წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#241
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
A.V.M |
Mar 1 2014, 12:01 AM
პოსტი
#242
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
ციტატა მართლმადიდებელი ვარ. ხოდა თუ მართლმადიდებელი ხარ , მაშინ დაემორჩილე მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ წმიდა მამებს . დოგმატური ცდომილებების ლაპარაკს როდესაც მორჩები , მაშინ გავაგრძელებ შენთან საუბარს . ციტატა დოგმატური ცდომილება ის არის, როცა ცოდვილი ადამიანები თეოლოგიას გვასწავლიან. ესეც მეორე თნ სერიოზული ცდომილება და არა მხოლოდ ცდომილება , უცოდინარობა საეკლესიო ისტორიისა . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Mar 1 2014, 01:29 AM
პოსტი
#243
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა ხოდა თუ მართლმადიდებელი ხარ , მაშინ დაემორჩილე მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ წმიდა მამებს. მე შენთვის არ მომიშვერია ხელი და შენი მართლმადიდებლობის შეფასება არ დამიწყია. მაგის განსჯა, როგორც მართლმადიდებლებმა, უფალს მივანდოთ.ციტატა დოგმატური ცდომილებების ლაპარაკს როდესაც მორჩები , მაშინ გავაგრძელებ შენთან საუბარს . მე მხოლოდ წმინდანთა ციტატები მომყავს. ჩემს მიერ ციტირებული არცერთი წმინდანი არ არის მუსულმანი ან იუდეველი ან ბუდისტი. რატომღაც, მათ ნათქვამებს ყურადღებას არ აქცევ. წმინდა სვიმონმა რომ თქვა "არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი იქნებიან ღვთისმეტყველნი"-ო, სერიოზულ ცთომილებას უშვებდა და საეკლესიო ისტორიას არ იცნობდა? რატომ ამ წმინდანთა სწავლებას ვუგულველყოფთ, მე ვერ გამიგია. შენ ამბობ, რომ ის წმინდანები, რომლებიც გვასწავლიან, რომ თეოლოგი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვინ ღმერთს ჭვრეტსო და განწმენდილიაო, დოგმატურ ცთომილებებს უშვებენ და საეკლესიო ისტორიის არცოდნას ავლენენ, ხოლო შენ კარგად გესმის ეს საკითხი. კარგი ბატონო, როგორც გინდა ისე თქვი, მარა მეც მაქვს უფლება შენს შეცდომებს მივუთითო და დიდი მართლმადიდებელი წმინდანების სწავლებით გავამყარო ჩემი ნათქვამი.ციტატა დოგმატური ცდომილება ის არის, როცა ცოდვილი ადამიანები თეოლოგიას გვასწავლიან. ესეც მეორე თნ სერიოზული ცდომილება და არა მხოლოდ ცდომილება , უცოდინარობა საეკლესიო ისტორიისა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი