წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
afxazi |
Feb 28 2014, 12:55 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
guest1
ციტატა რატომ არის წარმოუდგენელი მკრეხელობა ეს? მაინც რა არის ამაში მკრეხელური? რატომ არის წარმოუდგენელი მკრეხელობა ამას ახლავე მოგახსენებ. ჯერ ერთი, რომ მსგავსი უკუღმართობა დედამიწის ზურგზე არავის არ წამოცდენია (ვგულისხმობ საეკლესიო ავტორს, ეკლესიის მამას, რომელიც ქრისტიანული, მართლმადიდებლური დოგმატიკის ტერმინოლოგიურ გამოთქმას გვაწვდის), რომ ადამიანისთვის, როგორი განღმრთობილიც არ უნდა ყოფილიყო ის, ბუნებით ღმერთი ეწოდებინოს, მთელი თავისი შინაარსობრივი გაგებით. ცნება "ბუნებითი ღმერთი" (გინდა საღვთისმეტყველო ახსნა განმარტებით თუ მის გარეშე) მიემართება ოდენ ყოვლიერების შემოქმედს, ყოვლადწმინდა სამებას და არანაირად ქმნილებას, იქნება ეს ანგელოზი თუ ადამიანი. სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ის ვინც გამოთქვამს რაღც სწავლებას ვერ არის გარკვეული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში და ამ გაურკვევლობის გამო ზოგჯერ უმძიმეს შეცდომას უშვებენ. ანალოგიური რამ ხდება აქაც. ვინც ოდნავ მაინც არის გარკვეული მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, ცხადზე უცხადესია რომ ადამიანის ბუნებით ღმერთობას ფიქრის დონეზეც კი არ გაივლებს თავში და მითუმეტეს არსენ იყალთოელს არ დააბრალებს იმას, რომ მან დავითის ბუნებითი ღმერთობა იღვთისმეტყველა. არ დავმალავ გურამის მიერ მოხმობილი წყარო მე ვარ (მას ცოტა გაზვიდება უყვარს ხოლმე) და მთელს ჩემს შეხედულებას ვამყარებ სრულიად თბილისის სასულიერო აკადემიაში მიღებულ საღვთისმეტყველო სწავლებაზე, რომელიც თავის მხრივ ემყარება უცთომელ მართლმადიდებლურ დოგმატურ მოძღვრებას. ჩემი საუბრი რომ მხოლოდ პირად მოსაზრებად არ აღიქვათ, საეკლესიო ავტორთა სწავლებებს დავიმოწმებ აღნიშნული საკითხის ნათელსაყოფად. ზემოთ ვთქვი, რომ როგორც ხშირად ხდება ამ შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს ტერმინოლოგიური გაუცნობიერებლობა, თუმცა მე მაინც არ ვიტყოდი ასე, რადგან იმას, რომ ადამიანზე არ უნდა ისაუბრო როგორც ბუნებით ღმერთზე, მაინცდამაინც ამას ტერმინოლოგიური გაცნობიერება არ ჭირდება, ამას ელემენტარული საღვთისმეტყველო სწავლების ცოდნაც ეყოფა. თუმცა რადგან თავად ტემინს ეხება საქმე, ვეცდები ამ ტერმინის მართლმდიდებლური გაგება გამოვკვეთო, რომ შემდეგ საკითხში გარკვევა არ გაჭირდეს. მაშ რას ნიშნავს ტერმინი ბუნება საეკლესიო სწავლებით? ამ ეტაპზე, სამწუხაროდ თან არ მაქვს (იმედია საღამოს შევავსებ ამ დანაკლისს) წმ. იოანე დამასკელის ნაშრომი "დიალექტიკა", რომ აღნიშნული ტერმინის უფრო ავტორიტეტული ახსნა-განმარტება შემოგთავაზოთ, თუმცა ქართულ სინამდვილეში უდავოდ ავტორიტეტული პიროვნების ციტატას მოვიყვან (რომლის დაკნინებას ნუ შეეცდებით, რადგან მთელი მისი ნათქვამი გარწმუნებთ ემყარება სწორედ საეკლესიო სწავლებას და ამას აუცილებლად ვაჩვენებ. უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის მინდა ეს განმარტება მოვიყვანო, როგორც უფრო გასაგები ახსნა), ედიშერ ჭელიძის, რომელიც ამბობს: "ტერმინი “ბუნება” განიმარტება, როგორც იმ თვისებათა ერთობლიობა, რაც აქვს ამ ბუნების მქონე უკლებლივ ყველა კონკრეტულ ჰიპოსტასს. მაგალითად, ადამიანური ბუნება იმ თვისებათა ერთობლიობაა, რაც ადამიანური ბუნების უკლებლივ ყველა პიროვნებას გააჩნია. შეუძლებელია პიროვნებას რაღაც ისეთი თვისება ჰქონდეს, რაც მეორეს არ აქვს და ის ადამიანური ბუნების თვისებად ჩავთვალოთ. რა თვისებებიც ვლინდება აბსოლუტურად ყველა ადამიანში, მხოლოდ ის გახლავთ ადამიანური ბუნება. ანუ ბუნება, კვლავ ხაზს გავუსვამთ, ეს არის ერთობლიობა იმ თვისებებისა, რა თვისებებიც ამ ბუნების მქონე უკლებლივ ყველა ჰიპოსტასს აქვს. მეორე მხრივ, “ჰიპოსტასი” ისაა, რაც თავის თავში ბუნების თვისებებს მოქმედებითად გამოხატავს. მაგალითად, “მოაზროვნეობა” ბუნებითი თვისებაა და ბუნებას გულისხმობს, მაგრამ მოაზროვნე ჰიპოსტასია ანუ ის კონკრეტული პირია, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს მოაზროვნეობის ბუნებითი თვისება ანუ რომელიც თავის თავში ავლენს, თავის თავში მოქმედებითად გამოხატავს, ამოქმედებს ბუნებისეულ მოაზროვნეობას. არ არსებობს ბუნება უჰიპოსტასოდ (ანუ ჰიპოსტასის გარეშე) და ჰიპოსტასი – უბუნებოდ (ანუ ბუნების გარეშე). ყოვლადწმიდა სამებაში მამას, ძესა და სულიწმინდას ერთი საღვთო ბუნება აქვს, ანუ სამივე პირი თავის თვითმდგომ (ანუ მეორესთან შეურევნელ) პიროვნებაში სრულად გამოხატავს საღვთო ბუნების უკლებლივ ყველა თვისებას. ძე ღმერთმა განკაცებისას თავის საღვთო ჰიპოსტასში ანუ პიროვნებაში საღვთო ბუნებას შეუერთა ადამიანური ბუნება. ეს ნიშნავს: მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელიც განკაცებამდე მქონე იყო მხოლოდ საღვთო ბუნებისა, ანუ რომელიც თავის თავში გამოხატავდა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებებს, განკაცების პირველწამიდანვე ანუ ‘უმწვერვალესი შეერთებიდანვე საღვთო ბუნებასთან ერთად მქონე გახდა ადამიანური ბუნებისა ანუ სწორედ იმავე ღმერთ-ჰიპოსტასმა (მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა) ინება და უზენაესი თავმდაბლობით იტვირთა ადამიანური ბუნების მიღება ანუ თავის თავში, თავის ღმერთ-პიროვნებაში არა მხოლოდ საღვთო ბუნების (როგორც ეს განკაცებამდე იყო), არამედ, საღვთო ბუნებასთან ერთად და საღვთო ბუნებისგან განუყოფლად მან განიკუთვნა ადამიანური ბუნების უკლებლივ ყველა ბუნებითი თვისება და ამ თვისებათა გამოვლენა თვინიერ (გარეშე) ცოდვისა". http://www.ambioni.ge/rogor-gankacda-ufali თუმცა აქვე მაქვს (საბედნიეროდ) იგივე იოანე დამასკელის "გარდამოცემა", სადაც შესაძლებელია ("დიალექტიკაში" კონკრეტულად ტემინებზეა საუბარი) ტერმინ ბუნების მნიშვნელობა და არსი გავიგოთ. მაგალითად გარდამოცემის მე-60 თავში წმ. იოანე ადამიანის შესახებ ამბობს: "ყოველი ადამიანი ორი ბუნებისგან არის შემდგარი, - სულისა და სხეულისგან, - და იგი უცვლელად ფლობს მათ თავის თავში, რის გამოც მართებულად ითქმის ორ ბუნებად, ინარჩუნებს რა შეერთების შემდეგაც ორივე მათგანის ბუნებისეულ თვისობრიობას. მართლაც, არც სხეულია უკვდავი (არამედ ხრწნადია იგი) და არც სულია მოკვდავი (არამედ უკვდავია იგი); კიდევ, არც სხეულია უხილავი, და არც სულია ხორციელი თვალებით დასანახი, არამედ ეს უკანასკნელი მოაზროვნეობითია, გონისმიერია და უსხეულო, პირველი მათგანი კი - განხშოებული, ხილვადი და არამოაზროვნეობითი; ხოლო რადგან არსობრივად განყოფილნი ერთი ბუნებისანი არ არიან, ცხადია, რომ სული და სხეული არ არის ერთი არსებისა. და კიდევ: თუ ადამიანი ესაა - მოაზროვნეობითი, მოკვდავი ცხოველი და თუ ყოველი განსაზღვრება ცხადმყოფელია მოცემული ბუნებისა, ხოლო ბუნებისეული ნიშნით მოაზროვნეობითი არ უიგივდება მოკვდავს, ცხადია, რომ ადამიანი, საკუთარი თავის განსაზღვრების კანონით, არ უნდა იყოს ერთი ბუნებისა". ანუ ადამიანთან დაკავშირებით (როგორც ქმნილებასთან დაკავშირებით) ადამიანურ ბუნებად ვამბობთ იმ თვისებათა ერთობლიობას, რომელიც უცვლელად და გამონაკლისის გარეშე აქვს ამ ბუნების მქონე თითოეულ პიროვნებას (პიროვნების შესახებ ზემოთაც ითქვა, რომ ესაა უკვე კონკრეტული ინდივიდი, რომელიც ამოქმედებს ბუნებისეულ თვისებას და რითაც ის განსხვავდება მეორე პიროვნებისგან (ამოქმედებული თვისების ხარისხით)). ამგვარ თვისებებს შეიძლება დავამატოთ კიდევ: შიმშილის, წყურვილის, ძილის, დაღლილობის... (ესაა ე.წ. უყვედრელი ვნებულებანი, რომელიც ადამიანს ცოდვით დცემის შემდგომ შეეძინა, ამგრამ ამ თვისებებითაც ყველა პიროვნება განუსხვავებელია), ანუ ის თვისებები, რაც ყველას აქვს, გამონაკლისის გარეშე. განსხვავებას პიროვნებათა შორის, როგორც აღვნიშნე, ქმნის ამ თვისებათა ამოქმედების ხარისხი, რომ ყველას ერთნაირად არ შია, არ წყრია და ა.შ. სწორედ ეს განასხვავებს პიროვნებებს ურთიერთისგან, თორემ ბუნებითი თვისებების მხრივ, მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის. იგივე ითქმის ანგელოზურ ბუნებაზე, ანუ იმ თვისებათა ერთობლიობაზე, რაც ცხრავე დასის ანგელოზებს გამონაკლისის გარეშე ახასიათებთ, მაგრამ მათ შორის ხარისხობრივი განსხვავება ამ თვისებათა გამოვლენის ხარისხშია. და ეს ორივე - ადამიანის და ანგელოზიც, როგორც შექმნილნი ფლობენ კიდევ ერთ თვისებას, თვისებას ცვალებადობისას, ანუ წარმატებადობისას, ანდა დაცემადობისას. "ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს - ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი". (გარდამოცემა, თ. 3). მაგრამ რას ვამბობთ საღვთო ბუნების შესახებ? იმავე გარდამოცემის მე-14 თავში, რომელსაც ეწოდება: "საღვთო ბუნების თვისებები", ვკითხულობთ: "შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უკვდავება, დაუსრულებლობა, საუკუნოობა, უნივთოება, კეთილობა, შემოქმედებითობა, სამართლიანობა, განმანათლებლობა, უცვლელობა, უვნებობა, გარეშეუწერლობა, დაუტევნელობა, შემოუსაზღვრელობა, განუსაზღვრელობა, უსხეულობა, უხილავობა, მოუაზრებლობა, უჭირველობა, თვითმპყრობელობა, თვითხელმწიფობა, ყოვლისმპყრობელობა, სიცოცხლისმბოძებლობა, ყოვლადძლიერება, უსასრულოდძლიერება, განმწმენდელობა, წილმბოძებლობა, ყოვლიერების გარემომცველობა და შემამტკიცებლობა, ყოვლის წინაგანმგებლობა, - ყოველივე ეს და ამგვარნი ბუნებით აქვს მას; არათუ სხვისგან მიმღებია იგი, არამედ თვით არის ყოველივე კეთილის წილმბოძებელი საკუთარი ქმნილებებისადმი, შესაბამისად თითოეულის მიმღებლობითი ძალისა". ანუ თუკი ჩვენ ვამბობთ ადამიანზე, ანდა ანგელოზზე, რომ მას ბუნებითად აქვს მოაზროვნეობის თვისება, მეუფებრიობის თვისება (ხატობრივი თვისებები), და.შ. ვგულისხმობთ არა იმას, რომ თავისთავად აქვს მას ეს თვისება, არავისგან მინიჭებული (წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის მარადიულად არსებობას უნდა დაგვეშვა), არამედ ამგვარი მხოლოდ ღმერთია, რომელიც მარადიულდა არსებულია, უცვალებელია, გარეშემოუწერელია და ა.შ. და ეს ყოველივე არა ვინმესგან მინიჭებული აქვს მას, არამედ თავისთავად, ბუნებით აქვს და იგია წყარო ადამიანისთვის ყოველივე კეთილისა. შესაბამისად თუკი ჩვენ დავუშვებთ ადამიანის ბუნებით ღმერთობას, მაშინ ის ყველა იმ თვისებით უნდა მოვიაზროთ, რა თვისებებიც იოანე დამასკელმა ჩამოთვალა, რომ ის უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი, გარეშემოუწერელი და ა.შ. აი სწორედ ამიტომ არის გამოთქმა: "ადამიანი - ბუნებითი ღმერთი" მკრეხელობა. ხოლო ის, რომ ადამიანს ღმერთი (და არა ღმრთეება) ეწოდება წმ. წერილში, აბსოლუტურად ყველა განმმარტებელი აღნიშნავს, რომ აქ საუბარია ადამიანის მადლისმიერ და არა ბუნებით ღმერთობაზე. ანგელოზსს, ისევე როგორც ადამიანის სულს უკვდავი ეწოდება (მაგრამ არა მარადიულად არსებული), თუმცა არა ბუნებით (მაშინ მარადიულად არსებულიც უნდა იყოს) არამედ მადლისმიერად. "ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ - მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი". (გარდამოცემა, თ. 17). წმ. კირილე ალექსანდრიელი: "ამრიგად, როგორც ხატად მყოფნი ჭეშმარიტი ძისა და ღვთისა, ღმერთებად და ძეებად შეირაცხებიან არა მხოლოდ ანგელოზები, არამედ, აგრეთვე, თვით ჩვენც, რადგან თქმულია: "მე ვთქვი: ღმერთები ხართ და ძეები უზენაესისა ყველანი" (ფს. 81.6). ამრიგად, თუმცაღა ეწოდებათ შესაქმეში შემოსულთაგან ზოგთ ძეობის სახელი (τὸ τῆς υἱότητος ὄνομα), მაგრამ ერთია იგი, ბუნებითი და ჭეშმარიტი, რომლისადმიც დავიხატეთ, შევიძინეთ რა მისგან, მადლის სახით, ესოდენ კეთილსახელოვანი და უსაჩინოესი ზედწოდება". (ივლიანეს წინააღმდეგ, წიგნი II, PG. 76 948 C - 949 A) გაგრძელება აუცილებლად იქნება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი