წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest1 |
Mar 12 2014, 09:49 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ნიკიტა სტითატი, ბიზანტიელი თეოლოგი, რომელმაც აღწერა წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება, იყო მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი. იგ თავის ნაშრომში "წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის საღმრთო სიყვარულის ჰიმნებისათვის" წერს:
ციტატა ამგვარად, წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის საღმრთო სახელდებების ტკბილხმოვანებას შეესაბამება დიდი დიონისეს სიტყვები დაფარულის შესახებ მიძღვნილ ღვთაებრივ ტრაქტატში. მაგრამ ღვთისმეტყველთა მიერ აღვლენილ საღმრთო საგალობლებში გამოყენებულ თითოეულ სახელდებაში არის მცდელობა გამოწვლილვით იქნეს გამოკვლეული და ნათელი მოეფინოს ღვთაებრივის ბუნებას, რაც რასაკვირველია, უდიდესი სულიერი ძალისხმევისა და საღმრთო წერილის სუფთა გონებით გასიგრძეგანების გარეშე წარმოუდგენელია. გრიგოლ პალამა წერს: ციტატა რამეთუ, ვინც ყოველივე უმოქმედო ქმნადი გახადა დედამიწაზე თუ ცაში – არნახული მოწყალება მიიღო თავისსავე ქმნილებებზე, უდიდესი კაცთმოყვარება აჩვენა, ადამიანთა გადასარჩენად მსხვერპლად გაიღო საკუთარი სიცოცხლე, ჯვარს ეცვა, ივნო და დაეფლა, განა შეედრება რაიმე? უფალმა ყოველი ძე ხორციელი სულისა და ხორცის განსაწმენდად და საკურნებლად თავის სისხლსა და ხორცს გვაზიარა, უკეთესისკენ ლტოლვის სურვილი გააღვიძა ჩვენს არსებაში, თავისთან გაგვათანასწორა, განღმრთობის ღირსნი გაგვხადა. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: ციტატა მაშასადამე, თუკი გსურს პავლე მოციქულის პატივდება და ქება-დიდება მიბაძე მას და ეცადე გაეჯიბრო სარწმუნოებაში. აი მაშინ კი ჭეშმარიტად შეედრები პავლე მოციქულს, ისიც მიგიღებს, შეგიყვარებს და შეგივრდომებს ვითარცა მის კვალდაკვალ მავალს, მისი სწავლების დამფასებელს. უპატივცემულობას გამოიჩენდი ღვთაებრივი მოციქულის მიმართ, თუკი მიიჩნევდი, რომ მავანს არ ძალუძს შესწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც პავლე მოციქულმა მიაღწია, დაიხსომე, რომ ამით საკუთარი გადარჩენა გძაგს და დაუდევრად ეპყრობი იმას, რასაც მიაღწიე ცხოვრებაში, ხიბლში იგდებ თავს, უარყოფ პავლე მოციქულს და გაანაწყენებ. თუ გსურს დაგიმტკიცებ, რომ პავლე მოციქული, პატივდებული და სახელდებული იქნებოდა თუკი მას გადააჭარბებდი უფალთან სიახლოვესა და ამაღლებაში. აი, თავად პავლე მოციქულს მოუსმინე: «ვილოცევდ მე შეჩუენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვს, და ნათესავთა ჩემთა ხორციელთა». (რომ. 9,3). ხედავ, იგი მზად არის თავად დაშორდეს უფალს ოღონდ იხსნას სული მოყვასისა. შენ კი გაიძახი – პავლე მოციქულისათვის შეურაცხმყოფელია ჩემისთანა უბირის ლტოლვა ღვთაებრივი სიმაღლეებისკენო. ასე არ არის ჩემო ძმაო! წმინდანებს შური არა სჩვევიათ, არც გულისთქმები აწუხებთ და არც მიელტვიან დიდებასა და პატივს კაცთა. მათ, უფლის თაყვანისმცემლებსა და წმინდანებს მხოლოდ ერთი სწრაფვა, სურვილი, განცხრომა და ნეტარება აქვთ: უფლის ჭვრეტა. ხოლო ისინი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, განეშორებიან ორპირობას და ფარისევლობას, რამეთუ უფლის გარდა სააქაო ცხოვრების სიამტკბილობა მათ ცნობისწადილს არ აღუძრავს. არც ჩვეულებრივი მოკვდავი, არც ყოფითი საფიქრალ-საზრუნავი არ აინტერესებთ. არამედ თავისუფალი არიან კაცთათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისგან და გონება არ ეფანტებათ უამრავ წვრილმანებზე ფიქრში. სწორედ ამიტომ, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია სიცოცხლეში, ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს. მაგრამ გემუდარები მკითხო: ვინც ამის თაობაზე წერდა როგორ მივიდა ამ დასკვნამდე? ან, ისინი ვინც ამჟამად ფიქრობენ ამას როგორღა მიხვდნენ? მიპასუხე ვისი ნააზრევია ეს ყოველივე – რასაკვირველია ადამიანის, ადამიანის საქმენი განცხადებული სიტყვაში. ამას როდესაც ამბობ იცი მეორე ადამიანის სულიერი მდგომარეობა სინამდვილეში? წმინდა პავლე მოციქული ხომ ამბობს: «რამეთუ ვინმე უკუე იცის კაცმან კაცისა, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მასთან? (1კორ. 2,11). თუკი ადამიანს არ ძალუძს, ჩასწვდეს მეორე ადამიანის სულის სიღრმეებს, მაშინ როგორღა მოახერხებს იმის გაგებას თუ რამდენად მიიღო ამა თუ იმ პიროვნების სულმა ღვთაებრივი. მაშასადამე, ის ცვლილებები და მდგომარეობა, რომელიც სულს ემართება განღმრთობის დროს? ცალკე გამოყოფის ღირსია აი ეს ადგილი: ციტატა წმინდანებს შური არა სჩვევიათ, არც გულისთქმები აწუხებთ და არც მიელტვიან დიდებასა და პატივს კაცთა. მათ, უფლის თაყვანისმცემლებსა და წმინდანებს მხოლოდ ერთი სწრაფვა, სურვილი, განცხრომა და ნეტარება აქვთ: უფლის ჭვრეტა. ხოლო ისინი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, განეშორებიან ორპირობას და ფარისევლობას, რამეთუ უფლის გარდა სააქაო ცხოვრების სიამტკბილობა მათ ცნობისწადილს არ აღუძრავს. არც ჩვეულებრივი მოკვდავი, არც ყოფითი საფიქრალ-საზრუნავი არ აინტერესებთ. არამედ თავისუფალი არიან კაცთათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისგან და გონება არ ეფანტებათ უამრავ წვრილმანებზე ფიქრში. სწორედ ამიტომ, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია სიცოცხლეში, ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს. ანუ, წმინდანები ცოდვით აღარ დაეცემიან. ღვთის მადლით განწმენდილი ადამიანი აღარ ილტვის ამქვენყნიურისაკენ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი