![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
:_მარიამი_: |
![]()
პოსტი
#1
|
![]() gvirila_mari ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 ![]() |
სქიმ-არქიმანდრიტი ვიტალის ლოცვა
უფალო, ღმერთო ჩვენო! როგორ ვერასოდეს ვიქცევით შენს მოსაწონად, რაც არ გსურს იმას ვაკეთებთ, დაგვჯაბნა ცოდვებმა და ვნებებმა, მოწყალეო, ყოვლის შემძლევ, შენი მადლით შეეხე ჩვენს გულებს, მოგვეცი ძალა ცოდვებთან ბრძოლისა, განგვაშორე მაცდური ეშმაკი, მფარველი ანგელოზი მოგვივლინე, მისივე ძალით გვიხსენი, შენ თვითონ თქვნი უფალო, რომ ცოდვილთა საცხოვნებლად მოხვედი; შენ, შენ თვითონ თქვი მოწყალეო, რომ ცოდვილის სიკვდილი კი არ გსურს, არამედ მის სინანულს მოელი. თვითონვე ბრძანე შენი უწმინდესი ბაგეებით:"ჩემთან მოსულს არ განვაგდებ". და აი, მოგეახლენით, სასოო ჩვენო, შენს ფეხებთან დამხობილნი ვქვითინებთ, ღმერთო და მეუფეო ჩვენო, ნუ მოგვარიდებ სახეს შენს ქმნილებებს, თუმცა ცოდვილნი ვართ, მაგრამ მაინც შენ გეკუთვნით, მოგვანიჭე სიმტკიცე და ძალა, რათა დავძლიოთ ჩვენი ბოროტი, ცოდვიანი ჩვევები. ამინ! |
![]() ![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
დავით გარეჯის ფერწერული სკოლის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი მიმდინარეობს მეცხე საუკუნიდან მეცამეტემდე ,დაკავშირებული იყო რა შუასაკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების საერთო ხაზთან .
მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევარში , ამ პერიოდის ქართული კედლის მხატვრობის საერთო სურათის წარმოსადგენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხარების ეკლესიის მოხატულობა . მცირე ზომის სამლოცველოში სამეფო პორტრეტს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ,საერო პირთა წარმოდგენის ბიზანტიურმა ფორმულამ საქართველოში ისტორიული ვითარების გამო , განსაკუთრებული განვითარება პოვა . დემეტრე თავდადებული სამი მეოთხედით შებრუნებულია წარმოდგენილი ვედრების ჯესტით მიმართავს მაცხოვარს ,დემეტრეს ოქროს შარავანდედი მოსავს და თავზე ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს გვირგვინი ადგას . დემეტრეს წინ გამოსახული მავედრებელი ფიგურის ინდენფიცირება დღეისათვის ძალზე ჭირს ფრესკის ძლიერი დაზიანების გამო შეიძლება აქ გამოსახული უდაბნოს მონასტრის წინამძღვარია ამ პერიოდის წერიოლობითი წყაროდან ირკვევა რო მონასტრის მოწესე ყოფილა ვინმე ანტონი შეიძლება ვივარაუდოთ რო ფრესკაზე ეს ანტონი გამოისახა კიდეც მეფე დემეტრეს წინაშე მავედრებლი . ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს რო იმდროინდელი წარმოდგენის მიხედვით მეფე იყო ღვთაებრივი ბუნების მატარებელი . თამარის ისტორიკოსი ამტკიცებს " საქართველოს მეფე ღვთისა სწორი , სამებისაგან ოთხად თანააღზევებული" ესეგი სამების მეოთხე სახედ მეოთხე ხვთაებად აღზევებული . სხვა რიგი კომპოზიციები მოწმობს ( სან ვიტალე,მარტორანა, სტუდენიცა , მილეშევო, )შუამდგომლად ქრისტესა და საერო პირებს შორის , როგორც წესი წარმოგვიდგებიან წმინდანები მეფე დემეტრე ესეგი ჩვეულებრივი მოკვდავის სახით კი არ არის წარმოდგენილი არამედ როგორც წმ.მოწამე მეფე , დემტრეს ღვთისსწრობას მის სამოსში ოქროს უხვი გამოყენება გვიჩვენებს. ( ოქრო მოწამეობის სიმბოლო ) -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 06:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი