წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#241
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
A.V.M |
Mar 1 2014, 01:50 AM
პოსტი
#242
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
ეკლესიისათვის იმ ყოვლადშეუსაბამობაზე , რაც დაწერე ბუნებითი ღმერთობის შესახებ , დაპირებისამებრ აღარ ვისაუბრებ . რაც შეეხება ღვთისმეტყველს . დავითმა მშვენივრად დაგანახა განსხვავება , მაგ სიტყვის გაგებასთან დაკავშირებით , ახლა კი მე დაგანახებ შენივე სიტყვების არასწორობას : ციტატა დოგმატური ცდომილება ის არის, როცა ცოდვილი ადამიანები თეოლოგიას გვასწავლიან. გრიგოლ ნაზიანზელს , საეკლესიო ტრადიციით განეკუთვნება ტერმინი ღვთისმეტყველი . მეთანხმები ამაზე ? გრიგოლ ნაზიანზელი , იყო თუ არა ცოდვილი ადამიანი ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Mar 9 2014, 03:19 AM
პოსტი
#243
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა რაც შეეხება ღვთისმეტყველს . დავითმა მშვენივრად დაგანახა განსხვავება , მაგ სიტყვის გაგებასთან დაკავშირებით , ახლა კი მე დაგანახებ შენივე სიტყვების არასწორობას : მე ვერ დავინახე ვერაფერი. რაც დავითმა დამანახა არის ის, რომ იგი უგულველყოფს წმინდანთა სწავლებას წმინდანობის, განღრთომისა და ღვთისმეტყველების არსზე.ციტატა გრიგოლ ნაზიანზელს , საეკლესიო ტრადიციით განეკუთვნება ტერმინი ღვთისმეტყველი . იყო თუ არა გრიგოლ ღვთისმეტყველი ცოდვილი ადამიანი? ამაზე ჩემი პასუხი, და ნებისმიერი არაწმინდა ადამიანის, შეიძლება იყოს მხოლოდ რწმენაზე დამყარებული. მე ვთვლი, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი არ იყო ცოდვილი, იმიტომ, რომ მან სიწმინდეს მიაღწია. წმინდანი ცოდვილი აღარ იქნება და ცოდვით აღარ დაეცემა. ეს არის წმინდანების სწავლება და ეს წერია იოანე ღვთისმეტყველის ერთ-ერთ წერილშიც.მეთანხმები ამაზე ? გრიგოლ ნაზიანზელი , იყო თუ არა ცოდვილი ადამიანი ? მეც დავსვი კითხვა, მაგრამ არ გიპასუხია ამაზე: წმინდა სვიმონმა რომ თქვა "არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი იქნებიან ღვთისმეტყველნი"-ო, სერიოზულ ცთომილებას უშვებდა და საეკლესიო ისტორიას არ იცნობდა? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი