წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#241
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
afxazi |
Feb 28 2014, 03:14 PM
პოსტი
#242
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
guest1
ციტატა თქვენ, ან ედიშერ ჭელიძეს, როცა ღვთისმეტყველებაზე საუბრობთ, გისვამთ მარტივ კითხვას და თუ შეიძლება პატიოსანად გამეცით პასუხი: მართლმადიდებლური სწავლებით, რას ნიშნავს სიტყვა "ღვთისმეტყველება" და "ღვთისმეტყველი"? და, ან თქვენ ან ედიშერ ჭელიძე თუ ბრძანდებით ღვთისმეტყველი? აბსოლუტურდ არაფერ შუაშია განსახილველ თემასთან, თუმცა მაინც ვუპასუხებ ამ კითხვას. თავისი არსით ღვთისმეტყველება რ გულისხმობს მხოლოდ თეორიულ განსწავლულობას მართლმადიდებლურ დოგმატიკაში. ქრისტიანი არა მხოლოდ მცოდნე უნდა იყოს, არამედ მოღვაწეც, თანაშერთული უნდა იყოს მასში ცოდნა და მოღვაწეობა. თუმცა ჩვენ ვიცით მოღვაწეები, რომელთაც წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ (მაგ. ანტონი დიდი) თუმცა ისინი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველები იყვნენ, მათ ღვთისგან ქონდათ ბოძებული მის შესახებ ცოდნა, მაგრამ პირიქით კი მე პირადად არავინ მახსენდება, რომ მხოლოდ თეორიულ ცოდნას ეცხონებინოს ვინმე. აქედან გამომდინარე, თუ ეს გაინტერესებთ, ღვთისმეტყველება ქრისტიანული თვალსაზრისით, როგორც ღვთის მეტყველება, ცხადია ცოდნას და მოღვაწეობას აერთიანებს. მაგრამ ეს არაფერ შუაშია იმასთან, რომ ადამიანმა საღვთისმეტყველო განათლება მიიღოს და შეისწავლოს მართლმადიდებლური დოგმატიკა. მე პირადად ბატონ ედიშერს ვუწოდებ პატროლოგს და არა ღვთისმეტყველს, საუკეთესო მცოდნეს წყაროებისას, რომელმაც უცთომელად იცის მართლმადიდებლური დოგმატიკა. ისევე როგორც არც არავის ვუწოდებ მე ღვთისმეტყველს, ამ ტერმინის არსობრივი გაგებით, არამედ ვუწოდებ საღვთისმეტყველო განათლების მქონეს. აქედან გამომდინარე ვერ ვხვდები ჯერ ეს რა შუაშია იმასთან დაკავშირებით რაზეც ვსაუბრობთ. ეკლესიამ გამოცხადებით მიღებული უცთომელი სწავლება ტერმინოლოგიურად ჩამოაყალიბა და დოგმატურად გვიანდერძა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა სწორედ ამ დოგმატური მოძღვრების ჩარჩოებში იმყოფებოდეს და მისით საზრდოობდეს. შესაბამისად თუკი ეს დოგმატური მოძღვრება მებნება, რომ ბუნებითი თვალსაზრისით ტერმინი ღმერთი მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას ეწოდება, გადავუხვიო ამ სწავლებისგან და ახალი რამ შევიმუშაო? უმალ მწვალებელი არ აღმოვჩნდები? თუკი მე ვცდები ყოველივე იმაში, რაც ზემოთ დავწერე, ამიხსენი და განმიმარტე იმავე საეკლესიო სწავლების ფონზე, რომელ საეკლესიო სწვლებასაც მე ვიმოწმებ. ციტატა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორ უარყოფს ის, თქვენ რაც დაწერეთ ზემოთ, წმინდა მეფის ბუნებით ღმერთობას? საიდან ვიცით, რომ მეფე დავითი ადამიანი იყო და არა ბუნებით ღმერთი? გამოცხადება გვქონდა ამის თაობაზე, თუ რაღაც ჩვენებური ლოგიკით ვასკვნით ამას? რა თქმა უნდა, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. რაღაცნაირად ისე ჩანს, თითქოს მე ან ის ვინც საწინააღმდეგოს გიმტკიცებთ წმ. მეფის პიროვნების დამაკნინებელი გამოვდივარ, ამ ჩემთვის მართლაც უძვირფასესი სახელისა, ხოლო თქვენ პატივის მიმგები. სინამდვილეში კი პირიქითაა. როდესაც პიროვნებას განუკუთვნებ იმას, რაც სინამდვილეში ის არ არის, ეს უფრო მეტად შეურაცხყოფს მას. ასეა ამ შემთხვევაშიც. იმ მოტივით, რომ უფრო მეტი პატივი მიაგოთ მეფეს, უფრო მეტად შეურაცხყოფთ მას. საიდან ვიცით? "გალობანი სინანულისანი" არ გაქვთ წაკითხული? იხილეთ: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/davit-galobani.htm ციტატები ამ შესანიშნავი ჰიმნოგრფიული ძეგლიდან: "დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე აღვიხუენ ჴელნი, არცა დავდე სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა უცხო-თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა!" კი, ცოდვილი ვარო, მაგრამ სარწმუნოებისთვის არ მიღალატიაო, იმ სარწმუნოებსთვის, რომელიც შენმა ღვთისმეტყველებმა მასწავლესო. ეხლა თუ იმის მტკიცებას დამიწყებ, რომ ღმერთი "სწავლობს" რამეს, საერთოდ ხმას აღარ ამოვიღებ. კიდევ: "და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე, მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა, და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა, და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ, ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!" ვის გაუგია ბუნებით ღმერთი თავის თავს მიმართავდეს ასე: "და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ"? კიდევ: "ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შუებაჲ უქმ იქმნნენ, ყუავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!" მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო! კიდევ, აშკარა ხაზგასმა იმაზე, რომ დავითი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანია: "ამისთჳს ღმერთ-მამაკაცებრ მოქმედ იქმნა ზეშთა ღმერთთაჲ, რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი და ღმრთეებრ იჴსნიდეს ბრალთაგან, რომელთა ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაჲ"! "რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი". - ამაზე აშკარა მონაცემი რა შეიძლება იყოს? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი