წმინდანობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანობა |
Ismail |
Oct 4 2008, 02:08 PM
პოსტი
#321
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოდა რა მაინტერესებს:
ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ... ხოდა: 1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო; თუ 2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს. ? ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი? მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
A.V.M |
Mar 13 2014, 01:23 AM
პოსტი
#322
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
guest1
მე ნუღარ მომნიშნავ შენს პოსტებში , მაინც არ შემოვალ დისკუსიაში . ( ასაკით უფროსი რომ არ იყო , კიდევ დავფიქრდებოდი) . მოკვდავ ადამიანს , ,,ბუნებით ღმერთად'' მიიჩნევ და რომელ თეოლოგიურ დისკუსიაში უნდა შემოვიდე შენთან ?ადამიანს პოლითეიზმი გწამს . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
guest1 |
Mar 13 2014, 07:44 AM
პოსტი
#323
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
A.V.M
ციტატა მე ნუღარ მომნიშნავ შენს პოსტებში , მაინც არ შემოვალ დისკუსიაში . ( ასაკით უფროსი რომ არ იყო , კიდევ დავფიქრდებოდი) . პირველ რიგში, მე უკვე ბევრჯერ ავღნიშნე, არ ვღვთისმეტყველებ-თქო. ღვთისმეტყველება არ არის მონანულთა საქმეო, ასე ამბობენ წმინდანები. მეკიდევ, ჯერ სინანულიც არ ვიცი რა არის. გარდა ამისა, შენს გარდა სხვაც არის აქ. ვისაც დააინტერესებს წმინდანთა სწავლება წაიკითხავს. კიდევ ის, რომ შენ თუ არ გინდა გიპასუხო, მაშინ მე ნუ დამაბრალებ იმას, რაც არ მითქვამს. მე თუ მწამს ის რომ ამ ქვეყანაზე ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია იმდენჯერ მოვიდეს, რამდენიც მისი ნება იქნება და ამას შენ პოლითეიზმს ეძახი, მაშინ დავით მეფსალმუნეც პოლითეისტი ყოფილა, როცა ამბობს "დაჯდა ღმერთი ღმერთებს შორის"; მაშინ მართლმადიდებელი წმინდანებიც პოლითეისტები ყოფილან, როცა განღმრთობაზე საუბრობენ;მოკვდავ ადამიანს , ,,ბუნებით ღმერთად'' მიიჩნევ და რომელ თეოლოგიურ დისკუსიაში უნდა შემოვიდე შენთან ?ადამიანს პოლითეიზმი გწამს . მადლით განღმრთობა უკვე იცით რა არის და ბუნებით განღმთობისა გიკვირთ. მე აქ ყველაზე მთავარი რაც იყო, წმინდანთა სწავლებას ვდებ წმინდანთავე ციტატებზე დაყრდნობით: 1) ადამიანი ცხოვრებაში ხდება წმინდანი; აქ დედამიწაზე აღწევს წმინდანობას; 2) წმინდანი ცოდვით აღარ დაეცემა; 3) ღვთისმეტყველი შეიძლება იყოს მხოლოდ-და-მხოლოდ წმინდანი და ისიც სიწმინდის მაღალ საფეხურზე მყოფი; 4) როცა წმინდა მოძღვარი მიუტევებს ცოდვებს ადამიანს, მაშინ ღმერთი უტევებს ცოდვებს მას. როცა არ მიუტევებს, მაშინ ის ცოდვები ადამიანს არ მიეტევება. აქ, აი ესენი უფრო მთავარია, ვიდრე დავითის მადლით ღმერთობა, რასაც ვერც შენ, ვერც მე და ვერც ბატონი ჭელიძე ვერ გაიგებს, რას ნიშნავს. შენ კიდევ, მე დოგმატის არცოდნაში მადანაშაულებ და პასუხს ვერ ცემ კითხვას, მაშ რატომ ასწავლიან წმინდანები სხვანაირად ყოველივე ამას. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 02:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი