წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
A.V.M |
Mar 9 2014, 10:42 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
ციტატა მე ვთვლი, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი არ იყო ცოდვილი, იმიტომ, რომ მან სიწმინდეს მიაღწია. ეს უკვე საკმარისია რომ აღარ ჩავთვალო საჭიროდ შენთან საუბრის გაგრძელება . ელემენტარულ დოგმატურ საკითხებს რომ გაეცნობი , შემდეგ ვნახოთ . თუ მკითხველს რამე დააინტერესებს , პოსტებს გადახედავს და ნათელი გახდება ყველაფერი . პ.ს. - ისე , პავლე რომ ამბობს , ცოდვილებში ყველაზე მეტად ცოდვილი მე ვარო , ალბათ არ წაგიკითხავს ხომ ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Mar 10 2014, 07:37 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა ეს უკვე საკმარისია რომ აღარ ჩავთვალო საჭიროდ შენთან საუბრის გაგრძელება . ელემენტარულ დოგმატურ საკითხებს რომ გაეცნობი , შემდეგ ვნახოთ . თუ მკითხველს რამე დააინტერესებს , პოსტებს გადახედავს და ნათელი გახდება ყველაფერი . რამოდენიმეჯერ ავღნიშნე და კიდევ გავიმეორებ: მე თეოლოგი (და შესაბამისად დოგმატური თეოლოგიის მცოდნე) არ გახლავარ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცოდვილი ვარ. წმინდანთა სწავლებით, დოგმატური თეოლოგია არის თვით ღვთისაგან განცხადებული ცოდნა, რომელიც მხოლოდ ეძლევა განწმენილ ადამიანს, წმინანს! ვიმეორებ დიდი წმინდანის სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის ნათქვამს: "არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი იქნებიან ღვთისმეტყველნი" მე თეოლოგიაზე საუბრის უფლება არა მაქვს. ყოველნაირი "თეოლოგია", რომელიც წიგნებსა და განსჯას ეყრდნობა, არის დემონის "თეოლოგია" - ამას გვასწავლის დიდი წმინდანი გრიგოლ ღვთისმეტყველი.ციტატა პ.ს. - ისე , პავლე რომ ამბობს , ცოდვილებში ყველაზე მეტად ცოდვილი მე ვარო , ალბათ არ წაგიკითხავს ხომ ? გამიგია, წამიკითხავს. ბევრ დიდ წმინდანს უთქვამს იგივე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს, როცა წმინდანი ამას ამბობს ან ამბობდა, იგი ცოდვილი იყო ან ცოდვით დაეცემოდა. პავლე მოციქული იმასაც გვასწავლის, რომ ღმერთი იმისათვის განკაცდა, რომ კაცი განიღმრთოსო. მაში რა გამოდის? მადლით განღმრთობილი თუ დაეცა ან ცოდვილია, თვით უფალი ყოფილა ცოდვილი. ეს არის მკრეხელობა და არა ის, რასაც მე ვამბობ. მადლით ღმერთი აღარ დაეცემა, იმიტომ რომ ის ღმერთია უკვე, თუნდაც მადლით.პავლე მოციქული იმასაც გვასწავლის, რომ მე აღარ ვარსებობო და ქრისტეა ჩემშიო მხოლოდ და ქრისტე საუბრობსო. რა გამოდის მაშინ? ძე ღვთისა იყო ცოდვილი, როცა პავლე მოციქული ამას ამბობდა? აი ისევ ეს არის მკრეხელობა. ჩვენი დროის უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი პავლე მოციქულზე ამბობდა: "პავლე მოციქული 30-ე საფეხურზე იყო. მისი წმინდა გონება, როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ ღებულობდა." როგორ უნდა დაცემულიყო ასეთი წმინდანი? იმის თქმა, რომ ასეთი წმინდანი ცოდვით დაეცემა, არის მკრეხელობა. იოანე ღვთისმეტყველზე კიდევ უფრო მეტს ამბობს მამა გაბრიელი: "იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ვერ ეკარებოდნენ (ბოროტი აზრები)." თქვენ კიდევ ასწავლით, რომ ასეთი წმინდანი შეიძლება ცოდვით დაეცესო. მე ვერ მივიღებ მაგ სწავლებას და არც არავის ვურჩევ. †სერგი† ციტატა არ მინდა გადავიკითხო წინა პოსტები... გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი რაც დამხვდება... მხოლოდ ერთს ვიტყვი ისე თემის სათაურიდან გამომდინარე.... ჩვენ, ქრისტიანებს გვაქვს მოწოდება რომ "ქრისტე შევიმოსოთ", და მივემსგავსოთ მას. ასევე ჩვენ ყოველ დღე ჩვენს ლოცვებში (თუნდაც 50-ფსლ.) ვითხოვთ ამ სიწმიდეს.. ვითხოვთ წმიდანობას.... მაგრამ გვავიწყდება ასევე თქმული - "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა... და სხვა მრავალი, სადაც ნათლად სჩანს რომ სიწმიდე მიიღწევა თავმდაბლობით ეს უკანასკნელი კი საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებით... კი მეგობარო, გეთანხმები. უფრო მეტიც, რაც უფრო დიდია წმინდანი, მით უფრო თავმდაბალი ხდება იგი წმინდანთა სწავლებით. წმინდანები ასწავლიან, რომ ის უკვე ვინც განღმრთობას აღწევს, ყველაზე მეტად მდაბლდება და ყველაზე მეტად ესმის თავისი ჩადენილი ცოდვების სიმრავლე და სიმძიმე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი განღმრთობილი ცოდვილია (ან ცოდვილია იმ მომენტში, როცა ამბობს ცოდვილი ვარო) ან ცოდვით დაეცემა. ამის თქმა მკრეხელობაა. განღმრთობილი ადამიანი სრულიად ღმერთთან არის შეერთებული წმინდანთა სწავლებით და მას უკვე თავისი ნება აღარ გააჩნია. თუ ვიტყვით, რომ ასეთი განღმრთობილი ცოდვილია და პოტენციურად შეიძლება დაეცეს, ვამბობთ, რომ მადლით ღმერთი ცოდვილია და ღვთის ნება შეიძლება დაეცეს.მამა გაბრიელი ამბობს: "განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამიდან უკუნისამდე" და კიდევ აი ამას ამბობს: "(განღმრთობილი) ადამიანი მთლიანად და განუშორებლად მყოფობს ღმერთთან, რაც სრული ერთობაა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისაგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი