IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თეოლოგიური ფიქრები, აქტუალურ საკითხებზე
KAIROS
პოსტი Mar 13 2010, 04:28 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გამარჯობათ,

არ საჭიროებს ფორუმი გადატვირთვას, ამიტომ ყველა საჭირბოროტო საკითხზე ცალცალკე თემას ვერ გავხსნით, ყოველშემთხვევაში მე გადავწყვიტე, სანამდე ვიქნები აქტიურად ფორუმზე, ალბათ ზაფხულამდე, ჩემი ტკივილი, ფიქრები და ძიებანი, აქ ამ გვერდზე გაგიზიაროთ, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, ცუდად და ძალიან სამწუხაროდ, წაყრუებას, ვიღაცისათვის ხაზის გადასმას და საერთოდ არ შეწუხებას იმაზე, ის ვიღაც რომ საყოველთაოდ გაკრიტიკებს, მართალია და აშკარაა, რომ მას სიყვარული არ ამოძრავებს, მაგრამ რასაც გეუბნება, იქნებადა მართლა გამოსასწორებელია?

არადა, უბრალო მიყუჩების, იგნორირების და ხშირად საერთოდ არ ვხედავს და არ მესმის ლოგიკური არ ვამბობ მოყვება და მიდის დრო, დრო... ის დრო, რომელიც მალევე გვაჩვენებს ამ ინერტიულობის შედეგს, სანამ ჩვენ აქ რაღაც ბანალიზმებზე ვსაუბრობთ, საზოგადოება ბევრჯერ დასმულ კითხვაზე ცუდ პასუხს ღებულობს, ბევრი გაზეთის ფურცლები, ტელე, რადიო და ე.წ. ფეისბუქი მიაქვს შხამს და ცილისწამებას, ან კიდევ ფანატიზმს და აბსურდს... მე არ მინდა და არც ვაპირებ, ვაკოპიროთ აქ და რაღაც დისკუსიები გავმართოთ, რომელთაც გამოცდილებით ვიცით, რომ დაძაბულების იქით დიდი რაიმე სარგებელი არ მოაქვთ, არა, ვფიქრობ უბრალოდ მოკლედ ვთქვათ რა საღდება ხშირად მართლმადიდებლობად და მერე იმ გასაღებულს აკრიტიკებენ, როგორც მართლმადიდებლობას, როცა მართლმადიდებლობა, სრულიად სხვაა და მის არასწორ გაგებას მოყვება ხოლმე ის ცილისწამებები და ღვარძლი... თავისთავად ეს თემა, ერთგვარი პასუხია, რეაქციაა, თავდაცვაა, აპოლოგეტიკაა, ჩვენთვისაც აუცილებელია, ბოლობოლო ვიცოდეთ რას გვაბრალებენ და რაში მდგომარეობს ჩვენი რწმენა; ამავდროულად ერთგვარუ ჩემი პასუხიცაა პერსონალურად, ერთ ადგილას გაიჟღერა , რომ რადგან სადღაც არ ვწერთ ე.ი. ჩუმად ყოფნა გვაწყობს ან მსგავსი, ეს ასე არაა და მგონი ამის ახსნაც არ იყო საჭირო.

ასე, პირველ თემასაც თავად შემოგთავაზებთ, იმდენია, საიდან დავიწყო არ ვიცი, იყოს პირველი

ქალი ეკლესიაში


საბჭოთა მენტალიტეტის გავლენა ეკლესიაში რომ შემოვიდა ეს ფაქტია და ერთგვარად ბუნებრივიცაა ესეც, მაგრამ ახლა საჭიროა დაწმენდა ამ აზროვნების, და გაგება კარგად და ეკლესიის მამებზე დაყრდნობით, ბოლობოლო რასაა რომ ასწავლის ეკლესია.

მართლმადიდებლობა უწინარეს ყოვლისა სქესთა შორის სხვაობას არ აღიქვამს რაიმე დამოკიდებულ სისტემად, "არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ (გალ.3,28); ქრისტიანობა ამით უაღმატებულესი მოძღვრებაა, ვხედავთ რა ხდება ულტრაკონსერვატორულ ისლამში და აფრიკის ტომებში, სადაც რელიგიური (ვიმეორებ რელიგიური!) მოტივებით ხდება ქალთა საშინელი დისკრიმინაცია, უუფლებობა, მონობა, იმდენი რამდენიც გინდათ, ქალთა უფლებების დამცავ ნებისმიერ საიტზე შედით, ან თუნდაც ერთერთ ყველაზე მთავარზე:

http://www.amnesty.org/en/campaigns/stop-v...e-against-women

საინტერესო პრესრელიზია აქ:

http://amnesty.org.ru/node/1331

მოკლედ, ხედავთ რომ მსოფლიო იბრძვის ქალთა უფლებების დაცვისათვის, და საოცრებავ, ჩვენთან ბევრს ეკლესიაშიც გონია, რომ , როგორც ერთერთ ფორუმზე წერენ "ქალი უნდა იჯდეს სახლში, რეცხოს, ხეხოს, იატაკი მოწმინდოს, ჭურჭელი დარეცხოს, ნასკებიც გარეცხოს, საჭმელი მოამზადოს, ბავშვები დაჩეკოს, აჭამოს, გაზარდოს, ქმარს ლოგინი გაუშალოს, ფეხსაცმელი გახადოს, უთო და მიქსერი ხელიდან არ უნდა გაუშვას... " ჰოდა, ამ დროს ღიპიანი ქმარი, უნდა ქეიფობდეს, ჭამდეს, სვამდეს და სლოკინით მოდიოდეს სახლში, და ესაა ქრისტიანობა, ან კიდევ არ წავალ შორს, აგერ გუშინ, აქვე ჩვენთან დასმულ კითხვა-პასუხს მინდა მივაქციოთ ყურადღება, მომყავს მთლიანად:

ციტატა
კითხვა:

გამარჯობათ მამაო.მაინტერესებს ეკლესია როგორ უყურებს არაქალიშვილის ცოლად მოყვანას? ეხლახანს ვნახე ვიდეო და წავიკითხე რომ ქალისთვის პირველი ვინც იქნება ცხოვრებაში,ის არის მომავალი ბავშვის მამა.მაინტერესებს თქვენი მოსაზრება.დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი:

ადამიანები არ ვართ დაზღვეულნი შეცდომებისა და ცოდვით დაცემისაგან. შეიძლება მოხდეს ისე, რომ დედაკაცმა დაკარგოს ქალწულება არაქორწინებით ურთიერთობაში. დიდი ცოდვაა, მაგრამ ეს არ ართმევს მას უფლებას შექმნას ოჯახი, იყოს დედა. რამდენად შეძლებს მამაკაცი აპატიოს მას წარსული შეცოდება და მიიღოს იგი, პირადი საქმეა. ეკლესია განუწესებს დედაკცს ეპიტემიას, მაგრამ არ ზღუდავს ქორწინების უფლებაში. ერთადერთი შეზღუდვა არის ისეთი მამაკაცისათვის, რომელიც ემზადება სამღვდელო პატივის მისაღებად. ასეთის საცოლე აუცილებლად უნდა იყოს ქალწული.


კარგი და პატიოსანი, თითქოსდა რაა აქ ცუდი, შემოვიდა კაცი და დაინტერესდა და მიიღო პასუხი, რომ შეიძლება, ოღონდ სამღვდელო კანდიდატურისათვის არაო... მაგრამ.. გინახავთ სადმე, გოგონას დაესვას კითხვა არავაჟიშვილს თუ შეიძლება გავყვე ცოლადო? არა! არც მოსდით თავში ეგ კითხვა, ლამის ბუნებრივია "კაცია და დადის ქალებში" ან "დადიოდა ქალებში", პირიქით?! რას ამბობ! "ქალია და დადის კაცებში" ან "დადიოდა" უდრის მეძავს, ხოლო კაცის შემთხვევა მაქსიმუმ "ცუღლუტს", გეგონება მცნება "არა იმრუშო" , რომ დაიწერა იქ სადმე "არა იმრუშო ქალო, შენც შეეცადე კაცო" ეწეროს... არ ვწერ ბანალურს, მართლა ვამბობ, ეკლესიაშიც არიან მიჩვეულნი ასეთ დამოკიდებულებას, ხშირად ეპიტემიაც კი განსხვავებულია კაცს მრუშობისათვის ან მსგავსი სექსუალური ცოდვებისათვის ძალიან ნაკლებ სასჯელს ადებენ (პირდაპირი შეხება მაქვს და ვიცი) და ქალს საერთოდ წლები არ აზიარებენ, ორმაგი მიდგომა, ორმაგი საზომი... ზემოთ პასუხი რატომ დავწერე იცით? იმიტომ რომ იქაც აისახა, ის რაც იმ ადამიანმა იკითხა, ის კი არ უკითხავს მე რომ ვარ ქალებში ნაგულავები (კითხვის დამსმელს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვამბობ), თუ შემიძლია ქორწინებაო, არა, ქალია მთავარი... პასუხიც მსგავსია, ნუ დაიშვებაო, მაგრამ ეს დაიშვება ქალს კი არ ეხება მარტო კაცსაც! ის რომ სამღვდელო კანდიდატმა ქალწული უნდა მოიყვანოს ცოლად, ეს კი არაა საკმარისი მარტო, საცოლე ქალწული იქნება თუ არა, პირიქით მეორადია; თავად სამღვდელო კანდიდატი უნდა იყოს ვაჟიშვილი!

ახლახანს სხვა კამათიც გვქონდა, ქალების რაღაც წმიდა ადგილებზე მისტიური არ დაშვების შესახებ, მსგავსი რამ არსებობს, ქალი თუ არ დაიშვება სადმე მხოლოდ იმიტომ რომ იქ მამაკაცი ბერებია და ზუსტად იგივე მოტივით არ დაიშვება მამაკაცი ქალთა მონასტერში, ცნობილი გამონაკლისი საკურთხეველია, თუმცა ისიც ვიცით, რომ არსებობდნენ დედათდიაკვნები და საკურთხეველშიც შედიოდნენ, მსოფლიო კრებები ამტკიცებენ ამას
ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 19
ლაოდიკიის კრების კანონი 11
ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 15
VI მსოფლიო კრების კანონი 14
ის შეზღუდვა, რომ მღვდელნი ვერ გახდებიან ეს ეკლესიაში მიღებული ტრადიციაა, ანუ წინამძღვრობა ოჯახშიც და ეკლესიაშიც მამათ მსახურებაა, ბიბლიურადაც და შემდეგშიც, მაგრამ ეს ქალებს არანაირად არ ამცირებს, ანუ არ შეიძლება ქალის ყოფნამ რაიმე ადგილი "გაუუწმიდუროს", არაა ქალი უწმიდური ან რაიმე დაბალი არსება, არადა უწესებენ იმდენ აკრძალვებს, რაც სრულიად აბსურდულია არამარტო ქრისტიანული, არამედ ჰუმანური მოსაზრებითაც, მაგალითად თურმე ჯვარზე მთხვევისას ჯერ კაცები უნდა გაატარო "უპირატესნი" არიან და იმიტომ, არადა ის "უპირატესი" წესით და ზრდილობით ავტობუსში ფეხზე უნდა წამოუდგეს ქალბატონს და დაუთმოს ადგილი, ეკლესიაში კი არა, უნდა უცადონს საათობით დაღლილმა ქალებმა, კმაყოფილი სახეებით როდის ჩაივლის მამაკაცთა გრძელი რიგი, მეტიც... თითქოსდა ეკლესიაში შესვლაც, ხატზე მთხვევაც, სანთლის დანთებაც და ლამის ლოცვანის დაკავებაც კი აუკრძალეს ქალთ დედათა წესის გამო, არადა რას ამბობს საეკლესიო კრებები?

დედაკაცს არა აქვს ზიარების უფლება მისი განწმენდის დღეებში:

დიონისეს ეპისტოლიდან ვასილიდის მიმართ, თავი 2
ტიმოთე ალექსანდრიელის კანონი 7

ე.ი. საიდუმლოებებიდან აყენებს და არა ეკლესიიდან განაგდებს ლამის, მსგავს აბსურდებზე და ზედმეტ აკრძალვებზე კარგად წერს ერთერთ მართლმადიდებლურ ფორუმზე
Вспоминаю случай, о котором рассказывал мне ныне покойный отец Даниил Сысоев (ეს მოძღვარი სხვათაშორის მოკლეს სარწმუნოებისათვის http://www.pravmir.ru/tag/daniil-sysoev/ ). Один издатель заказал ему материал о том, что разрешается и что не разрешается православной женщине в Церкви в период месячного очищения. Отец Даниил почитал и любил церковные каноны, любил творения святых отцов, поэтому к делу подошел серьезно. Он изучил все, что говорят каноны и святые отцы по этому вопросу, и пришел в своей статье к следующему выводу: во время месячного очищения женщинам нельзя только участвовать в Таинствах, все остальное позволительно. К сожалению, издатель ожидал от священника совершенно другого вывода. Он считал, что женщине во время «критических дней» нельзя даже заходить в храм, и хотел донести его до читательниц, снабдив еще страшными историями о том, какие «кары небесные» постигли тех нечистивиц, которые дерзали во время месячных прикасаться к святыне. В результате та статья отца Даниила так и не была издана, и было бы интересно сейчас узнать о е судьбе.

http://www.pravmir.ru/glavnyj-vrag-pravosl...aya-zhenshhina/

საერთოდ ფანატიკური სიშლეგის სახე მიიღო "ანტიშარვლისტურმა" მოძრაობამ, რომელიც ჩვენს ფორუმშიც საკმაოდ დიდად იქნა გავრცობილი, ნაცვლად იმისა, რომ გოგონათ უთხრან, რომ ქრისტიანობა სამოსის ფორმებს კი არა სიბილწეს და ზედმეტად გამომწვევად ჩაცმას კრძალავს, რაღაც დემონიზაცია მოახდინეს შარვალის, თითქოსდა წმიდა გიორგი კაბით არ დადიოდა ან თავად მაცხოვარს კვართი არ ცმოდეს, ქალი თან ქალის შარვალს ანუ სამოსს იცვამს და არა კაცისას, და ეს "არ ჩაიცვას კაცის სამოსი" სრულიად არაფერ შუაშია, არ იცავმს არც კაცი როცა კაცის კაბას იცავმდა (ან დღემდე იცვამს შოტლანდიელი), არ მოსვლია აზრად რომ "ქალის სამოსად" შეერაცხა საკუთარი სამოსი, მერე შეზღუდვები ქალის გალამაზებას ეხება, იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ ზედმეტი გადაღებვა არ შეიძლება, ფერუმარილს ლამის საერთოდ უკრძალავენ, გახსენდება უნებურად ცხონებული ნოდარ დუმბაძე:" თამარ მეფეც ისვამდა თურმე ფერუმარილს და თქვენ რაღა დაგემართათო"... ანუ არაა ასეთი გადაჭარბებული სიმკაცრე და აკრძალვები ქრისტიანული სულის და ნურც ნურვინ შეეხება მართლმადიდებლობას, როცა მსგავს ფანტიზმების დაუწყებს კრიტიკას.

ზემოთ მოყვანილ სტატიაში ძალიან საინტერესო ფაქტებია თავად მორწმუნე ქალის მიერ დაწერილი, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში დიაკონ ანდრეი კურაევის ამ ინტერვიუსაც გაეცანით, ეს ძალიან მნიშვნელოვნი კვლევაა და ყველას ვურჩევ:

Церковь в мире людей. Женщина в Церкви

http://www.pravmir.ru/cerkov-v-mire-lyudej...hhina-v-cerkvi/

ბევრი შეიძლება წერა, ოჯახში, საზოგადოებაში ქალის ადგილის შესახებ, დავწერთ ალბათ შემდეგშიც, უბრალოდ ყველამ უნდა გავისიგრძეგანოთ ქალი და კაცი ადამიანებია ორივე და მიუხედავად მათი სხვადასხვა დანიშნულებისა, უფლის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, ცოდვა მოეთხოვება ორივეს თანაბრად და პასუხისმგებლობაც ორივეზე თანაბრად ვრცელდება.

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Mar 14 2014, 12:58 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების
ე პ ი ს ტ ო ლ ე

6-9 მარტი, 2014 წელი, ფანარა

9 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების და წარმომადგენლებს სვინაქსის მონაწილეთა ეპისტოლე გამოცხადდა ღმრთისმსახურების დასრულებისას, წმიდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფანარაში.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

წყალობითა ღმრთისაითა, უწმიდესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები – სრულიად მსოფლიოს მართლმადიდებელ მორწმუნეებს, ჩვენს ყველა ქრისტიან ძმებს და დებს და კეთილი ნების ყოველ ადამიანს: კურთხევა ღმრთისა და ამბორი სიყვარულისა და მშვიდობისა.
„მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ“ (1 თეს. 1:2).
1. შევიკრიბეთ რა ყოვლადკეთილი ღმრთის მადლით, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიწვევით ფანარაში, 6-დან 9 მარტის ჩათვლით, 2014 წელს, ძმური სიყვარულით განვბჭეთ ის საკითხები, რაც აღელვებს დღეს ჩვენს უწმიდეს ეკლესიას, და აღვავლინეთ რა ერთობლივი მსახურება უფლისადმი წმიდა გიორგის ტაძარში, მართლმადიდებლობის ზეიმის უშესანიშნავეს დღეს, მოგმართავთ თქვენ სიყვარულის, მშვიდობის და ნუგეშის სიტყვით.
მყოფობს რა ამა სოფელსა შინა, ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია გარემოცულია განსაცდელებით ყოველ ეპოქაში. მისი ეკლესია, რჩება რა ერთგული წმინდა გარდამოცემისა, იმყოფება მუდმივ დიალოგში თითოეულ ისტორიულ პერიოდში, თანა ევნება ადამინთან და იზიარებს მის შეშფოთებას. „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არის უკუნისამდე“ (ებრ. 13:8).
ჩვენს დღეებში განსაკუთრებული დაძაბულობითაა გარემოცული ის ისტორიული განსაცდელები და გამოწვევები, რომლის წინაშეც მართლმადიდებელ ქრისტიანებს არ ძალუძთ დარჩნენ მონაწილეობის გარეშე და გულგრილად. ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ ერთად (შდრ. საქმ. 2:1), რათა მიმოვიხილოთ ის პრობლემები და განსაცდელები, რასაც აწყდება თანამედროვე კაცობრიობა. „გარედან – თავდასხმებია, შიგნით კი – შიში“ (2 კორ. 7:5) – მოციქულის ეს სიტყვები ეკლესიისათვის დღესაც აქტუალურია.
2. ვხედავთ რა მთელ მსოფლიოში ადამიანთა ტანჯვას, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და პლანეტის სხვა მხარეებში ქრისტიანთა მოწამეობის მიმართ და აღტაცებას მათი მოწმობის მიმართ. ჩვენ ვინახავთ მათ ხსოვნას ორმაგი მოწამეობისათვის: როგორც რწმენისათვის, ისე სხვა რელიგიური შეხედულებების ადამიანებთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთობების დაცვისათვის. ჩვენ განვსჯით მშვიდობისა და სტაბილურობის არარსებობას, რაც აიძულებს ადამიანებს მიატოვონ ის მიწა, სადაც დაიბადა უფალი ჩვენი იესუ ქრისტე და საიდანაც კეთილი უწყება მოეფინა მთელ მსოფლიოს.
ჩვენ თანავიტანჯებით სირიაში ყველა მსხვერპლის ტრაგედიის გამო. ჩვენ განვსჯით ტერორიზმისა და რელიგიის დიფამაციის ყველა ფორმას. მიტროპოლიტების პავლეს და იოანეს, აგრეთვე სხვა მღვდელმსახურების და მაალულრას წმიდა თეკლას სავანის მონაზვნების გატაცება, ღრმა ჭრილობას გვაყენებს ჩვენ და ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ჩვენ მივმართავთ კონფლიქტის ყველა მონაწილეობას, მოვითხოვთ რა სამხედრო მოქმედებათა დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ტყვეების გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას მოლაპარაკებების გზით. ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანები – საფუარია მსოფლიოსი. მშვიდობა ყოველი ადამიანისათვის უზრუნველყოფს აგრეთვე მშვიდობას ქრისტიანებისათვისაც. ჩვენ მხარს ვუჭერთ ანტიოქიის საპატრიარქოს მის სულიერ და ჰუმანიტარულ მსახურებაში და მცდელობებში, აღადგინოს დანგრეული და დააბრუნოს დევნილები.
3. ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისათვის ლოცვითი შერიგებისათვის უკრაინაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ განვსჯით მუქარებს, მიმართულს წმინდა მონასტრებისა და ტაძრების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების თაობაზე და აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ძმებისათვის, რომლებიც იმყოფებიან საეკლესიო თანაზიარების გარეთ, წმინდა ეკლესიის წიაღში დაბრუნებისათვის.
4. სამართლიანობისა და მშვიდობის მთავარი საფრთხე, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ მასშტაბებში, მომდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან. მისი შედეგები ხილულია საკაცობრიო საზოგადოების ყველა დონეზე, რომელშიც ხშირად უგულებელყოფილია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა პირადი ღირებულებები, ძმური სოლიდარობა და სამართლიანობა. ამ კრიზისის მიზეზები ძევს არა მხოლოდ ფინანსურ სფეროში, არამედ – მორალურ და სულიერ ნიჰილიზმში. არ ვქმნით რა ხელისუფლების, სიხარბისა და თვითკმაყოფილების ამსოფლიურ კერპებს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი მოწოდება მდგომარეობს მსოფლიოს გარდაქმნაში სამართლიანობის, მშვიდობისა და სიყვარულის საწყისებზე.
ეგოცენტრულობა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენება აკნინებს მრავლისათვის ადამიანური პიროვნების წმინდა თვისებების შესახებ წარმოდგენას, მათ არ სურთ დაინახონ ხატი ღმრთისა მცირეთაგან ძმებსა და დებში (შდრ: მთ. 25:40, 45). მრავალი რჩება გულგრილი სიღარიბის, ტანჯვისა და ძალადობის მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან კაცობრიობის უბედურებად.
5. ეკლესია მოწოდებულია, რომ მოიტანოს მსოფლიოში საწინასწარმეტყველო სიტყვა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას ადგილობრივი და გლობალური ტენდენციების გამო, რომლებიც აკნინებენ და ანგრევენ რწმენის საფუძვლებს, თითოეული ადამიანის პიროვნების ღირსებას, ქორწინების, ოჯახის დაა ქმნილების, როგორც ღმრთის ძღვენის უწმიდეს ინსტიტუტს.
ჩვენს მხარს ვუჭერთ ადამიანური ცხოვრების უდავოდ უწმიდეს ხასიათს მისი ჩასახვის მომენტიდან ბუნებრივ სიკვდილამდე. ჩვენ ვაღიარებთ ქორწინებას, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირს, რომელიც გამოხატავს ქრისტეს და მისი ეკლესიის ერთობას. ჩვენი მოწოდებაა, შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრივი შუალედი, როგორც ქმნილების მეურნისა და არა ბატონისა. დიდი მარხვის ამ დროს ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს სასულიერო დასს და ერისკაცებს, რომ იცხოვრონ სინანულის სულით, ესწრაფონ გულის სიწმიდეს, სიმშვიდეს და მიტევებას და საზოგადოებას მისცენ მოწმობა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს მარადიული სწავლების შესახებ.
6. წინამძღვართა სვინაქსი წარმოგვიდგენს ჩვენ კურთხეულ შემთხვევას, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ერთობა თანაზიარებისა და თანამშრომლობის გზით, და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კრებითობის, როგორც ეკლესიის ერთიანობისათვის უპირველესი საჭიროების პრინციპისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ აღვიარებთ, როგორც გვასწავლიდა წმიდა იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი, რომ „ეკლესიის სახელი არის ერთობის და თანხმობის სახელი, და არა განყოფისა“. ჩვენი გულები სავსეა სასოებით წმიდა და დიდი კრების თაობაზე დიდი ხნის მოლოდინით, რომელიც იქნება მოწმობა ეკლესიის ერთიანობისა და მისი ზრუნვისა თანამედროვე მსოფლიოზე.
სვინაქსზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განხორციელდეს უფრო მეტად ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაო. სპეციალური ინტერმართლმადიდებლური მოსამზადებელი კომისია 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყებს თავის მუშაობას, რომელიც გაგრძელდება 2015 წლის წმინდა პასექამდე. ყველა გადაწყვეტილება კრებაზე და მოსამზადებელ ეტაპებზე მიღებულ იქნება კონსენსუსის საფუძველზე.
წმიდა და დიდი კრება მოწვეულ იქნება მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ კონსტანტინოპოლში, 2016 წელს, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა. კრების თავმჯდომარე იქნება მსოფლიო პატრიარქი. მის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსდებიან მისი თანაძმები – სხვა ავტოკეფალური ეკლესიების წინამძღოლები.
7. მისია უდავოდ დაკავშირებულია ერთიანობასთან. ეკლესია არ ცხოვრობს საკუთარი თავისთვის: მისი ვალია – დაამოწმოს და გაუყოს საღმრთო ნიჭები მოყვასთ და უცხოთ. მონაწილეობა მივიღეთ რა საღმრთო ლიტურგიაში და ვილოცეთ რა მთელი მსოფლიოსათვის, ჩვენ მოწოდებული ვართ განვაგრძოთ ეს ლიტურგია და ლიტურგიის შემდეგ, გავუყოფთ მთელს კაცობრიობას ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ნიჭებს, თანახმად უფლის დასკვნითი მცნებისა და აღთქმისა: „წადით და მოიმოწაფეთ ყოველი ერთი... და აჰა, მე თქვენთან ვარ ვიდრე სოფლის აღსასრულამდე“ (მთ. 28:19-20).
8. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც არის მულტიკულტურალიზმი და პლურალიზმი –გარდაუვალი და მუდმივად ცვალებადი რეალობა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არცერთი საკითხი ჩვენს დროში არ შეიძლება განხილულ ან გადაწყვეტილ იქნეს გლობალური ხედვის გარეშე, რამეთუ ადგილობრივის და გლობალური წინააღმდეგობას მივყავართ აზროვნების მართლმადიდებლური სახის გაუფასურებისკენ.
ვინაიდან განხეთქილების, სეგრეგაციის და დაყოფის წინაშე ჩვენ სრული გადაჭრით ვახარებთ მართლმადიდებლობის სიტყვას. ჩვენ ვაღიარებთ, რომ დიალოგი ყოველთვის სჯობს კონფლიქტს. თავის არიდება და იზოლაციონიზმი არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენი ვალია ვიყოთ ღია სხვა ადამიანებთან და უცხო კულტურებთან, სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებთან და სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან კონტაქტისათვის.
9. მიუხედავად ყველა სიძნელისა, ჩვენ ვახარებთ ღმრთის კეთილ უწყებას, რომლემაც „ესე შეიყვარა სოფელი“, რომ „მოვიდა ჩვენ შორის“. ამიტომ, ჩვენ, მართლმადიდებლები მომავალს ვუყურებთ იმედით, და, მიუხედავად ყველა სირთულისა, ვსასოებთ „ყოვლისამპყრობელზე... რომელიც არის და იყო და მოდის“ (გამოცხ. 1:8). რამეთუ ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლო სიტყვა – სიტყვა სიხარულისა, სიყვარულისა და სასოებისა, რჩება მასთან. რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

† ბართოლომეოს კონსტანტინოპოლელი
† თეოდორე ალექსანდრიელი
† თეოფილე იერუსალიმელი
† კირილე მოსკოველი
† ირინეოს სერბელი
† დანიელ რუმინელი
† ნეოფიტე ბულგარელი
† ილია ქართველი
† ქრიზოსტომოს კვიპრელი
† იერონიმე ათენელი
† საბა ვარშაველი
† ანასტასიოს ტირანელი


© თარგმანი: დ.ჩიკვაიძე.

https://www.facebook.com/notes/davit-chikva...152261307572769


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   თეოლოგიური ფიქრები   Mar 13 2010, 04:28 AM
Ligia   Обратите внимание, как мног...   Mar 13 2010, 06:06 AM
KAIROS   ეგ ძველი ტრადიცია...   Mar 13 2010, 10:25 AM
agnesa   ანუ 7-გზის ზეთისცხე...   Mar 29 2010, 02:10 PM
მხევალი ნინო   KAIROS არ გეპატიება ა...   Mar 13 2010, 11:07 AM
neo   :) საერთო ვერ ასეთ მ...   Mar 13 2010, 01:39 PM
ლურჯი ბუ   ჰე დავაი ახლა ჩამქ...   Mar 13 2010, 02:35 PM
მხევალი ნინო   neo ნეო, რასაც შენ ამ...   Mar 13 2010, 02:40 PM
მარიამი   neo მიყვარს შენი პოს...   Mar 13 2010, 03:29 PM
ნონა   საბჭოთა მენტალიტე...   Mar 13 2010, 03:48 PM
athos   მარიამი მე როგორც ...   Mar 13 2010, 04:57 PM
ლურჯი ბუ   ვინც გათხოვილ ქალ...   Mar 13 2010, 05:38 PM
ნანინა   კაიროს, ერთი რამაა ...   Mar 13 2010, 06:07 PM
athos   ნანინა არ არის ეს ...   Mar 13 2010, 06:16 PM
Ligia   ხალხნო (მხევალ ნინ...   Mar 13 2010, 08:24 PM
ნონა   აუ პოსტში სმაილები...   Mar 13 2010, 08:43 PM
Ligia   კაიროს ერთი სათხოვ...   Mar 13 2010, 08:48 PM
liziko-liziko   რა საინტერესოა....რა...   Mar 13 2010, 10:50 PM
KAIROS   მოკლედ ვიტყვი, რათ...   Mar 14 2010, 03:58 AM
KAIROS   მომიწევს დაცვა თეზ...   Mar 14 2010, 04:58 AM
KAIROS   ეპისტოლე ჩვენთვის ...   Mar 28 2010, 04:58 AM
KAIROS   გამონაკლისები ხდე...   Mar 31 2010, 04:14 AM
elusia   [b]KAIROS[/b ეხლა ერთი მოწ...   Apr 17 2010, 10:13 AM
gabrieli.   იცის თუ არა იესო ქრ...   Apr 19 2010, 06:11 PM
KAIROS   გაბრიელ, ამ საკითხ...   Apr 20 2010, 03:27 AM
elusia   იხარე და ყველაფერი...   Apr 20 2010, 09:00 AM
Ligia   აქ რაგაცეები დამჭი...   Aug 27 2010, 01:53 AM
(Νικόλαος)   და მე ერთი კითხვა მ...   Aug 28 2010, 09:25 PM
KAIROS   რათქმაუნდა იყვნენ...   Aug 29 2010, 03:15 AM
.zakaria.   დიაკონისები რათქ...   Aug 29 2010, 03:32 AM
(Νικόλαος)   რათქმაუნდა იყვნენ...   Aug 30 2010, 03:39 AM
athos   (Νικόλαος) დიაკონისებ...   Aug 30 2010, 09:09 PM
KAIROS   ისევ ქალების დასაც...   Oct 16 2010, 02:24 PM
Ligia   თვალსაჩინოებისათ...   Oct 16 2010, 06:56 PM
athos   სერბეთის პატრიარქ...   Oct 17 2010, 02:12 AM
afxazi   KAIROS http://library.church.ge/index.php?optio...   Oct 17 2010, 11:47 AM
KAIROS   მე კი მგონია აფხაზ, ...   Oct 17 2010, 01:57 PM
Ligia   აუ კაიროს, შანსი არ...   Oct 17 2010, 10:02 PM
sopo...   არვიცი მოძღვრებს ...   Oct 19 2010, 06:55 PM
KAIROS   ვფიქრობ, რომ მსგავ...   Oct 25 2010, 01:27 AM
sopo...   თუ არადა რატომ ეგე...   Oct 25 2010, 08:35 PM
KAIROS   სოფო, მიხარია, რომ ჩ...   Oct 27 2010, 12:52 AM
sopo...   1. არსად, აბსოლუტურ...   Oct 27 2010, 09:51 PM
athos   მე-3 საუკუნეში, როც...   Oct 27 2010, 10:47 AM
KAIROS   ამ საკითხზე აზრები...   Oct 28 2010, 03:54 PM
sopo...   და კიდევ ერთხელ და...   Oct 28 2010, 09:12 PM
KAIROS   ვიმეორებ კიდევ ერ...   Oct 31 2010, 10:20 AM
Giorgius   KAIROS გამარჯობა, შეგი...   Oct 31 2010, 03:34 PM
athos   KAIROS ეგ მონაზონი კი ა...   Oct 31 2010, 08:47 PM
KAIROS   ათოსს, ჰო, ვერ დავაზ...   Nov 2 2010, 01:34 PM
Otherguy   ამ საკითხში მშვენი...   Nov 9 2010, 07:08 AM
აკაკი   Otherguy ჩემი აზრით მაძ...   Nov 9 2010, 09:31 PM
KAIROS   ჰო ეგ სხვა საკითხი...   Nov 10 2010, 11:00 AM
Otherguy   ჰო ეგ სხვა საკითხი...   Nov 10 2010, 09:03 PM
KAIROS   ნუ, დიდი პატივი გაქ...   Nov 12 2010, 02:21 PM
G_saxva   ამ თემას ახლახან მ...   Jun 25 2013, 01:58 PM
A.V.M   G_saxva მე რა უნდა ვთქვ...   Jun 25 2013, 09:48 PM
G_saxva   G_saxva მე რა უნდა ვთქვ...   Jun 25 2013, 10:31 PM
A.V.M   კარგი თემაა...:D რა გა...   Jun 26 2013, 01:18 AM
G_saxva   კარგი თემაა...:D რა გ...   Jun 26 2013, 09:01 AM
George Leluashvili   კონკრეტულად არა ზ...   Jun 28 2013, 01:42 AM
G_saxva   ამის შესახებ მეუფ...   Jun 28 2013, 08:50 AM
George Leluashvili   მერე გაგვანდა მაგ ...   Jun 30 2013, 11:50 AM
A.V.M   G_saxva რას ქვია და ქალი...   Jun 26 2013, 06:18 PM
G_saxva   G_saxva რას ქვია და ქალ...   Jun 26 2013, 09:10 PM
A.V.M   ვერ გავიგე რა გინდ...   Jun 27 2013, 01:27 AM
G_saxva   თუ იმ სისხლმდინარ...   Jun 27 2013, 09:02 AM
A.V.M   G_saxva ქალს ჰქონდა მძი...   Jun 27 2013, 02:08 PM
G_saxva   G_saxva ქალს ჰქონდა მძ...   Jun 27 2013, 03:07 PM
A.V.M   G_saxva აბა როდესაც არა...   Jun 27 2013, 09:49 PM
A.V.M   George Leluashvili ბოლო პერიო...   Jun 28 2013, 11:00 AM
G_saxva   George Leluashvili ბოლო პერიო...   Jun 28 2013, 11:21 AM
აკაკი   რა განწმენდს ადამი...   Jun 30 2013, 11:58 AM
A.V.M   George Leluashvili მაგას ვამბ...   Jun 30 2013, 05:59 PM
sopo...   ისე ასეთი საკითხებ...   Jul 7 2013, 08:55 PM
A.V.M   კანონა საუბრობს მე...   Mar 13 2014, 11:38 PM
A.V.M   მართლმადიდებელ ეკ...   Mar 14 2014, 12:58 AM
iohanan   წმ. ბასილი დიდი ...   Apr 23 2014, 05:35 PM
MIRDAT   დედათა წესის უგულ...   Apr 23 2014, 07:10 PM
iohanan   MIRDAT ბასილი დიდზეა ს...   Apr 23 2014, 08:24 PM
MIRDAT   iohanan გასაგებია, მაგრ...   Apr 23 2014, 11:09 PM
iohanan   Aლბათ არსებობს ჩვე...   Apr 23 2014, 11:29 PM
MIRDAT   iohanan კანონებია გადა...   Apr 23 2014, 11:40 PM
iohanan   Aსანამ შეიცვლება,რ...   Apr 23 2014, 11:47 PM
G_saxva   სამწუხაროთ არ არს...   Apr 24 2014, 09:03 AM
iohanan   Xო ეს უკვე აღარ ვიცი...   Apr 24 2014, 11:43 AM
G_saxva   iohanan მგონი გავეცი შე...   Apr 24 2014, 11:59 AM
qetevano   მე ის ვერ გავიგე რა ...   Apr 24 2014, 12:05 PM
G_saxva   მე ის ვერ გავიგე რა...   Apr 24 2014, 12:17 PM
qetevano   G_saxva ხოდა ადგეს ეს ხა...   Apr 24 2014, 12:22 PM
G_saxva   qetevano ახლა შენ ისეთი ...   Apr 24 2014, 12:24 PM
qetevano   G_saxva ხოდა ნუღა ვწუწუ...   Apr 24 2014, 12:39 PM
G_saxva   qetevano მე და შენ მიჩურ...   Apr 24 2014, 12:46 PM
iohanan   G_saxva ყველაფერზე უნდ...   Apr 24 2014, 01:30 PM
G_saxva   iohanan აქ კიდევ ერთი ფა...   Apr 24 2014, 02:18 PM
iohanan   G_saxva ხო გასაგებია, მა...   Apr 24 2014, 03:15 PM
G_saxva   iohanan მეეჭვება ოდესმ...   Apr 24 2014, 03:26 PM
iohanan   :D :D :D   Apr 24 2014, 04:35 PM
marine   "ერთ წინასწარმეტ...   Nov 6 2014, 02:37 PM
marine   "მან, ერთმა ძემ, უწ...   Nov 7 2014, 07:02 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th July 2025 - 04:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი