის სიტყვა ანუ ლოგოსი არის იგივე ინდუისტური ტრანცენდენტური და იმანენტური უნივერსალური სული - ნარაიანა (იგივე პარაბრაჰმანი) იგივე მაჰაიანური ბუდისტური შუნია (დიადი სიცარიელე) და ალაიავიჯნანა (გამოუვლენელი აბსოლუტური ცნობიერება) და ტანტრისტული ბუდისტური - ადიბუდა (თავდაპირველი გასხივოსნება, სინათლე, შემეცნების ფესვი, ზესულიერი აბსოლუტი). სიტყვები: „თქვა ღმერთმა“ ბიბლიაში, ნიშნავს იმას, რომ ლოგოსი, რომელიც იგივეა რაც იშვარა (ანუ უფალი), გამოდის თავდაპირველი მსოფლიო სულის წიაღიდან, სიტყვები: „იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“, ნიშნავს ლოგოსის მიერ სულიერი მონადების, ცოცხალი არსებების რადიაციას (გამოსხივებას) და ემანაციას (გამოყოფას).
„დაინახა ღმერთმა რომ ნათელი კარგი იყო და გაყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 4), „ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 5), ბიბლიის ეს სიტყვები პირდაპირაა დაკავშირებული გნოსტიკურ მოძღვრებასთან, რომელშიც არსებობს ერთი დიადი დოქტრინა ეონების შესახებ, ყოფიერების ბუნების შესახებ, ამ კონცეფციის თანახმად კოსმიური ყოფიერება შედგება ორი განზომილებისაგან, პირველი ესაა პლერომა, ხოლო მეორე კენომა ანუ გისტერმა, პლერომა ესაა უნივერსალური სულის, უნივერსალური ინტელექტისა (ინტელექტის უნივერსალური ოკეანის - სამუდრაარნავას) და უნივერსალური გონის ერთობლიობა, ცოცხალ არსებათა უსასრულო მირიადების კოლექტიური გონი, კოლექტიური ინტელექტი და კოლექტიური ცნობიერება, პლერომა ეს არის სამუდრაარნავა - ინტელექტის უნივერსალური ოკეანე, ბრაჰმანი - უნივერსალური სულიერი ცნობიერების კოსმიური ოკეანე და შაკტი - ღვთაებრივი მარადის ქალური ენერგიის უსასრულო კოსმიური ოკეანე, ხოლო კენომა ანუ გისტერმა ესაა - მატერიალური ბუნება, მატერიალური ყოფიერება, აღსავსე სატანჯველით, რომელიც აღსავსეა კარმული ენერგიის უნივერსალური ოკეანის მუდმივი ზეგავლენის ქვეშ მყოფი სულიერი არსებებით, არსებებით რომელნიც მუდმივ გარდასახვებში არიან, გნოსტიკური ქრისტიანული კენომა იგივეა რაც ბუდისტური, ინდუისტური, ჯაინური და სიქჰისტური - სამსარა ანუ სანსარა იგივე პარიკალპიტა (ვიკალპა) სვაბჰავა.
ნათელი არის პლერომა ანუ ნირვანა, ხოლო ბნელი - კენომა(გისტერმა) ანუ სამსარა, ნათელი ესაა სინათლის (სიკეთის) ენერგეტიკული სუბსტანცია, ხოლო ბნელი სიბნელის (ბოროტების) ენერგეტიკული სუბსტანცია, ასეთია ბიბლიის თეოსოფიური, ეზოთერიკული განმარტება.
სინათლის სულიერი ენერგეტიკული სუბსტანციის მიწიერი ფიზიკური კორელაცია არის ელექტრომაგნიტური სინათლის ენერგია, ხოლო ბნელეთის ფსიქიკური ენერგიის მიწიერი ფიზიკური კორელაცია არის ბნელი ენერგია ანუ ანტიგრავიტაციული ენერგია, ელექტრომაგნიტური რადიაცია არის სულიერი სინათლის რადიაციის გადაბრუნებული ანარეკლი, ხოლო ფიზიკური ბნელი არადეტექტირებადი უხილავი ანტიგრავიტაციული ენერგია არის ბნელეთის რადიაციული ენერგეტიკული სუბსტანციის კონტრპოლარული ინვერსიული ტრანსმუტაცია, სწორედ ამას ნიშნავს სინათლისა და სიბნელის მეორენაირი განმარტება, ერთისმხრივ სინათლე ესაა ნირვანა ანუ პლერომა, ხოლო მეორესმხრივ ელექტრომაგნიტური სინათლე, სიბნელე, ერთისმხრივ არის სამსარა ანუ კენომა, ხოლო მეორესმხრივ ბნელი ანტიგრავიტაციული ენერგია, სინათლე აგრეთვე შეიძლება განიმარტოს როგორც სინათლის ენერგეტიკული სუბსტანცია ანუ სინათლის მაგია, ხოლო სიბნელე ბნელეთის ფსიქიკური ენერგეტიკული სუბსტანცია ანუ ბნელი მაგია.
„თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაყაროს წყლები“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 6), „გააჩინა ღმერთმა მყარი და გაყარა ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 7), „მყარს ღმერთმა უწოდა ცა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 8), ამასთან არის დაკავშირებული ორი მოძღვრება, რომლებიც ერთმანეთს თითქმის გაჭრილი ვაშლებივით გვანან, ერთია კვანტურ ფიზიკაში მულტისამყაროების თეორია, ხოლო მეორე გნოსტიკოსი ქრისტიანის, ბასილიდე სირიელის მოძღვრება, პირველის თანახმად, ჩვენი სამყარო, როგორც უკვე ხსენებულ იქნა ზემოთ, არაა ერთადერთი, არამედ ერთერთი მრავალრიცხოვანი მულტისამყაროებიდან ანუ მეტაგალაქტიკებიდან, რომლებიც სამყაროთაშორისი ეგზოტიკური კოსმიური ოკეანის წიაღში არსებობენ, ესაა კაუზიური კოსმოსი. მეტაგალაქტიკის შიდა კოსმიურ სივრცეს და გარე კოსმიურ სივრცეს ყოფს ენერგეტიკული მემბრანა, ჩვენი მულტისამყარო არის ერთერთი, არარაობისა და არაფრის კოსმიური ოკეანის წიაღში მოლივლივე მულტისამყაროთაგან, ხოლო მეორე მოძღვრების თანახმად კოსმიური ყოფიერება შედგება ორი განზომილებისაგან, ესენია: კოსმოსი და სუპერკოსმოსი, კოსმოსი ესაა 365 ცის დაღმავალი იერარქია, ხოლო სუპერკოსმოსი 365 ცის აღმავალი იერარქია, ზედა ყოფიერება (ქრისტეს სამეფო და მამაღმერთის სამეფო), კოსმოსსა და სუპერკოსმოსს ერთმანეთისაგან ყოფს ცის მყარი ანუ სულიწმინდა(სოფია), ზღვარი, ბარიერი, ბასილიდე სირიელის მოძღვრების თანახმად ყოფიერების სათავეში დგას უზენაესი არაარსობრივი ღმერთი, რომლის წიაღშიც იყო ყოფიერების მრავალფეროვნების თესლი ანუ სინგულარული მატრიცა, მისი წიაღიდან ყოფიერების დასაწყისში გამოიყო ე.წ. „პირველი ძეობა“ ანუ გამოვლინების პირველი თანრიგი, რომელიც იყო სულიერი, მან წარმოშვა სუპერკოსმოსი, სულიერი სამეფო და აზრის სიჩქარით მიეახლა არარარსობრივ ღმერთს და „დამკვიდრდა“ მის სიახლოვეს, შემდეგ „მეორე ძეობა“ ანუ გამოვლინების მეორე თანრიგი, რომელმაც შექმნა მშვინვიერი (ფშვინიერი) სამყაროს 364 ცა და სანახევროდ სუფთამ, სანახევროდ კი დაბინძურებულმა, პირველი ძეობისაგან უფრო დაშორებულმა ღმერთისაგან, არაარსობრივი ღმერთისაკენ იწყო სწრაფვა და პირველი ძეობის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ იმისათვის რათა დაცემულს, შეძლებოდა არაარსობრივთან საკმარისად მიახლოება, მან „გარემომცველი ნივთიერებისაგან“ შექმნა ენერგეტიკული სუბსტანცია - სულიწმინდა, მეორე ძეობის „ფრთები“ , მაგრამ როგორც კი გარკვეული ზღვარი გადალახა, მისმა იპოსტასმა, სულიწმინდამ ვეღარ შეძლო გზის განგრძობა, რადგან ამ ზღვარს იქით მას უკვე არსებობა აღარ შეეძლო და ამიტომაც მეორე ძეობამ იგი ამ ზღვარზე დატოვა და მასზე განავრცო. ამის შემდეგ ბარიერს ეწოდება სულიწმინდა. მეორე ძეობის შემდეგ არაარსობრივის წიაღიდან გამოვლინდა „მესამე ძეობა“, უკვე იმდენად დაბინძურებული და დაშორებული არაარსობრივ ღმერთს, რომ მისკენ აღმასვლა ვეღარ შეძლო და მესამე ადგილი დაიკავა მისგან, მან წარმოშვა 365-ე, სულ ბოლო ცა სულიწმინდის ქვემოთ. ბასილიდეს მტკიცებით კოსმოსი ესაა სამყარო სულიწმინდის ქვემოთ, ხოლო სუპერკოსმოსი, სამყარო სულიწმინდის ზემოთ.
„თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 9), „ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 10), ბიბლიის ეს სიტყვები განიმარტება შემდეგნაირად: „ხმელეთი“ ანუ „მიწა“ ეს იგივეა რაც კოსმიური მატერია, ნივთიერება,ბარიონული მატერია და ბნელი მატერია, ხოლო „წყალი“ ანუ „ზღვა“ ესაა კოსმოსი, კოსმიური სივრცე, ბნელი ენერგია და ვირტუალური ნაწილაკების ენერგეტიკული ოკეანე, სხვაგვარად რომ ვთქვათ ბიბლიის ამ მონაკვეთში აღწერილია, რათქმაუნდა ალეგორიულად კოსმიური მატერიისა და ენერგიის, დროისა და სივრცის ფორმირება.
„თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 14), „იყვნენ მნათობები ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 15), „დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა“ (დაბადება, თავი 1, სტროფი 17), ეს „ცის მყარი“ რომელიც აქ არის ნახსენები, არის სამყაროს ენერგეტიკული მემბრანის გაგრძელება, შიდა კოსმიური დროსივრცული კონტინიუმი. კოსმიური სხეულები, სწორედ ამ დროსივრცული კონტინიუმის ზედაპირზე მიმოიძვრიან, როგორც გვეუბნება ფიზიკა. „ცის მყარი“ არის ბიბლიაში, დროსივრცული კონტინიუმის ალეგორიული სახელწოდება.
თანამედროვე კვანტურ ფიზიკაში არსებობს უმნიშვნელოვანესი და უდიადესი თეორია ორი სუბსტანციის შესახებ, რომელთაც ეწოდებათ - ბნელი მატერია და ბნელი ენერგია, ბნელი ენერგია არის ენერგეტიკული სუბსტანცია რომელიც კოსმიურ სხეულებს აქსელერაციას ანუ აჩქარებას ანიჭებს, ის კოსმიურ სამყაროს აიძულებს დიდი სიჩქარით გაფართოვდეს, სწორედ მისი წყალობით კოსმიური მატერიის ნაწილაკები განიცდიან აჩქარებას და იძენენ მოძრაობის უნარს, იგი არის მძლავრი ანტიგრავიტაციული სუბსტანცია, მას შეუძლია ისე ააჩქაროს სუბატომები, რომ კოსმიური მატერია საბოლოოდ დაშალოს და დაამსხვრიოს ანუ მოახდინოს სრული დეზიტეგრაცია, ხოლო ბნელი მატერია პირიქით კოსმიურ მატერიას, კოსმიურ სხეულებს გაფანტვასა და დეზინტეგრაციაში ხელს უშლის და ბნელი ენერგიის ზემოქმედებას ეწინააღმდეგება, ახდენს რა ჩვეულებრივი ბარიონული მატერიის შეკავშირებას და შემჭიდროვებას და ახდენს კონრეტული სტრუქტურების ჩამოყალიბებას და ფორმირებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ მატერიის სუბატომებსა და ატომებს ბნელი ენერგიის საპირისპიროდ, ამუხრუჭებს და აყოვნებს, ასევთქვათ ანელებს ბარიონული მატერიის ნაწილაკთა მასას, ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის ძალთა შორის ბალანსი უზრუნველყოფს სამყაროს მატერიალური სტრუქტურის მოწესრიგებას (სტაბილიზაციას), ბნელმა მატერიამ რომ სძლიოს ბნელ ენერგიას სამყარო საკუთარ თავში ჩაინთქმება და მოხდება სრული იმპლოზია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სძლევს ბნელი ენერგია სამყაროს მატერია უსასრულოდ მცირე ნაწილაკებად დაიხლიჩება და უსასრულო სიჩქარით მიმოიფანტება ყველა მიმართულებით, იქნება სრული დეზ-ინტეგრაცია. ჯაინისტურ მოძღვრებაში აგრეთვე არსებობს დოქტრინა, კონცეფცია ორი მსგავსი სუბსტანციის შესახებ, პირველი ესაა - დჰარმასტიკაია - მოძრაობის გამტარი, მამოძრავებელი ანუ ამაჩქარებელი სუბსტანცია, ხოლო მეორე - ადჰარმასტიკაია - უძრაობის გამტარი, დამამუხრუჭებელი სუბსტანცია, დამაყოვნებელი სუბსტანცია, პირველი მსგავსად ბნელი ენერგიისა კოსმიური მატერიის ნაწილაკებს აქსელერაციას ანუ აჩქარებას ანიჭებს და სივრცეში ამოძრავებს, ხოლო მეორე (ადჰარმასტიკაია) პირიქით მატერიის ნაწილაკებს ამუხრუჭებს და ანელებს, ის ხელს უშლის მატერიის ნაწილაკების გაფანტვას, მსგავსად ფიზიკის ბნელი მატერიისა. ჯაინისტური კონცეფცია დჰარმასტიკაიას და ადჰარმასტიკაიას შესახებ სრულებით იდენტურია, კვანტური ფიზიკის თეორიისა, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ. დჰარმასტიკაიასა და ადჰარმასტიკაიას შორის ბალანსი ქმნის კოსმიურ წესრიგს, დჰარმასტიკაიას და ადჰარმასტიკაიას გარდა სამყაროში არსებობს კიდევ 4 სუბსტანცია: ჯივა-დრავია ანუ საფშვინველი (სამშვინველი), აკაშა ანუ სივრცე, კალა ანუ დრო და პუდგალა-აჯივა-დრავია ანუ ჩვეულებრივი ფიზიკური მატერია. ჯაინისტური მოძღვრების თანახმად სივრცე შედგება უსასრულო რაოდენობის სივრცული წერტილებისაგან, ასევე უსასრულო რაოდენობის სივრცული წერტილებისაგან ანუ ანუებისაგან (ელემენტარული ნაწილაკებისაგან) შედგება ფიზიკური მატერიაც. ჯაინისტურ, სიქჰისტურ, ინდუისტურ და ბუდისტურ მოძღვრებებში ელემენტარული ნაწილაკების თეორია, ატომისტური თეორია, დროის და სივრცის კონტინიუმის თეორია, ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის თეორიები არსებობდა უხსოვარი დროიდან, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც კვანტური ფიზიკის ხსენებაც არ იყო. ინდურ რელიგიებში ელემენტარულ ნაწილაკებს ანუ სუბატომებს ეწოდებათ - ანუ, ხოლო ატომებს - პარამა ანუ. ჯაინისტებისა და სხვა ინდური რელიგიების აპოლოგეტების მსგავსად ანაქსაგორაც, ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ამტკიცებდა რომ მატერიის დიფერენცირება უსასრულოდ შეიძლება, ის აგრეთვე ამტკიცებდა რომ მატერია წარმოადგენს კოსმიური გონის ემანაციას.
თავდაპირველ თეოგონიურ ოგდოადას ინდუისტური ეზოთერიკის თანახმად შეადგენენ - თავდაპირველი პურუშა (მატერიალურ ცნობიერებათა თავდაპირველი სინგულარული სულიერი მატრიცა), თავდაპირველი პრაკრიტი (კოსმიური ენერგიების თავდაპირველი სინგულარული სულიერი მატრიცა), ჯნანაშაკტი-მაჰასარასვატი (რადიაციისა და ემანაციის ქალური ეონი, ქალღმერთი), ბრაჰმა (რადიაციისა და ემანაციის მამრობითი ეონი), იჩხაშაკტი-მაჰალაკშმი (ევოლუციის ქალღმერთი-ეონი), მაჰავიშნუ (ევოლუციის ღმერთკაცი-ეონი), კრიაშაკტი-მაჰაკალი (გრავიტონული იმპლოზიის, ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ქალღმერთი-ეონი) და მაჰაკალა მაჰეშა (იმპლოზიის, ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ღმერთკაცი-ეონი). მატერიალური ბუნება წარმოადგენს ამ რვა ეონის სინერგიისა და კონვერგენციის ინვერსიულ ტრანსმუტაციურ რეზულტატს და გამოვლინებას. სანკხიას მოძღვრებაში აღიარებულია მრავალი პურუშას არსებობა, ხოლო ცხონებად ანუ ნირვანად ითვლება პურუშების ერთი პრაკრიტისაგან განშორება, სანკხიას სწავლებაში ყოფიერების ყველა ელემენტი რეალურადაა მიჩნეული, მათ შორის ფიზიკური მატერიაც რომელიც პურუშებისა და პრაკრიტის ურთიერთქმედების შედეგად წარმოშიბილი უმდაბლესი რეალური მოდიფიკაციაა. სანკხიას სწავლება ნაწილობრივ მართალია, ნაწილობრივ კი მცდარია, მართალია როდესაც აღიარებს რომ ფიზიკური კოსმოსი არის ორი სუბსტანციის, ცნობიერი პურუშასა და არაცნობიერი პრაკრიტის შეერთების რეზულტატი და პრაკრიტის მოდიფიკაცია, რომ პურუშასა და პრაკრიტის შეერთების პირველი პროდუქტი არის ბუდჰი - სულიერი ინტელექტი და რომ იგი რეალურია, მართალია როდესაც ამტკიცებს მანასის - გონების რეალურობას, მაგრამ ცდება როდესაც ამტკიცებს მრავალი პურუშას არსებობას, ცდება როდესაც ამტკიცებს ინდრიების (გრძნობათა ორგანოების), ტანმატრების (პროტოსტიქიების), ახამკარას (პიროვნული ეგოს) და ფიზიკური ელემენტების რეალურობას. მრავალი პურუშას არსებობა არ არის აუცილებელი, აგრეთვე ცოცხალი არსება უნდა განთავისუფლდეს არა პრაკრიტისაგან, არამედ მისი უმდაბლესი ილუზორული მოდიფიკაციებისაგან, ესენია: ფსიქიკური პიროვნული ეგო, ათი გრძნობა, კაუზიური მატერია, ფსიქიკური მატერია, ფიზიკური მატერია, კაუზიური ენერგია, ფსიქიკური ენერგია, ფიზიკური ენერგია, ხუთი დრო, ხუთი სივრცე და მეექვსე სივრცეთაშორისი სივრცე, ამაჩქარებელი ენერგეტიკული სუბსტანცია, დამაკავშირებელი დამამუხრუჭებელი გრავიტაციული მატერიალური სუბსტანცია, სხვა ყველაფერი რეალურია, სატ-ჩიტ-ანანდა ბუნება ანუ მარადისობის, ცნობიერებისა და ნეტარების ბუნება აქვს არა მარტო პურუშას, არამედ ბუდჰისა და მანასსაც, ეს ინტელექტი და გონება არიან, არა პრაკრიტის, არამედ, მისი ილუზორული, ინვერსიული, ტრანსმუტაციური მოდიფიკაციების ტყვეობისაგან გასანთავისუფლებელნი, ინდივიდუალური ინტელექტი და გონება არ არიან ისეთივე უსასრულონი როგორც თავდაპირველი ცნობიერება - პურუშა და თავდაპირველი ენერგია - პრაკრიტი, მაგრამ მაინც, არიან უქმნელნი, უშობელნი, უსაწყისონი და უკვდავნი, მარადიულნი, მათ აქვთ მუდმივი ენერგეტიკული ევოლუციისა და ინვოლუციის განცდის, ემანაციის, რადიაციის, ანიჰილაციისა და დეზინტეგრაციის ძალები და უნარები. ინტელექტი და გონი არსებობს ორგვარი: უსასრულო და სასრულო ინდივიდუალური. ინდივიდუალური ინტელექტი და გონი გააჩნია ყველაფერს, უმცირესი სუბატომით დაწყებული, უდიდესი მეტაგალაქტიკით დამთავრებული. ფაქტობრივად ინტელექტები და გონებანი კი არ იყოფიან, არამედ უბრალოდ ერთმანეთში „ზიან“. თითოეულ არადაყოფად ინტელექტში და გონებაში, არის კიდევ უფრო მცირე არადაყოფადი ინტელექტები და გონებანი, მათში კიდევ სხვა უფრო მცირენი და ასე უსასრულოდ. მაგრამ სასრულ არადაყოფად ინტელექტთა და გონებათა გარდა არსებობს ერთი ჰიპერუნივერსალური უსასრულო ინტელექტი და უსასრულო ჰიპერუნივერსალური გონი. უსასრულო არადაყოფადი ჰიპერუნივერსალური ინტელექტი შეიცავს უსასრულო ოდენობის სასრულ არადაყოფად შინაგან ინტელექტებს და გონებებს. კოსმოსიც ორგვარია: სასრული და უსასრულო ანუ სასრული კოსმოსი და უსასრულო სუპერკოსმოსი. ხოლო ადვაიტა ვედანტას სწავლებაში ყველაფერი ილუზიად ითვლება გარდა თავდაპირველი ცნობიერებისა - პარაბრაჰმანისა ანუ პურუშასი, ეს არასწორია, იმ მიზეზით, რომ თუ რეალურია მარტო ბრაჰმანი, მაშინ სამსარას ტყვეობაში რაღა ან ვინღა იმყოფება? თუ როგორც ადვაიტა ამბობს, ბრაჰმანი არის მუდამ თავისუფალი, ცნობიერი, ნეტარი და უსაწყისო, უსასრულო სულიერი სუბსტანცია და თუ ადამიანის ატმანი და ბრაჰმანი იდენტურია, გამოდის რაღაც აბსურდი, გამოდის, რომ დატყვევებული არავინაა და განთავისუფლებაც არავის ჭირდება, მაგრამ მაშინ სამსარა რაღაა? გამოდის სრული აბდაუბდა. იმისათვის რათა ადვაიტას სისტემა წესრიგში მოვიდეს, საჭიროა ინტელექტისა და გონების რეალურობის აღიარება და აქცენტის ატმანიდან ინტელექტსა და გონებაზე გადატანა. ადვაიტას სწავლებაში აგრეთვე არასწორია კოსმოგონიური სქემა, რომლის თანახმად ბრაჰმანის პირველი პროდუქტებია ხუთი მატერიალური ელემენტი და არა ბუდჰი.
სანკხიას გარდა, ოღონდაც უფრო ლოგიკური, რაციონალური და იდეალისტური სახით, დუალისტური ანუ ბინარული, ბიპოლარული პირველდასაბამის შესახებ ასწავლიდნენ ვალენტიანიანელი, ვორვორიტი, სიმონიანელ-მენანდრელი და მარკოსიანელი გნოსტიკოსები, იგივეს ქადაგებს მაჰაიანური და ტანტრისტული ბუდიზმიც და ებრაულუ ტრანსცენდენტური კაბალაც, იგივეა ნათქვამი ძველ ბერძნულ და ძველ სკანდინავიურ მითოლოგიაშიც.
CrdiloeT amerikaSi mcxovrebi indielebi fiqrobdnen, rom samyaro brZenma yoranma Seqmna. Tavdapirvelad irgvliv mxolod ukidegano wylis sivrce da aqa iq momobneuli qvebi iyo. yorani niskartiT ezideboda qvebs da wyalSi yrida. ase gaCnda xmeleTi. yoranma igi xeebiT, yvavilebiTa dabalaxiT daamSvena, wyalSi Tevzebi warmoSva, miwaze cxovelebi, xolo caSi frinvelebi, bolos ki Tixisagan dedamiwis binadari pirveli qali da kaci Seqmna.
უკიდეგანო წყლის სივრცე ეს არის იგივე - ეკარნავა - სამყაროთაშორისი კაუზიური კოსმიური ოკეანე (რომელზედაც საუბარია, ინდუიზმში, ბუდიზმში, ჯაინიზმსა და სიქჰიზმში და აგრეთვე სხვა ეზოთერულ სწავლებებში), ხოლო ბრძენი ყორანი ეს არის კოსმიური გონის ალეგორიული სიმბოლო, კოსმიური გონისა რომელიც ახდენს მატერიალური ბუნების ემანაციას და რადიაციას და აგრეთვე წინარეარსებული სამყაროს ენერგეტიკული ნარჩენებით ახლის ფორმირებას.
iaponelebs sjerodaT rom samyaro tyupma RmerTebma, qalRmerTma iZanaმim da RmerTkacma iZanaგim Seqmnes. იsini didxans moTminebiT urevdnen varskvlavbunekian jadosnur Subebs talaxis tbaSi. Talaxi TandaTan Sesqelda aqeT-iqeT gundgundad cvena iwyo. პatara gundebisgan kunZulebi gaCnda xolo didebi materikebad iqca. Semdeg miwa balaxma, xeebma da yvavilebma dafara.
თეოსოფიური განმარტებით, გამოუვლენელ, პოტენციურ, პასიურ ასპექტში, როგორც ნირგუნა, იძანამი განასახიერებს ინდუისტურ თავდაპირველ არაცნობიერ პირველძალას, პირველენერგიას, პირველენერგეტიკულ ულტრასინგულარულ სუპრაენერგეტიკულ პროტომატრიცას - პრაკრიტის, ხოლო იძანაგი განასახიერებს თავდაპირველ სულიერ ცნობიერებას, ცნობიერებათა სუპერმატრიცას - პურუშას, ხოლო როგორც სარგუნა, გამოვლენილი, კინეტიკური, დინამიკური, აქტიური მანიფესტაცია, იძანამი წარმოადგენს ინდუისტური მაჰასარასვატი-ჯნანაშაკტის განსახიერებას, ხოლო იძანამი იშვარა ბრაჰმას განსახიერებას. იძანამი არის სამყაროს მდედრობითი პირველდასაბამი, ხოლო იძანამი სამყაროს მამრობითი პირველდასაბამი. იძანამი აგრეთვე შეესაბამება ბუდისტურ სამანტაბჰადრის, კაბალისტურ შეხინას, ზოროასტრულ ზერვანა აიონას, ვალენტინიანურ გნოსტიკურ მდედრობით პირველეონს - მდუმარებას ანუ სიგის, ბარბელიოტურ ანუ ვორვორიტულ გნოსტიკურ ქალურ პირველეონ - მარადის ქალწულ არსს ანუ ბარბელოს, ხოლო იძანამი შეესაბამება ბუდისტურ სამანტაბჰადრას, ვალენტინიანურ გნოსტიკურ მამრობით პირველეონს - სიღრმეს ანუ ბიტუსს, კაბალისტურ - უსასრულო არარაობას ანუ ეინ სოფს, ბარბელიოტურ მამრობით პირველეონს - მარადიულ გამოუთქმელ პირველმამას და ზოროასტრულ ზურვანს.
მოკლედ რომ ვთქვათ, თავდაპირველად იყო მხოლოდ დიადი სიღრმე - მეგალე ბიტუს, მამრობითი პირველდასაბამიერი პირველეონი, რომელსაც აგრეთვე ქვია პირველმამა ანუ პროტოპატორი, რომელთანაც იყო მისგან განუყოფელი და განუშორებელი მდედრობითი პირველეონი, მდუმარება - სიგი იგივე პირველაზრი ანუ პროტოენოია იგივე მადლი ანუ ხარისი, იგი იყო პირველდედა - პროტომატერია. სიღრმემ მდუმარებაში ჩადო ღვთიური თესლი და მდუმარებამ შვა ორი ეონი (სულიერი არსება, ღვთაება), გონება - ნუსი (მამრობითი) და ჭეშმარიტება - ალატეია (ქალური), ხოლო გონებამ და ჭეშმარიტებამ შვეს სიტყვა - ლოგოსი და სიცოცხლე - ზოე, სიტყვამ და სიცოცხლემ შვეს ადამიანი - ანთროპოს და მოხმობა - ეკლესია და კიდევ ათი სხვა ეონი, კიდევ სხვა ხუთი სიზიგია (წყვილი): სიღრმული (ბიტიოს, ვუფიოს), აღრევა (მისის), უბერებელი (აგეპატოს), ერთობა(ენოსის), თვითშობილი (აუტოგენეს), სიამოვნება (ჰდონე), უძრავი (აკინეტოს), განმქვრევა (ზუგკრადის), მხოლოდშობილი (მონოგენეს) და ნეტარი (მაკარია), ხოლო ადამიანმა და მოხმობამ შვეს თორმეტი ეონი: მანუგეშებელი (პარაკლეტი) და რწმენა (პისტის), მამისეული (პატრიკიოს) და იმედი (ელპის), დედისეული (მატრიკოს) და სიყვარული (აგაპე), მარადიული გონი (ასინოეს) და გონიერება (ნუუზსის), ეკლესიური (ეკლეტიატიკოს) და ნეტარება (მაკარიოტეს), სასურველი (ოელეტოს) და სიბრძნე (სოფია). ესაა სულიერი სამყარო ანუ პლერომა - კოსმიური გონის, კოსმიური ინტელექტისა და თავდაპირველი უსასრულო ბიპოლარული კოსმიური ზესულის ერთობლიობა, პლერომა აგრეთვე არის კოლექტიური გონი, კოლექტიური ინტელექტი და კოლექტიური ცნობიერება (კაუზიური და ბუდჰიკური), პლერომა ესაა ინდივიდუალურ მენტალურ-კაუზიურ და ბუდჰიკურ ცნობიერებათა ერთობლიობა. გონებამ და ჭეშმარიტებამ შვეს კიდევ ერთი წყვილი: ქრისტე და სულიწმინდა. სოფია დაეცა და განერთხა ბარიერზე პლერომას გარეთ, სოფია იმდენად დაშორდა სინათლისა და სიკეთის პირველწყაროს და მისი ნათელი და მადლი თითქმის ჩაქრა, სოფიამ აღუვლინა ლოცვა ქრისტეს და ქრისტემაც შეისმინა და ორ მთავარანგელოზთან - მიქაელთან და გაბრიელთან ერთად გამოეცხადა და ქაოსისა და არყოფნის უფსკრულიდან ამოიყვანა ოდნავ ზემოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ძველი აღთქმიდან დღემდე   Jul 16 2008, 03:32 PM
თემო   აქ ძალიან საინტერე...   Jul 16 2008, 03:39 PM
ნათია   თანამედროვე ქართუ...   Jul 16 2008, 03:49 PM
თემო   დროში რას გულისხმ...   Jul 16 2008, 03:52 PM
ნათია   თემო ანუ სხვადასხვ...   Jul 16 2008, 03:53 PM
G_I_O_R_G_I_   ეს სახარებები სხვ...   Jul 16 2008, 04:10 PM
G_I_O_R_G_I_   სხვადასხვა პერიოდ...   Jul 16 2008, 04:31 PM
ნათია   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:35 PM
თემო   G_I_O_R_G_I_ იმიტომ ვიკით...   Jul 16 2008, 04:39 PM
ნათია   თემო ახლა შევადარ...   Jul 16 2008, 04:45 PM
კანონისტი   ნათია არა ნათი. მა...   Jul 16 2008, 05:26 PM
კანონისტი   ნათია შეცდომაა მერ...   Jul 16 2008, 05:30 PM
კანონისტი   ნათია დევს კიდევა...   Jul 16 2008, 05:39 PM
ნათია   k@the მაქედან დავაკოპ...   Jul 16 2008, 05:52 PM
კანონისტი   ნათია წინასწარმეტ...   Jul 16 2008, 05:54 PM
ნათია   კანონისტი გაიხარე...   Jul 16 2008, 05:56 PM
zedela   საინტერესო თემააა....   Jul 16 2008, 07:08 PM
ლია   ვინაიდან ეს პირველ...   Jul 17 2008, 12:19 PM
orthodox-georgia   ვინაიდან ეს პირვე...   Jul 17 2008, 03:23 PM
ნათია   ლია შეგიძლია მოკლ...   Jul 17 2008, 03:25 PM
ზვარე   ბიბლიური შესაქმის ...   Jul 17 2008, 07:14 PM
Misha Songulashvili   ღით ვერ დაიწყეთ ამ ...   Jul 17 2008, 07:36 PM
ნათია   Misha Songulashvili ეგ კითხვა მ...   Jul 17 2008, 07:41 PM
ზვარე   რამეთუ ათასი წელი ...   Jul 17 2008, 07:48 PM
ნათია   იქნებ ეს განმიმარ...   Jul 17 2008, 07:50 PM
kavkasioni   ძალიან საინტერესო ...   Jul 26 2008, 02:06 PM
Misha Songulashvili   kavkasioni იქამდის განუყ...   Jul 26 2008, 04:22 PM
abo   http://s53.radikal.ru/i139/0807/7b/b2bb55e61b78.jp...   Jul 26 2008, 04:41 PM
kavkasioni   Misha Songulashvili კი. მოგეხს...   Jul 26 2008, 05:01 PM
nino kiwo   მეგობრებო რთულ თემ...   Jul 26 2008, 05:19 PM
ჰერელი   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 09:09 PM
George Leluashvili   ძველი აღთქმა, თავი...   Apr 2 2012, 11:43 PM
ჰერელი   ლოპუხინს აქვს მთლ...   Apr 3 2012, 12:09 AM
George Leluashvili   საბითუმო ნამდვილა...   Apr 3 2012, 01:16 AM
აკაკი   ჰერელი ვერცხლის ქუ...   Apr 3 2012, 04:01 PM
ჰერელი   უი არც გამიგია ეგ ქ...   Apr 3 2012, 05:44 PM
George Leluashvili   ჰერელი მანდ ძვირი ...   Apr 3 2012, 07:30 PM
აკაკი   ხო, არ ვიცი, 8 ლარი ღი...   Apr 3 2012, 11:12 PM
George Leluashvili   აკაკი ბოლოს გამოვ...   Apr 5 2012, 03:50 PM
აკაკი   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:40 PM
George Leluashvili   George Leluashvili კი მაგას ვა...   Apr 5 2012, 06:49 PM
A.V.M   მოგვთა თაყვანისცე...   Dec 15 2012, 12:22 AM
A.V.M   ამ თემაზე იყო ადრე ...   Dec 15 2012, 12:46 AM
A.V.M   ახლა ვიპოვე მართლმ...   Mar 21 2013, 01:50 AM
G_saxva   A.V.M 10-ძველი აღთქმის ს...   Jun 6 2013, 10:45 AM
qetevano   G_saxva ეგ მამა აკაკი მე...   Jun 6 2013, 07:34 PM
G_saxva   qetevano ძალიან კარგი :D წ...   Jun 7 2013, 08:33 AM
qetevano   G_saxva კიი მაქვს. ეხლა ...   Jun 7 2013, 09:47 AM
G_saxva   qetevano არა მასე როგორ ...   Jun 7 2013, 10:03 AM
qetevano   G_saxva კი გათხოვებ, წიგ...   Jun 7 2013, 10:14 AM
G_saxva   G_saxva კი გათხოვებ, წი...   Jun 7 2013, 10:23 AM
qetevano   G_saxva მაილი მომეცი პმ-...   Jun 7 2013, 10:28 AM
A.V.M   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 7 2013, 09:26 PM
G_saxva   მე მაქვს... ქინდლკი ,...   Jun 8 2013, 09:09 PM
azazeli   ,,დასაბამად ღმერთმ...   Sep 3 2013, 11:24 AM
A.V.M   azazeli გვასალიას ლექც...   Sep 3 2013, 11:52 AM
G_saxva   azazeli აზაზელო ეშმაკი...   Sep 3 2013, 11:54 AM
A.V.M   G_saxva ჩემი ჯგუფელი ყო...   Oct 31 2013, 10:45 PM
G_saxva   A.V.M მერე გაწიე პროპა...   Nov 1 2013, 09:12 AM
†სერგი†   რომელია გურამ?   Nov 1 2013, 09:16 AM
A.V.M   †სერგი† ასტამაა ბი...   Nov 1 2013, 04:44 PM
G_saxva   A.V.M მერე შე კაი კაცო...   Nov 1 2013, 05:26 PM
A.V.M   შემოიხედე აქ. G_saxva http:/...   Nov 2 2013, 12:50 AM
†სერგი†   აზაზელს მივცემ მა...   Nov 3 2013, 09:03 PM
azazeli   დებორასა და ბარაკი...   Nov 5 2013, 10:39 PM
A.V.M   ნახეთ რა კაცი დავა...   Nov 5 2013, 10:40 PM
azazeli   სერგი შენ ნიჭიერო. ...   Nov 5 2013, 11:23 PM
A.V.M   azazeli ძმა ხარ ასტამ ! ...   Nov 5 2013, 11:30 PM
azazeli   მზადება მიდიამელე...   Nov 6 2013, 11:22 PM
azazeli   აბიმელექის შეთქმუ...   Nov 16 2013, 09:21 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Nov 17 2013, 12:22 AM
azazeli   საღმრთო გამოცხადე...   Jan 13 2014, 03:33 PM
azazeli   იუდა ებრძვის ქანაა...   Jan 13 2014, 03:51 PM
A.V.M   azazeli jigari xar...   Jan 13 2014, 06:17 PM
შანკარა   წმ. ანდრია პირველწ...   Feb 27 2014, 09:20 PM
azazeli   1) შესავალი 2)წმიდა ე...   Jun 7 2014, 02:08 PM
azazeli   ომიკური კრიზისის დ...   Jun 7 2014, 03:24 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ასტა...   Jun 7 2014, 03:25 PM
შანკარა   89 შეკითხვა ქრისტია...   Jun 11 2014, 03:45 PM
G_saxva   ჩავქვესკნელდი :D   Jun 11 2014, 06:27 PM
A.V.M   შანკარა ამ შეკითხ...   Jun 11 2014, 11:28 PM
A.V.M   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 01:01 AM
შანკარა   შანკარა მიუხედავა...   Jun 13 2014, 02:44 AM
A.V.M   შანკარა GMADLOB ! მომი...   Jun 13 2014, 03:50 PM
შანკარა   რაციონალური მეცნი...   Jun 14 2014, 01:56 PM
A.V.M   ,,იუდაიზმში სქესობ...   Jul 26 2014, 11:21 PM
azazeli   ისრაელის გაყოფვის ...   Aug 4 2014, 12:29 PM
A.V.M   azazeli ჯიგარი ხარ ...   Aug 4 2014, 12:34 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 12:55 PM
azazeli   RE: ძველი აღთქმიდან დღემდე   Aug 4 2014, 01:13 PM
A.V.M   პატრიოტიზმი ძველ დ...   Sep 1 2014, 10:05 PM
marine   "პირველ ქრისტიან...   Oct 21 2015, 05:39 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th September 2024 - 09:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience